ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გ.დ.
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2012


ლ.ბ.-ს

ისევ დავემსგავსე შენთვის უცნობ მხატვარს
ისევ შეიმჩნევა ფერთა სუიციდი,
ვდგავარ მიტოვებულ ქუჩის კუთხის ბოლოს
ნაცნობ აფიშასთან. ძველებურად ვიცდი

როდის გაიღვიძებს შენში ქალურობა,
როდის ააწყდება კლავიშს აკორდები
ციდან მონაბერი, ღვთიურ ჰანგის ფონზე
ღამის აჩრდილიდან კვლავაც მაგონდები.

სულში გაიჟღერებს მერცხრე სიმფონია
და რომ გამოგყვები სადღაც ახლო-მახლოს,
ისევ მიტოვებულ ქუჩის კუთხის ბოლოს
ჩემი ორეული საუკუნოდ სახლობს.

ისევ დავემსგავსე შენთვის უცნობ მხატვარს
ისევ შეიმჩნევა ფერთა სუიციდი,
ვდგავარ მიტოვებულ ქუჩის კუთხის ბოლოს,
ნაცნობ აფიშასთან ძველებურად გიცდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები