 | ავტორი: პალიაჩი ჟანრი: პოეზია 13 ივლისი, 2011 |
მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გაიარე წინ დაგხვდება, ჩვენთვის ასე უსწავლიათ ოდითგანვე წინაპრებსა.
მადლი ვქენი, ქვაზე დავდე, გავიარე და რა დამხვდა?! ჩემი მადლი აუღიათ, წაუღიათ ქვიანადა.
სხვას რომ სცემდნენ, ჩავერიე, ბოლოს დავრჩი გალახული, იმის მერე გავიზუთხე ეს სიტყვები სხაპა-სხუპით:
რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო, არ ვერევი სხვის საქმეში, არც სხვას ჩავრევ ჩემს ამბებში.
თაგვმა ვთხარე, ვთხარე, ვთხარე, ბოლოს კატა გამოვთხარე. კარგი ცხენის გასაროზგად, მათრახიც კი გამოვნახე.
ბედისწერის შავი ტყვია, გულიდან რომ გავარდება, სანამ ყველა არ მოკვდება ბრძოლა აღარ დამთავრდება.
თუ მიზეზი, ან მიზანი, არა გაქვს და არ გკარნახობს. არც იფიქრო, არ იბრძოლო, სასაკლაო არ გამართო.
თუმცა ომი ისეთია, დანებება არ გაბედო! თუკი ტყვია გავარდება, ვის ადარდებს ვინ დაიწყო?!
მაგრამ მაინც მოვკრეფ ვარდებს, უეკლოდ რომ არვის ხვდება, უდარდელად ნაშოვნში ხომ, სიტკბოებაც იკარგება.
მაგრამ მაინც დავთეს მადლსა, თუ გინდ მერე ვერ მოვიმკო. ჩხუბშიც ყველგან ჩავერევი, სხვისი გული რომ მოვხიბლო.
თაგვი გავთხრი, სანამ კატას, ტვინს ბოლომდე არ გავუღრღნი, კარგ ცხენს მათრახს არ დავარტყამ, თუ საერთოდ არ გავუშვი...
იმიტომ რომ ქართველი ვარ, მეც მტკივა და მეც განვიცდი, სახელებს და სამშობლოებს, არ ირჩევენ, კარგად ვიცი.
არ ვწუწუნებ, დღემდე ვიბრძვი, გულიდანაც ვისვრი ისრებს, კოლხას შვილი შევაკვდები იბერიას, რომ გაბრწყინდეს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მოიცა მაგით რა გინდა თქვა რომ მეცხრამეტე საუკუნეში ცუდი შესრულება იყო? ბარემ მეცამეტეში უარესი იყო ხო? :D და შოთა გადატრიალდეს საფლავში? :D მოიცა მაგით რა გინდა თქვა რომ მეცხრამეტე საუკუნეში ცუდი შესრულება იყო? ბარემ მეცამეტეში უარესი იყო ხო? :D და შოთა გადატრიალდეს საფლავში? :D
5. ძალიან ცუდი შესრულებაა: ) 19 საუკუნეში კიდევ ჰო... ძალიან ცუდი შესრულებაა: ) 19 საუკუნეში კიდევ ჰო...
4. კარგი ვეშია კარგი ვეშია
2. ასე ვერ გაბრწყინდება... სამწუხაროდ... :( ასე ვერ გაბრწყინდება... სამწუხაროდ... :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|