ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მენთოლლ
ჟანრი: პოეზია
25 აგვისტო, 2011


*******

 
        თითქოს ისე ხარ,ვით არყოფილი,
        გულში სევდა თუ გაგცემს პასუხებს.
        და მაინც დღეს ხარ, შენ კმაყოფილი,
        ეს იმედები აღარ გაწუხებს.
             
        ღამე თუ ელავს,როგორც გიშერი,
        ნუღარ გაბედავ ხელის ხლებასა.
        შენ მხოლოდ ფიქრი,
        ფიქრი გიშველის.
        იქ თუ იპოვი მოსვენებასა.
        ლურჯი მდინარე,ეს ზღვა გაუბნებს,
        შეხე ტალღები,ვით იფოფრება.
        შენს გარეთ მყოფი როგორ გაოგნებს
        თუ შენში იგი არ იმყოფება.?!
                                             
                                          ზაალ ჯალაღონია
     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები