ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰერმით
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2011


..............კაცი,რომ ვიყო,მაგრამ ქალი ვარ...........

კაცი,რომ ვიყო უფრო ადვილად დაგივიწყებდი

და შავ გვინოში ჩავახრჩობდი შენზე ოცნებებს

გამოვთვრებოდი ყოველ ღამე მტკვრის ნაპირებზე

როსკიპი ქალი დამავიწყებდა შენს ლამაზ თვალებს

          კაცი რომ ვიყო ყოველ ღამე შენს ფანჯარასთან

          ავამღერებდი ჩემს გიტარას მრავალ სიმიანს

          კაცი,რომ ვიყო ყოველ ღამე შენს ფანჯარასთან

          დავიმღერებდი სერენადებს მარავალ ნოტიანს

მოგიტაცებდი ,უსათუოდ მოგიტაცებდი

შენს თვალებს მაინც მოვპარავდი მთვარიან ღამეს

მოვიდოდი და მოგტაცებდი ერთ კოცნას მაინც

შენს თმების სურნელს შევიგრძნობდი სულ ერთხელ მაინც

            კაცი,რომ ვიყო ,მაგრამ მე ხომ ქალი ვარ ქალი

            და ამიტომაც მე დავკარგე ყველაფრის ძალი

            ქალი ვარ არ მაქვს უფლება, რომ მე ვიყო მთვრალი

            ქალი ვარ არ მაქვს მოგიტაცო იმისი ძალი

კაცი ,რომ ვიყო უფრო ადვილად დაგივიწყებდი

და შავ გვინოში ჩავახრჩობდი შენზე ოცნებებს

მაგრამ რა ვუყოთ ,რომ ქალი ვარ უძლური ქალი

და შემიძლია გიძგვნა მხოლოდ გრძნობების ალი..................

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები