ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: natinat
ჟანრი: პოეზია
5 აგვისტო, 2011


ქალი ვარ

მინდა პანორამა ვწერო შენს თვალებზე,
ტუჩზე და ხელებზე, კისერზე, სხეულზე.
მოკლედ როგორ გითხრა, როგორი ელვა ხარ
სულისთვის, რომელზეც, ვწერდი, ვით ეულზე.
მინდა პანორამით განცდა გადმოვხატო,
ეგ გრძნობა,ეგ გული, გონება თბილული.
სხვა ხომ ვერ ჩაგხედავს, შენს არსში ვერ შევა...
მე გიცნობ, ეგ სუნთქვა ჩემშია ხილული.
და სუნთქვა? რა სუნთქვა...
მკლავზე რომ ატკბილებ...
ამშვიდებ, მამშვიდებ და ვნებებს ამიშლი...
თითები? როგორი ფერებით მეხება...
სა ყველა შეხებას, ბავშვივით განვიცდი.
არ ვიცი, სიყვარულს თუ როსმე დამიშლი...
გავგიჟდი... შიშმა და სურვილმა შემშალა.
გამიშვი? სულ ბოლო წამამდე დაგიცდი...
თუ გინდა ასკეტთა ცხოვრებით მეწამა!
და თუ დაბრუნდი, აღარ დავუშლი,
ჩემს აფროდიტეს ტრფობას შენდამი,
ჩემს ქვეცნობიერს კლიტეს გავუშლი,
აღარ ვიტყვევებ მტანჯველ კაზუსში.
ჯობს, რომ იფრთხილო, კისრის ბოლოში,
შენს თმებს ფერება არ მოაკლდება.
სხეულზე ტალღად გადაგევლები
და ხელს ჩაგჭიდებ ღამით საფრენად.
ჯობს, რომ გამაგრდე, ჩემს გულში ისე
საიმედოდ ხარ ჩარაზკეტილი...
ქალი ვარ, ლექსს ვწერ, ეშმას ვედრები,
ხან ბოროტი ვარ, ხანაც კეთილი.
ამდენ სიგიჟეს თუკი გაუძლებ,
ვნებას აყვები, ჩემგან მოვარდნილს..
უფალს სიყვარულს ჩვენსას ვაუწყებთ
და ისტორიას რომანს დავუწერთ.
ვიქნებით სუნთქვის გამოძახილი,
ერთმანეთისთვის, როგორც აჩრდილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები