* * *
როგორ უძლებენ გარდაცვლილები, როცა ვიღაც თავზე დაჰყმუით?!.
შენ გახვალ მაინც, გაშორდები, მოწევ, შემოხვალ, დაამშვიდებ ერთ-ერთ მოტირალს, ჩუმად იცინებ გარეთ ნათქვამ ხუმრობაზე, მითუფრო, ამ დროს იუმორი უკეთ იგრძნობა.
აქ აღარ არის საოცარი, რასაც ადრე გაიფიქრებდი: ის უკვე ყველამ დაიჯერა, რადგან მკვდარია. მკვდრის დღეებში კი სხვა დასახლდება, მთელ ულუფას გაითავისებს და, იქნებ, მისთვის ჩავლილ ვარსკვლავსაც ჩაუთქვას სიტყვა.
აქ აღარ არის საკვირველი, რომ მიიმალო და იგონებდე, როგორ უძლებდნენ გარდაცვლილები სხვათა ცხოვრებას?!. როცა დგებოდი ღია კართან, რომ ყველა მომსვლელს, - ვიდრე ისინი ფულს შეწირავდნენ წასულის ხსოვნას, ვიდრე თვალებში ჩაუდგებოდათ მშრალი სიკვდილი, - შეხვდებოდი და ხელს გაუწვდიდი, თან გიხაროდა, რომ გვამთან ახლოს მიესალმეთ თქვენ-თქვენს სიცოცხლეს.
მკვდრებს კი უკვირდათ, ზოგჯერ მაინც, როგორ იტანდი ჩაწოლას მათთან, უცხო საფლავში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. რატომ აქვს ამ ლექსს ასე ცოტა კომენტარი?! ძალიან ზუსტი კადრებია დაჭერილი. 10+ რატომ აქვს ამ ლექსს ასე ცოტა კომენტარი?! ძალიან ზუსტი კადრებია დაჭერილი. 10+
18. მომწონს ეს ბიჭი მე :-) მომწონს ეს ბიჭი მე :-)
17. მწარე სიმართლე. კარგი ლექსია ნამდვილად. მწარე სიმართლე. კარგი ლექსია ნამდვილად.
16. შეხვდებოდი და ხელს გაუწვდიდი, თან გიხაროდა, რომ გვამთან ახლოს მიესალმეთ თქვენ-თქვენს სიცოცხლეს. რა კარგი ლექსია...მშვიდად მართალი...5
შეხვდებოდი და ხელს გაუწვდიდი, თან გიხაროდა, რომ გვამთან ახლოს მიესალმეთ თქვენ-თქვენს სიცოცხლეს. რა კარგი ლექსია...მშვიდად მართალი...5
15. კარგი ხარ ძმაო. <3 კარგი ხარ ძმაო. <3
14. კარგი ხარ თორნიკე. კარგი ხარ თორნიკე.
13. თემატიკაც და ლექსიც, მართლაც:) ისა, ვინ თქვა? "არ არსებობს(ო) სიკვდილზე დიდი მუზა" თემატიკაც და ლექსიც, მართლაც:) ისა, ვინ თქვა? "არ არსებობს(ო) სიკვდილზე დიდი მუზა"
12. ავტორი: თორნიკე ჭელიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4 ავტორი: თორნიკე ჭელიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
11. კარგი ლექსი. კარგი ლექსი.
10. დაახლოებით ნახევარი საათია ვკითხულობ რაღაცეებს. არც ერთი კომენტარი არ დამიდია. არც ემოცია მოიტანია რომელიმეს და არც ერთი "მორტყმა" თუ "გარტყმაც" არ მინახავს. პირადად მე ამ ლექსზე ბევრად სხვები მომწონები შენთან, თუმცა, ჯერ შენს გვერდზე არ შემოვსულვარ, ერთი ფრაზა მაინც რომ არ გამოვყო და არ დამამახსოვრდეს ხოლმე. აქაც გამოვყოფ: "შენ გახვალ მაინც, გაშორდები, მოწევ, შემოხვალ, დაამშვიდებ ერთ-ერთ მოტირალს, ჩუმად იცინებ გარეთ ნათქვამ ხუმრობაზე, მითუფრო, ამ დროს იუმორი უკეთ იგრძნობა." რა სწორად მთავრდება ეს სიტყვები... :)
დაახლოებით ნახევარი საათია ვკითხულობ რაღაცეებს. არც ერთი კომენტარი არ დამიდია. არც ემოცია მოიტანია რომელიმეს და არც ერთი "მორტყმა" თუ "გარტყმაც" არ მინახავს. პირადად მე ამ ლექსზე ბევრად სხვები მომწონები შენთან, თუმცა, ჯერ შენს გვერდზე არ შემოვსულვარ, ერთი ფრაზა მაინც რომ არ გამოვყო და არ დამამახსოვრდეს ხოლმე. აქაც გამოვყოფ: "შენ გახვალ მაინც, გაშორდები, მოწევ, შემოხვალ, დაამშვიდებ ერთ-ერთ მოტირალს, ჩუმად იცინებ გარეთ ნათქვამ ხუმრობაზე, მითუფრო, ამ დროს იუმორი უკეთ იგრძნობა." რა სწორად მთავრდება ეს სიტყვები... :)
9. saocari adamiani xar da mwerali momwonxar 555 saocari adamiani xar da mwerali momwonxar 555
8. შესანიშნავი ლექსია, ამ სიტყვის სრული დატვირთვით. არავითარი მსგავსების გამო ვამბობ: წავიკითხე და რილკეს " გარდაცვლილთა ცეკვა" გამახსენდა უნებლიეთ. კარგი ხარ თორნიკე, კარგი ლექსებით გვანებივრებ. გაიხარე. შესანიშნავი ლექსია, ამ სიტყვის სრული დატვირთვით. არავითარი მსგავსების გამო ვამბობ: წავიკითხე და რილკეს " გარდაცვლილთა ცეკვა" გამახსენდა უნებლიეთ. კარგი ხარ თორნიკე, კარგი ლექსებით გვანებივრებ. გაიხარე.
7. ის უკვე ყველამ დაიჯერა, რადგან მკვდარია. მკვდრის დღეებში კი სხვა დასახლდება, მთელ ულუფას გაითავისებს და, იქნებ, მისთვის ჩავლილ ვარსკვლავსაც ჩაუთქვას სიტყვა.
ამ ფრაზამ კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ ყოველ ადამიანს ერთმანეთთან რაღაც უმნიშვნელოვანესი აკავშირებს, ამქვეყნად იქნება ის თუ იმქვეყნად, და ეს მთავარი ღმერთია. ერთის ბედის ვარსკვლავი მეორეზეა გადაჯაჭვული და პირიქით, ისე, რომ ამას ჩვენ ვერც კი ვხვდებით. საინტერესო და უცნაური ლექსია. წარმატებები! ის უკვე ყველამ დაიჯერა, რადგან მკვდარია. მკვდრის დღეებში კი სხვა დასახლდება, მთელ ულუფას გაითავისებს და, იქნებ, მისთვის ჩავლილ ვარსკვლავსაც ჩაუთქვას სიტყვა.
ამ ფრაზამ კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ ყოველ ადამიანს ერთმანეთთან რაღაც უმნიშვნელოვანესი აკავშირებს, ამქვეყნად იქნება ის თუ იმქვეყნად, და ეს მთავარი ღმერთია. ერთის ბედის ვარსკვლავი მეორეზეა გადაჯაჭვული და პირიქით, ისე, რომ ამას ჩვენ ვერც კი ვხვდებით. საინტერესო და უცნაური ლექსია. წარმატებები!
6. ხო რაღაც აქვს ამ ბიჭს განსაკუთრებული ხო რაღაც აქვს ამ ბიჭს განსაკუთრებული
5. მე ვერ მოვიწონე : ) თემატიკაა ჩემთვის მიუღებელი, ისე შეიძლება არანაირი ტექნიკური და რიტმულ-ინტონაციური პრობლემა ან ხარვეზი არ ჰქონდეს ) მე ვერ მოვიწონე : ) თემატიკაა ჩემთვის მიუღებელი, ისე შეიძლება არანაირი ტექნიკური და რიტმულ-ინტონაციური პრობლემა ან ხარვეზი არ ჰქონდეს )
4. თორნიკე,ამ ბოლო დროს იმდენჯერ დავაკომენტარე ეს ლექსი ფეისბუქზე,სირცხვილია აქაც იგივე გავიმეორო..
დასაწყისი განსაკუთრებით:
" როგორ უძლებენ გარდაცვლილები, როცა ვიღაც თავზე დაჰყმუით?!.
შენ გახვალ მაინც, გაშორდები, მოწევ, შემოხვალ, დაამშვიდებ ერთ-ერთ მოტირალს, ჩუმად იცინებ გარეთ ნათქვამ ხუმრობაზე, მითუფრო, ამ დროს იუმორი უკეთ იგრძნობა." თორნიკე,ამ ბოლო დროს იმდენჯერ დავაკომენტარე ეს ლექსი ფეისბუქზე,სირცხვილია აქაც იგივე გავიმეორო..
დასაწყისი განსაკუთრებით:
" როგორ უძლებენ გარდაცვლილები, როცა ვიღაც თავზე დაჰყმუით?!.
შენ გახვალ მაინც, გაშორდები, მოწევ, შემოხვალ, დაამშვიდებ ერთ-ერთ მოტირალს, ჩუმად იცინებ გარეთ ნათქვამ ხუმრობაზე, მითუფრო, ამ დროს იუმორი უკეთ იგრძნობა."
2. კარგი ლექსია კარგი ლექსია
1. თან გიხაროდა, რომ გვამთან ახლოს მიესალმეთ თქვენ-თქვენს სიცოცხლეს.
ძალიან.... + თან გიხაროდა, რომ გვამთან ახლოს მიესალმეთ თქვენ-თქვენს სიცოცხლეს.
ძალიან.... +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|