ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2011


ლექსი და მუზა

მოდი და დამწვი რითმებად,
ლექსო შენ გეტრფი ბოლომდე,
მუზა ლექსებად იღვრება,
და ვეკითხები როდემდე?


როდემდე უნდა მადინო,
ცრემლი ღვარებად ნადენი,
ოცნება, რომ ამიხდინო,
ფიქრისგან გამონადენი.


მუზავ მოდი და მაპკურე,
ტანჯულს მე წმინდა ჰანგები,
ლექსო მოდი და მატირე,
რითმებით დავიდაგები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები