ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯვაროსანი
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2011


სულით აღდგომის მოლოდინით

იესო ქრისტევ, ძეო ღვთისა მომეცი ძალა
გადავიტანო განსაცდელი მშფოთვარე სულმა
მიშველე, ღმერთო სევდას ჩემში მე ვეღარ ვმალავ
ცრემლებად მოდის, რაც კი იგრძნო გულმა მოკლულმა.

ჩემი გზა არის უსაზღვრო და ეკლით მოსილი
ქრისტე, მასწავლე გოლგოთისკენ როგორ ვიარო
ღმერთო მოვედი მონანიე, შენი მორჩილი
ზეცის იმედით ეგებ დარდმაც გადამიაროს.

მე ჩემი ჯვარი აქ ვიგრძენი, მძიმე ყოფილა
როცა სიბნელედ გეჩვენება ყოველი დილა
ღმერთო მოგყვები და შენს გზაზე ვდგავარ მორჩილად
სულით აღდგომის მოლოდინით გოლგოთას მივალ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები