ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანგო
ჟანრი: პროზა
9 სექტემბერი, 2011


  ჩამოტვირთვა

ஜஜஜ უტრილომ ხომ მე დამხატა ஜஜஜ

როცა პირველად დამაწექი ზურგზე შიშველი, მხოლოდ მაშინ გავიგე რომ სილამაზე მარტო ხილვადი არყოფილა...
გავიგე თუ რატომ წერდა ასე ათრთილებულ სტრიქონებს ტორკვატო ტასო.
იმ წუთას ჩემს სულს სანთელივით გადმოღვარა "ars amandi" და თაფლივით ინახავს მასში შენს სხეულს.
მინდა რომ ენა ვითხოვო ალგიერისგან და სიტყვით შევამკო მხოლოდ, შეხება ჩვენი სხეულების. ამას ხომ შეუცნობელი განცდა ჰქვია...
სიზმარი ყოფილა ჩვენი ურთიერთობა, ძილი კი რეალობა. როგორ მინდა ისევ ვნახო ის სიზმარი, ისევ პოტაჩოს; DOMINO-თი გაგაღვიძო...
რახანია ვიხსენებ და აი გამახსენდა, უტრილომ ხომ მე დამხატა ტილო "სიგიჯე"-ზე. მოდი მხატვარო, ისევ დამხატე ოღონდ ჯაჭვები უფრო მეტი შემომახვიე სხეულზე! ...
დამავიწყდა უკვე ჩემი სახე, დამავიწყდა ღიმილი. წუხელ ისევ მოცარტის მკვდარი სიცილი ჩამესმა და ძალაუნებურად გამეღიმა, დღეს საშინლად მტკივა სახე კუნთების ტკივილით.
ვიცი შენშიც ვარსებობ, თუმცა ალბათ როგორც , ტყეში ერთ-ერთ ხე, ოღონდ ნაოჭებიანი, ბებერი ხე.. ან იქნებ მარტო ეს ხე დგას შენს ტყეში...
ვინ იცის როდის, როდის შემეშვებიან ჰაინეს-"სიზმარი"-ის აჩრდილები და მეც ამოვალ იმ ჯოჯოხეთიდან...
                რომეო მასწავლე შენი მეაფთიაქე!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს