ერთთვიანი აუტოტრენინგის შემდეგ, რომელსაც წელიწადში ორ-სამჯერ, სახლის ძირკედლიანკარადიანუჯრიანი დალაგების წინ ვიტარებ და საკუთარ თავს დილა-საღამოს შთავაგონებ, რომ ყოჩაღი ვარ და მე ამას შევძლებ, როგორც იქნა, განვეწყვე დიასახლისის რუტინული შრომისათვის, განვდევნე: ჩემიდან - სიზარმაცე ცხრა მთას იქით, ოჯახიდან - მშობლები ჩემს ძმასთან და სახლის დალაგებას შევუდექი. საერთოდ, იმდენი კი შემიძლია, ვინმე დამხმარე ავიყვანო ასეთ დროს, მაგრამ მირჩევნია, მასზე მისაცემი ფულით, გენერალური ”უბორკის” შემდეგ, განტვირთვისთვის, გენერალური ”შოფინგი” მოვაწყო ლოლიკოს მაღაზიაში, რომელსაც ისედაც ხშირად ვსტუმრობ და ათასი ჭინჭიდან, ათს მაინც ვყიდულობ. მეორე დღეა, ვალაგებ, ვახარისხებ, ვყრი, ვფუთავ, ენაგადმოგდებული დავდივარ ოთახიდან ოთახში, თან ხმამაღლა ვფიქრობ: მეტის ღირსი ვარ! რა მიმარბენინებს ლოლიკოსთან, რით ვეღარ ვისწავლე ჭკუა! ლოლიკომაც, ჩემდა ბედად თუ უბედობად, ცხვირწინ გამიხსნა მეორადების მაღაზია, თანაც ზედ, პიპერმარკეტისა და ”სექენდ ჰენდის” ამბიციური ნაზავი გამოკიდა: ჰიპერჰენდი ”ლოლიკო”. გავუვლი, გამოვუვლი, ავუვლი, ჩავუვლი. იქით გამარჯვებულის დროშასავით ფრიალებს ფერადი მაისური, აქეთ მე ვაფრიალებ თეთრ შარფს, როგორც დამარცხებული და მორჩილად შევდივარ გარაჟში. იქ მაშინვე მავიწყდება, რომ ცოტა ხნის წინ კაპიტულაცია გამოვაცხადე და ჰიპერჰენდს ტყვედ ჩავბარდი, თავს მაღლა ვწევ, ბებერი, ბრძენი ინდიელივით ვიხუნძლები ზიზილ-პიპილებით და მერე, შეასამჩნევად კმაყოფილი მზერით გამოვდივარ ჰიპერჰენდიდან. სახლში მისული, ყველაფერს დავრეცხ-დავაუთოვებ, გავისინჯავ, გამოვისინჯავ, მერე ერთი-ორს ამოვიჩემებ და დანარჩენს, კარადაში ჩამოვკიდებ მანამ, სანამ კარადიდან მოჩვენებებივით სახელოებს და ტოტებს არ გამოყოფენ პერანგები, კაბები, შარვლები და ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად, უკან ვეღარ შებრუნდებიან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უკან შესაბრუნებელი ადგილი აღარაა. სხვა გზა არ მაქვს, ”უბორკას” ტანსაცმლის დახარისხებით ვიწყებ: პალტო იქა, კაბა აქა, ჯინსი იქა, მაისური აქა და ა.შ. და მერე, ამ გადაწყობილ-გადმოწყობილ ტანსაცმელს, გასაკვირია და, სიამოვნებით ვაგზავნი ნათესავებთან, ამხანაგებთან, ამხანაგების ამხანაგებთან... მოკლედ, ყველასთან, ვინც კი მათი ჩაცმის სურვილს გამოთქვამს ან გაიფიქრებს. გუშინ კარადების და უჯრების დალაგება-გათავისუფლებას, როგორც იქნა, მოვრჩი. ჩემი თვალთუნახავი ტანსაცმლის დიდი ნაწილი სათუთად ჩავაწყვე ფერად-ფერად პარკებში, პარკებს ასევე სათუთად მივაწერე დაინტერესებულ პირთა სახელები, ტაქსივით გამოვიძახე ჩემი ჯიპიანი, გადარეული ძმა, რომელიც კიდევ უფრო გადაირია, მაგრამ არ შეიმჩნია და ჩემივე საქციელით გულდამშვიდებულაღტაცებულმა ეს პარკები, მოკითხევბთან და პირზე კოცნებთან ერთად ჩამოსარიგებლად გავატანე . მართალია, კარადების და უჯრების დალაგებას დიდი დრო მიაქვს, მაგრამ ენერგიისგან არ ვიცლები, სამზითვო ლეიბ-საბნების და ხალიჩის ბერტყვისგან განსხვავებით, რომელსაც ისე გამეტებით ვურტყამ-ხოლმე საბერტყს, რომ ლამის ზედ დავაკვდე. ისე, ერთ დღესაც, მართლა რომ დავაკვდე. რა პრობლემაა? დიდი ხანია, ისეთ უბანში ვცხოვრობ, სადაც მიცვალებულებს კუბოს ქვეშ, აუცილებლად ხალიჩებს უფენენ, თუნდაც ნათხოვარს, სხვისი ფეხის მტვრით (- ოჰ, ამ მტვრის ღირსნიც კი არ ვართ ხანდახან! - შემოგეპარება პათეტიკური ფიქრი) ბდღვირადენილს. ჰოდა, ბარემ, ოჯახს ზედმეტ წვალებას მოვაშორებ, საკუთარი ნებით ვიქნები ხალიჩაზე დასვენებული. დღეს სწორედ ხალიჩაზე გადასვენების თუ დასვენების დღე მაქვს, მაგრამ სიკვდილსაც რომ არ გაცდიან ხანდახან... კარზე დააკაკუნეს. აჰა, მონარნარდა ნაირა, ჩავიქნიე ხელი, ქალი კი არა, ნამდვილი ”მიდის, მოდის, ადგილზე დგას” გამოცანაა. რა! მიდის, მოდის, მაინც ჩემს ზღურბლთან დგას. ნაირა ჩემი კარის მარტოხელა მეზობელია. რომ კითხო, სოციალურად დაცულია, დასაქმების პროგრამაში მოყვა, გაახარებთ ღმერთი, კარგ ადგილზე მუშაობს, გადასარევზე! ტერიტორიულად დიღომშია, კაი სამსახური, კაი ხალხი, კაი საზოგადოება... შეიძლება არც უჯერებენ მეზობლები, მაგრამ ფაქტს ხომ ხედავენ: ყოველ დილას გადის სახლიდან ერთსა და იმავე დროს, საღამოს ბრუნდება ასევე ერთსა და იმავე დროს, თანაც სულ ჩანთებით და პარკებით დატვირთული. მერე ჩამოივლის მეზობლებს, ამ სადარბაზოსას იტყვის, იმ სადარბაზოსას, ამ პოზიციისას იტყვის, იმ ოპოზიციისას და ასე გრძელდება გვიანობამდე. მაინც როგორ ახერხებს, ყოველდღიურად ყველასთან სტუმრობას, ვერ ვხვდები. მე, ოღონდ მეზობელთან არ შემიყვანო და სამ ”უბორკას” გავაკეთებ და ათ ”შოფინგს” მოვაწყობ კიდევ. - ჰოდა, ასეა, როცა მეზობელთან არ მიდიხარ, ის თავად მოვა შენთან - სიბრძნის მსგავსიც გადმომეფრქვა ამასობაში და კარი გავაღე. რა თქმა უნდა, გამოცანა ამჯერადაც წარმატებით გამოვიცანი, მაგრამ გაოცებისგან თვალები მაინც დავხუჭე, გავახილე, დავხუჭე, გავახილე... იდგა ეს ჩემი სოციალურად დაცული ნაირა, კაი სამსახური, კაი ხალხი, კაი საზოგადოება... და ეცვა ჩემი პიჯაკი, ჩემი მაისური, ჩემი ქვედაბოლო, ჩემი ფეხსაცმელი... ნამდვილად ჩემი! გუშინ ჩემს ძმაზე ნათესავებისთვის გატანებული. სანამ თავი ნაირას ორეული მეგონებოდა თუ ნაირა მეგონებოდა ჩემი ორეული, შემონარნარდა უკვე სახლში ნაირა, სავარძელშიც ჩაჯდა, გაისწორა: ჩემი თავისი პიჯაკი, ჩემი თავისი მაისური, მუხლებზე ჩამოიწია ჩემი თავისი ქვედაბოლო, ამაყქართული ღიმილი გადაიფინა, ასევე ამაყქართულად შემომხედა და დაიწყო: - რაფერ ხარ, დედი? – პასუხს, რა თქმა უნდა, არ დაელოდა, ისე გააგრძელა - დედაა, როგორ ვიღლები, ფეხზე ვერ ვდგავარ. ეგ კი არა, ხანდახან ტანისამოსის გამოცვლაც მეზარება, არადა, რამდენი მაქვს, ხომ იცი? ჩრჩილი ჭამს კარადაში, მაგრამ თავს ზევით ძალა არაა, უნდა გამოვიცვალო, სხვანაირად არ შეიძლება. კაი სამსახური, კაი ხალხი, კაი საზოგადოება... აგერ, ა, ახლა, ესეც - ჯერ ტანზე დაიხედა, მერე მე შემომხედა ისევ ამაყქართული მზერით - რამდენი ხნის წინ გამომიგზავნა ჩემმა დამ საბერძნეთიდან, მარა რად გინდა, დღეს ძლივს მოვახერხე ჩაცმა. არადა, არ მაქვს რამე თუ? მაკლია რამე თუ? ხო იცი შენ, სოციალურად დაუცველიც კი არ ვარ, რა მჭირს სამაგისო, თორემ კი ბატონო! გაახარებთ ღმერთი, ჩამსვამდნენ ხელად პროგრამაში. მითხრა იმ აგენტმა, თავისით მოვიდა, მე კი არ მომიწვევია, თქვენ იმდენი ქულა გაქვთ, ქალბატონო ნაირა, რომ ათ ოჯახს ეყოფა ეს ქულებიო, აპაა. ქულებით ვარ გაძეძგილი, რომ იცოდე, ეგრე კი არაა. ახლა საჭმელ-სასმელი? სულო, გულო, ყველაფრის ყიდვა შემიძლია, გაახარებთ ღმერთი, კაი ხელფასი, კაი ხალხი, კაი საზოგადოება. აგერ წეღან, ჩემი გასაცოდავებული ნათესავი მოვიყვანე. ისე უჭირთ, პურის ქერქი ენატრებათ, დგას ეს ამხელა დვარეცივით კაცი და ნაგვის ბუნკერებში ჯართს და ბოთლებს აგროვებს, აპაა... ისე, ნათესავზე რავა უნდა ვთქვა, მარა, ცოტა ბლეყვე კი იყო თავის დროზეც, თვარა, ახლა, ჩემნაირი რომ ყოფილიყო, ხელად იშოვიდა სამსახურს, გაახარებთ ღმერთი ამ პროგრამის მომგონებლებს, რა ხალხი მოვიდა, რა ხალხი, კაი სკვერები, კაი გზები, კაი ხელფასი, კაი საზოგადოება, ყველაფერი კაი. ჰოდა, იმას გეუბნებოდი, შევუწვი ამ საცოდავს გაყინული ბარკლები კი არა, მუხრანის კაი მოზრდილი ქათამი, ჩავულაგე ბაჟეში ჩემებურად, დავუცხვე ჭადები, დავანაყრე, ვიფიქრე, სანამ ქოხად არ გადაიქცევა ეს დვარეცივით კაცი, ცოტა ხელს წავუკრავ-მეთქი, ჩავულაგე კიდო ქვეყანა ტანისამოსი თავისი ტიტლიკანა ცოლ-შვილისთვის და გავუშვი ისე. დედა, რავა ხარ მიფიჩხინებული,შენც ხომ არ გშია? რა ფერი გადევს, მანანამ როგორ უნდა გაჯობოს, გიულის რძალმა, რომ მოიყვანეს, რძის ბოთლივით იყო და ნახე ახლა, გარძისბიდონდა სულ. გამოგიტანდი ქათამს, მარა ვინ დატოვა? ძვლებიანად გადაყლაპა იმ შეჩვენებულმა... მოკლედ, იტრაბახა ნაირამ, იქაქანა და კიდევ ბევრი ი... ბოლოს, იმან მიშველა, რომ ეზოში ჩვენმა ლოთებმა, აბაზამ და შაურამ დასცხეს ერთმანეთს და ნაირაც ჩემი თავისი ტანსაცმლით, ეზოში ჩანარნარდა. მაშინვე მობილურს ვეცი და ჩემს ძმას დავურეკე: -ილო, სად წაიღე გუშინ პარკები, ვის მიუტანე? - არც მომიკითხავს, ისე ვკითხე. - სად უნდა წამეღო, ტო, მთელი დღე ძედ მაროზივით დავდიოდი და ვარიგებდი ჩამოწერილ მისამართებზე - ყაყანსა და ხმაურში ძლივს გამაგებინა ილომ. მივხვდი, რომ ჩემი ძმა, როგორც ხშირად და უმეტესად, სადმე, რესტორანში ან დუქანში, ჭრელ ბაღდადზე სუფრას შლიდა. - ახლავე მითხარი, თორემ იცოდე, დაგადგები თავზე, - ავუწიე ხმას და დავემუქრე, ჩემი ჭკუით. - ვაა, მართლა, ტო? - გაიკვირვა ილომ, - მოდი მერე, ”წისქვილში” ვართ ბიჭები. - ჰოდა, წისქვილში თუ ხარ, მით უმეტეს, ჩამოღერღე, სად წაიღე გუშინ ის პარკები? - ავედი ოქტავით ზევით. - სად და ბუნკერთან დავდე ლამაზად და კოხტად, გაიგე? და ვაფშემც, დავიღალე შენი პარკების აქეთ-იქით თრევით. არ დამიწყო ახლა წიკო-მაკოები, შენი თავი არ მაქვს, ისე, ბუნკერთან უფრო გაჭირვებული ხალხი დადის, მადლია. - ღერღვას აღარ მორჩა ილო. - რომელ ბუნკერთან, ილო? - ჩამოვოქტავდი. - რა ვიცი, რომელ ბუნკერთან, დანომრილი კი არაა, დიღომში რომ დავდე, ფაიზაღია, აქეთ ვიყავით გუშინაც რესტორანში. კაი, წავედი, - ყურმილი დაკიდა ილომ. კაი სამსახური, კაი ხალხი, კაი საზოგადოება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
35. ეტყობა ფილოლოგი ხართ ხო? ქართულს ხომ არ ასწავლით სკოლაში?:) წერის ცოდნა ნიჭს და მწერლობას არ ნიშნავს ჩემო კარგო.:) თქვენი საბჭოური სტილი ყველას ვერ ექნება და ამიტომ არ ნიშნავს, რომ ვინმეს რაიმე ხელისშესავლები აქვს :) მაპატიეთ, მაგრამ ასეა :) ეტყობა ფილოლოგი ხართ ხო? ქართულს ხომ არ ასწავლით სკოლაში?:) წერის ცოდნა ნიჭს და მწერლობას არ ნიშნავს ჩემო კარგო.:) თქვენი საბჭოური სტილი ყველას ვერ ექნება და ამიტომ არ ნიშნავს, რომ ვინმეს რაიმე ხელისშესავლები აქვს :) მაპატიეთ, მაგრამ ასეა :)
34. :)) ნამდვილად არ აწყენდა, რუსამეი, ცოტაზე მეტადაც:) ხუმრობის გარეშე. :)) ნამდვილად არ აწყენდა, რუსამეი, ცოტაზე მეტადაც:) ხუმრობის გარეშე.
33. რა ღრმა აზრებია და რა ორიგინალური თემაა, ჯერ რომ არსად შემხვედრია ისეთი :) გენიოსი ხართ თქვენ ქალბატონო ლელა :))))) ცოტა ხელის შევლება ისე არ აწყენდა (სტილისტურად) :)))) 0 რა ღრმა აზრებია და რა ორიგინალური თემაა, ჯერ რომ არსად შემხვედრია ისეთი :) გენიოსი ხართ თქვენ ქალბატონო ლელა :))))) ცოტა ხელის შევლება ისე არ აწყენდა (სტილისტურად) :)))) 0
32. ძალიან მომწონს თქვენი თხრობის სტილი... იუმორნარევი და ძალიან აზრიანია... :)) +2 და წარმატებებიი ჩემგანნ :)) ძალიან მომწონს თქვენი თხრობის სტილი... იუმორნარევი და ძალიან აზრიანია... :)) +2 და წარმატებებიი ჩემგანნ :))
31. მომეწონა .. კარგად წერთ +2 მომეწონა .. კარგად წერთ +2
30. ძალიანაც მომწონს :) ძალიანაც მომწონს :)
29. გმადლობთ:) მელოდია, ქარში, ჩემგანაც გულთბილი მოკითხვა შენ:) და შენ თანამშრომლებს:) ია-ია, თბილო...:) გმადლობთ:) მელოდია, ქარში, ჩემგანაც გულთბილი მოკითხვა შენ:) და შენ თანამშრომლებს:) ია-ია, თბილო...:)
28. საოცარი თხრობა გაქვს, დახვეწილი, იუმორით კარაგად შეზავებული :) აი ისეთი, თან რომ გეცინება და თან საოცრად გტკივა იქ, გულის კუნჭულში... ეს "კაი" ცხოვრება... 55555 :-* საოცარი თხრობა გაქვს, დახვეწილი, იუმორით კარაგად შეზავებული :) აი ისეთი, თან რომ გეცინება და თან საოცრად გტკივა იქ, გულის კუნჭულში... ეს "კაი" ცხოვრება... 55555 :-*
27. ესეც გარედან წავიკითხე დღეს... გულიანად ვიცინე.სამსახურში -ჩვენც გაგვაცინეო... მოკლედ მოვუყევი (რუსულად თავიდან ბოლომდე თარგმნა დამეზარა,ვაღიარებ) გავიცინეთ.. ვისაუბრეთ.. და მოწონება ერთხმად დავაფიქსირეთ...
გულთბილი მოკითხვა ცივი რუსეთიდან.... ესეც გარედან წავიკითხე დღეს... გულიანად ვიცინე.სამსახურში -ჩვენც გაგვაცინეო... მოკლედ მოვუყევი (რუსულად თავიდან ბოლომდე თარგმნა დამეზარა,ვაღიარებ) გავიცინეთ.. ვისაუბრეთ.. და მოწონება ერთხმად დავაფიქსირეთ...
გულთბილი მოკითხვა ცივი რუსეთიდან....
26. :) :) :) +++++ :) :) :) +++++
25. :)):)):)) 55555555555555555555555 :)):)):)) 55555555555555555555555
24. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა და თავისი აზრი გამოთქვა:) ჯინა, სწორედ ეკვირინე მახსენდებოდა ამ პერსონაჟზე და ალბათ მისი გავლენითაც შეიქმნა, რაღაც დოზით მინიშნებაც მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ თავი შევიკავე, ამბიციურობაში რომ არ ჩამთვლოდა:) ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის, რომ ამოიცანი:) ნ-ი-კ-ი, რა თქმა უნდა, სოციალურად დაუცველები ვართ, ნაირა სოციალურად დაცულია:) გმადლობ, რომ კითხულობ:)და იქნებ მითხრა, კონკრეტულად, რა აკლია (და მგონი, ზედმეტი აქვს:) თხრობას, რომ გავითვალისწინო:) "გენიალურ ლექსებზე" არაფერს ვამბობ:) :) მიშა, როგორი მადლობელი ვარ ამ "კუდში დევნის", არ იცი:) და როგორ მეხმარება... დიდი მადლობა კეთილგანწყობისთვის, შენიშვნებისთვისაც, რა თქმა უნდა (კარგ რჩევას დავარქმევდი), ძალიან მეხმარები. ეს კომენტარ, ჩემთვის, ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ქულები და რეიტინგი, გულწრფელად:) მოკლედ, შორს რომ არ წავიდე, აქვე, ამ ტექსტიდან მოვიყვან პერიფრაზს: ჩემი საქმე ისეა: იქით მიშა აფრიალებდა წითელ დროშას გამარჯვების ნიშნად, აქეთ მე ვაფრიალებდი თეთრ შარფს დამარცხებული:) პატივისცემით:)
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა და თავისი აზრი გამოთქვა:) ჯინა, სწორედ ეკვირინე მახსენდებოდა ამ პერსონაჟზე და ალბათ მისი გავლენითაც შეიქმნა, რაღაც დოზით მინიშნებაც მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ თავი შევიკავე, ამბიციურობაში რომ არ ჩამთვლოდა:) ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის, რომ ამოიცანი:) ნ-ი-კ-ი, რა თქმა უნდა, სოციალურად დაუცველები ვართ, ნაირა სოციალურად დაცულია:) გმადლობ, რომ კითხულობ:)და იქნებ მითხრა, კონკრეტულად, რა აკლია (და მგონი, ზედმეტი აქვს:) თხრობას, რომ გავითვალისწინო:) "გენიალურ ლექსებზე" არაფერს ვამბობ:) :) მიშა, როგორი მადლობელი ვარ ამ "კუდში დევნის", არ იცი:) და როგორ მეხმარება... დიდი მადლობა კეთილგანწყობისთვის, შენიშვნებისთვისაც, რა თქმა უნდა (კარგ რჩევას დავარქმევდი), ძალიან მეხმარები. ეს კომენტარ, ჩემთვის, ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ქულები და რეიტინგი, გულწრფელად:) მოკლედ, შორს რომ არ წავიდე, აქვე, ამ ტექსტიდან მოვიყვან პერიფრაზს: ჩემი საქმე ისეა: იქით მიშა აფრიალებდა წითელ დროშას გამარჯვების ნიშნად, აქეთ მე ვაფრიალებდი თეთრ შარფს დამარცხებული:) პატივისცემით:)
23. დღეს დროშის გაწითლების დიადი პატივიც მარგუნეს და პირველად შენს ნაწერზე გავაწითლე. ბოლომდე კარგად ვერ გავიგე, რას ნიშნავს ეს დროშა, მაგრამ იმედია საქმეს არ ვავნე:) დღეს დროშის გაწითლების დიადი პატივიც მარგუნეს და პირველად შენს ნაწერზე გავაწითლე. ბოლომდე კარგად ვერ გავიგე, რას ნიშნავს ეს დროშა, მაგრამ იმედია საქმეს არ ვავნე:)
22. ლელა, ჯერ მოგეფერები და მერე შენიშვნისთვის მოემზადე:
არ გიცნობ, არ მიცნობ... მაგრამ მწარედ დარწნუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი ადამიანი ხარ. ავტორის შემოქმედების ხარისხით ამის გარკვევა (კარგი ადამიანია იგი თუ არც ისე...), ლამის შეუძლებელია. კარგი პოეზია ხშირად ვიგინდარებსაც ჰქონიათ... უფრო მარტივადაა საქმე: ძალზე გამჭვირვალე ხარ საკუთარ ნაწერებში და იოლად იცნობი. დანარჩენს, პირადად როცა გავიცნობთ ერთმანეთს, მაშინ გეტყვი:)
ყველაფერი კარგი იყო ამ მცირე მოთხრობაში, გარდა ოდნავ მოჭარბებული სათქმელისა. თავად ჟანრია ისეთი, რომ ფრაზების დამძიმება არ უხდება. არადა, თავად ნახე: 43 სიტყვა დავთვალე პირველივე აბზაც-წინადადებაში, სადაც "ძირკედლიანკარადიანუჯრიანი" ერთ ერთეულად ვიანგარიშე... - არნახული გადამლაშებაა. სხვათა შორის, ამგვარი ნიუანსები შენს პოეზიაშიც შემინიშნავს, მაგრამ იქ (1) პოეზიაა და ასე თუ ისე იტანს; (2) უფრო შინაურულად გამოიყურები, უფრო თამამად ხარ მორგებული. აქ კი ზომიერების გრძნობა ოდნავ დაკარგულია.
მარტივად რომ ვთქვათ, კონკრეტულ რეცეპტში, როცა საუკეთესო გემოს ჭიქანახევარი შაქარი იძლევა, სამჭიქანახევარი ვერანაირად გააკეთილშობილებს მას. ამ თვალსაზრისით არაფრით განსხვავდება მხატვრული შემოქმედება კულინარიისგან. იმედია, ხვდები რასაც ვგულისხმობ.
ზერელე ნათქვამად ნუ ჩამითვლი, რადგან თავადაც იცი, რომ "კუდში დაგდევ" და ყურადღებით ვადევნებ თვალს შენს შრომას. რაღაც გარკვეული ახსნა თავად მოვუძებნე ლელა ცუცქირიძის სამწერლო საქმეს: კარგი მარაგი გაქვს და არ არის საჭირო მთელი "ტანსაცმელი" ერთბაშად გასცე. გამოიზოგე. სეზონურად დაახარისხე, თორემ ადრესატამდე კი არა, იქნებ ბუნკერამდე მოუწიოს მისვლა. ხედავ, როცა მეტი მოგივიდა და საკუთარი ძმა მოჭარბებულად დატვირთე, სასურველ შედეგს აცდი... მხოლოდ ერთი პარკი რომ გაგეტანებინა ერთ მისამართზე, დარწმუნებული ვარ, ილო პირნათლად შეგისრულებდა თხოვნა-დავალებას. ზუსტად ასევე მოეკიდე საკუთარ შემოქმედებით მარაგს (ტანსაცმელს) და საკუთარ მკითხველს (ილოს). ბევრად შედეგიანი გამოგივა გარჯა.
ამ საიტზე სულ ორქულიანი შეფასების უფლებით ვსარგებლობ და დიდად ვერ გაგიმაგრებ რეიტინგს, მაგრამ რაც მაქვს, ალალი გულით გიძღვნი:) ლელა, ჯერ მოგეფერები და მერე შენიშვნისთვის მოემზადე:
არ გიცნობ, არ მიცნობ... მაგრამ მწარედ დარწნუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი ადამიანი ხარ. ავტორის შემოქმედების ხარისხით ამის გარკვევა (კარგი ადამიანია იგი თუ არც ისე...), ლამის შეუძლებელია. კარგი პოეზია ხშირად ვიგინდარებსაც ჰქონიათ... უფრო მარტივადაა საქმე: ძალზე გამჭვირვალე ხარ საკუთარ ნაწერებში და იოლად იცნობი. დანარჩენს, პირადად როცა გავიცნობთ ერთმანეთს, მაშინ გეტყვი:)
ყველაფერი კარგი იყო ამ მცირე მოთხრობაში, გარდა ოდნავ მოჭარბებული სათქმელისა. თავად ჟანრია ისეთი, რომ ფრაზების დამძიმება არ უხდება. არადა, თავად ნახე: 43 სიტყვა დავთვალე პირველივე აბზაც-წინადადებაში, სადაც "ძირკედლიანკარადიანუჯრიანი" ერთ ერთეულად ვიანგარიშე... - არნახული გადამლაშებაა. სხვათა შორის, ამგვარი ნიუანსები შენს პოეზიაშიც შემინიშნავს, მაგრამ იქ (1) პოეზიაა და ასე თუ ისე იტანს; (2) უფრო შინაურულად გამოიყურები, უფრო თამამად ხარ მორგებული. აქ კი ზომიერების გრძნობა ოდნავ დაკარგულია.
მარტივად რომ ვთქვათ, კონკრეტულ რეცეპტში, როცა საუკეთესო გემოს ჭიქანახევარი შაქარი იძლევა, სამჭიქანახევარი ვერანაირად გააკეთილშობილებს მას. ამ თვალსაზრისით არაფრით განსხვავდება მხატვრული შემოქმედება კულინარიისგან. იმედია, ხვდები რასაც ვგულისხმობ.
ზერელე ნათქვამად ნუ ჩამითვლი, რადგან თავადაც იცი, რომ "კუდში დაგდევ" და ყურადღებით ვადევნებ თვალს შენს შრომას. რაღაც გარკვეული ახსნა თავად მოვუძებნე ლელა ცუცქირიძის სამწერლო საქმეს: კარგი მარაგი გაქვს და არ არის საჭირო მთელი "ტანსაცმელი" ერთბაშად გასცე. გამოიზოგე. სეზონურად დაახარისხე, თორემ ადრესატამდე კი არა, იქნებ ბუნკერამდე მოუწიოს მისვლა. ხედავ, როცა მეტი მოგივიდა და საკუთარი ძმა მოჭარბებულად დატვირთე, სასურველ შედეგს აცდი... მხოლოდ ერთი პარკი რომ გაგეტანებინა ერთ მისამართზე, დარწმუნებული ვარ, ილო პირნათლად შეგისრულებდა თხოვნა-დავალებას. ზუსტად ასევე მოეკიდე საკუთარ შემოქმედებით მარაგს (ტანსაცმელს) და საკუთარ მკითხველს (ილოს). ბევრად შედეგიანი გამოგივა გარჯა.
ამ საიტზე სულ ორქულიანი შეფასების უფლებით ვსარგებლობ და დიდად ვერ გაგიმაგრებ რეიტინგს, მაგრამ რაც მაქვს, ალალი გულით გიძღვნი:)
21. ისე, ახლა თვალში მომხვდა და :
ეს ჩვენა ვართ სოციალურად დაუცველები, თორემ ნაირებს რა უჭირთ :) ისე, ახლა თვალში მომხვდა და :
ეს ჩვენა ვართ სოციალურად დაუცველები, თორემ ნაირებს რა უჭირთ :)
20. რა კარი იყო ლელა ეს ყველაფერი...რა ნაცნობი...:)
”უბორკას” ტანსაცმლის დახარისხებით ვიწყებ: პალტო იქა, კაბა აქა, ჯინსი იქა, მაისური აქა და ა.შ. და მერე, ამ გადაწყობილ-გადმოწყობილ ტანსაცმელს, გასაკვირია და, სიამოვნებით ვაგზავნი ნათესავებთან, ამხანაგებთან, ამხანაგების ამხანაგებთან...
ზუსტად იგივე ჩემთანაც მცირედი შესწორებით...:) ნაწილს ვჭრი გადაკეთება-გადმოკეთების მიზნით.. რათქმაუნდა ხშირ შემთხვევაში არ გამომდის და მერე ასე დანაკუწებულს ვყრი ბუმკერში...:)
თითო სოციალურად დაუცველი ნაირა, ხომ ყველა ჩვენგანს გვყავს მეზობლად...:) რა კარგი სარკაზმით აღწერ ჩვენს რეალობას...5 რა კარი იყო ლელა ეს ყველაფერი...რა ნაცნობი...:)
”უბორკას” ტანსაცმლის დახარისხებით ვიწყებ: პალტო იქა, კაბა აქა, ჯინსი იქა, მაისური აქა და ა.შ. და მერე, ამ გადაწყობილ-გადმოწყობილ ტანსაცმელს, გასაკვირია და, სიამოვნებით ვაგზავნი ნათესავებთან, ამხანაგებთან, ამხანაგების ამხანაგებთან...
ზუსტად იგივე ჩემთანაც მცირედი შესწორებით...:) ნაწილს ვჭრი გადაკეთება-გადმოკეთების მიზნით.. რათქმაუნდა ხშირ შემთხვევაში არ გამომდის და მერე ასე დანაკუწებულს ვყრი ბუმკერში...:)
თითო სოციალურად დაუცველი ნაირა, ხომ ყველა ჩვენგანს გვყავს მეზობლად...:) რა კარგი სარკაზმით აღწერ ჩვენს რეალობას...5
19. რავიცი ჩემთვის ყველაფერი აქვს ამ ნაწერს, ფორმაც, შინაარსიც, თხრობის მანერაც, “წყალივით იკითხებაო“ მასეა ზუსტად, იმდენად თავისუფალი ნაწერია, ერთ ამოსუნთქვაზე რომ წაგეკითხება და თავსაც დაგამახსოვრებს, ბევრი ძალიან კარგად დანახული და მოტანილი ადგილი, კარგად შეზავებული სევდანარევი იუმორი, მოკლედ მე მომეწონა ძალიან (: რავიცი ჩემთვის ყველაფერი აქვს ამ ნაწერს, ფორმაც, შინაარსიც, თხრობის მანერაც, “წყალივით იკითხებაო“ მასეა ზუსტად, იმდენად თავისუფალი ნაწერია, ერთ ამოსუნთქვაზე რომ წაგეკითხება და თავსაც დაგამახსოვრებს, ბევრი ძალიან კარგად დანახული და მოტანილი ადგილი, კარგად შეზავებული სევდანარევი იუმორი, მოკლედ მე მომეწონა ძალიან (:
18. კარგი სევდიანი იუმორი. + კარგი სევდიანი იუმორი. +
17. იუმორით დაწერილი სამწუხარო რეალობა – ისე, ნაირამ კლდიაშვილის თავმომწონე ეკვირინე ქამუშაძე გამახსენა – იხტიბარს რომ არ იტეხს და სიტყვას რომ ვერ წამოაცდენინებ თავის გაჭირვებაზე – პირიქით, ახალმოყვანილ რძალს თავმომწონედ რომ ათვალიერებინებს "დოვლათით სავსე ოჯახს"...ნაირაც ასეა – მოდი და სიტყვა დააცდენინე, სინამდვილეში საიდან მოხვდა მასთან ეს ტანსაცმლიანი პარკი (თურმე საბერძნეთიდან...), ისე, თავმოყვარეობა ჰქვია ამას თუ კუდაბზიკობა?.. ეჰ, მეც ვიტყვი რა – თქვა უკვე კლდიაშვილმა... და ლელამაც... იუმორით დაწერილი სამწუხარო რეალობა – ისე, ნაირამ კლდიაშვილის თავმომწონე ეკვირინე ქამუშაძე გამახსენა – იხტიბარს რომ არ იტეხს და სიტყვას რომ ვერ წამოაცდენინებ თავის გაჭირვებაზე – პირიქით, ახალმოყვანილ რძალს თავმომწონედ რომ ათვალიერებინებს "დოვლათით სავსე ოჯახს"...ნაირაც ასეა – მოდი და სიტყვა დააცდენინე, სინამდვილეში საიდან მოხვდა მასთან ეს ტანსაცმლიანი პარკი (თურმე საბერძნეთიდან...), ისე, თავმოყვარეობა ჰქვია ამას თუ კუდაბზიკობა?.. ეჰ, მეც ვიტყვი რა – თქვა უკვე კლდიაშვილმა... და ლელამაც...
16. დიდი მადლობა ყველას:) დიდი მადლობა ყველას:)
15. :) იუმორ სპასაეტ!!!:) :) იუმორ სპასაეტ!!!:)
14. რა გაკლდება ნიკი და...ქალი რომ არ ხარ ის ''ნიუანსი''
რა გაკლდება ნიკი და...ქალი რომ არ ხარ ის ``ნიუანსი``
13. ეჰ
ჰარირამას კომენტარს ვერაფერს დაამატებს კაცი იმდენად ზუსტადაა გარტყმული "ძევიატკაში" სამწუხაროდ
ლექსები რომ გენიალურია ეს ცხადია, მაგრამ აი სულ ვფიქრობ რა მაკლდება ლელას თხრობაში და ვერ ვხვდები მოთხრობებში მშვენიერი ფრაზები აქვს, თემა, კვანძის გახსნაც თითქოს, მაგრამ აი მაინც რაღაც მაკლდება
5 მაინც მიუხედავად იმ "რაღაც" დაკლებულისა
კარგი ადამიანი ხარ ლელა შენ :) ეჰ
ჰარირამას კომენტარს ვერაფერს დაამატებს კაცი იმდენად ზუსტადაა გარტყმული "ძევიატკაში" სამწუხაროდ
ლექსები რომ გენიალურია ეს ცხადია, მაგრამ აი სულ ვფიქრობ რა მაკლდება ლელას თხრობაში და ვერ ვხვდები მოთხრობებში მშვენიერი ფრაზები აქვს, თემა, კვანძის გახსნაც თითქოს, მაგრამ აი მაინც რაღაც მაკლდება
5 მაინც მიუხედავად იმ "რაღაც" დაკლებულისა
კარგი ადამიანი ხარ ლელა შენ :)
12. კარგი ხარ, გოგო, ლელაო... :))))))))
555555555555 კარგი ხარ, გოგო, ლელაო... :))))))))
555555555555
11. ძალიან მიყვარს შენი პროზა:-*ნოდარ დუმბაძის ნაწერებივით გემრიელად შემომეკითხება ხოლმე.თბილი მოკითხვა ჩემგან:-* ძალიან მიყვარს შენი პროზა:-*ნოდარ დუმბაძის ნაწერებივით გემრიელად შემომეკითხება ხოლმე.თბილი მოკითხვა ჩემგან:-*
10. პირველად ვკითხულობდი ამ ავტორს და ყოველი წინადადების შემდეგ სურვილი მიჩნდებოდა სხვა ნაწარმოებებსაც გავცნობოდი მისას...
სატირალი იუმორით მეტად ნასიამოვნები დავრჩი...
მეც მაქვს ხოლმე ტანისამოსის გამოხშირვის სურვილი, რადგან კარადას წიხლით ვკეტავ, მაგრამ შოპინგზე ყოველთვის ექსტრემალურ პირობებში დავდივარ და რადგან ყოველი ნივთი გარკვეულ ფორსმაჟორთან ასოცირდება, მენანება ხოლმე მისი გასხვისება. სწორედ ამიტომ, უამრავი უსარგებლო რამ მოიძებნება ჩემს გარდერობში... :)) პირველად ვკითხულობდი ამ ავტორს და ყოველი წინადადების შემდეგ სურვილი მიჩნდებოდა სხვა ნაწარმოებებსაც გავცნობოდი მისას...
სატირალი იუმორით მეტად ნასიამოვნები დავრჩი...
მეც მაქვს ხოლმე ტანისამოსის გამოხშირვის სურვილი, რადგან კარადას წიხლით ვკეტავ, მაგრამ შოპინგზე ყოველთვის ექსტრემალურ პირობებში დავდივარ და რადგან ყოველი ნივთი გარკვეულ ფორსმაჟორთან ასოცირდება, მენანება ხოლმე მისი გასხვისება. სწორედ ამიტომ, უამრავი უსარგებლო რამ მოიძებნება ჩემს გარდერობში... :))
9. დედა, რავა ხარ მიფიჩხინებული,შენც ხომ არ გშია? რა ფერი გადევს, მანანამ როგორ უნდა გაჯობოს, გიულის რძალმა, რომ მოიყვანეს, რძის ბოთლივით იყო და ნახე ახლა, გარძისბიდონდა სულ :)) როგორ მიყვარს შენი ასეთებიც , ზედგამოჭრილია კარგი განწყობისთვის
ასე მქონდა საქმე ზუსტად გუშინ, საუთოოს რომ ავუვლიდი ჩავუვლიდი (ჭერამდე ჰქონდა თავი) თან ვფიქრობდი,რომლები გამომეხშირე სადმე გასაგზავნად,რომ უთო არ დამესვა ზედ :D აი,მე აშკარად მეზობლებში სიარული მირჩევნია...დასკვნა:D მოგიკითხე ლელაა:-* დედა, რავა ხარ მიფიჩხინებული,შენც ხომ არ გშია? რა ფერი გადევს, მანანამ როგორ უნდა გაჯობოს, გიულის რძალმა, რომ მოიყვანეს, რძის ბოთლივით იყო და ნახე ახლა, გარძისბიდონდა სულ :)) როგორ მიყვარს შენი ასეთებიც , ზედგამოჭრილია კარგი განწყობისთვის
ასე მქონდა საქმე ზუსტად გუშინ, საუთოოს რომ ავუვლიდი ჩავუვლიდი (ჭერამდე ჰქონდა თავი) თან ვფიქრობდი,რომლები გამომეხშირე სადმე გასაგზავნად,რომ უთო არ დამესვა ზედ :D აი,მე აშკარად მეზობლებში სიარული მირჩევნია...დასკვნა:D მოგიკითხე ლელაა:-*
8. :)) :(( :)) :(( :)) :((
აი,ასეა საქმე ირგვლივ და......
როგორ მიყვარს თქვენი კითხვა,ლელა...
საოცარი იუმორის გრძნობა და შეფუთული სინამდვილე.
ასეთ კომპოზიტებსაც არსად ვხვდები - იმდენს ამბობს-ხოლმე ხან მეცინება, ხან - პირიქით...
"ამაყქართული" - :(
"სოციალურად დაცული"
"გაისწორა: ჩემი თავისი პიჯაკი, ჩემი თავისი მაისური, მუხლებზე ჩამოიწია ჩემი თავისი ქვედაბოლო" :))
"- მოდი მერე, ”წისქვილში” ვართ ბიჭები. - ჰოდა, წისქვილში თუ ხარ, მით უმეტეს, ჩამოღერღე, სად წაიღე გუშინ ის პარკები? - ავედი ოქტავით ზევით." =))
:-*
თან ვიცინე და თან.......... :)) :(( :)) :(( :)) :((
აი,ასეა საქმე ირგვლივ და......
როგორ მიყვარს თქვენი კითხვა,ლელა...
საოცარი იუმორის გრძნობა და შეფუთული სინამდვილე.
ასეთ კომპოზიტებსაც არსად ვხვდები - იმდენს ამბობს-ხოლმე ხან მეცინება, ხან - პირიქით...
"ამაყქართული" - :(
"სოციალურად დაცული"
"გაისწორა: ჩემი თავისი პიჯაკი, ჩემი თავისი მაისური, მუხლებზე ჩამოიწია ჩემი თავისი ქვედაბოლო" :))
"- მოდი მერე, ”წისქვილში” ვართ ბიჭები. - ჰოდა, წისქვილში თუ ხარ, მით უმეტეს, ჩამოღერღე, სად წაიღე გუშინ ის პარკები? - ავედი ოქტავით ზევით." =))
:-*
თან ვიცინე და თან..........
7. ეჰ... :( და რამდენი ადამიანია მასეთ დღეში .
კარგად გადმოცემული რეალობა. ეჰ... :( და რამდენი ადამიანია მასეთ დღეში .
კარგად გადმოცემული რეალობა.
6. პირველ კომენტარს დასტური.
პირველ კომენტარს დასტური.
5. +5 კარგია, ლელი! პროზაშიც ძლიერი ხარ! ბევრ რამეზე ჩამაფიქრა შენმა ნაწერმა. მოგიკითხე! :* +5 კარგია, ლელი! პროზაშიც ძლიერი ხარ! ბევრ რამეზე ჩამაფიქრა შენმა ნაწერმა. მოგიკითხე! :*
4. სამწუხაროდ, ძალიან ვიცინე... რეალობა რომ არ იყოს, წასაკითხად მშვენიერზე მშვენიერია 555555 სამწუხაროდ, ძალიან ვიცინე... რეალობა რომ არ იყოს, წასაკითხად მშვენიერზე მშვენიერია 555555
3. მადლობა ათქვენ, რომ კარგად სწერთ:) მადლობა ათქვენ, რომ კარგად სწერთ:)
2. ჰარირამა, თუ სწორად მივხვდი, სწორად მიხვდით:) დიდი მადლობა:) ჰარირამა, თუ სწორად მივხვდი, სწორად მიხვდით:) დიდი მადლობა:)
1. კი, კი, კაი სამსახური და კაი საზოგადოება, და კაი სევდა ზემოდან. გაიღიმებდა კაცი , მაგრამ სამაგისოდ რომ ვერ გვაქვს საქმე, ეგაა ცუდი. კი, კი, კაი სამსახური და კაი საზოგადოება, და კაი სევდა ზემოდან. გაიღიმებდა კაცი , მაგრამ სამაგისოდ რომ ვერ გვაქვს საქმე, ეგაა ცუდი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|