ავტორი: კვაზიმოდო ჟანრი: იუმორისტული 12 ივლისი, 2011
ქალბატონო დეიდა (კატიეს)
"ეჰ, ქალბატონო დეიდა, თქვენ სწორედ ისეთი ადამიანი ბრძანდებით, როგორიც მე წარმომიდგენია, რომ ადამიანი უნდა ბრძანდებოდეს"
ნეტავ ასე სად გაჰქრით ქალბქატონო დეიდა? სად გამქრალა ლამაზო შენი ნაზი ღიმილი? რომ ვერ გნახე გუშინ და ძებნას ვიწყებ დღეიდან, არ მჯერა რომ ჩვენს შორის უამრავი მილია, მილი,ანუ მანძილი,დროის მერიდიანზე მიირწევა სამყარო,ფიზიკური ასპექტით, და ჩემს ცაზე ანათებს შუქი იმედიანი, შუქი შენი თვალების,ყველგან შენი სპექტრია.. ვლახავ სივრცულ მრუდეებს და კოსმიურ მანძილებს ვფარავ სხივის სისწრაფით,როცა შენსკენ მოვილტვი, საღამომ კი შენს ზღვაში გრძნობა მზისებრ ჩაძირა, მე კი ახლა მეშვიდედ გადავტენე ვალტერი და კვლავ მონატრებისგან საფერთქელზე მივიდე, ჩახმახს თითი გამოვკარ... ბახ! დაა...ისევ ბლეფია, ღრუბლის ზემგლოვიარე პროცესია ვიდოდა, წვიმდა კოკისპირულად და ტუჩების ფიალით ვსვამდი ფერად ოცნებას, დამჭკნარიყო კაკტუსი, და ყვაოდა ალუჩა,სადღაც ორანჟერეა- ში და ბედის კარტები კიდევ ერთხელ ავტუზე, ცა ახლა იისფერი მარმელადის ჟელეა.. ჰოდა მითხარ სად გაჰქრი ქალბატონო დეიდა? სად გამქრალა ლამაზო შენი ნაზი ღიმილი? მაგ ლამაზი ფეხების ძერწვას ვიწყებ დღეიდან ფიქრებში და ჩვენს შორის უამრავი მილია...
ქალბქატონო - ქალბატონო საფერთქელზე - დარწმუნებული ხარ, რომ საფერთქელია? მე რატომღაც საფეთქელი მგონია :) კაკტუსი - კაქტუსი (მგონი) :)
ჰოოდააა,
"წვიმდა კოკისპირულად და ტუჩების ფიალით ვსვამდი ფერად ოცნებას, დამჭკნარიყო კაკტუსი, და ყვაოდა ალუჩა,სადღაც ორანჟერეა- ში და ბედის კარტები კიდევ ერთხელ ავტუზე, ცა ახლა იისფერი მარმელადის ჟელეა... " - ეს მომეწონა :)
მოგიკითხეთ ავტორიც და ადრესატიც :)
პ.ს. 21. არამით შენ და ოთარის საღამოთი მოგივლით კვაზიმოდო. 2011-07-13 10:23:23 - ოთარის კი არა, ოთარს :)

რა თქმა უნდა ჩემო კატო,შენ ხარ ქალი,მე ვარ კაცი, ახლაც ნეკნის დანაკლისი,მტკივა,(ჩემო ცხენო აცე!) სივრცეშიც კი მაღლა ვდგავარ,გამოვრიცხოთ თუგინდ ნეკნი, მაგ ფეხების შემხედვარეს,გული მიძგერს,სუნთქვა მეკვრის. შენ გგონია გეჯიბრები?ანდა ქალებს ვჩაგრავ განა? უწინ კუზი გამისწორდეს,გამეყაროს მკერდში დანა, ვერ ხედავ,რომ შენს ფეხებზე ამტყდარია რია-რია? ჰოდა კარგად თუ დაფიქრდი,მიხვდები რომ გავაპიარ- ე ფეხები,ლამაზები,ალვები და თანაც სწორი, იფიქრე და მიხვდები რომ ვერ იქნები თანასწორი ჩემი, ნეკნო დანაკლისო!მტკივნეულო ნეკნო ჩემო! ჩემი მზერა შენს ფეხებზე კიდევ ერთხელ გავაჩერე;):D:D:D

14. ეჰ კვაზი! რა გეშველება, ტყუილად ხარჯავ მელანსა, შენ ასე ვერ დაეწევი ბარათაშვილის მერანსა. წა! ცივი წყალი დალიე... სანამდის ვინმეს ახსენებ, კახთა დედოფლის სეხნია მამულს დაუზრდის არსენებს
ოთარ რურუა.
რა გეშველება მართლა და რატომ ღვრი ფუჭად მელანსა? ლექსების ვირზე შამჯდარხარ და თან ეძახი მერანსა, ბილიკზე მიგაჩაკჩაკებს ვირი მახინჯს და კუზიანს, ვერ ხედავ ოთარს მუზები ასაფრენად რომ უზიან? წერე მამულზე,გმირებზე, რას დასდევ ნეტავ ქალებსა? ოთარამ შენთან ბრძოლის წინ კვლავ გორდა ხმალი ალესა, შეხედე შე კუზიანო, ხმალი ალესა კვლავ გორდა, და შენი კუზი ბალახზე საზამთროსავით გაგორდა;):D:D:D

ჰაააააააააააიტ, რა ხდება აქ :)) სადაა კვაზის გამოსაძრეწი ფეხები? "ურაკპარაკის" ლეგენდა ვარ, რააააა =))
კვაზი მე არ გეჯიბრები ერთით ნოლი, ნოლით ორი, ვერასოდეს ვერ იქნები, ჩემი ფანდი, თანასწორი, რა ვქნა ისიც შეგახსენო, სად ....... და სად წნორი?
ვაცხადებ ახალ ლიტერატურულ კონკურსს "კ ა ტ – y e s – ს ტ ო რ ფ ე ბ ი" :)) ჰოოოოდა, ანი მატისის ლექსზე ნაკლები არავინ დამანახოთ, გამარჯვებულს ვჩუქნი 5 წიგნს და 1 კოცნას ავანსად :–*
შენი Питерბურგი კატიეს
დილაა შენს ოთახში.გარეთ კი სველდება პეტერბურგი. საბნის ქვეშ ისევ გრძნობ, გულის 7 ბალიან მაგნიტუდას, გინდა რომ გიყვარდეს ისე,რომ „თეთრ ღამეებს“ დაპირდები თუნდაც მოგიწიოს შენი ბოლო სუნთქვის გამეტებაც.
სხეულს მიაჩვიე ბალტიის ზღვა და გრანიტის ნაპირები. ჭედური ლითონის გალავნები და ქალაქის ბაროკო. პეტერბურგს დარჩენას მაინც ბოლომდე ნუ დაპირდები თუნდაც მთელი განძი, შენს არსებაში რომ დააბანაკოს.
„Невский-106“.ცოტა ტრუფელი და ჭიქა კონიაკი. შენ გარშემო კი უცხო მამაკაცთა თვალების მაყრიონი უცებ შეიკრიბა.სურვილს პერანგის ქვეშ ღილით თუ აკავებენ თითის დაქნევა და, სხეულზე იებს რომ მოგაყრიან.
მერე ერმიტაჟი.შუხინი,მოროზოვი,რუსეთის იმპერიის რეგალია. იქნებ შენც დაგხატონ, და ამ ექსპონატებს შორის გაბუჟდები. მერე მოგიპარავს ვინმე მაგნატი და (ოღონდ ლეგალურად). „ზამთრის სასახლე“ და შენი აღტაცების კოლექცია ფაბერჟეა.
(შენც ხომ ზუსტად იცი, წყალს რომ ვერასდროს დანაყავენ) შენში რა მიყვარს და,- ეგ პეტერბურგული „მუდმივი გარიჟრაჟი“ პატარა რომ არ ხარ და მაინც რომ თამაშობ იმ „ჭვავის ყანაში“ და,- გაქვავებული პორტრეტები დღემდე რომ გაგიჟებენ.
ახლა კი დგახარ და სიგრილემ ხელები წელზე რომ შემოგხვია, ვიცი რომ როდესმე, ამ ბოლო გრძნობისგანაც გაშიშვლდები. წოდებას არა აქვს მნიშვნელობა!-( ვიღაცა მეფეა,პოეტი, ვიღაცა შეიხია). მთავარი ის არის მიწაზე შენ რომ ხარ და,ცაში კი ის არის,- მამა-ღმერთი.
Ani matisi 10.04.2011

ჰოდა მითხარ სად გაჰქრი ქალბატონო დეიდა? სად გამქრალა ლამაზო შენი ნაზი ღიმილი? მაგ ლამაზი ფეხების ძერწვას ვიწყებ დღეიდან ფიქრებში და ჩვენს შორის უამრავი მილია...
:)უმახინჯესი ეძახე და ფეხების ძერწვას კი იწყებს:)წარმატებები:)

ეჰ კვაზი! რა გეშველება, ტყუილად ხარჯავ მელანსა, შენ ასე ვერ დაეწევი ბარათაშვილის მერანსა. წა! ცივი წყალი დალიე... სანამდის ვინმეს ახსენებ, კახთა დედოფლის სეხნია მამულს დაუზრდის არსენებს.
;) ;) ;)

7. ქეთევან სეფიაშვილს ამაზე უკეთესი მიძღვნა ეკუთვნის. ქეთევან სეფიაშვილს ამაზე უკეთესი მიძღვნა ეკუთვნის. ოთარ რურუა.
მეტი ეკუთვნოდა და მიუძღვენი ოთარ შენ, სათაურად დაარქვი:-"გრძელფეხება კატიეს" ომებზე და გმირებზე მოგვიყვები ამბებს და ადრესატნი მიძღვნებში ისევ ვერსად ჩატიე. თავფურცელზე გაგორდა ლექსი მოჭრილ თავივით, მთელი ქვეყნის მაშტაბით უკვე თავიც მოგვეჭრა, ის ვინც სიმართლეს გეტყვის სასწაულად ცოტაა, წადი ვიკიპედიას რთულ რითმებზე ევაჭრე. იქნებ სადმე მიაგნო ლამაზ რითმებს დახლისქვეშ? გავიგე რომ კარგ რითმას შავ ბაზარზე ყიდიან, გეტყვი:-ძალზე ძვირი ღირს,შენ ვერაფრით შესწვდები, მუზის მატარებლები კვლავ უშენოდ მიდიან, მაგრამ შენ არ იდარდო,არ იფიქრო მაგაზე, თორემ ნერვიულობა აჩენს შაქარს,იჟოგას, ადრესატთა წყალობით სათავფურცლე ბაგაზე აბიხარ და მერწმუნე! შენს ლექსებზე ვგიჟდები ;):D დაიჯერე?ვაი შენ! ვუი კიდე ობამას, ლექსში გრძელი ფეხებით გაირბინა კატიემ, შენც გარბიხარ? საითკენ? ნუთუ მართლა გვბომბავენ? თუ კვლავ სადმე სუფრაზე შებრაწული ბატია? ანდა იქნებ უფასოდ რიგდებიან ტორტები, კრემიანი ტუჩები მორთული გაქვს ვარდებით? ჩემში დღეს პოეზიის მძლავრად ფეთქავს აორტა, თქვენ კი ამ ხუმრობაზე გოიმივით ვარდებით. მოვრჩი თქვენზე კაიფს და წავალ უკვე ბინდია, ჩემი კოჭლი მერანი ხმარობს უკვე სათვალეს, ეს ლექსი რომ ჩამოვფქვი,დაგიტოვე მინდი და გაუყავი კატიეს,თორემ ვიცი გაგთვალავს. აბა ჰე და აბა ჰო,ბილლადენი,ობამა, კაპიტანი ნემო და ფიზიკოსი კატიე, ახლა ფშავურ მწვადით და ტარტალეტკით გბომბავენ, აბა ჩქარა სუფრისკენ,იქ შემწვარი ბატია!
ესეც ექსპრომტი ბატო(ნო) ოთარ და ქალბატო ნო კატო ;):D:D:D

კატიე ამის მერე ეგ კითხვა არ უნდა დაგესვა სად ნახა ფეხებიო =))
კვაზი შენ +2 და კიდევ ბატონო ოთარ როგორც ჩანს გულზე მოგხვდათ კვაზის მიძღვნა და იქნებ თქვენ დაუწეროთ რაიმე კატიეს? მე პირადად ძალიან მაინტერესებს თქვენ რა გემეტებათ კატიესთვის :) დაველოდები თქვენს პასუხს ან აქ ან პირდაპირ მიძღვნას კატიესადმი! წარმატებები :)