ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
19 სექტემბერი, 2011


ანი მატისს

არ ისვენებს გიჟი ქარი -
არც ჩადგება დიდხანს ალბათ,
შენ ამ ქარშიც ჰკოცნი ყვავილს
და გიხდება თეთრი კაბა.
მო, დავრეკოთ ერთად ზარი
და ვიმღეროთ ''ჩარი-რამა“,
მტკვარმა ყველა ნაცნობ ჰანგით
ტკივილები დამიამა.
ეგ გულები სიცოცხლისთვის
ანთებულან სანთლებადა,
შეგვიწირავს ჩვენც რწმენისთვის
რაც გვქონდა და რაც გვებადა.
კვლავ არ ცხრება გიჟი ქარი -
არც ჩადგება დიდხანს ალბათ,
შენ ჰკოცნიდი ქარში ყვავილს,
გიხდებოდა თეთრი კაბა...
წუთისოფლის ვიღაც მგზავრი
მიყვებოდა შენზე ამბავს!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები