ქაღალდის მტრედი (პასუხი არმოწერილ წერილებზე) ადრესატი: მარიამ ბაჯელიძე საფოსტო ინდექსი # 27 მრავალი რამე ხდება ჩემთან, უკვე იმდენად აღუნუსხავი, შემიძლია დიდხანს გავერთო და ისღა ვწერო, დღეებს როგორ მშვიდად მიდენის ერთფეროვანი ღამეები, კვირა, საათი, ან ყველა დილას სამსახურში რომ ვიგვიანებ, მზეზე ადრე კი დედაჩემის მზერა ფანჯრიდან მოცოცავს ტანზე და ჩამოხრილ მხრებზე მადგება და მწვავს. ასეთი ცხოვრებაა გამოჯავრება დამხრჩვალი კატის, ნაპირთან რომ სველი აგდია და შემდეგ ვიღაც ფეხს მიარტყამს და წყალში ისვრის, წყალი კი უკან გამორიყავს, ისევ იგივე. თბილისში დარჩა აქციები, პროტესტის კერა - მეტროსადგური რუსთაველი, ან პარლამენტის ტერიტორია (მიმდებარე), ხალხის მსვლელობა ყველა ქუჩიდან - სამებამდე, რომ მიიტევონ შეცოდებანი თავიანთი. საუბედუროდ, პირი არ უჩანს დასრულებას ჩემი არაფრის. ბედს რაღაც მძაფრი დაჟინებით ვეთამაშები და ბოლოს ალბათ საკუთარი ძვლები დამფარავს, ტანიდან გარეთ გამოყრილი, გამოსაშრობად. როგორ მინდოდა, თუმცა ჯერაც ვერსად გავედი ამ ქალაქიდან, ვისთვის როგორ, ალბათ ასეა, სასაცილოა ბევრისათვის ეს უიმედო და დოგმატური (მათი დასკვნით) ჩემი აზრები, თუმცა ჯანდაბის გზა ჰქონია დოგმებს, იმედებს, რაც ჩვენს გარეშეც იარსებებს, როგორც უცვლელი ჭეშმარიტება. ჩემიდან კი ვინც შორს წავიდა მხოლოდ თვალი თუ გავაყოლე, ვერ გავაცილე დამტვრეულ ცაში, ვეღარსაით, ის, ვინც აქამდე გამოიტანა ჩემი სისხლი და ამ ძარღვებში გაუშვა, მე კი ვამბობდი რომ საქანელაა მთელი ეს ყოფა, ან არყოფნა, კვლევა - ძიება საქანელაა და ერთხელაც მოწყდება ხიდან და იმ ძველ დღეებს დაგვიტოვებს ჩვენ რომ აქამდე ვფარავდით, როგორც კომუნალურ გადასახადებს, რადგან ვერ მოვრჩით, ვერ გავყინეთ, ვერ გავაუქმეთ, თუმცა მოვეშვი ამ საერთო ფონის მოსინჯვას, მე ახლა უფრო მეტად მინდა ჩემს თავზე მოვყვე, თუ როგორ ვარ, ან ვისთვის ვარ და სად გადის მიჯნა მრავალფეროვან ცხოვრებასა და ნაკლებ მსუყე სიყვარულს შორის. როცა სიტყვებს აღარ იგონებ, არამედ რაღაც თავისთავად ატარებ შენში და ბოლოს ყველას გადამალავ საგულდაგულოდ, როგორც სკოლაში, ბავშვობისას მიღებულ ნიშანს ცუდი სტატუსით, რომ არ გინდა მიგიხვდეს ვინმე და ამისათვის დაისაჯო, ან, როგორც თოვლის გუნდაში ჩასმულ ქვას რომ ესვრი მეზობლის მინას და გაიქცევი, ის კი ღამით შენს სახლში მოვა და სხვა თემებზე ისაუბრებს. სიცხეა გარეთ, ნამდვილად ერთი საქმე არის ამის გაძლება, მივდივარ, უფრო სწორად რომ ვთქვა, ფეხებს მივათრევ მშრალი ხიდისკენ; გასაყიდი სიძველეები, ამ ათასფერად გადაშლილი დღეების მსგავსად ყრია მზის გულზე და თანდათან მტვერი დაფარავს, ახლა ყველაფრით სავსე ყოფა პირისპირ დადგა უმაკიაჟოდ, უმიმიკოდ, უსაფუაროდ. და როგორც თბილ სულს, სხეულიდან ახლად ამოსულს, შერჩენილი აქვს საკუთარი სხეულის სუნი, ისე ვარ, როცა ხმაურიან მეგაპოლისში შენს სახელს ვამბობ - ვაწკრიალებ და დიდხანს ვუსმენ. თბილისი, მთაწმინდის რ/ნ, ძმები კაკაბაძეების ქუჩა # 2 თორნიკე ჭელიძე 28. 07. 2011
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
45. თუმცა ჯანდაბის გზა ჰქონია დოგმებს, იმედებს, რაც ჩვენს გარეშეც იარსებებს, როგორც უცვლელი ჭეშმარიტება. ჩემიდან კი ვინც შორს წავიდა მხოლოდ თვალი თუ გავაყოლე, ვერ გავაცილე დამტვრეულ ცაში, ვეღარსაით, ის, ვინც აქამდე გამოიტანა ჩემი სისხლი და ამ ძარღვებში გაუშვა, მე კი ვამბობდი რომ საქანელაა მთელი ეს ყოფა, ან არყოფნა, კვლევა - ძიება საქანელაა და ერთხელაც მოწყდება ხიდან და იმ ძველ დღეებს დაგვიტოვებს ჩვენ რომ აქამდე ვფარავდით, როგორც კომუნალურ გადასახადებს, რადგან ვერ მოვრჩით, ვერ გავყინეთ, ვერ გავაუქმეთ, dzalian momewona dzaliiiiian+++++++++++++++ თუმცა ჯანდაბის გზა ჰქონია დოგმებს, იმედებს, რაც ჩვენს გარეშეც იარსებებს, როგორც უცვლელი ჭეშმარიტება. ჩემიდან კი ვინც შორს წავიდა მხოლოდ თვალი თუ გავაყოლე, ვერ გავაცილე დამტვრეულ ცაში, ვეღარსაით, ის, ვინც აქამდე გამოიტანა ჩემი სისხლი და ამ ძარღვებში გაუშვა, მე კი ვამბობდი რომ საქანელაა მთელი ეს ყოფა, ან არყოფნა, კვლევა - ძიება საქანელაა და ერთხელაც მოწყდება ხიდან და იმ ძველ დღეებს დაგვიტოვებს ჩვენ რომ აქამდე ვფარავდით, როგორც კომუნალურ გადასახადებს, რადგან ვერ მოვრჩით, ვერ გავყინეთ, ვერ გავაუქმეთ, dzalian momewona dzaliiiiian+++++++++++++++
44. ძალიანზე უფრო მომწონს .:) ძალიანზე უფრო მომწონს .:)
43. ძალიან მაგარი ხარ ვარსკვლავთბიჭუნაა!!! ძალაინ,მესი ხარ ფურცელზე! ძალიან მაგარი ხარ ვარსკვლავთბიჭუნაა!!! ძალაინ,მესი ხარ ფურცელზე!
42. ავტორი: თორნიკე ჭელიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
28 ივლისი, 2011
ავტორი: თორნიკე ჭელიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
28 ივლისი, 2011
41. მაგრად წერ ძმაო! მაგრად წერ ძმაო!
40. არ მეგონა, ოდესმე ასეთი სახის ჩანაწერი თუ მომეწონებოდა.. გენიალურია! არ მეგონა, ოდესმე ასეთი სახის ჩანაწერი თუ მომეწონებოდა.. გენიალურია!
39. მომეწონე ..ძალიან..... მიხარია რომ ასე კარგი ხარ ! ...წარმატებას გისურვებ თორნიკე :)
მომეწონე ..ძალიან..... მიხარია რომ ასე კარგი ხარ ! ...წარმატებას გისურვებ თორნიკე :)
37. gaumarjos liberalur saqartvelos! gaumarjos liberalur saqartvelos!
35. შეშანიშნავია... :)) შეშანიშნავია... :))
34. შთამბეჭდავია... 5 შთამბეჭდავია... 5
32. "ან ყველა დილას სამსახურში რომ ვიგვიანებ" - თქვენც? :) ლექსი ძალიან კარგია, ძალიან მართალი, ტკივილიანი... "ან ყველა დილას სამსახურში რომ ვიგვიანებ" - თქვენც? :) ლექსი ძალიან კარგია, ძალიან მართალი, ტკივილიანი...
31. დამტვრეულ ცაში, ვეღარსაით, ის, ვინც აქამდე გამოიტანა ჩემი სისხლი და ამ ძარღვებში გაუშვა, მე კი ვამბობდი რომ საქანელაა მთელი ეს ყოფა, ან არყოფნა, კვლევა - ძიება საქანელაა და ერთხელაც მოწყდება ხიდან და იმ ძველ დღეებს დაგვიტოვებს ჩვენ რომ აქამდე ვფარავდით, როგორც კომუნალურ გადასახადებს, რადგან ვერ მოვრჩით, ვერ გავყინეთ, ვერ გავაუქმეთ დამტვრეულ ცაში, ვეღარსაით, ის, ვინც აქამდე გამოიტანა ჩემი სისხლი და ამ ძარღვებში გაუშვა, მე კი ვამბობდი რომ საქანელაა მთელი ეს ყოფა, ან არყოფნა, კვლევა - ძიება საქანელაა და ერთხელაც მოწყდება ხიდან და იმ ძველ დღეებს დაგვიტოვებს ჩვენ რომ აქამდე ვფარავდით, როგორც კომუნალურ გადასახადებს, რადგან ვერ მოვრჩით, ვერ გავყინეთ, ვერ გავაუქმეთ
30. წარმატებები წარმატებები
29. ჰეჰ :) გენაცვალე შენ :* ჰეჰ :) გენაცვალე შენ :*
28. ჩემი უნიჭიერესი ძმა. მოგიკითხე თოკო. ჩემი უნიჭიერესი ძმა. მოგიკითხე თოკო.
24. გმადლობთ...
ბატონო მიშა, ძალიან კარგია რომ აღმოაჩინეთ ეგ უზუსტობა... ბეჭდვის დროს მაქვს გაპარული ის კორექტურა, რაც შემისწორეთ... უნდა ეწეროს "ჩემი არაფრის"... ახლა რაც წერია მართლაც ცუდად მოგეჩვენებოდათ, არანაირად არაა სწორი...
რაც შეეხება შუა ნაწილის დაწმენდას, გუშინაც ბევრი ტავტოლოგია და სხვა რამ გავასწორე და თანდათან ვწმენდ, თუ სადმე რამეს ვხედავ...
... :) გმადლობთ...
ბატონო მიშა, ძალიან კარგია რომ აღმოაჩინეთ ეგ უზუსტობა... ბეჭდვის დროს მაქვს გაპარული ის კორექტურა, რაც შემისწორეთ... უნდა ეწეროს "ჩემი არაფრის"... ახლა რაც წერია მართლაც ცუდად მოგეჩვენებოდათ, არანაირად არაა სწორი...
რაც შეეხება შუა ნაწილის დაწმენდას, გუშინაც ბევრი ტავტოლოგია და სხვა რამ გავასწორე და თანდათან ვწმენდ, თუ სადმე რამეს ვხედავ...
... :)
23. კიდევ ერთი ძალიან კარგი ლექსი შენგან,თორნიკე! ბატონ, მიშას კი ვეთანხმები სრულად,რომელიც ნამდვილად სასიკეთო საქმეებს აკეთებს ლიტერატურულ საიტებზე. კიდევ ერთი ძალიან კარგი ლექსი შენგან,თორნიკე! ბატონ, მიშას კი ვეთანხმები სრულად,რომელიც ნამდვილად სასიკეთო საქმეებს აკეთებს ლიტერატურულ საიტებზე.
22. ..
ამ ნაწერს აქვს პოტენცია საუკეთესო იყოს, რომ არსად ჩანდეს მიწა.
ნამდვილია ეს ყველაფერი. შენ არც არასოდეს ყოფილხარ გამომგონებელი.
ყველა სიკეთე. ..
ამ ნაწერს აქვს პოტენცია საუკეთესო იყოს, რომ არსად ჩანდეს მიწა.
ნამდვილია ეს ყველაფერი. შენ არც არასოდეს ყოფილხარ გამომგონებელი.
ყველა სიკეთე.
21. თორნიკე, ძალიან კარგია.... ცოოტა თუ კიდევ დაწმენდ შუა ნაწილს(სიტყვის დაწმენდას ვგულისხმობ, აი, იმგვარად სულ რომ გამჭვირვალე ხდება ყველაფერი და შუქი სულის ძირამდე რომ ატანს....:) და არა რაიმეს შემცირებას, წერილს ეს გრძელი თხრობა, პირიქით უხდება), კიდევ უკეთესი..... ბატონ მიშას შენიშვნას იმ ფრაზაზე მეც ვიზიარებ, ყური მეც მომჭრა და იქნება მიგეხედა...... და ფინალური ბოლო ორი სტროფია იმდენად ძლიერი რომ..... განსაკუთრებით მომეწონა მშვიდი, თითქოს სასხვათაშორისო, ე.წ. ეპისტოლარული ტონი თხრობისა, რომლის იქითაც დიდი ვნებათაღელვაა.... ბეწვის ხიდზე ხარ გასული..... და ბოლო სტროფი კი მართლა სხეულიდან სულის ამოსვლასავითაა.... გმადლობ..... :) თორნიკე, ძალიან კარგია.... ცოოტა თუ კიდევ დაწმენდ შუა ნაწილს(სიტყვის დაწმენდას ვგულისხმობ, აი, იმგვარად სულ რომ გამჭვირვალე ხდება ყველაფერი და შუქი სულის ძირამდე რომ ატანს....:) და არა რაიმეს შემცირებას, წერილს ეს გრძელი თხრობა, პირიქით უხდება), კიდევ უკეთესი..... ბატონ მიშას შენიშვნას იმ ფრაზაზე მეც ვიზიარებ, ყური მეც მომჭრა და იქნება მიგეხედა...... და ფინალური ბოლო ორი სტროფია იმდენად ძლიერი რომ..... განსაკუთრებით მომეწონა მშვიდი, თითქოს სასხვათაშორისო, ე.წ. ეპისტოლარული ტონი თხრობისა, რომლის იქითაც დიდი ვნებათაღელვაა.... ბეწვის ხიდზე ხარ გასული..... და ბოლო სტროფი კი მართლა სხეულიდან სულის ამოსვლასავითაა.... გმადლობ..... :)
20. და როგორც თბილ სულს, სხეულიდან ახლად ამოსულს, შერჩენილი აქვს საკუთარი სხეულის სუნი, ისე ვარ, როცა ხმაურიან მეგაპოლისში შენს სახელს ვამბობ - ვაწკრიალებ და დიდხანს ვუსმენ. და როგორც თბილ სულს, სხეულიდან ახლად ამოსულს, შერჩენილი აქვს საკუთარი სხეულის სუნი, ისე ვარ, როცა ხმაურიან მეგაპოლისში შენს სახელს ვამბობ - ვაწკრიალებ და დიდხანს ვუსმენ.
19. იქნებ და არც დაიჯერო, მაგრამ ყველა თქვენგანის (იცი, ვისაც ვგულისხმობ) ნაწერებს სამ, ოთხ, ხუთ-ჯერ ვკითხულობ აუცილებლად. ჩემი მაქსიმუმით შევაფასე და ბევრის თქმას არც ვაპირებ ამ ლექსზე, გარდა ერთი შენიშვნისა: "საუბედუროდ, პირი არ უჩანს დასრულებას ჩემი არაფერს." - ამ ფრაზაში სიტყვა "ჩემის" დანიშნულება ვერ ამოვხსენი. თუ "ჩემს რაღაცეებზეა" საუბარი, მაშინ - "ჩემი არაფრის" ან "ჩემსას არაფერს"...
იქნებ და არც დაიჯერო, მაგრამ ყველა თქვენგანის (იცი, ვისაც ვგულისხმობ) ნაწერებს სამ, ოთხ, ხუთ-ჯერ ვკითხულობ აუცილებლად. ჩემი მაქსიმუმით შევაფასე და ბევრის თქმას არც ვაპირებ ამ ლექსზე, გარდა ერთი შენიშვნისა: "საუბედუროდ, პირი არ უჩანს დასრულებას ჩემი არაფერს." - ამ ფრაზაში სიტყვა "ჩემის" დანიშნულება ვერ ამოვხსენი. თუ "ჩემს რაღაცეებზეა" საუბარი, მაშინ - "ჩემი არაფრის" ან "ჩემსას არაფერს"...
17. ძლიერი ნაწერია ჩემო უმრწემესო ძმაო:*
შენადა, პავლიკა კორჩაგინი(ბერია) ცოცხალია თუ კვტარი, ხო არ იცი?:დ
ვახ, ჩემი ჯანმრთელობის გადამკიდე, უკვე დამავიწყდა კიკვიძის ბაღში როგორ იწრთობა ფოლადი, ამის დედაც : )
არ ვსვამ, ქალებში არ დავდივარ, არ ვეწევი, მოკლედ ანგელოზი გავხდი, მალე ფრთებიც ამომივა :დ ძლიერი ნაწერია ჩემო უმრწემესო ძმაო:*
შენადა, პავლიკა კორჩაგინი(ბერია) ცოცხალია თუ კვტარი, ხო არ იცი?:დ
ვახ, ჩემი ჯანმრთელობის გადამკიდე, უკვე დამავიწყდა კიკვიძის ბაღში როგორ იწრთობა ფოლადი, ამის დედაც : )
არ ვსვამ, ქალებში არ დავდივარ, არ ვეწევი, მოკლედ ანგელოზი გავხდი, მალე ფრთებიც ამომივა :დ
15. ძალიან კარგია...5555 საოცრად "მთლიანი" ლექსი-წერილია... აზრიანი...და ყველა კუთხე-კუნჭული გაშუქებული...:-* ძალიან კარგია...5555 საოცრად "მთლიანი" ლექსი-წერილია... აზრიანი...და ყველა კუთხე-კუნჭული გაშუქებული...:-*
14. და როგორც თბილ სულს, სხეულიდან ახლად ამოსულს, შერჩენილი აქვს საკუთარი სხეულის სუნი, ისე ვარ, როცა ხმაურიან მეგაპოლისში შენს სახელს ვამბობ - ვაწკრიალებ და დიდხანს ვუსმენ.
ვაწითლებ:) ჩემი აზრი იცი. და როგორც თბილ სულს, სხეულიდან ახლად ამოსულს, შერჩენილი აქვს საკუთარი სხეულის სუნი, ისე ვარ, როცა ხმაურიან მეგაპოლისში შენს სახელს ვამბობ - ვაწკრიალებ და დიდხანს ვუსმენ.
ვაწითლებ:) ჩემი აზრი იცი.
13. ფინალი მომეწონა განსაკუთრებით... კარგი ბიჭი ხარ, თოკ :) +2 ფინალი მომეწონა განსაკუთრებით... კარგი ბიჭი ხარ, თოკ :) +2
12. ერთი-ორი მონაკვეთის დაწმენდა კი შესაძლოა... თორნიკე ჭელიძე. 2011-07-28 19:40:08
გააკეთე ეგ... ძალიან მომეწონა და მინდა დაწყებისას რა მუხტსაც ვიღებ ის გამყვეს ბოლომდე... ერთი-ორი მონაკვეთის დაწმენდა კი შესაძლოა... თორნიკე ჭელიძე. 2011-07-28 19:40:08
გააკეთე ეგ... ძალიან მომეწონა და მინდა დაწყებისას რა მუხტსაც ვიღებ ის გამყვეს ბოლომდე...
11. გმადლობთ, აზრის გამოთქმისათვის...
რაც შეეხება ნაწერის ”გაწელილ” ზომას, ბევრი რამ ისედაც დავწმინდე, ვიდრე გამოვაქვეყნებდი, დანარჩენი უბრალოდ რადგან სათაურშივე მივანიშნე, რომ ეს წერილია, ამიტომ ასე ვთქვათ და მეპატიება... :) მითუმეტეს, რომ არცერთი ფრაზა და აზრი არ არის ამოვარდნილი საერთო დედააზრიდან...
ერთი-ორი მონაკვეთის დაწმენდა კი შესაძლოა... გმადლობთ, აზრის გამოთქმისათვის...
რაც შეეხება ნაწერის ”გაწელილ” ზომას, ბევრი რამ ისედაც დავწმინდე, ვიდრე გამოვაქვეყნებდი, დანარჩენი უბრალოდ რადგან სათაურშივე მივანიშნე, რომ ეს წერილია, ამიტომ ასე ვთქვათ და მეპატიება... :) მითუმეტეს, რომ არცერთი ფრაზა და აზრი არ არის ამოვარდნილი საერთო დედააზრიდან...
ერთი-ორი მონაკვეთის დაწმენდა კი შესაძლოა...
10. იბერიელს ვეთანხმები 100-ით.
5. იბერიელს ვეთანხმები 100-ით.
5.
9. ბრავო ! ძალიან მაგარია,მაღალ დონეზეა შესრულებული,უბრალოდ ცოტა გაწელილივით მომეჩვენა ,ცოტა არეულიც ბოლოსკენ +2 ბრავო ! ძალიან მაგარია,მაღალ დონეზეა შესრულებული,უბრალოდ ცოტა გაწელილივით მომეჩვენა ,ცოტა არეულიც ბოლოსკენ +2
7. თან როგორი კარგი წერილია...რაღაც სევდიან განწყობაზე დამაყენა... 5555 თან როგორი კარგი წერილია...რაღაც სევდიან განწყობაზე დამაყენა... 5555
6. ძალიან მიყვარს წერილები :) ძალიან მიყვარს წერილები :)
5. ჰუჰ, მაგარი იყო! ჰუჰ, მაგარი იყო!
4. მომეწონა წარმატებები........ მომეწონა წარმატებები........
3. და როგორც თბილ სულს, სხეულიდან ახლად ამოსულს, შერჩენილი აქვს საკუთარი სხეულის სუნი, ისე ვარ, როცა ხმაურიან მეგაპოლისში შენს სახელს ვამბობ - ვაწკრიალებ და დიდხანს ვუსმენ.
და როგორც თბილ სულს, სხეულიდან ახლად ამოსულს, შერჩენილი აქვს საკუთარი სხეულის სუნი, ისე ვარ, როცა ხმაურიან მეგაპოლისში შენს სახელს ვამბობ - ვაწკრიალებ და დიდხანს ვუსმენ.
2. "ახლა ყველაფრით სავსე ყოფა პირისპირ დადგა უმაკიაჟოდ, უმიმიკოდ, უსაფუაროდ.
და როგორც თბილ სულს, სხეულიდან ახლად ამოსულს, შერჩენილი აქვს საკუთარი სხეულის სუნი, ისე ვარ, როცა ხმაურიან მეგაპოლისში შენს სახელს ვამბობ - ვაწკრიალებ და დიდხანს ვუსმენ"
უძლიერესი ლექსი უძლიერესი პოეტის! (ყოველგვარი ფამილარობის გარეშე!) ყოჩაღ! ძალიან, ძალიან გაიზარდე ამ ერთ წელიწადში, რაც მე თვალს გადევნებ, ყველა თვალსაზრისით!
(განწყობა არ მომწონს, ოღონდ...)
"ახლა ყველაფრით სავსე ყოფა პირისპირ დადგა უმაკიაჟოდ, უმიმიკოდ, უსაფუაროდ.
და როგორც თბილ სულს, სხეულიდან ახლად ამოსულს, შერჩენილი აქვს საკუთარი სხეულის სუნი, ისე ვარ, როცა ხმაურიან მეგაპოლისში შენს სახელს ვამბობ - ვაწკრიალებ და დიდხანს ვუსმენ"
უძლიერესი ლექსი უძლიერესი პოეტის! (ყოველგვარი ფამილარობის გარეშე!) ყოჩაღ! ძალიან, ძალიან გაიზარდე ამ ერთ წელიწადში, რაც მე თვალს გადევნებ, ყველა თვალსაზრისით!
(განწყობა არ მომწონს, ოღონდ...)
1. ამას ახლა რა წაიკითხავს, მერე იყოს ;) ამას ახლა რა წაიკითხავს, მერე იყოს ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|