ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯუბა ხაინდრავა
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2011


*†* ბაბუ *†*

ეს შემოდგომის სიმღერაა, პირველი, ბაბი.
და შემოდგომაც პირველია, რომელსაც უყვარს
მოვიდეს (მაშინ, როცა ცივი ხეების ამბავს
გამოყვებიან ქუჩები) და მას მერე ნუღარ

გადამიტყავებ ხელისგულებს შენი სიზმრებით.
ეს იესოა ! ჩემი ღამე, რომელიც მიცავს.
მე ამოვდივარ შენს საფლავზე და ვაკვირდები,
როგორ იჩვევენ ყვავილები შენს სულს და მიწას.

როგორც სუდარას დაბერების, მე ვაცმევ ფოთლებს
კენჭებს, რომ თავი დავამსგავსო (ისედაც მგვანან).
მერე ისინიც ლოცულობენ ქარისგან მოცლილ
კაცზე, რომელსაც სამუდამოდ იტირებს მამა .

ჰოდა, თავიდან ფოთოლცვენა, სკამები. ბაღთან
ვიბო დგას. იქვე ბავშვებია.  კიბეზე  არბის .
და ხდება ისე ხეივნებიც გვტოვებენ მარტო
და შემოდგომის სიმღერები რჩებიან  ბაბი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები