ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
15 აგვისტო, 2011


ვშორდებით

იდუმალება ცრემლით გამთბარი,
იღვრება ჩუმად და იტანჯება,
უსასრულობა დროის ამქარი,
ამოიკვნესებს და იკარგება...

ქარი შეარხევს და შეატოკებს,
ფიქრმორეული, დგანან ხეები,
ბედი აგიჟებს, დროს და აცოფებს,
ვაი, რა მწარედ მიჰქრის დღეები.

ცრემლი და დარდი სულში ირევა,
და თავდახრილი თრთიან წნორები,
წუთისოფელი  შხამით    ივსება,
და ნელა-ნელა, ზეცას ვშორდებით...




















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები