ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოსო მეშველიანი
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2011


* * *

მინდა დავისიზმრო მწვანე ამბროზია,
მინდა ის სურნელი სულში ჩავიგუბო.
ველი სიხარულით როდის აღვენთები,
მე კი მესიზმრება სანთლის ნაღვენთები,
თოვლის სითეთრე და თოვლზე შავი კუბო.
მინდა დავისიზმრო მწვანე ამბროზია,
მინდა ის სურნელი სულში ჩავიგუბო.

უფრო შთამბეჭდავი კაცის იერი მაქვს,
დარდმა რაც ცხენივით სახე დამიგრძელა.
ვიცი დრო და ჟამი, მასაც თან წარიტანს,
დღემდე რაც შემომრჩა ამდენ წანწალიდა,
მინდა შემწეობა მიყოს "თაროგზელმა"
უფრო შთამბეჭდავი კაცის იერი მაქვს,
დარდმა რაც ცხენივით სახე დამიგრძელა.

თარიგზელი (სვ)-მთავარანგელოზის ხატი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები