ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალიაჩი
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2011


. . . კოლხეთის მიწას ნაწვიმარზე სუნი სდის გმირთა . . .

კოლხეთის მიწას ნაწვიმარზე სუნი სდის გმირთა,
ბალახის სუნი ცისფერ სისხლის არომატს ირთავს,
ქართველთ სამეფოს ძლიერი და უკვდავი გული,
საუკუნეთა უკუბრუნვით უნდობლად რწყული.

რიკოთის აქეთ ქარი ჩვენებრ დალალებს აჰყრის,
ომში წასული მეგრელ კაცის გულმდუღარ ქალის.
აქ ოდითგანვე სიყვარულზე მაღლაა ძმობა,
ამიტომაა რომ მედეა მითშიაც მოკვდა.

ამიტომ ქუჯიმ გაუგზავნა ფარნავაზს ჯარი,
ამიტომ იცხო დადიანმა სიკვდილის ჯვარი,
დღემდე თან დაგვსდევს აიეტის ნიჭი და ჭკუა,
შემოვინახეთ დედამიწის უტკბესი ლუკმა.

ოქროს საწმისი ანთებულა მეგრელის გულში,
სიკვდილს გვინათებს თეთრმოსილი გრანელის სული.
მგლები ვიყავით, მგლებად დავრჩით, უდრეკი ხროვა,
ღალატი ჩვენში არა თქმულა, საწყისში მოკვდა.

შეუპოვრობის, ერთგულების ძეგლი და კერა,
რაინდთა სისხლის, ყველა ძარღვში უწყვეტი ფეთქვა,
სამართლის ხატი, უძლეველი კოლხური ექო,
ადიდე ღმერთო სამეგრელო, დაგვლოცე ღმერთო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები