 | ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა 26 იანვარი, 2012 |
_ კლასიკური დიდი ტილოს შექმნა მინდოდა _ შინდისფერ დრაპირებაზე მიანიშნა ქალს _ მთელი წელია ვწვალობ და ვერ დავიწყე... შიგნიდან რაღაც მიშლის ხელს დასაწყებად _ ჩაილაპარაკა თითქმის თავისთვის. ქალი ვერ მიხვდა, რატომ ვერ იწყებდა ხატვას, თუკი უნდოდა, ან რას უნდა შეეშალა შიგნიდან ხელი. კედლებზე დაკიდული ნახატები მოათვალიერა. _ სულ ეს არის შენი ნახატები?! _ სხვებს სხვა დროს გაჩვენებ. „ ამას ისე ესმის ფერწერა, როგორც აქლემს მენდელსონის „საქორწინო მარში“ გაიფიქრა მხატვარმა, როცა ქალის არაფრისმთქმელ სახეს შეხედა. ქალი ერთ პორტრეტთან შეჩერდა: _ ამ კაცს ცხვირი რატომ არა აქვს ?! _ ეგ ცხოვრებაშიც უცხვირპიროა. ნახე რა იდიოტურად ამპარტავნული გამოხედვა აქვს. “ისე არ იქნა ჩემი მტერი, შენ მაგ ნახატის ვერაფერი გაიგო !“... ქალი დიდხანს იდგა ამ პორტრეტთან. „მეც რომ ასეთი დამხატოს !... ხომ წარმოგიდგენია !... არა და როგორ მინდა სახლში ჩემი პორტრეტი მქონდეს...“ „ დღეს მოვიდა ხატვის განწყობა, ხვალ რა იქნება, ღმერთმა იცის... ასეა, თუ ისე, დღევანდელი დღე დაკარგულია ! ...“ გაიფიქრა მხატვარმა. ქალი ელოდა მასპინძლისაგან მაგიდასთან მიპატიჟებას და ბოლოს სავარძელში ჩაჯდა. მხატვარი დაბალ სამფეხა სკამზე იჯდა და სტუმარს თვალმოუშორებლად უყურებდა... „ რა არაპროპორციული ნაკვთები აქვს , მთლიანობაში კი რა ლამაზია! რა აქვს ასეთი არასასიამოვნო?! ...შორიშორსჩამჯდარი თვალები!.. აი, რა ! ... კანონით, თვალებს შორის ერთი თვალის ტოლი მანძილი უნდა იყოს... ამას საგრძნობლად მეტი აქვს... აი, რა იწვევს უსიამოვნო გრძნობას. რატომ გუშინ ვერ შევამჩნიე?!.. ან გუშინწინ?! „ ქალი სავარძელში შეწრიალდა „როგორ მიყურებს!.. ყოველთვის ასე მიყურებს... ასე ?! არა. ასე არა !“.. ორივე ცოტა ხანს გაჩუმებულები იყვნენ. ქალი უკვე აღარ იყო ისე თვითდარწმუნებული, როგორც გუშინ. ის კიარა და თავს ცოტა უხერხულადაც გრძნობდა. „შორიშორს ჩამჯდარი თვალები სიჩლუნგის ნიშანია...“ და მხატვარი რატომღაც ძალიან გააღიზიანა ამ დარღვეულმა პროპორციამ. _ იცი ?.. დიდი ბოდიში... მოდი, სხვა დროს გამოდი... დღეს... დღეს ძალიან მინდა ვხატო , რა ხანია ნატურმორტიც კი არ დამიხატია _ მერე თვითონვე გაუკვირდა ეს რომ თქვა. იმიტომ რომ არ აპირებდა ამის თქმას. ნამდვილად იცის, სხვა რაღაც უნდა ეთქვა და ვიღაცამ ეს დამოუკიდებლად თქვა, მხატვრისაგან დამოუკიდებლად. სტუმარი ჯერ ვერ მიხვდა რა უთხრეს... არა, გაგებით მშვენივრად გაიგო ყველაფერი.. მაგრამ ვერ მიხვდა. „ რა მინდაო?!.. ნატურმორტიოო ?!...“ ... და უცებ მოედო სიმწრის ალმური. _ შენ... შენ... შენ _ ენა დაება _ რის უფლებას აძლევ საკუთარ თავს ?!... რის უფლებას აძლევ საკუთარ თავს?! მხატვარს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ ვერ მოასწრო, ქალმა ჩანთა აიღო: _ თავხედი ! _ თქვა და სახელოსნოს კარი გაირახუნა. _ ვერ გამიგო _ ჩაილაპარაკა მხატვარმა _ ნეტაი შენ, მოგცლია !...
მეცხრე სართულიდან პირველამდე ისე ჩაირბინა, არ შეუსვენია. სიბრაზისაგან აჭარხლებული ძლივს სუნთქავდა. _ თავხედი !.. თავხედი!... _ იმეორებდა გზადაგზა თავისთვის. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი კიბეზე ჩასვლაში ხელს უშლიდა. „წარმოგიდგენიათ?! .. წარმოგიდგენიათ ,რა მითხრა?! მერე გამოიარეო... თითქოს ვიღაც გოგუშკას ელაპარაკებოდა, მერე გამოიარეო. წარმოგისგენიათ?!.. ღმერთს მადლობა უთხარი ეს ერთხელაც მოვედი!.. ღმერთს !... თავხედი!...“ ცხვირსახოცი მოძებნა გზადაგზა ცანთაში. ცხვირსახოცის ძებნაში ჩანთიდან სავარცხელი ამოუვარდა. სავარცხელი აიღო, მაგრამ ლამის ჩანთა დაუვარდა. „უცნაური ხალხიაო !.. უცნაური კი არა, იდიოტია!.. გაუზრდელია ამხელა კაცი... თავხედი!... ჯანდაბამდის გქონია გზა შენს ნახატებთან და სახელოსნოსთან ერთად ! როგორ თქვა?! ნატურმორტიო?!.. ხატვა მინდაო?! ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო!“ სადარბაზოდან გასვლისას ვიღაც ქალს დაეჯახა, ბოდიში მოუხადა. მგონი დაჯახებისას იმ ქალს რაღაც დაუვარდა, მაგრამ უკან აღარ მოუხედავს და მიუხედავად იმისა, რომ სიბრაზისაგან გაცოფებული იყო, მაინც შეამჩნია, ქალი, რომელიც სადარბაზოში შემოდიოდა, მშვენიერი ქალი იყო. “რა საოცარი სილამაზისაა“ გაიფიქრა და სადარბაზოდან გავიდა.
როგორც კი მარტო დარჩა, მაშინვე მოლბერტს მიუბრუნდა, ზედ დამაგრებული ტილო გაასწორა. მაგიდიდან მოშორებით დადგა და დიდხანს უყურა ნატურმორტს... მაგიდაზე დადებული ვაშლი აიღო... ატამი დადო. „ასე უკეთესია?! „ მაგიდას ადგილი შეუცვალა ოდნავ. ნახშირი მოძებნა... კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. _ახლავე ! _ მოგვიანებით უკმაყოფილოდ გასძახა კარს. იმ ვიღაცამ ისევ დააკაკუნა. „ ეს უკვე ჩემი ცოლია“ გაიფიქრა. მოლბერტს ქსოვილი ჩამოაფარა. კარი გააღო. ... ცოლს გული მისდიოდა მოსალოდნელი მდგომარეობისაგან, მაგრამ ეცადა სახელოსნოში მშვიდად შესულიყო. მაშინვე შეამჩნია მაგიდა, ხილითა და ჭიქებში ჩამოსხმული წითელი ღვინით. _ რა გინდა? _ უკმეხად ჰკითხა ქმარმა _ რისთვის მოხვედი? ხომ გითხარი, ვმუშაობ და ხელი არ შემიშალომეთქი? _ იმდენჯერ დამირეკე, ვიფიქრე, ცუდად ხომ არ არისმეთქი. თან, კარიც რომ უცბად არ გააღე, შემეშინდა. _ გითხარი, ვმუშაობ-მეთქი ! _ კარგი, წავალ... რა მსვენიერი ნატურმორტია ! _გულწრფელად თქვა ქალმა. მხატვარი მოლბა. _ კარგი, წადი ახლა _ შეურბილდა ხმა. _ რომ ვიცოდე, როდის დაბრუნდები, ცხელ ღომს დაგახვედრებ. _ როცა მუშაობას დავამთავრებ, მოვალ . ცოლმა მიიხედ-მოიხედა. „მე კი ათასი სისულელე ვიფიქრე.... ეს არის ამის „ავადმყოფობა“, როცა შემოქმედებითი „უდაბნო“ ეწყება, გიჟს ჰგავს. მერე დაიწყებს ნატურმორტით, გადავა იმაზე, რის ხატვაც უნდა და მეორე „უდაბნომდე“ დაწყნარდება... მთავარია ხატავს ! „ _ კარგი, წადი ახლა _ ისევ გაუმეორა მხატვარმა. _ ხელს არ შეგიშლი, ცოტა ხნით დავრჩები. _ კარგი, იყავი. ცოლი ფანჯარასთან მივიდა. მხატვარმა მოლბერტს ფარდა ახსნა. ცოლს გახედა, რომელიც ოთახის ყვავილების მიწას თითებით სინჯავდა. ისევ მოლბერტ მიუბრუნდა... ისევ გახედა ცოლს... ... მოიცა !... რაღაც დაიჭირა ! ტორსის ფორმა?! მხრებისა და კისრის მოყვანილობა?! კეფაზე აწეული თმები?! არა! ეს ყველაფერი სისულელეა ! სულ ამას უყურებს! აბა რა? შინაგანი ლირიკა, შინაგანი სიმყუდროვე, შინაგანად განცდილი ბედნიერება. რა ხანია ასეთი რამ არავისში უნახავს... არც ცოლში, არც სხვა ვინმეში. რა ხანია! _ მოდი აქ ! _ უთხრა ცოლს _ აქ დაჯექი _ ხავერდგადაფარებულ ტახტზე დასვა _ არა, მოიცა, დაწექი... რას შვები ქალო, ტანსაცმლიანი წვები ?! მოლბერტზე დამაგრებული ტილო მოხსნა. უფრო დიდი ფორმატის ტილო დაამაგრა. „კიდევ კარგი მოვედი... რაკი ხატვას იწყებს, ესე იგი, ყველაფერი კარგდ არის... მადლობა ღმერთს!...ეს შინდისფერი დრაპირება მე მაწუხებდა... ... ნეტავ ის ქალი ვინ იყო, სადარბაზოში რომ დამეჯახა?... როგორ მორბოდა ... მშვენიერი ქალი იყო. ისე კი, მგონი, თვალები ჰქონდა ცოტა შორიშორს ...“ „ ეს ისევ ლამაზია, ხომ იცი!“ გაიფიქრა მხატვარმა და ნახშირი ტილოზე მოუსვა.
...
თითქოს ვიღაც მოჭირხლული ფანჯრის შუაგულში ჭირხლისაგან დაუფარავი ადგილიდან უთვალთვალებდა ხავერდის ბალიშებზე მიწოლილ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც შიშველი მხარი მოუჩანდა მკერდამდე. ერთი ხელი თავქვეშ ამოედო და სახეზე ისეთი ბედნიერება ეხატა, დამთვალიერებელი მაშინვე მიხვდებოდა, ქალი ვიღაცას უყურებდა, ოთახის სიღრმეში. მხოლოდ ის იწვევდა უსიამოვნო შეგრძნებას, რომ ქალს თვალები ქონდა შორიშორს. ხელოვნებათმცოდნეებმა დამთავრებული ნახატი შედევრად აღიარეს ჭირხლის ფერწერაში გადატანის ასეთი ოსტატობისთვის.
...
„ ეს ის არ არის, რაც იმ ზამთარს ფანჯარაზე ვნახე... ის სხვა იყო... თითქოს ღმერთმა იმ ერთ ღამეში ერთი ხელის მოსმით, როგორც ჩანახატი, მიმიხატა ფანჯარაზე, მერე წლები რომ მეწვალა და მაინც ისეთი არ გამოსულიყო, როგორიც დავინახე... ამით, თითქოს გამეხუმრა, მაჩვენა, შენზე დიდი მხატვარი ვარ და საკუთარი თავი დიდი „ხუდოჟნიკი არ გეგონოსო. ... იმას დახატავ, რაც ღმერთმა სულ უბრალოდ მიგიხატა ფანჯარაზე ?! ჩემს ფეხებს დახატავ !...“
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
48. ანანე, მადლობა, რომ წაიკითხე და რომ მოგეწონა! :) ძალიან გამიხარდა. :)
ეს მოთხრობა ერთ კრიტიკოსს არ მოეწონა, არადამაჯერებელიაო. :) კი გამეცინა მაშინ, მაგრამ მთავარი ის კი არ არის, ავტორი რას ფიქრობს, მთავარია, მკითხველამდე როგორ მიიტან და იმ კრიტიკოსის შემდეგ "ცოტა" განწყობა დავკარგე, ვიფიქრე, ვერ მივიტანე-მეთქი მკითხველამდე. არა და მხატვარი ვარ, საქართველოს მხატვართა გაერთიანების წევრი და "დაახლოებით" მაინც ვიცი, მხატვარი რას გრძნობს, ან რამდენი ემოცია შეუძლია ჩადოს ერთ ნამუშევარში. :) ანანე, მადლობა, რომ წაიკითხე და რომ მოგეწონა! :) ძალიან გამიხარდა. :)
ეს მოთხრობა ერთ კრიტიკოსს არ მოეწონა, არადამაჯერებელიაო. :) კი გამეცინა მაშინ, მაგრამ მთავარი ის კი არ არის, ავტორი რას ფიქრობს, მთავარია, მკითხველამდე როგორ მიიტან და იმ კრიტიკოსის შემდეგ "ცოტა" განწყობა დავკარგე, ვიფიქრე, ვერ მივიტანე-მეთქი მკითხველამდე. არა და მხატვარი ვარ, საქართველოს მხატვართა გაერთიანების წევრი და "დაახლოებით" მაინც ვიცი, მხატვარი რას გრძნობს, ან რამდენი ემოცია შეუძლია ჩადოს ერთ ნამუშევარში. :)
47. მეორე ნაწილში დასასრული ბიგრძენი.მომეწონა ყოფითი ფრაზები, ბუნებრივი, არ დამრჩა შთაბეჭდილება რომ მოგონებული ფიქრებია, იმდენად ზუსტად ზის პერსონაჟების ხასიათში. სამივე წარმოვიდგინე როგორიც არის. საინტერესო დეტალები იქცევს ყურადღებას, რასაც დიდი გამოცდილების გარეშე ვერ დააგროვებ. სათითაოდ ჩამოთვლა რომ არ დავიწყო, რაღაცნაირად მოვაბამ თავს შთაბეჭდილებას, რომელიც დამრჩა. ამ პერსონაჟებში ყველაზე კარგად ჩანს როგორ არის შეზავებული მთელი ადამიანური ტრაგედიები ყოველდღიურ ცხოვრებასთან. სამივეს ცხოვრებს რუტინაა სინამდვილეში და სამივე სადრაც ეძებს შვებას. ნამდვილად საინტერესო ნაწერია, ზომიერი, ზედმეტობებისგან გამოსუფთავებული და ზუსტი. მადლობა. მეორე ნაწილში დასასრული ბიგრძენი.მომეწონა ყოფითი ფრაზები, ბუნებრივი, არ დამრჩა შთაბეჭდილება რომ მოგონებული ფიქრებია, იმდენად ზუსტად ზის პერსონაჟების ხასიათში. სამივე წარმოვიდგინე როგორიც არის. საინტერესო დეტალები იქცევს ყურადღებას, რასაც დიდი გამოცდილების გარეშე ვერ დააგროვებ. სათითაოდ ჩამოთვლა რომ არ დავიწყო, რაღაცნაირად მოვაბამ თავს შთაბეჭდილებას, რომელიც დამრჩა. ამ პერსონაჟებში ყველაზე კარგად ჩანს როგორ არის შეზავებული მთელი ადამიანური ტრაგედიები ყოველდღიურ ცხოვრებასთან. სამივეს ცხოვრებს რუტინაა სინამდვილეში და სამივე სადრაც ეძებს შვებას. ნამდვილად საინტერესო ნაწერია, ზომიერი, ზედმეტობებისგან გამოსუფთავებული და ზუსტი. მადლობა.
46. ჯინა, გმადლობ. :) უდიდესი მადლობა. :) ჯინა, გმადლობ. :) უდიდესი მადლობა. :)
45. ადრე წავიკითხე – კომენტარით მხოლოდ ახლა მოვედი...
საერთოდ მინდა ვთქვა, იოლი არაა, ხელოვანისთვის, შემოქმედებითი პაუზა...ასეთ დროს, ზოგიერთის აზრით, შემოქმედებითი იმპულსისთვის თითქოს გამართლებულია ის გზა, რომელსაც მხატვარი ქვეცნობიერად, ხოლო ცოლი შეგნებულად ირჩევს – მთავარია, რომ ხატვა ისევ დაიწყოს... ვფიქრობ, საინტერსო გზა აირჩია ავტორმა – არაბანალური და მოულოდნელი – ხელახლა აღმოაჩინა მუზა... იოლი არაა იყო ხელოვანის გვერდით... ამას ხელოვანი ავტორი ძალიან გასაგებად აწვდის მკითხველს...
ადრე წავიკითხე – კომენტარით მხოლოდ ახლა მოვედი...
საერთოდ მინდა ვთქვა, იოლი არაა, ხელოვანისთვის, შემოქმედებითი პაუზა...ასეთ დროს, ზოგიერთის აზრით, შემოქმედებითი იმპულსისთვის თითქოს გამართლებულია ის გზა, რომელსაც მხატვარი ქვეცნობიერად, ხოლო ცოლი შეგნებულად ირჩევს – მთავარია, რომ ხატვა ისევ დაიწყოს... ვფიქრობ, საინტერსო გზა აირჩია ავტორმა – არაბანალური და მოულოდნელი – ხელახლა აღმოაჩინა მუზა... იოლი არაა იყო ხელოვანის გვერდით... ამას ხელოვანი ავტორი ძალიან გასაგებად აწვდის მკითხველს...
44. „შორიშორს ჩამჯდარი თვალები სიჩლუნგის ნიშანია...“ მართალი უთქვამთ...:)) ტენდი კიდევ ერთხელ წავიკითხე სამივე ნაწილი...:) „შორიშორს ჩამჯდარი თვალები სიჩლუნგის ნიშანია...“ მართალი უთქვამთ...:)) ტენდი კიდევ ერთხელ წავიკითხე სამივე ნაწილი...:)
43. ნეფერტარო, დიდი მადლობა. :) :) ახლა შეიხედე ფორუმში დიდი გაწამაწიაა. :) ნეფერტარო, დიდი მადლობა. :) :) ახლა შეიხედე ფორუმში დიდი გაწამაწიაა. :)
42. მომეწონა, მშვენიერი დასასრული აქვს. ზუსტად დროა ხელახლა სჰეუყვარდეს საკუთარი ცოლი მხტვარს. :)
„ ამას ისე ესმის ფერწერა, როგორც აქლემს მენდელსონის „საქორწინო მარში“ - აი ეს მშვენიერ ანდაზად გამოდგება და ამ საიტისთვის ძალიან "მაგრად იმუშავებს". მომეწონა, მშვენიერი დასასრული აქვს. ზუსტად დროა ხელახლა სჰეუყვარდეს საკუთარი ცოლი მხტვარს. :)
„ ამას ისე ესმის ფერწერა, როგორც აქლემს მენდელსონის „საქორწინო მარში“ - აი ეს მშვენიერ ანდაზად გამოდგება და ამ საიტისთვის ძალიან "მაგრად იმუშავებს".
41. ვიკა, გმადლობ! :) ვიკა, გმადლობ! :)
40. ეს ადრე წავიკითხე და ძალიან მომეწონა :) ეს ადრე წავიკითხე და ძალიან მომეწონა :)
39. ჯაბა, რატომ არ მოგეწონა დასასრული?
ანემონე, სათაური არ მე მომწონს და ამიტომ ვითხოვე ( ნაწილში) სათაურის შერჩევაში მომეხმარეთმეთქი. ჯაბა, რატომ არ მოგეწონა დასასრული?
ანემონე, სათაური არ მე მომწონს და ამიტომ ვითხოვე ( ნაწილში) სათაურის შერჩევაში მომეხმარეთმეთქი.
38. ძალიან მომეწონა... დასასრული არ მომეწონა ცოტა. ამ მოთხრობაზე ირაკლი ჩარკვიანის სიტყვები ამეკვიატა: "ადვილად მისაჩვევი, როგორც თამბაქო". :) ძალიან მომეწონა... დასასრული არ მომეწონა ცოტა. ამ მოთხრობაზე ირაკლი ჩარკვიანის სიტყვები ამეკვიატა: "ადვილად მისაჩვევი, როგორც თამბაქო". :)
37. მომეწონა,მართლა კარგი იყო,ვისიამოვნე განსაკუთრებით აღმაფრთოვანა ცოლის პერსონაჟმა :) ოღონდ,სათაური არ მომეწონა საშინლად
მომეწონა,მართლა კარგი იყო,ვისიამოვნე განსაკუთრებით აღმაფრთოვანა ცოლის პერსონაჟმა :) ოღონდ,სათაური არ მომეწონა საშინლად
36. ძალიან მომწონს,ძალიაააან!!!
ბრავო!!! ძალიან მომწონს,ძალიაააან!!!
ბრავო!!!
35. დაგელოდებით, ჯაბა. :) :) დაგელოდებით, ჯაბა. :) :)
34. დაგელოდებით, ჰაბა. :) :) დაგელოდებით, ჰაბა. :) :)
33. ტენდი, მე ჯერ ვერ წავიკითხე, მეგობარმა წაიკითხა სამივე ნაწილი და მისი მოწონებაც დაიმსახურეთ :) მეც წავიკითხავ მოგვიანებით და ჩემს აზრს მოგახსენებთ.:) ტენდი, მე ჯერ ვერ წავიკითხე, მეგობარმა წაიკითხა სამივე ნაწილი და მისი მოწონებაც დაიმსახურეთ :) მეც წავიკითხავ მოგვიანებით და ჩემს აზრს მოგახსენებთ.:)
32. აზგო, მანდ "პლატონა" არაფერ შუაშია. :))))) უფრო მუზის ბრალია ყველაფერი. :)))) საერთოდ, ჩემთან (არა მხოლოდ ამ მოთხრობაში) მე მგონი, ის ნაგავსაყრელზე გადაგდებული "პათეტიკაა" მოძებნილი. გმადლობ რომ წაიკითხე. მაგ გმირის პროტოტიპი, ზუსტად მასე მოიქცეოდა. :) აზგო, მანდ "პლატონა" არაფერ შუაშია. :))))) უფრო მუზის ბრალია ყველაფერი. :)))) საერთოდ, ჩემთან (არა მხოლოდ ამ მოთხრობაში) მე მგონი, ის ნაგავსაყრელზე გადაგდებული "პათეტიკაა" მოძებნილი. გმადლობ რომ წაიკითხე. მაგ გმირის პროტოტიპი, ზუსტად მასე მოიქცეოდა. :)
31. ტენდი, მეგონა რამე სიუჟეტს "მიაბნევდი" ბოლოში. მაგალითად ეს ქალები( ცოლი და მოდელი) მეგობრები არიან, (ცოლის ასაკი ხომ უცნობია) მათ ამ კაცს ჩაუწყვეს ეს საქმე და მოდელთან ერთად შუა "ხატვაში" რომ იყო, მაშინ "მოკითხეს პასუხი". ამ შემთხვევამ ემოციურ-ინტელექტუალური გაშეშებისგან გაათავისუფლა ეს კაცი და მანაც ჭირხლი დახატა. ანდა ყოველგვარი აგრესიის გარეშეც შეიძლება. ვითომ ესენი უბრალოდ მეგობრები კი არა, ლესბო არიან (მით უმეტეს, ცოლს აქვს მაგის მიზეზი). და მხატვარი ამჯერად მათი "სიყვრულობანას" სცენის მოდელირებამ(ანდა ნამდვილმა სცენამ, რა გვენაღვლება?) გამოიყვანა კრიზისიდან. მაგრამ, რადგან შენ გადაწყვიტე "პლატონისეულ" ოცნებებში დაგემალა ყველაფერი, ესე იგი ასეთია შენი(ავტორის) ნება.
ტენდი, მეგონა რამე სიუჟეტს "მიაბნევდი" ბოლოში. მაგალითად ეს ქალები( ცოლი და მოდელი) მეგობრები არიან, (ცოლის ასაკი ხომ უცნობია) მათ ამ კაცს ჩაუწყვეს ეს საქმე და მოდელთან ერთად შუა "ხატვაში" რომ იყო, მაშინ "მოკითხეს პასუხი". ამ შემთხვევამ ემოციურ-ინტელექტუალური გაშეშებისგან გაათავისუფლა ეს კაცი და მანაც ჭირხლი დახატა. ანდა ყოველგვარი აგრესიის გარეშეც შეიძლება. ვითომ ესენი უბრალოდ მეგობრები კი არა, ლესბო არიან (მით უმეტეს, ცოლს აქვს მაგის მიზეზი). და მხატვარი ამჯერად მათი "სიყვრულობანას" სცენის მოდელირებამ(ანდა ნამდვილმა სცენამ, რა გვენაღვლება?) გამოიყვანა კრიზისიდან. მაგრამ, რადგან შენ გადაწყვიტე "პლატონისეულ" ოცნებებში დაგემალა ყველაფერი, ესე იგი ასეთია შენი(ავტორის) ნება.
30. მოხა, :))))მართალი ხარ, არავისი ერთგულები არ არიან, გარდა ფერწერისა, აქედან გამომდინარეა "სლაბოსტ" :) მოხა, :))))მართალი ხარ, არავისი ერთგულები არ არიან, გარდა ფერწერისა, აქედან გამომდინარეა "სლაბოსტ" :)
29. მომეწონა! მხატვრებს, განსხვავებული აღქმა აქვთ და ზარმაცებიც არიან! ქალის ამბავში კი "მოსლაბლებულა! მომეწონა! მხატვრებს, განსხვავებული აღქმა აქვთ და ზარმაცებიც არიან! ქალის ამბავში კი "მოსლაბლებულა!
28. მეუდაბნოვე, შენ ძალიან დაკვირვებული მკითხველი ხარ და ყოველთვის საინტერესო დასკვნებს აკეთებ ბაწარმოებიდან. :) გმადლობ. :) მეუდაბნოვე, შენ ძალიან დაკვირვებული მკითხველი ხარ და ყოველთვის საინტერესო დასკვნებს აკეთებ ბაწარმოებიდან. :) გმადლობ. :)
27. მხატვარს არჩევანი ცოლსა და ლამაზ ქალს შორის არ გაუკეთებია. მან არჩევანი ქალსა და შემოქმედებას შორის გააკეთა. ქალი მაცდური_მარადიული თემა. ადამი დამარცხდა, ილიას განდეგილიც... ამ მოთხრობის გმირმა ქალზე,, როგორც ბოროტებაზე, გაიმარჯვა და უფლისგან მიიღო ხელდასხმა_დაეხატა ჭირხლი. მხატვარში ჩასახლებული შემოქმედების ანგელოზი(მუზა) ცოლის უნებლიე მოკავშირედ იქცა. დასასრულს კი ადამიანზე უფლის ზეაღმატებულობაა ნაჩვენები და უფრო ლირიულია ვიდრე პროზაული. კარგი ფინალია, მხატვარს არჩევანი ცოლსა და ლამაზ ქალს შორის არ გაუკეთებია. მან არჩევანი ქალსა და შემოქმედებას შორის გააკეთა. ქალი მაცდური_მარადიული თემა. ადამი დამარცხდა, ილიას განდეგილიც... ამ მოთხრობის გმირმა ქალზე,, როგორც ბოროტებაზე, გაიმარჯვა და უფლისგან მიიღო ხელდასხმა_დაეხატა ჭირხლი. მხატვარში ჩასახლებული შემოქმედების ანგელოზი(მუზა) ცოლის უნებლიე მოკავშირედ იქცა. დასასრულს კი ადამიანზე უფლის ზეაღმატებულობაა ნაჩვენები და უფრო ლირიულია ვიდრე პროზაული. კარგი ფინალია,
26. მომეწონა. ძნელია ხელოვანთან ცხოვრება:) მომეწონა. ძნელია ხელოვანთან ცხოვრება:)
25. თამრიკო,
"საშინელებაა, როცა იცი, რომ შენი ნახატის საუკეთესო ვარიანტიც კი მეორე "მხატვრის ტილოს" ვერც კი მიედრება!...
საშინელებაა, როცა იცი, რომ თუ არ დახატე ის, რაც გინდა, თუნდაც მახინჯი, ვერ გამოაღწევ შენი "უდაბნოდან!"...
საშინელებაა, როცა იმდენად გეძახის ფუნჯი და მოლბერტი, რომ ცოცხალ ქალს მკვდარი ბუნების ("ნატურმორტი" - "მკვდარი ბუნება") ხატვა გირჩევნია!" - კომენტარი მომეწონააა . :)))) თანაც ძაალიააან! :)))))
თამრიკო,
"საშინელებაა, როცა იცი, რომ შენი ნახატის საუკეთესო ვარიანტიც კი მეორე "მხატვრის ტილოს" ვერც კი მიედრება!...
საშინელებაა, როცა იცი, რომ თუ არ დახატე ის, რაც გინდა, თუნდაც მახინჯი, ვერ გამოაღწევ შენი "უდაბნოდან!"...
საშინელებაა, როცა იმდენად გეძახის ფუნჯი და მოლბერტი, რომ ცოცხალ ქალს მკვდარი ბუნების ("ნატურმორტი" - "მკვდარი ბუნება") ხატვა გირჩევნია!" - კომენტარი მომეწონააა . :)))) თანაც ძაალიააან! :)))))
24. და მაინც "მ ხ ა ტ ვ ა რ ი ".... იმიტომ, რომ აქ ორი მხატვარი ეჯიბრება ერთმანთს: მხატვარი-ადამიანი და მხატვარი-ბუნება! საშინელებაა, როცა იცი, რომ შენი ნახატის საუკეთესო ვარიანტიც კი მეორე "მხატვრის ტილოს" ვერც კი მიედრება!...
საშინელებაა, როცა იცი, რომ თუ არ დახატე ის, რაც გინდა, თუნდაც მახინჯი, ვერ გამოაღწევ შენი "უდაბნოდან!"...
საშინელებაა, როცა იმდენად გეძახის ფუნჯი და მოლბერტი, რომ ცოცხალ ქალს მკვდარი ბუნების ("ნატურმორტი" - "მკვდარი ბუნება") ხატვა გირჩევნია!
"მხატვარი", ციცი, "მ ხ ა ტ ვ ა რ ი"!
5555555555555555555555555555555 და მაინც "მ ხ ა ტ ვ ა რ ი ".... იმიტომ, რომ აქ ორი მხატვარი ეჯიბრება ერთმანთს: მხატვარი-ადამიანი და მხატვარი-ბუნება! საშინელებაა, როცა იცი, რომ შენი ნახატის საუკეთესო ვარიანტიც კი მეორე "მხატვრის ტილოს" ვერც კი მიედრება!...
საშინელებაა, როცა იცი, რომ თუ არ დახატე ის, რაც გინდა, თუნდაც მახინჯი, ვერ გამოაღწევ შენი "უდაბნოდან!"...
საშინელებაა, როცა იმდენად გეძახის ფუნჯი და მოლბერტი, რომ ცოცხალ ქალს მკვდარი ბუნების ("ნატურმორტი" - "მკვდარი ბუნება") ხატვა გირჩევნია!
"მხატვარი", ციცი, "მ ხ ა ტ ვ ა რ ი"!
5555555555555555555555555555555
23. კარგი ნაწერია. ფინალი კი განსაკუთრებით მომეწონა. ასეა. ღმერთის ნახელავს ვერასდროს შეედრება ადამიანის ნახელავი. კარგი ნაწერია. ფინალი კი განსაკუთრებით მომეწონა. ასეა. ღმერთის ნახელავს ვერასდროს შეედრება ადამიანის ნახელავი.
22. პროზაშიც ასეა, "გროვდება" რაღაც უარყოფითი და დადებითი ემოციები. სოფიასო, მიხარია, ახალგაზრდებსაც რომ მოგწონთ. :) პროზაშიც ასეა, "გროვდება" რაღაც უარყოფითი და დადებითი ემოციები. სოფიასო, მიხარია, ახალგაზრდებსაც რომ მოგწონთ. :)
21. ჰო...მივხვდი მაგას...:) უბრალოდ კაცზე გამებრაზა...ზოგადად კაცზე...:))) დამავიწყდა რომ მმხატვარიც იყო...:))) ჰო...მივხვდი მაგას...:) უბრალოდ კაცზე გამებრაზა...ზოგადად კაცზე...:))) დამავიწყდა რომ მმხატვარიც იყო...:)))
20. ძალიან მომეწონა ტენდი, კარგი ხართ ++ ძალიან მომეწონა ტენდი, კარგი ხართ ++
19. ბატონო გივი, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ამ "ოჯახში" :) :) ბატონო გივი, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ამ "ოჯახში" :) :)
18. ჭა, ის უარყოფითი ემოცია(შორიშორს ჩამჯდარი თვალებია) არ არ გაუვლიდა ისე, რომ არ დაეხატა. :) :) რა ვიცი, ჩემი აზრით ასეა, ამ ნახატში ყველაფერი "მოგროვდა" :) :)
mrs.smith., სწორად მიხვდი, ეგ ფრაზა იმ მხატვრის ხასიათს გამოხატავს. :)
ლალი, "ჭირხლი ფანჯარაზე" - მე მგონი. კიდევ მოვიფიქრებ.
კარგია, უქმად რომ არ ჩაიარა არც ჩემმა და არც იმ მხატვრის შრომამ.. ჭა, ის უარყოფითი ემოცია(შორიშორს ჩამჯდარი თვალებია) არ არ გაუვლიდა ისე, რომ არ დაეხატა. :) :) რა ვიცი, ჩემი აზრით ასეა, ამ ნახატში ყველაფერი "მოგროვდა" :) :)
mrs.smith., სწორად მიხვდი, ეგ ფრაზა იმ მხატვრის ხასიათს გამოხატავს. :)
ლალი, "ჭირხლი ფანჯარაზე" - მე მგონი. კიდევ მოვიფიქრებ.
კარგია, უქმად რომ არ ჩაიარა არც ჩემმა და არც იმ მხატვრის შრომამ..
17. ”ჭირხლი ფერწერაში” ...:))))) მთავარი ეს ყოფილა აქ და ...სათაურადაც ალბათ მოუხდება...ან სხვა... ჭირხლი უნდა იყოს შიგ...:)))) ვიფიქრე ხვალ წავიკითხავ მეთქი, მაგრამ ვეღარ მოვითმინე...:-* კარგია რათქმაუნდა...ოღონდ ცოტა გამებრაზა კაცზე...მიქსი ნახატი რომ გააკეთა...ჭირხლით კი მოალამაზა, მაგრამ მაინც...:)))))შორიშორ თვალები არ მომეწონა....არადა რა კარგი ცოლი ყავს?...მარტო ის რომ დაეხატა, ალბათ ვერ გამოუვიდოდა შედევრი...:( ჩამაფიქრა ამ მოთხრობამ მრავალმხრივ...ასეთი საინტერესო ავტორია ტენდი... ბევრ რამეზე ჩაგაფიქრებს და შენვე ამოგახსნევინებს მკითხველს...თვითონ სულ რომ არ ჩაერევა ისე... ”ჭირხლი ფერწერაში” ...:))))) მთავარი ეს ყოფილა აქ და ...სათაურადაც ალბათ მოუხდება...ან სხვა... ჭირხლი უნდა იყოს შიგ...:)))) ვიფიქრე ხვალ წავიკითხავ მეთქი, მაგრამ ვეღარ მოვითმინე...:-* კარგია რათქმაუნდა...ოღონდ ცოტა გამებრაზა კაცზე...მიქსი ნახატი რომ გააკეთა...ჭირხლით კი მოალამაზა, მაგრამ მაინც...:)))))შორიშორ თვალები არ მომეწონა....არადა რა კარგი ცოლი ყავს?...მარტო ის რომ დაეხატა, ალბათ ვერ გამოუვიდოდა შედევრი...:( ჩამაფიქრა ამ მოთხრობამ მრავალმხრივ...ასეთი საინტერესო ავტორია ტენდი... ბევრ რამეზე ჩაგაფიქრებს და შენვე ამოგახსნევინებს მკითხველს...თვითონ სულ რომ არ ჩაერევა ისე...
16. ''ჭირხლი შემოქმედის ტილოზე'' ასე? შემოქმედი მხატვარიცაა და ღმერტიც ... ან ასე '''შემოქმედებითი „უდაბნო“შორიშორს თვალებით''
ვფიქრობ ვფქირობ და ვერ:( ``ჭირხლი შემოქმედის ტილოზე`` ასე? შემოქმედი მხატვარიცაა და ღმერტიც ... ან ასე ```შემოქმედებითი „უდაბნო“შორიშორს თვალებით``
ვფიქრობ ვფქირობ და ვერ:(
15. მართლაც რამდენი დაკვირვება გვინდა, რომ სილამაზე არ დაგვრჩეს შეუმჩნეველი... თუმცა ყველაფერს ვინ დაინახავს?.. ძალიან კარგია, ტენდი, ძალიან. მართლაც რამდენი დაკვირვება გვინდა, რომ სილამაზე არ დაგვრჩეს შეუმჩნეველი... თუმცა ყველაფერს ვინ დაინახავს?.. ძალიან კარგია, ტენდი, ძალიან.
14. ვიცოდი, რომ მესამე თავი ფინალი იქნებოდა :)
ისე დამთავრდა, აი, ზუსტად :)
ერთი ეს არ მომეწონა: ,,რას შვები ქალო, ტანსაცმლიანი წვები ?!"<<ანუ, მიმართვა თვითონ, თუმცა კი უხდებოდა გმირს :)
ვიცოდი, რომ მესამე თავი ფინალი იქნებოდა :)
ისე დამთავრდა, აი, ზუსტად :)
ერთი ეს არ მომეწონა: ,,რას შვები ქალო, ტანსაცმლიანი წვები ?!"<<ანუ, მიმართვა თვითონ, თუმცა კი უხდებოდა გმირს :)
13. არ გეკამათები. ყველა ხელოვანი თავისებურად მოიგიჟიანებს.. ამან სამყარო დაარქვა ქალს,შეუცნობელი,რომელიც ყველაფერია მისთვის და ვერაფერი.. ახლა ვერ გიხსნი. ჩემს ფეხებს დახატავ!(სათაურის ვერსია) ეს გრძნობა რომ არ არსებობდეს...:)) არ გეკამათები. ყველა ხელოვანი თავისებურად მოიგიჟიანებს.. ამან სამყარო დაარქვა ქალს,შეუცნობელი,რომელიც ყველაფერია მისთვის და ვერაფერი.. ახლა ვერ გიხსნი. ჩემს ფეხებს დახატავ!(სათაურის ვერსია) ეს გრძნობა რომ არ არსებობდეს...:))
12. ეეჰ, მედეა, სხვისი სამყარო და ისიც მხატვრის, დიიდი ტრაგედიაა. :)
ეეჰ, მედეა, სხვისი სამყარო და ისიც მხატვრის, დიიდი ტრაგედიაა. :)
11. არა ყველა -ერთი არ არის... ნუ მომაყოლებ ახლა ფილმს :) იცი,ციცი..მე ვიცნობ-წარმოსახვით ხატავს..ესაუბრება,ესაუბრება-მოგინდება რომ ის "არავინ"იყო!. არავინ-მისი სამყარო.. არა ყველა -ერთი არ არის... ნუ მომაყოლებ ახლა ფილმს :) იცი,ციცი..მე ვიცნობ-წარმოსახვით ხატავს..ესაუბრება,ესაუბრება-მოგინდება რომ ის "არავინ"იყო!. არავინ-მისი სამყარო..
10. მედეა, მართლა?! ეგ არც გამხსენებია. შევცვლი. :))) დიდი მადლობა, რომ მომწერე. :))) მაგრამ, მე მგონი, მაგათ მაგ დროს (ანუ ხატვისას) ყველას ერთიდაიგივე დიალოგები აქვთ. :) მედეა, მართლა?! ეგ არც გამხსენებია. შევცვლი. :))) დიდი მადლობა, რომ მომწერე. :))) მაგრამ, მე მგონი, მაგათ მაგ დროს (ანუ ხატვისას) ყველას ერთიდაიგივე დიალოგები აქვთ. :)
9. ჰო-ავტორი სათაურს არჩევდა:) "ჩემს ფეხებს დახატავ"-მე ასე ავირჩიე.. კარგია,ფინალში რომ მიაგნებ.. კიტთულობ,კითხულობ და ბოლო ფრაზა აგავსებს... ციცი.. (შეგნებულად არ დავწერე კომენტარი წინა თავებზე:) ). ჰო-ავტორი სათაურს არჩევდა:) "ჩემს ფეხებს დახატავ"-მე ასე ავირჩიე.. კარგია,ფინალში რომ მიაგნებ.. კიტთულობ,კითხულობ და ბოლო ფრაზა აგავსებს... ციცი.. (შეგნებულად არ დავწერე კომენტარი წინა თავებზე:) ).
8. გითხარი, ვმუშაობ-მეთქი ! _ კარგი, წავალ... რა მსვენიერი ნატურმორტია ! _გულწრფელად თქვა ქალმა. მხატვარი მოლბა. _ კარგი, წადი ახლა _ შეურბილდა ხმა. _ რომ ვიცოდე, როდის დაბრუნდები, ცხელ ღომს დაგახვედრებ. _ როცა მუშაობას დავამთავრებ, მოვალ . ცოლმა მიიხედ-მოიხედა
"მზე შემოდგომისა".. გითხარი, ვმუშაობ-მეთქი ! _ კარგი, წავალ... რა მსვენიერი ნატურმორტია ! _გულწრფელად თქვა ქალმა. მხატვარი მოლბა. _ კარგი, წადი ახლა _ შეურბილდა ხმა. _ რომ ვიცოდე, როდის დაბრუნდები, ცხელ ღომს დაგახვედრებ. _ როცა მუშაობას დავამთავრებ, მოვალ . ცოლმა მიიხედ-მოიხედა
"მზე შემოდგომისა"..
7. ფლორენცია, კარგია, თუ გაგაღიმე. :) :)))) ფლორენცია, კარგია, თუ გაგაღიმე. :) :))))
6. როგრო ველოდი!!! ოხ ეს მხატვრები !!! ღიმილი დამრჩა სახეზე და ახლაც სულელივით ვიღიმი!!! ე.ი. ძალიან მაგარი რამე გამოგივიდათ! მადლობა და ++ როგრო ველოდი!!! ოხ ეს მხატვრები !!! ღიმილი დამრჩა სახეზე და ახლაც სულელივით ვიღიმი!!! ე.ი. ძალიან მაგარი რამე გამოგივიდათ! მადლობა და ++
5. ლალი, მადლობის ნიშნად აპლოდისმენტებზე თავს გიკრავ და ბედნიერი ვარ, რასაკვირველია. :) :) :) ლალი, მადლობის ნიშნად აპლოდისმენტებზე თავს გიკრავ და ბედნიერი ვარ, რასაკვირველია. :) :) :)
4. 'ამ ნაწილზე არ გეტყტვი რომ გაწელილია.ზუსტია! შემოქმედებითი „უდაბნო'' შინაგანი ლირიკა თითქოს ვიღაც მოჭირხლული ფანჯრის შუაგულში''აი აქედან კი სააპლოდისმენტოა
`ამ ნაწილზე არ გეტყტვი რომ გაწელილია.ზუსტია! შემოქმედებითი „უდაბნო`` შინაგანი ლირიკა თითქოს ვიღაც მოჭირხლული ფანჯრის შუაგულში``აი აქედან კი სააპლოდისმენტოა
3. ლალიიი, გმადლობ ! ეს ძაალიან დიდი კომპლიმენტია ! :))) ლალიიი, გმადლობ ! ეს ძაალიან დიდი კომპლიმენტია ! :)))
2. რა კარგი ვიღაც ხარ შენ. არადასადღაც მეგონა ბანალური ლავ სტორი იქნებოდა.ცუდი ვარ:( რა კარგი ვიღაც ხარ შენ. არადასადღაც მეგონა ბანალური ლავ სტორი იქნებოდა.ცუდი ვარ:(
1. აი, სათაური ახლა "მიკარნახეთ". ფინალია. :) :) :) აი, სათაური ახლა "მიკარნახეთ". ფინალია. :) :) :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|