ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირი-ანი
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2011


სოფელი " მადლი" ქალაქი "ცოდვა"

სოფელი მადლი, ქალაქი ცოდვა,
აქ ზარზმის ტაძრიდანაც კი ისმის ლოცვა,
აქ სულ სხვა სუნი ასდის ჰაერს და მიწას,
აქ დედა გვიცავს, აქ დედა გვიცავს.
აქ მაღლიდან მიცქერს ხეჭეჭურის ბებერი კვირტი,
აქ სიყვარულია ჯერ კიდევ და არა ფლირტი.
ბარდის ჩიტი რომ ამძიმებს გადაღლილ ტოტებს,
გაფრინდება და მაპატიეთო შეწუხებისთვის-
ჩაიჩურჩულებს და ისე ამაყად შემოჰკრავს ნოტებს,
ღირს რომ იცოცხლო, თუნდ სამი წამი მხოლოდ ამ დღისთვის.
მამლის ყივილით დამფრთხალი კატა,
თუ კატის კნავილით დამფრთხალი ქათამი,
ისე ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს,
რომ ლამის ნაძვისხემაც მოისხას ატამი.
ამ დროს ქალაქში იხრჩობა სიმართლე,
აქ განთიადია და მათბობს სინათლე....
აქ, დედა, შვილს ღამით საბანს რომ უსწორებს-
ქალაქელი შვილს თვალებს ვერ უსწორებს...
აქ ზარზმის ტაძრიდანაც კი ისმის ლოცვა,
სოფელი მადლი, ქალაქი "ცოდვა",
აქ სულ სხვა სუნი ასდის ჰაერს და მიწას,
აქ დედა გვიცავს, აქ დედა გვიცავს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები