ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი ხარაიშვილი
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2011


უბრალოდ მაჯამა

ამბობდნენ წარსულ ჭრილობებს ახალი გრძნობა შველისო...
რქამომტვრეული ირემი მსგავსი იქნება შველისო?-
ვერ მიპასუხეს, კითხვები დაგროვდა, ტყე-ღრე იარა,
ვერ მოვიკალი წყურვილი, არ მომიშუშდა იარა...
რქებით ვკაწრავდი ღრუბლებზე, იქაც მეწია მე წერა,
ძირს ჩამომაგდო, არ მომცა უფლება ცაზე მეწერა!
ვერ ვეტეოდი საზღვრებში, არ არსებობდა ცა-კიდე,
ბედო, შენ კი ამ გოგონას თვით დედამიწაც აკიდე!
როგორ მინდოდა მთვარესთვის ყუნწზე მეკოცნა, როგორ მე...
დღეს უკან-უკან მივცოცავ, აისს გავექცე როგორმე!
ერთმა უმწეომ ტკივილი ქვეყანას როგორ აუწყოს?
ან ციბრუტივით მგორავ ბედს ვინ შეძლებს ფეხი აუწყოს?!
ვხედავ რა ურცხვად მივიწყებს ეს კარ-მიდამო მე ნელა,
ერთი ჩვარიც არ მეღირსა, მეგლოვა, რომ მომენელა!..
თუ საცოდავი ამ ხალხმა-ამ ლექსის გამო მიწოდა,
მაშინ საბრალოს ხელები რატომ არ გამომიწოდა?!

რა ვქნა, ვერ მიტევს ეს მიწა, უნდა მოვძებნო ცის კარი,
თორემ მეც ქალთევზასავით მკლავს ხვალინდელი ცისკარი!..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს