ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არკუსი
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2011


ძერწენ ( გაშეშებული ლექსი)

წაერთვათ დღეებს სიარულის ძალა და ძერწენ
შემდეგ სიცოცხლეს, არაფერი, რომ არ აქვს მთელი
უხეში დილის გამოუყვან ნაკვთებს და ბერწენ
დროს შეყურებენ, უთვალებოდ როგორც სანთელი

გაშეშებულ კედლებს შორის ჩამომდგარ ჩრდილთან,
იფშვნიტავს თვალებს დილა რომლის სინაზეც არ ჩანს,
ხატავს მხატვარი თეთრ ტილოზე თვალების ჭრილს და
წვავს კიდევ ერთხელ მზე მოქსოვილ პოეტის ფარჩას.

ჩერდება სუნთქვა, თითებს გრძნობა ერთმევათ გრძნობის,
გული ფეთქდება ყლორტ გამოყრილ ატმის ტოტივით
ცხენები ლურჯი ზეციდან და მთებიდან მორბის,
როგორც მუზები პოეტის და წერის მოტივიც

იშლება დღესთან, გაბერწებულ დროსთან და წესთან
ერთად, სიცოცხლის არაფრის მთქმელ შუშის თვალებთან,
კრავს პოეზია უსიცოცხლო ვაკუუმს, წრეს და
ამ ვაკუუმში პოეზია პოეტს დანებდა.

ფართხალებს ლექსი, ვით სისხლისგან დაცლილი კაცი
და ჟამის ბილიკს შეუცვლიან დასაწყის კიდეს,
უხეში დილა დაიბადა დროისგან მკაცრი
ისეთი მკაცრი, რომ სიმკაცრე თვითონ დროს მისდევს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები