ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აისბერგი
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2011


***

შენი თვალიდან-
ორი კარიდან,
მიმზერს ნესტიანი ღამე.
ჭამე-
მოლოდინის პური,
დახარ-
სიდუხჭირის ძვალი,
გავხარ
აუხდენელ სურვილს,
გავხარ...
რა ვქნათ?
ჩვენ ყველას ჩვენი
სახელი გვქვია,
ჩვენ ყველას ჩვენი
სიმძიმე დაგვაქვს
და გულის ჯიბით
ვატარებთ ტყვიას
ჩვენივ მოსაკლავს.
რაც არის, არის!
მოხდეს, რაც მოსახდენია!
შიში არ მჩვევია!
ბევრია
ასი წელი შიმშილის, სიცივის, სირცხვილის
და კუდის ქიცინის.
იცინი?!
სვი-
დამშრალი წყაროს წყალი,
გრიხე-
მორჩილების თოკი,
მოკვდი-
ვიდრე შეგიძლია!
შენი თვალიდან-
ორი ღამიდან,
მოლოდინის ტბები იღვრება
და მებრალები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები