ქაღალდის მტრედი
(მეორე პასუხი არმოწერილ წერილებზე)
ადრესატი: მარიამ ბაჯელიძე საფოსტო ინდექსი: # 27
რა უნდა გითხრა?!. რომ აღარ ვწერ, ეგ უკვე იცი, თუმცა, თუ ადრე კიდევ მქონდა რაიმე შანსი შენთან, ეს იყო პოეზია, ისე უცვლელი და საიმედო ორივესთვის. ალბათ აქ შენთვის იმიტომ, რომ ჯერ ყურადღებას ხიბლი აქვს რაღაც, მითუფრო მაშინ, თუ დიდია, როგორც ეს ლექსით შესაძლებელი არის გახდეს, მაგ: "მე ჩემს თავსაც არ ვიცოცხლებდი შენ გარეშე, არასდროს". – და მისთ. ჩემთვის კი ყველა მოქმედება ნიშნავდა წინსვლას და შემდეგ აზრი დაიკარგა, რომ ეს სვლა მანძილს უფრო ზრდიდა, თუ ამცირებდა. ფაქტია, წინათ პირიქით იყო, მაგრამ ახლა თანდათან მიმძიმს მოსვლა შენ ახლოს.
მიჩვევაა, ის რაც ვთქვი ზემოთ (იხ. ჩანაწერის პროლოგიდან – მესამე სტროფი)... და ვწერდი მხოლოდ ამ მიზეზით. ახლა მე ვზივარ სახლში და მთელი სიყვარული ისევე მყოფნის, როგორც პენსია – მარტოხელა მოხუცს, და თვიდან – თვემდე წვალებით გამაქვს თავი, ანუ მივქარე წარსულში; "მაინც აგიხდება, რაც გულით გინდა". – მსგავს საკამათო საკითხს ვუნთებ ერთ ღერ სიგარეტს,
ბოლო დროს. ვფიქრობ და ვერ ვხვდები რა არის შენთან ისეთი, რაც ღირს მოიგონო; კარგი, ან ცუდი, თავშესაქცევი, ერთი სიტყვით, ახალი თემა, რასაც, როგორც ძველ, უერთგულეს მეგობარს, უცბად და დაწვრილებით მომიყვები. მე კი მას დიდხანს ვუვლი გარშემო, ვათამაშებ, მოვსინჯავ, გავკრავ კბილს და ამგვარად, დაცლილ სახლში მშიერი ვირთხა ხრავს, დააგორებს სადღაც ნაპოვნ ერთ კერკეტ კაკალს.
რა უნდა გითხრა?!. არ ხარ ისე შორს, რომ კლიმატი, ჰავა, ან თუნდაც რელიეფი გვქონდეს სხვადასხვა და მე შემეძლოს ვისაუბრო მათზე, მარტივად, თითქმის ზერელედ, რომ... ვთქვათ ასე: "ჩვენთან გადახმა ტყე, გარეთ ქარი ხერხემალში მოხრილი დადის. შენთან, დროის ამ პერიოდში, სითბო თუ შერჩა"?.. – ამიტომ არ ღირს გაგრძელება წერილის. მოკლედ მოგითხრობ მხოლოდ მის შესახებ, რაც გახდა ჩენჩო
ჩემი დღეების. ვერ ვმუშაობ და სწავლაც, ითქვას, უადგილოა. ძილი – ჭამა – კითხვა და ძილი. – ესენი დგანან ვიწრო წრეზე. არ მომწონს, თითქოს თან მომწონს კიდეც ეს ცხოვრება, ამდენად თბილი და საწოლივით კომფორტული, რომელშიც ჩარგავ თავს და ვინმესგან შეუმჩნევლად დაიწყებ სიცილს სულ ყველაფერზე, ან იტირებ და ზეწარს მაგრად ჩაბღუჯავ მუჭში.
დანარჩენი შენ კარგად იცი.
თბილისი, ზღვისუბნის ქუჩა, 3 მკრ. 1 კვ. კორ. 19 თორნიკე ჭელიძე 03. 11. 2011
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. მომინდა ადრესატობა :( მომინდა ადრესატობა :(
21. ჩემი დღეების. ვერ ვმუშაობ და სწავლაც, ითქვას, უადგილოა. ძილი – ჭამა – კითხვა და ძილი. – ესენი დგანან ვიწრო წრეზე. არ მომწონს, თითქოს თან მომწონს კიდეც ეს ცხოვრება, ამდენად თბილი და საწოლივით კომფორტული, რომელშიც ჩარგავ თავს და ვინმესგან შეუმჩნევლად დაიწყებ სიცილს სულ ყველაფერზე, ან იტირებ და ზეწარს მაგრად ჩაბღუჯავ მუჭში.
დანარჩენი შენ კარგად იცი.
გენიალურია . ჩემი დღეების. ვერ ვმუშაობ და სწავლაც, ითქვას, უადგილოა. ძილი – ჭამა – კითხვა და ძილი. – ესენი დგანან ვიწრო წრეზე. არ მომწონს, თითქოს თან მომწონს კიდეც ეს ცხოვრება, ამდენად თბილი და საწოლივით კომფორტული, რომელშიც ჩარგავ თავს და ვინმესგან შეუმჩნევლად დაიწყებ სიცილს სულ ყველაფერზე, ან იტირებ და ზეწარს მაგრად ჩაბღუჯავ მუჭში.
დანარჩენი შენ კარგად იცი.
გენიალურია .
20. მართლა ძალიან მომეწონა. ჩემი უმაღლესი შეფასება ამ ლექსს... მართლა ძალიან მომეწონა. ჩემი უმაღლესი შეფასება ამ ლექსს...
19. მე ამ გვერდის მუდმივი მკითხველი ვხდები დღეიდან :) კარგი ხარ, ავტორო! მე ამ გვერდის მუდმივი მკითხველი ვხდები დღეიდან :) კარგი ხარ, ავტორო!
18. ახალაიას კომენტარს დავეთანხმები მე :) ბოლომდე... ახალაიას კომენტარს დავეთანხმები მე :) ბოლომდე...
17. ახალაიას კომენტარს დავეთანხმები მე :-) ბოლომდე... ახალაიას კომენტარს დავეთანხმები მე :-) ბოლომდე...
16. აიიი შენი ლექსები უდიდესი გულწრფელობით და სიღრმით გამოირჩევაა! ძალიან მიყვარს, ძალიან! :* მაგარი ლექსია ! აიიი შენი ლექსები უდიდესი გულწრფელობით და სიღრმით გამოირჩევაა! ძალიან მიყვარს, ძალიან! :* მაგარი ლექსია !
15. მართლაც, კარგი ლექსია... მართლაც, კარგი ლექსია...
14. გულწრფელობა სტკივა სტრიქონებს, უმშვენიერესი სულის აქმყოფობა აშკარავდება, ისე ძალუმად, რომ სუნთქვა გეკვრის კითხვისას
ერთ-ერთი უსაყვარლესი პოეტი ჩემთვის თორნიკე ჭელიძეა გულწრფელობა სტკივა სტრიქონებს, უმშვენიერესი სულის აქმყოფობა აშკარავდება, ისე ძალუმად, რომ სუნთქვა გეკვრის კითხვისას
ერთ-ერთი უსაყვარლესი პოეტი ჩემთვის თორნიკე ჭელიძეა
13. ნიჭიერი ხარ,სულ ამას ვამბობ ნიჭიერი ხარ,სულ ამას ვამბობ
12. მთელი სიყვარული ისევე მყოფნის, როგორც პენსია – მარტოხელა მოხუცს, და თვიდან – თვემდე წვალებით გამაქვს თავი, ანუ მივქარე წარსულში; "მაინც აგიხდება, რაც გულით გინდა". – მსგავს საკამათო საკითხს ვუნთებ ერთ ღერ სიგარეტს, ძალიამ მომეწონა.... განსაკუთრებით ეს ადგილი..... :) მთელი სიყვარული ისევე მყოფნის, როგორც პენსია – მარტოხელა მოხუცს, და თვიდან – თვემდე წვალებით გამაქვს თავი, ანუ მივქარე წარსულში; "მაინც აგიხდება, რაც გულით გინდა". – მსგავს საკამათო საკითხს ვუნთებ ერთ ღერ სიგარეტს, ძალიამ მომეწონა.... განსაკუთრებით ეს ადგილი..... :)
11. საინტერესო და ნოყიერი ლექსია გაიხარე პოეტო........
+5 საინტერესო და ნოყიერი ლექსია გაიხარე პოეტო........
+5
10. ძალიან მომეწონა++ ძალიან მომეწონა++
9. ავტორი: თორნიკე ჭელიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
6 ნოემბერი, 2011
ავტორი: თორნიკე ჭელიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
6 ნოემბერი, 2011
8. გაიხარეთ ორთავემ, ავტორმაც და ადრესატმაც... :))) 5 გაიხარეთ ორთავემ, ავტორმაც და ადრესატმაც... :))) 5
7. კარგია თოკო, ყველაზე მეტად ის მიყვარს ხოლმე, როდესაც ბოლომდე გადამდებია ემოცია და გრძნობა. დანარჩენზე აღარაფერს ვამბობს. კარგია თოკო, ყველაზე მეტად ის მიყვარს ხოლმე, როდესაც ბოლომდე გადამდებია ემოცია და გრძნობა. დანარჩენზე აღარაფერს ვამბობს.
6. ბრწყინვალე ლექსია, რამოდენიმე კორექტურაა, თოკო: "მარტიად", "კითხა"
მოგიკითხე დიდი სიყვარულით :*
ბრწყინვალე ლექსია, რამოდენიმე კორექტურაა, თოკო: "მარტიად", "კითხა"
მოგიკითხე დიდი სიყვარულით :*
5. მაგარი ნაწერია ჩემო უმრწემესო ძმაო!
ხო გახსოვს:
"ერთი კათხის მერე, ისევ მომიყევი შენს ორწლიან, ცალმხრივ სიყვარულზე, მე ისევ გეტყვი, რომ ბოლომდე უნდა იბრძოლო, რადგან მე ბევრჯერ წავაგე უბრძოლველად.":)
მილიონჯერ გვილაპარაკია ამაზე მე და შენ, მილიონმეერთედაც ვილაპარაკოთ!:)
მოვაწყოთ ტერაქტი ამ დღეებში, მეთქი აღარ დავლევთქო, მარა შენთან დავლევ, საქმე მოითხოვს და მე ხო იცი, თავდადებული კაცი ვარ მეგობრისთვის, თან ბერიამ ერთი ქალი გაჩითა, მაგარ კარალიოკის არაყს ყიდის:)) :*
ქრისტიან, ისევ გაწუხებენ მოჩვენებები და ისევ გიჭირს ლუკმის გადაყლაპვა?
ჩვენ არაგვიშავს, ტონი კარგადაა, გერდა უკრავს ისევ, ჰანო სკოლაში დადის, მე დღე და ღამე ვმუშაობ!
შენი ძმა თომას ბუდენბროკი
მაგარი ნაწერია ჩემო უმრწემესო ძმაო!
ხო გახსოვს:
"ერთი კათხის მერე, ისევ მომიყევი შენს ორწლიან, ცალმხრივ სიყვარულზე, მე ისევ გეტყვი, რომ ბოლომდე უნდა იბრძოლო, რადგან მე ბევრჯერ წავაგე უბრძოლველად.":)
მილიონჯერ გვილაპარაკია ამაზე მე და შენ, მილიონმეერთედაც ვილაპარაკოთ!:)
მოვაწყოთ ტერაქტი ამ დღეებში, მეთქი აღარ დავლევთქო, მარა შენთან დავლევ, საქმე მოითხოვს და მე ხო იცი, თავდადებული კაცი ვარ მეგობრისთვის, თან ბერიამ ერთი ქალი გაჩითა, მაგარ კარალიოკის არაყს ყიდის:)) :*
ქრისტიან, ისევ გაწუხებენ მოჩვენებები და ისევ გიჭირს ლუკმის გადაყლაპვა?
ჩვენ არაგვიშავს, ტონი კარგადაა, გერდა უკრავს ისევ, ჰანო სკოლაში დადის, მე დღე და ღამე ვმუშაობ!
შენი ძმა თომას ბუდენბროკი
4. ლექსი კარგი განწყობა ცუდი
მაშ შევაფასოთ ალალად 5-თ ლექსი კარგი განწყობა ცუდი
მაშ შევაფასოთ ალალად 5-თ
3. ფაცეზე დაგიწერე და აქაც გავიმეორებ...
სული ამატკიე!!!!!!!!!!!!! ადამიანს ძვლებში რომ გაუვლის ისეთი ნაწერია. 5. ფაცეზე დაგიწერე და აქაც გავიმეორებ...
სული ამატკიე!!!!!!!!!!!!! ადამიანს ძვლებში რომ გაუვლის ისეთი ნაწერია. 5.
2. მომეწონა წერილი ლექსად :) მომეწონა წერილი ლექსად :)
1. მიყვარს ავტორ-ადრესატი! მიყვარს ავტორ-ადრესატი!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|