 | ავტორი: გიგო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 9 ივნისი, 2011 |
სახედარი და წკეპლა. მშობელი და ბავშვი... მოზარდი და გაიძვერა.
ოდეს სახედარს წკეპლა მოჰხვედრია, ჭმუნვითა და სიზანტით საქმე უკეთებია. დღე პირველსა და უკანასკნელს სიკვდილს არას ჰნატრობდა... მიჩვეულ ტვირთს, ჩვეულ ეზიდებოდა. გზად შემოხვდა ძმადნაფიცი თვისი, შემოსჩივლა კრძალვით, გასაჭირი თვისი ეგრე ატვირთული ზურგზედ: „ძმობილო იქნება იოლი ტვირთის მეპატრონე მაპოვნინო. ძალისხმევას არ დაგივიწყებ და ჩემს ფლოქვებს ვფიცავ, ყოველ კვირა დღეს საღი ბალახითა გამოკვებავ, ცივ ნიავს არ მოგაკარებო!“ ნაცნობი ვირი, ჯორზე შეჯდა და პასუხად უთხრა: „არა ვიცი რაო.“ სევდიანი თვალებით დასცილდნენ ერთმანეთს. დავიწყებოდა წკეპლას გემო სახედარსა. არა ჯიუტობდა პატრონთან. პირნათელი და გულჩვილობით იწონებდა თავს სოფლის ორღობეებს შორისა თუ ხრიოკ გზებზე. მზისგან ახურებულ დედამიწას, სცხელოდა. იმ შემოდგომას მდინარეებმა კალაპოტები დასტოვეს და მშობლიურ სოფლებს დიდი შაბათობა გაუმართეს... ალაგებული სანოვაგე თან წარიტაცეს, ოდებსა თუ ცათამბჯენებს, ქვეშ მიწა გამოაცალეს. დალბა და გაგრილდა დედამიწა. კვირა დღეს დაბრუნდნენ თავიანთ ავზებში აქაფებულები. თეთრ დუჟს თან მიჰქონდა წუთისოფლის საუკუნოვანი ნაჯაფ-ნაწვალები. მთაში მობინადრე ჩვენი სახედარი კი გადარჩა. ბარს ეზიდებოდა ტვირთსა და პატრონს უკან მიჰყვებოდა. გზად მთაში მიმავალი ძმადნაფიცი შემოვხვდა, კვლავ. ერთიანად ტალახში ამოსვრილი, ძლივს ადგამდა დამძიმებულ ფეხებს. უშველებელი წკეპლა ხელთ ეპყრა პატრონსა და გამეტებით სცემდა მას, უკანა ჩლიქებში. კვირა დღე იყო... არაფერი უთხოვია. დამძიმებულ მეგობარს, თავად გაუწოდა მეგობრობის ჩლიქი და უთხრა მას: „იქნებ გავჩერდეთ და ტვითები გავცვალოთო?“ სიხარულით დათანხმდა მეგობარს მთაში მიმავალი სახედარი. მაგრამ, სახედრებს ვინ მისცა გონება? განა შეძლებდნენ ტვირთების გადაცვლას თუ არა მათი პატრონები - ადამიანები! მათთვის გონიერება წკეპლაშია! და ეს ყველაფერი მოხდა, როცა ღმერთი ისვენებდა. ოჰ, ეს ადამიანები...
*** ბავშვმა ჰკითხა მშობელსა: დედი, მამი როდის მოვა სოფელსაო? სიდინჯით და მანდილობით, კრძალვით, რიდით უპასუხა ბავშვსა: ოდეს მორჩეს სამსახურსა, ის ეწვიოს სოფელსაო. მომლოდინედ მაცქერალმა, ბავშვმა მისმა მშობლისამან, თავი ჩარგო ლოგინსაო. და ღრმა ძილში სიზმარშივე, თვალთა მიღმა დაინახა გადაშლილი წიგნი ამა წუთისოფლისაო... რა ესიზმრა? წკეპლა, რომელიც კომბალს ჰგავდა. ბავშვები, ბევრი ბავშვი. მათ შორის საკუთარი თავი ამოიცნო. კურდღლის კუდები ჰქონდათ. ბრბოში არეულობა შეინიშნებოდა. ახლოს სათამაშო ბუჩქები მოსჩანდა. იქვე ხის ტოტებზე, ბევრი სხვადასხვა ფერის სათამაშო ტელეფონი ირწეოდა. მოქუფრული ცის ქვეშ დედა ხელგაწვდილი ელოდა შვილს, მაგრამ ამაოდ. წკეპლით გარეკილ ფარაში მყოფ შვილს, სათამაშო ტელეფონით დაერეკა და მშობელი დაებეზღებინა. ახალი, მდიდარი დედ-მამა შეიძინა, ფუფუნებაში გაზრდილმა ფერების აღქმა დაკარგა. რუხი ფერები მონცვლეობდნენ სიზმარში. დიდი გული სცემდა სიზმრის ეპიცენტრში... „ცისფერი ეკრანი“ დაემსგავსა, ჯოჯოხეთის კარიბჭეს, რომელსაც ვირების პატრონი დარაჯობდა. ნაცნობი წკეპლა ხელთ ეპყრა. მამა შუბლზე ეამბორა პატარას. დაიხურა თვალთა მიღმა გადაშლილი წიგნი ამა წუთისოფლისაო! ბავშვმა ჰკითხა მშობელსა: მამი, ხომ არ წახვალ სამსახურსო? სიკეთით და თბილი მზერით მიაჩერდა, შვილსა თვალცრემლიანსაო... სიდინჯით და ვაჟკაცობით, დარწმუნებით, უფლის რწმენით უპასუხა ბავშვსა: დაიხსომე, დღეის იქით სამსახური მე მაქვს უკვე ამა წუთისოფელსაო! და ეს ყველაფერი მოხდა, როცა ღმერთი ისვენებდა. ოჰ, ეს წუთისოფელი...
***
გაიძვერა მელია, სოფელს შემოეჩვია. სოფელშივე იპოვა, მან საკბილო ტკბილი...
მოზარდსა ჰგვრიდა სიმშვიდეს კეთილი საქმის კეთება. სოფლად ვირი გამეფებულა. კარის დარაჯად თხუნელა აურჩევია, შიკრიკად კი მელა დაუსვამს. მელასთვის საჩუქრად მეფეს წკეპლა უბოძებია და უთქვამს: „ამ წუთიდან დაგევალოს სოფლის ჭორ-მართალი მომიტანოო“ მზიან დღეს უყვარდა მელას ტყიდან გამოსვლა. შორიდან უცქერდა ადამიანებს... სოფლად კი მხოლოდ შებინდებისას გადიოდა. ბინდი ჩამოიშალა ციდან მიწაზე. მეგობრიდან სახლში მიმავალ მოზარდს გზად უჩვეულო რამ შეემთხვა. ის მელამ განაცვიფრა. გზის სავალ ნაწილზე გართხმული მელა შველას ითხოვდა. მოსთქვამდა და მიმართავდა მას: „გთხოვთ, იქნებ ვინმემ მიშველოთო!“ დაიბნა... „ეს სასწაულია! მელა ლაპარაკობსო“ გაიფიქრა და მის წინ დაიჩოქა. მიეშველა, სახლამდე, მკლავებზე მისვენებულ მელას, სთხოვდა: „არ მოკვდეო.“ მელა რისი, მელაა, თხოვნა, რომ არ შეესრულბინა. უკვე ჭიშკართან მისულ მოზარდს მოპარული, სევდიანი თვალებით კვლავ უთხრა: „იქნებ წყალი დამალევინოო“ ისე აგისრულდეთ ყველაფერი, როგორც მას. დააგემოვნა ჭის გემრიელი წყალი. ისე სხვათაშორის ჰკითხა მელამ: გადასახადს თუ იხდიო წყლისას?“ - რა თქმა უნდა! - იყო პასუხი. - აღარ გადაიხდი. - მიუგო მელამ. - რატომ? - შენ მე გადამარჩინე. ეს ჩემგან ფეშქაშად. მე, მეფეს ვიცნობ და შემიძლია კიდევ ძალიან, ძალიან მდიდარი გაგხადო! - იცნობდა მელა ოჯახს სადაც მოზარდი ცხოვრობდა. სიდუხჭირისაგან სულსა ღაფავდნენ. - ეს, როგორ? - უბრალოდ მენდე და გააკეთე ყველაფერი ის რასაც მე გთხოვ. შეძლებ? მშობლებს არ უთხრა. ისინი ვერ გაგიგებენ. მორალის კითხვა ვიცი არ მოგწონს. ასე, რომ - მე შენთვის, შენ სოფლისთვის! - რა უნდა გავაკეთო? - საქმე ჩემს მაგივრად. მე კი შენს ნაკვალევს გავყვები და თან წავშლი ჩემი გრძელი კუდით, რომ შეუმჩნეველი დარჩე. ძალიან საინტერესო იქნება. - დათანხმდა შემოთავაზებას, „სარფიანს“. გადის დრო–ხანი. ათასი რამ საქმენი „სთესეს“ პარტნიორებმა ერთად. ყოველ დღეს მელა მოძღვრავდა მშობლების ნაცვლად. და დადგა დღე ჯილდოს მიღებისა. მელამ უთხრა მას: „აჰა, მეფეს შენთვის ეს წკეპლა უბოძებია. ოდესღაც მისი ყოფილი პატრონისა და მჩაგვრელისა ყოფილა, რომელიც აღმართზე სიარულისას, წიხლის მოქნევითა მოუკლავსო“. „მე რაში გამოვიყენოო?“ - უთქვამს მოზარდს. „ თავი გაიშოლტე!“ მელა დააწინაურეს. მოზარდმა ჰკითხა მშობლებსა: - სახლში მიმიღებთ? სიკეთით და თბილი მზერით მიაჩერდნენ, შვილსა თვალცრემლიანსაო... სიდინჯით და ვაჟკაცობით, დარწმუნებით, უფლის რწმენით უპასუხეს მოზარდსა: დაიხსომე, დღეის იქით შენთვის გონიერება წკეპლაშიაო! და ეს ყველაფერი მოხდა, როცა ღმერთი ისვენებდა. ოჰ, ეს „ცხოველები“...
9 ივნისი 2001 წელი გიორგი (გიგო) გახოკიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. ეს დიდებულია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!ეს მშვენიერია!!!!!!!!!!!!!!!!!
მწერალი უთუოდ, დაამშვენებს ქართველ კლასიკოსთა გალერეას. (მარტო ეს ნაწერიც კმარა.) ეს დიდებულია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!ეს მშვენიერია!!!!!!!!!!!!!!!!!
მწერალი უთუოდ, დაამშვენებს ქართველ კლასიკოსთა გალერეას. (მარტო ეს ნაწერიც კმარა.)
22. დღეს კიდევ ერთხელ წავიკითხე....
ჩემთვის წარმოუდგენელია, მსგავსი სიღრმის და სიბრძნის შემცველი ნაწარმოების წაკითხვის შემდგომ, გაწონასწორებული კომენტარი დამეწეროს.
და კიდევ ერთი, ადრეც მითქვამს და ვიმეორებ, ღმერთმა ყველა მწერალს უმრავლოს ქ-ნი ჯინას მსგავსი არაჩვეულებრივი მკითხველი, პატივსაცემი და მისი გააზრებულის წყალობით, ნაწერში თვადაც კიდევ უფრო მეტი აღმომიჩენია -ხოლმე.
უდიდესი სიამოვნებაა, როცა შენს ნაწერს ასე ზუსტად ხედავენ.
გიგოს :-* დღეს კიდევ ერთხელ წავიკითხე....
ჩემთვის წარმოუდგენელია, მსგავსი სიღრმის და სიბრძნის შემცველი ნაწარმოების წაკითხვის შემდგომ, გაწონასწორებული კომენტარი დამეწეროს.
და კიდევ ერთი, ადრეც მითქვამს და ვიმეორებ, ღმერთმა ყველა მწერალს უმრავლოს ქ-ნი ჯინას მსგავსი არაჩვეულებრივი მკითხველი, პატივსაცემი და მისი გააზრებულის წყალობით, ნაწერში თვადაც კიდევ უფრო მეტი აღმომიჩენია -ხოლმე.
უდიდესი სიამოვნებაა, როცა შენს ნაწერს ასე ზუსტად ხედავენ.
გიგოს :-*
21. ეჰ, ვინ იცის, რამდენი წკეპლა მოგვხვდება, რომელ ტალახში ამოგვსვრიან, რომელი წყალდიდობა წაგვიღებს საუკუნოვან ნაჯაფ–ნაწვალებთან ერთად, თუკი კურდღლებად გადაქცეულები არ გავითავისებთ, რომ "სიზმრის ეპიცენტრში... „ცისფერი ეკრანი“ დაემსგავსა, ჯოჯოხეთის კარიბჭეს, რომელსაც ვირების პატრონი დარაჯობდა. ნაცნობი წკეპლა ხელთ ეპყრა..." თუკი ვერ მივხვდებით, რომ ამ წუთისოფელში მართლა საკეთებელი გვაქვს უფლის რწმენით (და არა წკეპლით) , რათა "ფერების აღქმა" შევძლოთ, რომ "რუხი ფერები" არ მომრავლდეს... საუბედუროდ, "სოფლად ვირი გამეფებულა. კარის დარაჯად თხუნელა აურჩევია, შიკრიკად კი მელა დაუსვამს. მელასთვის საჩუქრად მეფეს წკეპლა უბოძებია და უთქვამს: „ამ წუთიდან დაგევალოს სოფლის ჭორ-მართალი მომიტანოო“...
ღმერთო დიდებულო! ნუთუ გონიერება მხოლოდ წკეპლაშია!
და დავიჯეროთ, რომ ღმერთი ისვენებს?! არა, ჩვენ გვძინავს მხოლოდ... საფიქრალი და დარდიც მიმყვება!..
წერეთ, წერეთ, წერეთ!...
ეჰ, ვინ იცის, რამდენი წკეპლა მოგვხვდება, რომელ ტალახში ამოგვსვრიან, რომელი წყალდიდობა წაგვიღებს საუკუნოვან ნაჯაფ–ნაწვალებთან ერთად, თუკი კურდღლებად გადაქცეულები არ გავითავისებთ, რომ "სიზმრის ეპიცენტრში... „ცისფერი ეკრანი“ დაემსგავსა, ჯოჯოხეთის კარიბჭეს, რომელსაც ვირების პატრონი დარაჯობდა. ნაცნობი წკეპლა ხელთ ეპყრა..." თუკი ვერ მივხვდებით, რომ ამ წუთისოფელში მართლა საკეთებელი გვაქვს უფლის რწმენით (და არა წკეპლით) , რათა "ფერების აღქმა" შევძლოთ, რომ "რუხი ფერები" არ მომრავლდეს... საუბედუროდ, "სოფლად ვირი გამეფებულა. კარის დარაჯად თხუნელა აურჩევია, შიკრიკად კი მელა დაუსვამს. მელასთვის საჩუქრად მეფეს წკეპლა უბოძებია და უთქვამს: „ამ წუთიდან დაგევალოს სოფლის ჭორ-მართალი მომიტანოო“...
ღმერთო დიდებულო! ნუთუ გონიერება მხოლოდ წკეპლაშია!
და დავიჯეროთ, რომ ღმერთი ისვენებს?! არა, ჩვენ გვძინავს მხოლოდ... საფიქრალი და დარდიც მიმყვება!..
წერეთ, წერეთ, წერეთ!...
20. გიგო, რა საოცარი ქართულით წერ, ისეთი სითბო და სურნელება მოდის შენი ნაწერიდან როგორიც სულხან-საბას კითხვისას განმიცდია, მსუყე, გემრიელი ქართული, მხოლოდ ქართული სურნელება და სხვა არანაირი. გიგო, რა საოცარი ქართულით წერ, ისეთი სითბო და სურნელება მოდის შენი ნაწერიდან როგორიც სულხან-საბას კითხვისას განმიცდია, მსუყე, გემრიელი ქართული, მხოლოდ ქართული სურნელება და სხვა არანაირი.
19. მუხლს ვიდრეკ ნიჭის წინაშე! ჰო და ეს არის ჩემო გიგო ის ჯიში, რომელსაც შეუძლია ერთ ავტორს ისეთი განსხვავებული ნაწარმოებები შეაქმნევინოს (ჟანრობრივად თუ სტილისტურად) რომ გონთვალმახვილი მკითხველიც კი დააბნიოს და ვერ იცნოს ავტორი, .... აბა ერთი საქმე ვირმაც იცის ჯიმა წკეპლის გარეშე! დღეგრძელდი გულქართულო ნიჭო!!! მუხლს ვიდრეკ ნიჭის წინაშე! ჰო და ეს არის ჩემო გიგო ის ჯიში, რომელსაც შეუძლია ერთ ავტორს ისეთი განსხვავებული ნაწარმოებები შეაქმნევინოს (ჟანრობრივად თუ სტილისტურად) რომ გონთვალმახვილი მკითხველიც კი დააბნიოს და ვერ იცნოს ავტორი, .... აბა ერთი საქმე ვირმაც იცის ჯიმა წკეპლის გარეშე! დღეგრძელდი გულქართულო ნიჭო!!!
18. გაოცებას იწვევს ჩემში ავტორის მდიდარი ლექსიკა , აზრობრივი სიღრმე, ცხოვრებისეული სიბრძნე, იგავ-არაკის წერა და მასში სიბრძნის მარცვალის ჩადება ხელეწიფება, მხოლოდ ისეთ მოაზროვნეს, როგორიც არის ბატონი გიგო, ეს სამთავე იგავი არის სამაგიდო წიგნი, ყველა ასაკისათვის, , მიჩნდება სურვილი ხელმეორედ წავიკითხო, და სხვასაც წავაკითხო, ამ გვერდზე ყოველთვის არის , საინტერესო, ნაწარმოები წარმოდგენილი,რაც განსჯისა და ფიქრის საშუალებას მაძლევს, და აკმაყოფილებს, ჩემს ლიტერატურულ პრეტენზიას.კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი ნაწარმოების გამომდინარე დადებითი მუხტისათვის გაოცებას იწვევს ჩემში ავტორის მდიდარი ლექსიკა , აზრობრივი სიღრმე, ცხოვრებისეული სიბრძნე, იგავ-არაკის წერა და მასში სიბრძნის მარცვალის ჩადება ხელეწიფება, მხოლოდ ისეთ მოაზროვნეს, როგორიც არის ბატონი გიგო, ეს სამთავე იგავი არის სამაგიდო წიგნი, ყველა ასაკისათვის, , მიჩნდება სურვილი ხელმეორედ წავიკითხო, და სხვასაც წავაკითხო, ამ გვერდზე ყოველთვის არის , საინტერესო, ნაწარმოები წარმოდგენილი,რაც განსჯისა და ფიქრის საშუალებას მაძლევს, და აკმაყოფილებს, ჩემს ლიტერატურულ პრეტენზიას.კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი ნაწარმოების გამომდინარე დადებითი მუხტისათვის
17. ყოველ კვირა დღეს საღი ბალახითა გამოკვებავ – გამოგკვებავ (ალბათ).
" სოფლად ვირი გამეფებულა. კარის დარაჯად თხუნელა აურჩევია, შიკრიკად კი მელა დაუსვამს. მელასთვის საჩუქრად მეფეს წკეპლა უბოძებია და უთქვამს: „ამ წუთიდან დაგევალოს სოფლის ჭორ-მართალი მომიტანოო“ – ეს აბზაცი ყველაზე მეტად მესაინტერესოვა :) :)
საინტერესო ნაწერია. მოკითხვა ავტროს! ყოველ კვირა დღეს საღი ბალახითა გამოკვებავ – გამოგკვებავ (ალბათ).
" სოფლად ვირი გამეფებულა. კარის დარაჯად თხუნელა აურჩევია, შიკრიკად კი მელა დაუსვამს. მელასთვის საჩუქრად მეფეს წკეპლა უბოძებია და უთქვამს: „ამ წუთიდან დაგევალოს სოფლის ჭორ-მართალი მომიტანოო“ – ეს აბზაცი ყველაზე მეტად მესაინტერესოვა :) :)
საინტერესო ნაწერია. მოკითხვა ავტროს!
16. კარგიაკარგიაკარგიაკარგია
მომეწონა ძალიან :) კარგიაკარგიაკარგიაკარგია
მომეწონა ძალიან :)
15. გიგო...: -* წავიკითხე...თანაც რამდენჯერმე...:) ორიგინალური სტილი გაქვს...მოწონთ და აქებენ...ეჭვიც არ მეპარება... უბრალოდ მე რატომღაც ვერ შევეწყვე ამ სტილს...:) ტყუილს კიდევ ვერ გაკადრებ...:-* გიგო...: -* წავიკითხე...თანაც რამდენჯერმე...:) ორიგინალური სტილი გაქვს...მოწონთ და აქებენ...ეჭვიც არ მეპარება... უბრალოდ მე რატომღაც ვერ შევეწყვე ამ სტილს...:) ტყუილს კიდევ ვერ გაკადრებ...:-*
14. საინტერესოა. :) ყველა შენი ნაწერი განსხვავებულია... როგორ ახერხებ ნეტავ ასე კარგად წერას? საინტერესოა. :) ყველა შენი ნაწერი განსხვავებულია... როგორ ახერხებ ნეტავ ასე კარგად წერას?
