ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
7 თებერვალი, 2012


ნუ დანებდები

ნუ დანებდები წუთისოფელს,
ცხოვრების გზაზე,
მშვიდობის შუქი აინთება,
მომავლის ცაზე.



დროს გაუსწარი ნუ დაიჩოქებ,
ბედის წინაშე,
და ყველაფერი გამოსცადე,
საკუთარ თავზე.



ნუ დაიფიცებ ტყუილად რამეს,
სიმართლის თქმისას ნუ დადუმდები,
და ნუ დაჩაგრავ, უსუსურს ვისმეს,
სულის წინაშე ნუ მოდუნდები.



და ნუ დასცინებ ამაყად ვინმეს
ნუ გაიხარებ სხვისი წამებით,
თორემ უფალი მწარედ მოგიზღავს,
დაიტანჯები ბოლოს წვალებით.


შენი ვალია იცხოვრო ისე,
არ გეშინოდეს შენი ჩრდილისა,
ნუ დანებდები იცოცხლე ისე,
მედგრად დაუხვდე მწარე სიკვდილსა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები