 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 20 აგვისტო, 2011 |
წაღრმით დასავლეთი?! და უკუღმით - ეროვნება... ორი გზა.
საკვირველი რამ მომხდარა წამისოფლად. დიდ და მდიდარ სოფელში კაცი ცხოვრობდა, რომელმან შექმნა ეპოქა საჩვენებელ-სამაგალითო. სხვა სოფლად მცხოვრებ ხალხოსნებს არ ეჩვენების თვალთ და იძახიან მასზედ: - რასაც ფიქრობს იმას ბჭობს და ტანს უკუღმით ჰმოსავსო. დადიოდა გრძნეული ბერი იმავ სამოსით რითაც შემოსეს მამებმა ძველ დროში.
გზად მოსიარულეს შემოხვდა ბავშვი და ჰკითხა მას: „თქვენზე ამბობენ უკუღმა იცვამსო, მართალია?" - შენზე ვინა სთქვა შვილო, ბრმააო? - არავინ. - განა იტყოდა ვინმე? შენ ხომ ბრმა არ ხარ. ბევრ რამეს ამბობენ ჩემზე, რადგან ჩემს ჭკუას არ სწყალობენ, ხოლო სამოსზე, რომელიც ჩემს ფიზიკურობას ამშვენებს ან ამახინჯებს, არაფერს იძახიან. - მაგრამ, თქვენი ხომ ყველას სჯერა? - უნდა სჯეროდეთ, რადგან ხანმოკლეა სიცოცხლე ჩემი, მით უფრო თქვენი. მოვა დრო, როცა მეტად გაგამტყუნებენ ვიდრე მე და იქნება დრო როცა მეტად გაგამართლებენ ვიდრე სხვებს. მხოლოდ ერთი პატარა კენჭია ამ ნაამბობში. რაც უფრო ამაღლდებით მით უფრო დამდაბლდებით მათ თვალში, ხოლო რაც უფრო დამდაბლდებით მით უფრო ამაღლდებით ისევ მათთვის სასარგებლოდ. სულს ვგულისხმობ თქვენსას შვილებო. - თქვენ რა ჰქვიათ? - წადი და უთხარ მომავალს, გზაში წარსული შემხვდა და მასთან ვისაუბრეო, თუმც შეშლილად ჩაგთვალონ, რადგან ივიწყეს წარსული და რკინის მანქანებით იწყეს თამაში. ფეხაწყობით მიჰყვებიან უბსკრულში და ამ ფხვიერი ქვიშითა და მტკნარი წყლით ნაშენები შენობები ისეთივე რბილი გახლავთ, როგორც თავად არიან უნაყოფონი სხვისი შპრიცის მოხმარების გამო. - რა ჰქვიათ? - კვლავ ჯიუტად იმეორებს ბავშვი. - უკუღმართს მეძახიან მე და არა მარტო მე... იმათაც ვინც დღემდე ჩემებრ აზროვნებს. - მათ რა ჰქვიათ? - მესამედ დასვა კითხვა ბავშვმა. - ჩვენ, იქაურებს, უკუღმართები გვქვია, ხოლო აქაურებს წაღ(რ)მართები. - მაშინ ბრძენი ვინაა? - შენ ხარ შვილო „ბრძენი“. - რატომ მე? - იმიტომ, რომ უკვე იცი ვინ ვარ მე და ვინ ხარ შენ. - მე ხომ შვილი ვარ? - ვისი შვილო, ვისი შვილი? - ზურასი და ანისი. აქ დასრულდა სჯა თუ ვინ, ვინ იყო ან რად იყო... განსჯილ ბავშვობას და განვლილ კაცობას ერთი ნაბიჯიღა აშორებდა სიმარტოვესთან. ნაბიჯი, ორი შარა-გზის პირზე ჩერდება. დასცქერის ახლოდან და აკვირდება. ერთი ღორღიანი და ძალზედ დატვირთული, ხოლო მეორე ადვილად დასაძლევი, რადგან სარკისებურ მოასფალტებულ გზას არაფერი სჭირდა დასაწუნი. წუნი რას მიქვია. აქ მას მეორე წამოეწია. იცნო ის. ეს კაცი ის მომავალია. გაიფიქრა მან, მაგრამ აბა რას იზამდა? წარსულისა და მომავლის ჭიდილს წლები ჰქმნიან...
ერთ გზაზე ზ ე ნ ა ა რ იყო მერცხალი, ხოლო მეორეს ზენაარ იყო შ ა ბ ა რ დ უ ხ ი. სარჩევად ძნელი ორკეცი... მ ე ბ ო ძ ი რ ი არსაით იხედების.
ესრემც რა განიყოფებიან გზანი და პირწმინდად პირ წინ მიმავალ გზათა ხელაკვრა არ შეიძლების, რამეთუ ერთ ადგილ ყოფნით არ ეგების სარგებელი კაცებს, მაგრამ სარჩევში ხედვით დრო იზღუდების... და დადგნენ არჩეულ გზებზედ, ნაკვალთა მათთა იწერების მემატიანეს მიერ, რომ ის ახლავს უხილავ ძალად - განთესილი ხალხად. და იტყვის ბოლოთქმას ის, როს დარწმუნდების სისწორეში ნაკვალთა!
წაღრმით წასული თავაწეული ამაყად უმზერდა დასავლურ „ორიონს“ - და „სწამდა“ ღრმად, რომ საშველს მიწიერს იქ იპოვიდა. ან იქნებ ვინ იცის რისთვის მიდიოდა?! თუმც გზა არ იყო დამღლელი... აბა რა დაგღლის კაცსა, როცა (მო)გელიან. მიდის და თან არაფერი მიაქვს. იცის შორია, მაგრამ ახლოს... და დასავლეთი ხომ ყველა მხარეს აქვს, თუმც დედამიწის სავლეთით უკუგდებულს დარდი არ აწუხებს ზურგს უკან დარჩენილი სამწყსოსი. მიადგა სავანეს დატვირთულს ბოღმით და ღვარძლით. და რა იცის მან, უცხომ, შენეულის?!
გზას მეორესა, რომელზეც შედგა სამწყსოდან ერთი - ჩვენთვის ნაცნობი ბერი იყო შიგნითა მსვლელი. მან მოიარა მთაბარი, დატკბა ერთხელაც ნანახით. უთხრა მოძმეებს სალამი და ძღვნად სიტყვა დასტოვა ნამკალი. გადასლეპილა ნახნავი, არც არაფერი არა სჩანს, აშვერილ ხელებზე, მხოლოდ ვედრება იყო ნ ა კ რ ა უ ლ ი. ბერმა ერთხელაც შეავლო თვალი სამშობლოს და ხელაპყრობილი ხალხს შეუერთდა. ილოცა და წამოდგა! - სამწყსოვ! ერთს გეტყვით: ერთმა მ ე ვ ე რ წ მ უ ნ ე მ ირჩია გზა მრუდი, რათა თქვენ ის შეიცნოთ გზად ხსნისა! ისმინეთ ჩემი ნათქვამი: უფალს უყვარხართ ყველანი და ის თქვენ გითვლით იყოთ ფხიზელნი. ევედროთ მას ხსნა სამშობლოსი და რწმენა ესე ძღვნად ნაბოძები დაიფაროთ თქვენთვის ნასესხები სისხლით! გზა რომელიც ავირჩიე თქვენია და მას უკუღმართს ეძახიან. არ შეგეშინდეთ! - ის უკვე აქ არის! და ის ერთია ვინც წაგვიძღვება თავისუფლებისაკენ - იძახა ერთმა და მას აჰყვა უმრავლესობა. - დამასწრო სატანამ!
და გაქრა ლანდი ბერისა მომავალში არჩეულ გზიდან. დღემდე თავისუფალია გზა რომელსაც შეარქვეს „უკუღმა“. დარჩა ბავშვი მარტო... ვინ არის მ ზ ა რ დ უ ლ ი მისი? და ესე იგავი სრულ არს. მნახველთა და წამკითხველთა მისთა ძალით, იხილონ რა სინამდვილე წამისსოფლისა და განემზადონ ლოცვად ხრწნილი სულისათ, ხოლო როს იქმნან საქმენი სულთა მათთვის სახსნელად, მაშინ დაადგნენ სწორს გზას და არა მრუდსა!
---------------------------------------
განმარტებანი: ზ ე ნ ა ა რ ი - ზევით მყოფი. შ ა ბ ა რ დ უ ხ ი - შავი დიდი და გვარიანი ქორი (მტაცებელი). მ ე ბო ძ ი რ ი - სადაც გზანი შეიყრებიან მრავლად, გზაჯვარედინი. ნ ა კ რ ა უ ლ ი - მახვილცემული. მ ე ვ ე რ წ მ უ ნ ე - სარწმუნოების დამმარხველი. მ ზ ა რ დ უ ლ ი - გამზრდელი.
გიორგი (გიგო) გახოკიძე 20 აგვისტო 2011 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ამას კიდევ ერტხელ წავიკიტხავ და მერე შევაფასებ, მეტი მომივიდა ალბათ:);) გაიხარე შენ რომ არსებობ... ხალხი ბჭობს,წისქვილი ფქვავს,ღორი ურევს დინგს ნაგავში... გაიგებ შენ რაც დავწერე და რის გამოც;) ამას კიდევ ერტხელ წავიკიტხავ და მერე შევაფასებ, მეტი მომივიდა ალბათ:);) გაიხარე შენ რომ არსებობ... ხალხი ბჭობს,წისქვილი ფქვავს,ღორი ურევს დინგს ნაგავში... გაიგებ შენ რაც დავწერე და რის გამოც;)
20. მშვენიერ არს აზრითა, სიტყვითა იმითა და ამბავითა:) მშვენიერ არს აზრითა, სიტყვითა იმითა და ამბავითა:)
19. კიდევ კარგია, გიგო, რომ წამკითხველის ა მ ო მ კ ი თ ხ ვ ე ლ ი - მრავლად არაა ირგვლივ, თორემ....
ის სიტყვები გამახსენდა " შენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ და ტრიფონიასაც დაიჭერენ".........
ვისაც რა უნდოდეს _ ის მისცეს ღმერთმა, შედეგებიც თავად იწვნიონ. თუმც, დიდად ვერც იმის რაობას მიხვდებოდნენ იქნება. კიდევ კარგია, გიგო, რომ წამკითხველის ა მ ო მ კ ი თ ხ ვ ე ლ ი - მრავლად არაა ირგვლივ, თორემ....
ის სიტყვები გამახსენდა " შენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ და ტრიფონიასაც დაიჭერენ".........
ვისაც რა უნდოდეს _ ის მისცეს ღმერთმა, შედეგებიც თავად იწვნიონ. თუმც, დიდად ვერც იმის რაობას მიხვდებოდნენ იქნება.
18. მოკითხვა კაი კაცს;) მოკითხვა კაი კაცს;)
17. მე დიდი ხანია არ ვყოფილვარ ურაკზე, ამდენად, დიდი ხანია არ ვყოფილვარ შენს გვერდზეც მეგობარო. მე ვთქვი შარშან, - როდესაც პირველად მოვედი აქ და გაგიცანი, მჯერა, გიგოს სახით ქართული პროზის აღმასვლას მოვესწრებით მეთქი. ჰოდა აი ისიც, - აღმასვლა. მიხარია, მიხარია ფრიად. მე დიდი ხანია არ ვყოფილვარ ურაკზე, ამდენად, დიდი ხანია არ ვყოფილვარ შენს გვერდზეც მეგობარო. მე ვთქვი შარშან, - როდესაც პირველად მოვედი აქ და გაგიცანი, მჯერა, გიგოს სახით ქართული პროზის აღმასვლას მოვესწრებით მეთქი. ჰოდა აი ისიც, - აღმასვლა. მიხარია, მიხარია ფრიად.
16. ჰო, ხელწერა ადვილადსაცნობია, მართლაც. მიღწეული ფინალები მაოცებენ ხოლმე თქვენთან :) ჰო, ხელწერა ადვილადსაცნობია, მართლაც. მიღწეული ფინალები მაოცებენ ხოლმე თქვენთან :)
15. უნდა ვიფიქრო.... თუმცა ამ გვერდიდან ყოველთვის გავდივარ გაკვირვებული... ათას ნაწერში გამოვარჩევ ამ ავტორის ხელწერას! უნდა ვიფიქრო.... თუმცა ამ გვერდიდან ყოველთვის გავდივარ გაკვირვებული... ათას ნაწერში გამოვარჩევ ამ ავტორის ხელწერას!
14. ნაწარმოები - ბევრის მთქმელია და წაკითხულის კარგად გასააზრებლად ფიქრიც მოგეთხოვება მკითხველს, რომ ბოლომდე ჩაწვდე, გაიგო და აღიქვა, რას ამბობს ავტორი! :) ამიტომ მგონია, ვისაც ფიქრი ეზარება იმათთვის ძნელი აღსაქმელი ან ვერმოსაწონი ხდება ეს და, ზოგადად ასეთი სახის ნაწარმოები. :) ამიტომაც არ ღირს ახლა ამაზე კამათი მე მგონი. პრინციპში, არც არის აუცილებელი ყველას მოსწონდეს! :)
მე კი მომეწონა და სხვაზე რა გითხრათ აბა?!. :) ნაწარმოები - ბევრის მთქმელია და წაკითხულის კარგად გასააზრებლად ფიქრიც მოგეთხოვება მკითხველს, რომ ბოლომდე ჩაწვდე, გაიგო და აღიქვა, რას ამბობს ავტორი! :) ამიტომ მგონია, ვისაც ფიქრი ეზარება იმათთვის ძნელი აღსაქმელი ან ვერმოსაწონი ხდება ეს და, ზოგადად ასეთი სახის ნაწარმოები. :) ამიტომაც არ ღირს ახლა ამაზე კამათი მე მგონი. პრინციპში, არც არის აუცილებელი ყველას მოსწონდეს! :)
მე კი მომეწონა და სხვაზე რა გითხრათ აბა?!. :)
13. იმისთვის ვინც ვერ მიხვდა წაღრმა
განმარტება: წა-ღრმა; წაღ(რ)მა.
ახლა მხოლოდ აზროვნება დარჩა.
გაიხარეთ თქვენა!!! იმისთვის ვინც ვერ მიხვდა წაღრმა
განმარტება: წა-ღრმა; წაღ(რ)მა.
ახლა მხოლოდ აზროვნება დარჩა.
გაიხარეთ თქვენა!!!
12. გიგო, გაოცებული ვრჩები სულ, საიდან ან როგორ შეგიძლია ასე ლამაზად მოტანა უდიდესი სიბრძნისა, მიყვარს ამ გვერდზე შემოსვლა, აქ სულიერად ვისვენებ, რამდენჯერმე წავიკითხავ ხოლმე თვითოეულ ნაწარმოებს, და უფრო მეტად ბედნიერი ვარ, რადგან პირადად გიცნობ და ჩემს მეგობრად გთვლი, გფარავდეს უფალი, ძალიან მომეწონა იგავ-არაკი. გიგო, გაოცებული ვრჩები სულ, საიდან ან როგორ შეგიძლია ასე ლამაზად მოტანა უდიდესი სიბრძნისა, მიყვარს ამ გვერდზე შემოსვლა, აქ სულიერად ვისვენებ, რამდენჯერმე წავიკითხავ ხოლმე თვითოეულ ნაწარმოებს, და უფრო მეტად ბედნიერი ვარ, რადგან პირადად გიცნობ და ჩემს მეგობრად გთვლი, გფარავდეს უფალი, ძალიან მომეწონა იგავ-არაკი.
11. ლუ, ძვირფასო, ახლა დადექი და იგივე "რჩევა" შენს დამცველ ლალიკოს უთხარ. არ გეზარება მაინც წერა :)
თუ ერთი და იგივე პირი არ ხართ,რათქმაუნდა :)
ლუ,ძალიან საყვარელი ხარ. ცოტა მაკიაჟის შესწორება არ გაწყენდა :))
ლალის რომ ჰკითხო კიდე, აბაროტები არ უყვარს :))
ლალიკო, ადრე უფრო სხვანაირი,ბოევაია მახსოვხარ, სიცხემ იმოქმედა აწი?! :))
გიგო, ბოდიში რააა, პროვოკატორები მიწვევენ :) ლუ, ძვირფასო, ახლა დადექი და იგივე "რჩევა" შენს დამცველ ლალიკოს უთხარ. არ გეზარება მაინც წერა :)
თუ ერთი და იგივე პირი არ ხართ,რათქმაუნდა :)
ლუ,ძალიან საყვარელი ხარ. ცოტა მაკიაჟის შესწორება არ გაწყენდა :))
ლალის რომ ჰკითხო კიდე, აბაროტები არ უყვარს :))
ლალიკო, ადრე უფრო სხვანაირი,ბოევაია მახსოვხარ, სიცხემ იმოქმედა აწი?! :))
გიგო, ბოდიში რააა, პროვოკატორები მიწვევენ :)
10. :) მოკლედ რა :) კომენტარებს რომ დასდევენ ლიტ.საიტზე ესაა საოცარი... მე ასე მინდოდა და ასე დავწერე, მე რომ ეს "ვერ გავიგე" იქ რა ეწერა არ შეიძლება მხოლოდ ჩემი ბრალი იყოს (იქ არაფერიც არ წერია ერთობ ფილოსოფიური, დასაფიქრებელი და გასაოცარი) . თუ რამე არაკორექტული იყო ბოდიში მომითხოვია ავტორისთვის, მაგრამ იცოდეს რომ ეგ ჩემი აზრია :) და ნათია პაპიძევ, თქვენ სრულიად ზედმეტი ბრძანდებით ჩემს (მკითხველს) და ავტორს შორის ურთიერთობაში. მეც დავამთავრე თქვენთან :)
:) მოკლედ რა :) კომენტარებს რომ დასდევენ ლიტ.საიტზე ესაა საოცარი... მე ასე მინდოდა და ასე დავწერე, მე რომ ეს "ვერ გავიგე" იქ რა ეწერა არ შეიძლება მხოლოდ ჩემი ბრალი იყოს (იქ არაფერიც არ წერია ერთობ ფილოსოფიური, დასაფიქრებელი და გასაოცარი) . თუ რამე არაკორექტული იყო ბოდიში მომითხოვია ავტორისთვის, მაგრამ იცოდეს რომ ეგ ჩემი აზრია :) და ნათია პაპიძევ, თქვენ სრულიად ზედმეტი ბრძანდებით ჩემს (მკითხველს) და ავტორს შორის ურთიერთობაში. მეც დავამთავრე თქვენთან :)
9. ნათია ლუ შეეხო ნაწარმოებს..
და შენ ''სამომავლოდ შეინახავ დანარჩენ შენიშვნებს,თუ ბოლომდე არც წაიკითხე?
ვერ გაუძელი. ვერ გაგიქაჩა აზრმა? ჰა? ''პირადზე გადახვედი ეგრევე.
არ გინდა.
გავუფრტხილდეთ ნერვებს...
ნათია ლუ შეეხო ნაწარმოებს..
და შენ ``სამომავლოდ შეინახავ დანარჩენ შენიშვნებს,თუ ბოლომდე არც წაიკითხე?
ვერ გაუძელი. ვერ გაგიქაჩა აზრმა? ჰა? ``პირადზე გადახვედი ეგრევე.
არ გინდა.
გავუფრტხილდეთ ნერვებს...
8. ლუ, დღეს დარეგისტრირებული ძველი წევრი თუ ხარ, უნდა მოგეხსენებოდეს, რომ ჩემთან მსგავსი საუბარი - არავისთვისაა დაშვებული. თუ ახალი ხარ - დაიმახსოვრე.
რაც უფრო მეტს "იფართხალებთ" - მით მეტად დაასხამთ ჩემს წისქვილზე წყალს.
არსებობს ასეთი ცნება- ლიტერატურული კამათი და დავა.
გიორგი დიდხანს აცოცხლოს უფალმა და უკვე გარდაცვლილი მწერლების ნაწარმოებებზეც კამათობენ-ხოლმე დღემდე.
გიგოს რომ ჩემი დაცვა არ ჭირდება _ ეგ მისი თუნდაც ამ ნაწერითაც მტკიცდება და რაც უფრო ხშირად წერთ ამ კბილგაკრეჭილსმაილებიან კომენტარებს ამ იგავზე, მით მეტად იგდებთ თავს სასაცილო მდგომარეობაში.
არ აღმაშფოთა, ლიტ.საიზე "ერთობ დებილურად უცნაურ ნაწარმოებს" _ ამ სიტყვათშეთნხმებამ გამაკვირვა. " პ რ ო კ უ რ ო რ ო" :) მე მოვრჩი თქვენთან.
ლუ, დღეს დარეგისტრირებული ძველი წევრი თუ ხარ, უნდა მოგეხსენებოდეს, რომ ჩემთან მსგავსი საუბარი - არავისთვისაა დაშვებული. თუ ახალი ხარ - დაიმახსოვრე.
რაც უფრო მეტს "იფართხალებთ" - მით მეტად დაასხამთ ჩემს წისქვილზე წყალს.
არსებობს ასეთი ცნება- ლიტერატურული კამათი და დავა.
გიორგი დიდხანს აცოცხლოს უფალმა და უკვე გარდაცვლილი მწერლების ნაწარმოებებზეც კამათობენ-ხოლმე დღემდე.
გიგოს რომ ჩემი დაცვა არ ჭირდება _ ეგ მისი თუნდაც ამ ნაწერითაც მტკიცდება და რაც უფრო ხშირად წერთ ამ კბილგაკრეჭილსმაილებიან კომენტარებს ამ იგავზე, მით მეტად იგდებთ თავს სასაცილო მდგომარეობაში.
არ აღმაშფოთა, ლიტ.საიზე "ერთობ დებილურად უცნაურ ნაწარმოებს" _ ამ სიტყვათშეთნხმებამ გამაკვირვა. " პ რ ო კ უ რ ო რ ო" :) მე მოვრჩი თქვენთან.
7. ვიღაცას მოეწონება,ვიღაცას არ მოეწონება.
ვისწავლოთ განსხვავებული აზრების ''თანაარსებობა'' ორივე მხარემ.
და ზოგადად ნებისმიერმა მხარეებმა..
ვიღაცას მოეწონება,ვიღაცას არ მოეწონება.
ვისწავლოთ განსხვავებული აზრების ``თანაარსებობა`` ორივე მხარემ.
და ზოგადად ნებისმიერმა მხარეებმა..
6. ნათია პაპიძე რამ აღაშფოთა არ ვიცი მაგრამ დამშვიდდეს, რა იყო არაკორექტული ვერ გავიგე მე, როგორც აღვიქვი ისე დავწერე, ანუ რაც არის ის :) და ჩემს კომენტარ მარგალიტებს რომ სდიო იმას თქვენ თავს მიხედოთ და კომენტარი კი არა ნაწერი (მხოლოდ) შეაფასოთ ეგ ჯობია, ახლა წარმატებები და კარგად ბრძანდებოდეთ... ავტორი მოვა და გამომეხმაურება, სხვა არ უნდა ჩაერიოს მკითხველ-მწერლის ურთიერთობაში, გამომივიდა აქ დამცველი... ნათია პაპიძე რამ აღაშფოთა არ ვიცი მაგრამ დამშვიდდეს, რა იყო არაკორექტული ვერ გავიგე მე, როგორც აღვიქვი ისე დავწერე, ანუ რაც არის ის :) და ჩემს კომენტარ მარგალიტებს რომ სდიო იმას თქვენ თავს მიხედოთ და კომენტარი კი არა ნაწერი (მხოლოდ) შეაფასოთ ეგ ჯობია, ახლა წარმატებები და კარგად ბრძანდებოდეთ... ავტორი მოვა და გამომეხმაურება, სხვა არ უნდა ჩაერიოს მკითხველ-მწერლის ურთიერთობაში, გამომივიდა აქ დამცველი...
5. - „თქვენზე ამბობენ უკუღმა იცვამსო მართალია?" - ხოლო სამოსზე, რომელიც ჩემს ფიზიკურობას ამშვენებს ან ამახინჯებს, არაფერს იძახიან. :D:D:D
სასწაულია რა :D აბა ბავშვი რაზე ეკითხება? სამოსზე არა? :D - „თქვენზე ამბობენ უკუღმა იცვამსო მართალია?" - ხოლო სამოსზე, რომელიც ჩემს ფიზიკურობას ამშვენებს ან ამახინჯებს, არაფერს იძახიან. :D:D:D
სასწაულია რა :D აბა ბავშვი რაზე ეკითხება? სამოსზე არა? :D
4. სამომავლოდ შეინახავ დანარჩენ შენიშვნებს,თუ ბოლომდე არც წაიკითხე?
ვერ გაუძელი. ვერ გაგიქაჩა აზრმა? ჰა? :)
რა შეფასება მივცე თქვენს ერთობ დამაფიქრებლად უჭკუო კომენტარს არც ვიცი.
" და ესე იგავი სრულ არს. მნახველთა და წამკითხველთა მისთა ძალით, იხილონ რა სინამდვილე წამისსოფლისა და განემზადონ ლოცვად ხრწნილი სულისათ, ხოლო როს იქმნან საქმენი სულთა მათთვის სახსნელად, მაშინ დაადგნენ სწორს გზას და არა მრუდსა!"_ აი, ეს გაგეაზრებინა ,ლუ და კორექტულად ცოტა, სანამ ლუ-სტრაცია მოგვითხოვია :) დღეს მთელი დღეა აფრქვევ კომენტ-მარგალიტებს აქ.
გიგო, როგორც ყოველთვის,იმაზე მეტს ამბობ ნაწერში, ვიდრე ერთი წაკითხვით შეიძლება ამოწურულად ამოცნობილად ჩავთვალო- ხოლმე სათქმელი შენი.
კიდევ მოვალ აქ. სამომავლოდ შეინახავ დანარჩენ შენიშვნებს,თუ ბოლომდე არც წაიკითხე?
ვერ გაუძელი. ვერ გაგიქაჩა აზრმა? ჰა? :)
რა შეფასება მივცე თქვენს ერთობ დამაფიქრებლად უჭკუო კომენტარს არც ვიცი.
" და ესე იგავი სრულ არს. მნახველთა და წამკითხველთა მისთა ძალით, იხილონ რა სინამდვილე წამისსოფლისა და განემზადონ ლოცვად ხრწნილი სულისათ, ხოლო როს იქმნან საქმენი სულთა მათთვის სახსნელად, მაშინ დაადგნენ სწორს გზას და არა მრუდსა!"_ აი, ეს გაგეაზრებინა ,ლუ და კორექტულად ცოტა, სანამ ლუ-სტრაცია მოგვითხოვია :) დღეს მთელი დღეა აფრქვევ კომენტ-მარგალიტებს აქ.
გიგო, როგორც ყოველთვის,იმაზე მეტს ამბობ ნაწერში, ვიდრე ერთი წაკითხვით შეიძლება ამოწურულად ამოცნობილად ჩავთვალო- ხოლმე სათქმელი შენი.
კიდევ მოვალ აქ.
3. რა შეფასება შეიძლება მივცე ამ ერთობ დებილურად უცნაურ ნაწარმოებს არ ვიცი :) იგავ-არაკი :) ნამეტანი ხომ არ არის?
წაღრმით - ეს სიტყვა არ ვიცი რას ნიშნავს, ეს ჩემი ბრალია (ალბათ)
გზად მოსიარულეს შემოხვდა ბავშვი და ჰკითხა მას: „თქვენზე ამბობენ უკუღმა იცვამსო მართალია?" - შენზე ვინა სთქვა შვილო, ბრმააო? - არავინ. - განა იტყოდა ვინმე? შენ ხომ ბრმა არ ხარ. ბევრ რამეს ამბობენ ჩემზე, რადგან ჩემს ჭკუას არ სწყალობენ, ხოლო სამოსზე, რომელიც ჩემს ფიზიკურობას ამშვენებს ან ამახინჯებს, არაფერს იძახიან. ___ შედარებაა საოცარი (ირონია)
- მაშინ ბრძენი ვინაა? - შენ ხარ შვილო „ბრძენი“. - რატომ მე? - იმიტომ, რომ უკვე იცი ვინ ვარ მე და ვინ ხარ შენ. - მე ხომ შვილი ვარ? - ვისი შვილო, ვისი შვილი? - ზურასი და ანისი. ___ :D გენიოსია დედ-მამის სახელი რომ იცის იმიტომ თუ ზურასი და ანას შვილი რომ არის მაგიტომ? :D
ნუ დანარჩენ შენიშვნებს სამომავლოდ შევინახავ, ვაი და ავტორს არ შერცხვეს და შემომეკამათოს რომ ეს ნაწერი ზედმეტად დაბალი დონის პროზა არ არის :) (შეიძლება ითქვას დეგენერატობაც კი არისო)
წარმატებები! რა შეფასება შეიძლება მივცე ამ ერთობ დებილურად უცნაურ ნაწარმოებს არ ვიცი :) იგავ-არაკი :) ნამეტანი ხომ არ არის?
წაღრმით - ეს სიტყვა არ ვიცი რას ნიშნავს, ეს ჩემი ბრალია (ალბათ)
გზად მოსიარულეს შემოხვდა ბავშვი და ჰკითხა მას: „თქვენზე ამბობენ უკუღმა იცვამსო მართალია?" - შენზე ვინა სთქვა შვილო, ბრმააო? - არავინ. - განა იტყოდა ვინმე? შენ ხომ ბრმა არ ხარ. ბევრ რამეს ამბობენ ჩემზე, რადგან ჩემს ჭკუას არ სწყალობენ, ხოლო სამოსზე, რომელიც ჩემს ფიზიკურობას ამშვენებს ან ამახინჯებს, არაფერს იძახიან. ___ შედარებაა საოცარი (ირონია)
- მაშინ ბრძენი ვინაა? - შენ ხარ შვილო „ბრძენი“. - რატომ მე? - იმიტომ, რომ უკვე იცი ვინ ვარ მე და ვინ ხარ შენ. - მე ხომ შვილი ვარ? - ვისი შვილო, ვისი შვილი? - ზურასი და ანისი. ___ :D გენიოსია დედ-მამის სახელი რომ იცის იმიტომ თუ ზურასი და ანას შვილი რომ არის მაგიტომ? :D
ნუ დანარჩენ შენიშვნებს სამომავლოდ შევინახავ, ვაი და ავტორს არ შერცხვეს და შემომეკამათოს რომ ეს ნაწერი ზედმეტად დაბალი დონის პროზა არ არის :) (შეიძლება ითქვას დეგენერატობაც კი არისო)
წარმატებები!
2. შენ გაქვს შენი წერის სტილი.თავისებური სტილი.კარგია სტილია ეს თუ ცუდი გადავდოთ ახლა გვერდზე.
და ძნელია რომ ამ სტილით ვერ გიცნოს მკითხველმა.
გულწრფელი რჩვევას მოცემ პროზაში ამ ლიტსაიტზე 2 ადამიანის აზრია ჩემთვის ღირებული.1 არის მიხო მოსულიშვილი. და 2 მიშა რატიანი.
შენს ადგილზე ამ ადამიანების აზრს მოვუსმენდი.
ეს თუ სერიოზულად ფიქრობ ლიტერატურაზე.
შენ გაქვს შენი წერის სტილი.თავისებური სტილი.კარგია სტილია ეს თუ ცუდი გადავდოთ ახლა გვერდზე.
და ძნელია რომ ამ სტილით ვერ გიცნოს მკითხველმა.
გულწრფელი რჩვევას მოცემ პროზაში ამ ლიტსაიტზე 2 ადამიანის აზრია ჩემთვის ღირებული.1 არის მიხო მოსულიშვილი. და 2 მიშა რატიანი.
შენს ადგილზე ამ ადამიანების აზრს მოვუსმენდი.
ეს თუ სერიოზულად ფიქრობ ლიტერატურაზე.
1. ძნელია კომენტარის დაწერა, ბრძნული აზრების ტყვეობაში მოვხვდი, , დრო სჭირდება ადამიამს ეს ყველაფერი გაითავისოს და ჩაფიქრებული გავიდეს
-რასაც ფიქრობს იმას ბჭობს , თუნდ ტანს ემოსოს უკუღმითო რა დიდებულია , რა დიდებული! ძნელია კომენტარის დაწერა, ბრძნული აზრების ტყვეობაში მოვხვდი, , დრო სჭირდება ადამიამს ეს ყველაფერი გაითავისოს და ჩაფიქრებული გავიდეს
-რასაც ფიქრობს იმას ბჭობს , თუნდ ტანს ემოსოს უკუღმითო რა დიდებულია , რა დიდებული!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|