13. საქმე ჩემს მაგივრად. მე კი შენს ნაკვალევს გავყვები და თან წავშლი ჩემი გრძელი კუდით, რომ შეუმჩნეველი დარჩე. ძალიან საინტერესო იქნება. :):):):):) ძალიან საინტერესოა. საქმე ჩემს მაგივრად. მე კი შენს ნაკვალევს გავყვები და თან წავშლი ჩემი გრძელი კუდით, რომ შეუმჩნეველი დარჩე. ძალიან საინტერესო იქნება. :):):):):) ძალიან საინტერესოა.
12. ძალიან ძლიერი ხარ ძმაო ჩემო! ძალიან ძლიერი ხარ ძმაო ჩემო!
11. გიგო, ის ავტორი ხართ, ვისი ნაწერებიც არ მინდა ხოლმე გამომრჩეს, გაიხარეთ, კარგია, გმადლობთ, რომ ასე გვამდიდრებთ!!! გიგო, ის ავტორი ხართ, ვისი ნაწერებიც არ მინდა ხოლმე გამომრჩეს, გაიხარეთ, კარგია, გმადლობთ, რომ ასე გვამდიდრებთ!!!
10. ვკითხულობ რათქმაუნდა... მოგიკითხეთ . :) ვკითხულობ რათქმაუნდა... მოგიკითხეთ . :)
9. მოეწონა კვაზი უმახინჯესს+უსასრულობა;) მოეწონა კვაზი უმახინჯესს+უსასრულობა;)
8. "ოჰ, ეს გიგო!" - თქვა თამარმა და... ქულა ვერ დატოვა, ამ მშვენიერი ნაწარმოების "სხვაში" განთავსებისა-და გამო! :))) "ოჰ, ეს გიგო!" - თქვა თამარმა და... ქულა ვერ დატოვა, ამ მშვენიერი ნაწარმოების "სხვაში" განთავსებისა-და გამო! :)))
7. რამხელა ფილოსოფიია აქ!
მიხარია, რომ წილად მხვდა ბედნიერება თქვენი პირადად გაცნობის. რამხელა ფილოსოფიია აქ!
მიხარია, რომ წილად მხვდა ბედნიერება თქვენი პირადად გაცნობის.
6. ვფიქრობ, აქ უნდა შემოვიდე, რომ გავიდე გაზრდილი სხვანაირად. შესრულება, აზრი, იდეა და ალეგორიულად ნათქვამი ყველაფერი ის, რისი თქმაც გვევალება ყველას და ან ვდუმვართ, ან არ გვანაღვლებს.
რომ ვთქვა, რომ არ გამომრჩა რაღაც, ანუ ყველაფერი ავხსენი და სწორის სახელი დავარქვი-თქო, ტყუილს ვიტყვი მაგით.
ამიტომ, ზუსტად ვიცი, რომ მოვალ აქ მე კიდევ და ვიცი, ვისთან ერთადაც.
ქ_ნო კრავაი, მოემზადეთ, დიდი სიამოვნება გელით ამ არაკის წაკითხვით!
„აჰა, მეფეს შენთვის ეს წკეპლა უბოძებია. ოდესღაც მისი ყოფილი პატრონისა და მჩაგვრელისა ყოფილა, რომელიც აღმართზე სიარულისას, წიხლის მოქნევითა მოუკლავსო“. „მე რაში გამოვიყენოო?“ - უთქვამს მოზარდს. „ თავი გაიშოლტე!“ მელა დააწინაურეს. მოზარდმა ჰკითხა მშობლებსა: - სახლში მიმიღებთ? სიკეთით და თბილი მზერით მიაჩერდნენ, შვილსა თვალცრემლიანსაო... სიდინჯით და ვაჟკაცობით, დარწმუნებით, უფლის რწმენით უპასუხეს მოზარდსა: დაიხსომე, დღეის იქით შენთვის გონიერება წკეპლაშიაო! და ეს ყველაფერი მოხდა, როცა ღმერთი ისვენებდა. ოჰ, ეს „ცხოველები“...
ვფიქრობ, აქ უნდა შემოვიდე, რომ გავიდე გაზრდილი სხვანაირად. შესრულება, აზრი, იდეა და ალეგორიულად ნათქვამი ყველაფერი ის, რისი თქმაც გვევალება ყველას და ან ვდუმვართ, ან არ გვანაღვლებს.
რომ ვთქვა, რომ არ გამომრჩა რაღაც, ანუ ყველაფერი ავხსენი და სწორის სახელი დავარქვი-თქო, ტყუილს ვიტყვი მაგით.
ამიტომ, ზუსტად ვიცი, რომ მოვალ აქ მე კიდევ და ვიცი, ვისთან ერთადაც.
ქ_ნო კრავაი, მოემზადეთ, დიდი სიამოვნება გელით ამ არაკის წაკითხვით!
„აჰა, მეფეს შენთვის ეს წკეპლა უბოძებია. ოდესღაც მისი ყოფილი პატრონისა და მჩაგვრელისა ყოფილა, რომელიც აღმართზე სიარულისას, წიხლის მოქნევითა მოუკლავსო“. „მე რაში გამოვიყენოო?“ - უთქვამს მოზარდს. „ თავი გაიშოლტე!“ მელა დააწინაურეს. მოზარდმა ჰკითხა მშობლებსა: - სახლში მიმიღებთ? სიკეთით და თბილი მზერით მიაჩერდნენ, შვილსა თვალცრემლიანსაო... სიდინჯით და ვაჟკაცობით, დარწმუნებით, უფლის რწმენით უპასუხეს მოზარდსა: დაიხსომე, დღეის იქით შენთვის გონიერება წკეპლაშიაო! და ეს ყველაფერი მოხდა, როცა ღმერთი ისვენებდა. ოჰ, ეს „ცხოველები“...
5. გუშინ წავიკითხე ,აქ ყოველთვის მიჭირს კომენტარის დატოვება, მუდამ საფიქრალი მიმყვება. იშვიათია ასეთი სიბრძნე. მაოცებს გიგო შენი აზროვნების მასშტაბები:)
და ეს ყველაფერი მოხდა, როცა ღმერთი ისვენებდა. ოჰ, ეს ადამიანები...
გუშინ წავიკითხე ,აქ ყოველთვის მიჭირს კომენტარის დატოვება, მუდამ საფიქრალი მიმყვება. იშვიათია ასეთი სიბრძნე. მაოცებს გიგო შენი აზროვნების მასშტაბები:)
და ეს ყველაფერი მოხდა, როცა ღმერთი ისვენებდა. ოჰ, ეს ადამიანები...
4. საოცარი და გამორჩეული ხელწერის მქონე პროზაიკოსი! :-* საოცარი და გამორჩეული ხელწერის მქონე პროზაიკოსი! :-*
3. რა საოცარი ამბების შემქმნელი ხარ, გოგო! და რა საოცრად-შენებურად მთხრობელი თანაც! 55555
მოგიკითხე შენი ჯალაბობით! მზე გფენდეთ სითბოს, ღმერთი - მადლსა და სიკეთეს! რა საოცარი ამბების შემქმნელი ხარ, გოგო! და რა საოცრად-შენებურად მთხრობელი თანაც! 55555
მოგიკითხე შენი ჯალაბობით! მზე გფენდეთ სითბოს, ღმერთი - მადლსა და სიკეთეს!
2. არა ალბათ, არამედ კი!!! მადლობა!!! გაიხარე შენა!!! არა ალბათ, არამედ კი!!! მადლობა!!! გაიხარე შენა!!!
1. საოცრად საინტერესო გვერდზე მოვხვდი,ვატყობ..
მხოლოდ ერთი მოწიწებული შენიშვნა: ბევრი ბავშვები.
ალბათ-ბევრი ბავშვი?
მაპატიებთ,ვიმედოვნებ:) საოცრად საინტერესო გვერდზე მოვხვდი,ვატყობ..
მხოლოდ ერთი მოწიწებული შენიშვნა: ბევრი ბავშვები.
ალბათ-ბევრი ბავშვი?
მაპატიებთ,ვიმედოვნებ:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|