ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2011


დაჭიდებულან მოზვრები...

((ნოდარ თეთრაშვილს და მის საძმოს)

დაჭიდებულან  მოზვრები,
სისხლს შავლეგობა სწყურია,
წელს ხმალი , ხელში  - ფარ-შუბი
თქვენი ჯიში და რჯულია!
გიცქერთ სახარე ბუღალებს,
თქვენი ყურებით შავთვერი,
ოოოოო, როგორ მოგიხდებოდათ,
ვაჟებს  ჩოხები შავფერი!
მაჯა ამტვრევდეს მაჯასა,
მკერდებს გაჰქონდეს ჭახანი,
კბილთა ღრჭიალით ჭაკობდეს
გულლაჩარი და ჯაბანი,
მიწას აწვიმდეს ცვარ-ნამად
ოფლი, მხარ-მკლავის ნაბანი,
გამარჯვებულის კარგყმობას
ლოცავდეს  მთელი მთა-ბარი!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები