ირაკლი ჩოფიკაშვილი ხელოვანი ჩემი ცხოვრება სწავლით არ დაწყებულა, პირიქით, უსწავლელობით დაიწყო. ბავშვობაში, როგორც ყველა ბავშვი, მეც ცელქი ვიყავი. როგორც ყველა ბავშვი ცდილობს დაიმკვიდროს თავის თანატოლებში ადგილი, მეც ამას ვცდილობდი. სხვადასხვა ადგილზე მომიწია ცხოვრება და ყველგან, სადაც ვიყავი, პირველი მინდოდა ვყოფილიყავი. ციხეში ძალიან ახალგაზრდა მოვხვდი. ციხის შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცოდი და ამისთვის თითქოს მზადაც ვიყავი, მაგრამ, როცა საკნის კარი ჩემს ზურგსუკან ჩაიკეტა, მაინც საკმაოდ მძიმედ განვიცადე. ჩემ გარდა, საკანში კიდევ ხუთი კაცი იჯდა. ყველა უკვე რამდენჯერმე ნაჯდომი და კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტი იყო. მე, როგორც ყველაზე პატარას და პირველად მოხვედრილს, მეტი ყურადებით და თანაგრძნობით მექცეოდნენ. თუმცა, როგორც გარეთ მეგონა, რომ აქ ყველანი ძმები იყვნენ, ასე არ გამოდგა. ყველა მათგანში ჩუმი, ერთმანეთის მიმართ ჩასაფრებული მტერი დავინახე. თითქოს უნდა ეთანაგრძნოთ ერთმანეთისთვის, მაგრამ პირიქით, მტრები იყვნენ. მათმა ყოველდღიურმა ცხოვრებამ დამანახა, რომ მეც მომიწევდა ბრძოლა. როგორც გავართმევდი თავს ამ ბრძოლას და რა ადგილს დავიმკვიდრებდი მათ შორის, ეს იყო ჩემი მთავარი ფიქრი. რამდენიმე თვე მომიწია მათთან ერთად ციხეში ყოფნა და ამ დრომ წლების გამოცდილება შემძინა რუსეთში ეტაპით წამიყვანეს. როცა შორს მიდიხარ, რომელიმე ციხეში გაჩერებენ. იქ მიდის ხელახალი გადანაწილება იმის მიხედვით, ვინ რომელ მხარეს მიჰყავთ. ვორკუტსკის ზონაში მოვხვდი. დაუსახლებელი ადგილია. აქ წერილი და ამანათი მოწმდება. ზონის უფროსი გვეუბნება: – აქ მე ვარ ღმერთი, თეთრი დათვი თქვენი პროკურორია. თუ რამე საჩივარი გექნებათ, თეთრი დათვის სახელზე დაწერეთ. ღმერთს ნუ განიკითხავთ, დათვს ნუ განიკითხავთ, კვირიდან კვირას დაელოდეთ და სიყვარულით იცხოვრეთ. სასჯელი დაგიმთავრდებათ და გათავისუფლდებით... გინდა, არ გინდა, უნდა დაუჯერო. ყველაზე დიდი კაცი აქ ზონის უფროსია. *** ციხის შენობა ძველია. ახალმოსულები ცალკე საკანში ჩაგვსვეს. ამ საკნის ორი სართული მიწაშია. “ტრანზიტნი” ჰქვია. ორას კაცამდე ეტევა, ზოგჯერ მეტიც. აქ შეიძლება ერთი კვირა გაგვაჩერონ. ორჯონიკიძის ზონიდან ორნი ვართ. ჩვენ “ბუშლატებში” პლანი გვაქვს ჩაკერებული. მართალია, ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ თავისი წრის ადამიანს ყველა ადვილად პულობს. ჩვენც სხვებთან ერთად კუთხეში ვწვებით. ბაქოს ზონიდან ოცი-ოცდახუთი პატიმარია. მათ ზონაში ბარაკი დაწვეს და სასჯელი თხუთმეტ წლამდე დაუმრგვალდათ. საერთო რეჟიმიდან აქ სომხებიც არიან. ისინი გაქცევას ფიქრობენ... ორი სართული მიწაში ვართ, წარმოგიდგენიათ იქიდან გაქცევა?! ჩვენთან მოდიან და ჩანაფიქრს გვიმხელენ. რა უფლება გაქვს, ადამიანს უთხრა, რომ ეს შეუძლებელია? გეგმა ასეთია, საკონტროლო ნათურა უნდა ჩაქრეს, გადანაწილებული აქვთ “ნაზორების”, “კლუჩნიკების” მძევლად აყვანა. ჯერ გასვლა, შემდეგ მაღლა ასვლა... ნათურა წყლის მისხმითაც გადაიწვება. ჩვენ დაბოლილები ვართ. ამათ თუ არ გამოუვიდათ გასვლა (ვიცით, რომ არ გამოუვა), შემოიყვანენ ჯარისკაცებს, ორ რიგად დაგვაყენებენ, გააკეთებენ კორიდორს და ყველამ უნდა გაიაროს შუაში – კონდახი და ჩექმა გაქვს გასავლელი. ეს კი დაბოლილზე რა კაიფიც იქნება, მიხვდებით. გაქცევის ამბავი სულ რამდენიმე კაცმა ვიცით. კამერაში რომ ოცი კაცი დაიწყებს, თუნდაც სომხურად ჩურჩულს, ძნელი გასაგები არ არის, რომ რაღაცას აპირებენ. გარდა ამისა, “ნასედკებიც” თავის სამსახურში არიან. სანამ ისინი მოქმედებას დაიწყებდნენ, მე მეორე სართულზე ავედი. აქედან ვუყურებ მთელ კამერას. ერთ საწოლზე ვიღაც წევს. სახე არ უჩანს, ბუშლატი აქვს გადაფარებული. დავაკვირდი, ბუშლატის სახელო მოძრაობს. სახელო მოძრაობს კარის ნათურის მიმართულებით. ერთი შეხედვით გეგონება, რომ სძინავს, მაგრამ სახელოდან უყურებს, რა ხდება, ვინ რა როლს თამაშობს. ამას მხოლოდ “ნასედკა” თუ მოიფიქრებს. ვუყურებ და ვკაიფობ მის საქციელზე. თითქოს მარტივი ადამიანია, იოლად უყურებს ცხოვრებას, მაგრამ ის, რაც ცხოვრების მთავარ საქმედ უქცევია, ნახე როგორი დახვეწილი აქვს. „ნასედკამ“ შეასრულა თავისი საქმე და იცის რასაც მიიღებს. მე მხოლოდ ერთი სიტყვა ვუთხარი, ხელოვანი ხარ-მეთქი. სხვა არც მე მითქვამს და არც იმას უკითხავს, თუ რატომ იყო ხელოვანი. სომხების გაქცევა იმით დამთავრდა, რომ მათ პირად საქმეში წითელი ზოლი გაჩნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გაქცევის მიდრეკილება გაქვს და ყოველთვის ადმინისტრაციის ყურადღების ქვეშ იქნები. ის, თუ საიდან გაიგო ადმინისტრაციამ, რომ ისინი გაქცევას აპირებდნენ, საიდუმლოდ დარჩა. ალბათ, სომხები ერთმანეთს აბრალებდნენ. წლების შემდეგ, მე და “ხელოვანი” ისევ ერთ ზონაში მოვხვდით. „მუჟიკის“ სახელით ცხოვრობდა და ჩემ მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენდა. ჩაი და სიგარეტი მოჰქონდა ხშირად. *** ახლა, როცა ჩემი თავგადასავალის მოთხრობა გადავწყვიტე, ისევ ის „ხელოვანი“ გამახსენდა. მისი სახე დამიდგა თვალწინ და მომეჩვენა, რომ მეც ბუშლატის სახელოდან ვუყურებდი ქვეყანას. ამ მხრივ ყველა მწერალი “ხელოვანია”. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, თუ რა ტერირორიაზე ვრცელდება მკითხველთა ზონა და თვითონ მწერალი ვის მიიჩნევს ამ ზონის უფროსად. ოღონდაც, თუ “ზონის უფროსი” ნამდვილად ღმერთია, მასთან დასმენა ცოდვად არ ჩაითვლება. ამის შესახებ აზრი აღარ შემიცვლია და სათაურიც ასე დარჩა. ბუშლატის სახელოდან დანახული ქვეყანა მე დავიბადე და ვცხოვრობდი საბჭოთა საქართველოში. ვიზრდებოდი ტრადიციულ, საკმაოდ შეძლებულ ოჯახში. ახლაც კარგად მახსოვს ჩემი მშობლების თითოეული სიტყვა თუ მოქმედება. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა სპორტულ ინერნატში გამიწვიეს. მშობლებს ძალიან გაუჭირდათ ჩემი გაშვება, მაგრამ რაღაცა ძალამ გადააწყვეტინა და უარი ვეღარ თქვეს. ინტერნატში დამოუკიდებლად უნდა გამეტანა თავი. არ გამჭირვებია ჩემი ადგილის პოვნა. განსაკუთრებულად არც მიზრუნია ამისთვის. წინასწარ არასოდეს დამიგეგმავს, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი ამა თუ იმ სიტუაციაში. თითქოს ვიღაც მკარნახობდა მოქმედებას. არც იმაზე ვფიქრობდი, სწორად ვიქცეოდი თუ არა. არც სხვების აზრი მაინტერესებდა, როგორ შეაფასებდნენ ჩემს ქცევას. ფიქრით არ ვფიქრობდი. ოცნებები კი თვითდინებით მიდიოდა. ვჭიდაობდი. ამ სკოლაში ჯერ სპორტი იყო მთავარი და მერე სწავლა. არ მახსოვს რომელიმე ილეთის სწავლაზე თავი შემეწუხებინოს. ყოველთვის გვქონდა ორ-სამ წუთიანი ჭიდაობა და ეს იყო ჩემი ვარჯიში. მწვრთნელი ჩემი თანატოლებს აკვირდებოდა და მითითებებს აძლევდა. ჩემთვის ისაც არ უთქვამს ივარჯიშე, ან ეს გააკეთე ან ისო. შეჯიბრზე კი, რომელიც ფალავანთა კლუბში ტარდებოდა, ყოველთვის მიშვებდა. იქ უფროსებიც ვარჯიშობდნენ. მათ შორის ბევრი იყო მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი. როცა მე გავდიოდი საჭიდაოდ, ისინი ვარჯიშს თავს ანებებდნენ და საყურებლად მოდიოდნენ. ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი, რაც ჭიდაობის სტანდარტულ ილეთში არ ჯდებოდა. ერთხელ, ჭიდაობის შემდეგ, მწვრთნელმა პატარა ოთახში წამიყვანა და მითხრა, ის ილეთი გაიმეორე, წეღარ რომ გააკეთეო. რომელი ილეთი-მექი, რომ ვკითხე, მიხვდა, რომ აზრზე არ ვიყავი რა გავაკეთე. ამის მერე საერთოდ არ დამლაპარაკებია. მე კი რასაც ვაკეთებდი, რაღაც ძალა მაკეთებინებდა, ტვინი ამ დროს საერთოდ არ მუშაობდა. ვერც გამარჯვებებით ვიკაიფე. მიზანიც არ მქონდა მსოფლიო ან ოლიმპიური ჩემპიონი გავმხდარიყავი. არადა, ამის შესაძლებლობა ნამდვილად მქონდა. ჭიდაობა დიდხანს არ გამიგრძელებია. სკოლის შემდეგ სხვა ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. ეს იყო მძაფრი თავგადასავლებით, ხიფათებითა და რისკით სავსე გზა. ციხე, ჯარი, ისევ ციხე, ზონა თუ ფსიქიატრიული დაწესებულება. აქაც ვგრძნობდი ვიღაცის მფარველობას. ეს არ იყო მიწიერი ძალა, რადგან მიწიერ ძალას არ შეეძლო ამ გზაზე ჩემი ხსნა, თუნდაც ისეთი დაჭრილის გადარჩენა, რომლის გამოჯანმრთელების იმედი არავის ჰქონდა. *** ახლობლების ჩარევით ისე მოხდა, რომ “კამერიდან” პირდაპირ იმ ვაგონში მოვხვდი, რომლითაც ჯარში მივდიოდი. რეჟიმი საბჭოთა ჯარში ძალიან მკაცრი იყო. მე მოვხვდი მუშათა ბატალიონში. ციხისგან განსხვავებით, ჯარში კოლექტიური ცხოვრების წესი მოქმედებდა. დამკვიდრებული იყო “დედოვშინა”, ანუ ვისაც მეტი ჰქონდა ნამსახურები, ახალმოსული მას უნდა დამორჩილებოდა. “ბეზპრიდელი” – ვინც არ დაემორჩილებოდი, ესე იგი ის სისტემას ეწინააღმდეგებოდი. ამას კი არავინ აპატიებდა. მე არჩევანი არ მქონდა. უნდა მემოქმედა. როცა საქმე კოლექტიურ პასუხისმგებლობას ეხება, იქ პირადი ინტერესები იკარგება. მეც სისტემის ნაწილი ვიყავი. ჩემთან ერთად ბევრი ქართველი მოხვდა, ბევრიც რუსი, ჩემსავით ნასამართლევი. ამით ვისარგებლე და ჯარის შინაწესში კრიმინალური კანონების შემოტანა ვცადე. დავიწყე ჩვეულებრივი გარჩევები. ამით მტყუან-მართალი გაირჩია ერთმანერთისგან. “დედოვშინა” თითქმის წაიშალა. მაღალჩინოსან ოფიცრებს ”ახალი წესრიგი”, რა თქმა უნდა, არ მოეწონათ, რადგან ყველა იმ სისტემის ნაწილი იყო. ამიტომ მალე მომიცილეს თავიდან და ფსიქიატრიულში გამაგზავნეს. თუმცა, მანამდე ერთი შემთხვევა იყო. *** ჯარში ყოფნის დროს “გაობახტის” ხშირი სტუმარი ვიყავი. ერთხელ, “გაობახტში” ჯდომის დროს გადავწყვიტე “გალადოვკა” გამომეცხადება. დილის “პაიკა” არ შევჭამე. მათ თავიანთ უფროსსს მოახსენეს. უფროსი მოვიდა და მეც ვუთხარი, რომ შიმშილობას ვაცხადებდი. ჩამსვეს “ადინოჩნი კამერაში” და ჩემი ხელუხლებელი “პაიკებს” ცალკე დალაგება დაიწყეს. კანონის მიხედვით, თუ ჯარისკაცი “გალადოვკას” გამოაცხადებდა, სამი დღის მერე “ოკრუგის” უფროსობისთვის უნდა მოეხსენებინათ. მეშვიდე დღეს საბჭოთა ჯარების მინისტრს უნდა სცოდნოდა ეს ამბავი. ჯარის ოფიცრები კი კარგად ცხოვრობდნენ და ზედმეტი “ჩეპე” არავის ჭირდებოდა. სამი დღე გავიდა და ჩემს სანახავად “ოკრუგიდან” გენერლები ჩამოვიდნენ. შემოვიდნენ ჩემთვის და გამომკითხეს მიზეზი. მე ვუთხარი, რომ შვიდი დღე ასე გაგრძელებას ვაპირებდი, მერე კი იმისდა მიხედვით, თუ რას მეტყოდა საბჭოთა ჯარების მინისტრი. წარმოიდგინეთ, ასეთი სურათი: მე რადგან დასუსტებული ვიყავი, წამოწილილი ვარ, გენერლები კი ფეხზე დგანან. ცდილობენ, როგორმე დამიყოლიონ და შეხუჭუჭებას ცდილობენ. მპირდებიან, რომ ვეღარავინ ჩამსვამს “გაობახტში”, მპირდებიან შვებულებას, ერთი სიტყვით, კოშკებს მიდგამენ. ჯარში გენერალი ჯარისკაცისთვის ღმერთის დონეზეა. აქ კი ისეთი დაბნეულები არიან, რომ შეგეცოდებოდთ. ერთი, მათ შორის უფროსი, მელაპარაკება და როცა დაპირებებს ამთავრებს, ერთი სიტყვით, “იდი ნახუი”-მეთქი ვცემ პასუხს. ეს ამპარტავანი გენერლები, სულ რამოდენიმე წუთში „დაბლდებიან“ და დაბეჩავებულნი გადიან კამერიდან. გენერლების ასეთმა დაჩმორებამ, მე დიდი სიამოვნება მომგვარა. იმ მომენტში, გენერლების ძალა და ჩვეულებრივი ჯარისკაცის ტვინი დაუპირისპირდა ერთმანერთს და ჯარისკაცმა აჯობა, რადგან არაფრის შიში არ მქონდა და საჭირო ადგილზე, როგორც იმ მომენტში იყო საჭირო, ისე ვიმოქმედებდი. *** სამი თვე მომიწია სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა. იქ ისინიც გავიცანი, ვისმა ტვინმაც სისტემას ვერ გაუძლო. ვინც თვითდამკვიდრებისთვის იბრძოდა, მაგრამ რაღაც მომენტში „დინებას“ ზურგი აქცია და “მუხლებმა” უღალატა. არც რაიმე მკურნალობა, არც წამალი ჩემთვის არ დაუნიშნავთ. უბრალოდ, სამი თვე გამაჩერეს და ისევ ნაწილში დამაბრუნეს. ჩემს უკან დაბრუნებას არავინ ელოდა. ნაწილის უფროსმა მითხრა, სანამ სამსახურის ვადა გაგივა, შეგიძლია ქალაქში იარო, ნაწილში თუ არ იქნები – მით უკეთესიო. ერთი სიტყვით, ხალხს ნუ გამიგიჟებო. ამ პერიოდში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. ქალაქში ქართველი დაჭრეს. მე ხუთასამდე კაცი შევკრიბე და ქალაქის გადასაწვავად წავიყვანე. ოფიცრები პანიკაში ჩავარდნენ. ჩემი მხრიდან კი, ეს მხოლოდ ერთგვარი გაფრთხილება იყო შემდგომი გართულების თავიდან ასაცილებლად. მასობრივი არეულობაზე და ქალაქის დარბევაზე ფიქრიც არ გამივლია თავში. ისევ ფიქიატრიული დაწესებულება. ამჯერად, სამოქალაქო განყოფილება. ფსიქიატრიულში ყოფნამ ადამიანების შეცნობის სურვილი გამიჩინა. გადარჩენის სურვილმა ცხოვრებაზე დაკვირვება მაიძულა.
მე ვყვები საბჭოთა პერიოდზე თუ კი რამე დაწერილა ან იწერება კრიმინალურ სამყაროზე, ის ყოველთვის წარმოდგენილია როგორც მკაცრი და დაუნდობელი ადამიანების კრებული, ყოველგვარი გრძნობის გარეშე. იმ დღიდან, როცა სასამართლო დამნაშავედ გცნობს და მოგისჯის ამა თუ იმ მუხლის მიხედვით, საზოგადოებისთვის უკვე “კრიმინალი”ხდები“. არადა, კანონს თითქმის ყველა არღვევს. ციხეებში და ზონებში კი ხშირად ისინი ხვდებიან, ვისაც არ გაუმართლა. ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელსაც არასოდეს უცხოვრია “კრიმინალური” მენტალიტეტით, ციხეშიც ისეთივე რჩება. ერთის სიტყვით, ის, ვინც გარეთ გლეხი იყო, ციხეშიც გლეხად დარჩება, მხოლოდ პატიმარ გლეხად. ციხეში პატიმართა მხოლოდ მცირე ნაწილი ცხოვრობს კრიმინალური კანონებით. უმრავლესობას კი ისეთივე გრძნობები აქვს, როგორც მის გარეთ მყოფ მეზობელს. როგორც გარეთ ფიქრობდა, ციხეშიც იგივეს ფიქრობს. თუმცა, ზოგიერთი, ხშირ შემთხვევაში “კრუტოის” თამაშობს. როცა შენ საცხოვრებელთან ახლოს ზიხარ და ხშირად გაკითხავენ, როცა იცი, რომ რამე თუ დაგჭირდა ან ვინმე ახლობელი მოგენატრა, შეატყობინებ და იქვე მოგაკითხავს, მაშინ “კრუტოის” თამაშიც იოლია. ციხეში „უბნელობა“ მოსულა. პატიმრები აქ “კუტოკებად” ცხოვრობენ. თუ ერთხელ “ძველი ბიჭის” სტატუსს დაიმკვიდრებ და თუ სერიოზული დარღვევა არ გექნება, გაგყვება “ძველი ბიჭის” სტატუსი სიცოცხლის ბოლომდე. ზონაში არსებობს დაუწერელი კანონი, რომელსაც მეტ-ნაკლებად ყველა იცავს. პატიმრების უმეტესობამ არ იცის ამ კანონების მნიშვნელობა, მაგრამ მაინც კანონის ფარგლებში ცხოვრობენ. მათ უკვე დაარღვიეს ერთი კანონი და ახლა მათთვის სულ ერთია სახელმწიფო კანონს დაემორჩილებიან თუ ქურდულს. ესენი ზონაში “პასაჟირები” უფრო არიან, ვიდრე “კრიმინალები”. ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, უბნელის თუ ახლობლის გატანა, შენახვა და იმის სურვილი, რომ ყველა შენიანი კარგად იყოს, თითქმის ყოველთვის სრულდება. ერთხელ მომიწია საქართველოს ზონაში ჯდომა და რამდენიმე ადამიანის გარდა, თითქმის ყველა “კარგი ბიჭი” იყო. ყოველ შემთხვევაში, ყველას ასე ეჭირა თავი. მე კი მინდა მოგიყვეთ შორეულ რუსეთზე, სადაც “ადგილობრივი” არ არსებობს, სადაც ”კაჟდი ზა სებია”, ანუ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. სადაც მკაცრი რეჟიმის ყველა მობინადრე რამდენჯერმე ნასამართლევია. სადაც ყველას თავისი ადგილი აქვს დამკვიდრებული. მე ვყვები საბჭოთა პერიოდზე... ზონაში ქურდი, როგორც ოჯახში მამა, ოჯახის უფროსია. ის უყურებს ზონის ყოველდღიურ ცხოვრებას, რომ ვინმე უსამართლოდ არ დაიჩაგროს. ის აწესებს სიგარეტისა და ჩაის სტაბილურ ფასებს. უზრუნველყოფს “კარცერში“ და “ბურში“ სიგარეტის მიწოდებას, “კრიტში” ან საავადმყოფოში აუცილებელი ნივთების თუ სიგარეტების გაგზავნას, თამაშების გაკონტროლებას. ამ საქმეში, რა თქმა უნდა, “კარგი ბიჭებიც” მონაწილეობენ. ისინი არ მუშაობენ. დღიურ ნორმას ყიდულობენ. ყველა ბრიგადას ჰყავს თავისი “ბუგორი”. ბრიგადაში მუშაობენ „მუჟიკები“. ისინი, თავიანთი ნორმის გარდა, დამატებითაც მუშაობენ. ანაზღაურება ფულით, სიგარეტით და ჩაით ხდება. აქაც “სტავკებია” დადგენილი. შენ “ბუგორთან” გაქვს საქმე და ის აგვარებს ყველაფერს. შორეულ რუსეთში ძირითადად “ლესაპავალია”. ტაიგაში შახმატისებურად არის ზონები განლაგებული. გაქცევა რომ მოგინდეს, ტაიგიდან ვერ გამოხვალ და აუცილებლად რომელიღაც სხვა ზონას მიადგები. აქ გამომუშავებაც უფრო მეტია, ვიდრე შუა რუსეთის ზონებში. “პერევოდები” შეგიძლია შენი გამომუშავებული ფულიდან ოჯახსაც გადაუგზავნო. თამაშებიც “პერევოდებით” მიდის. გადარიცხვა და მერე უკან გადმოგზავნა რომელიმე სამოქალაქო პირის სახელზე. ყველაფერი ეს ბოლოს “ნაზორის” ხელში ხვდება. მას კი თავისი “სტავკები” აქვს დაწესებული. რომელ ზონაშიც მეტი გამომუშავებაა, იქ უფრო მეტი ფული ტრიალებს. თამაშითაც მეტი ხალხი თამაშობს. ასეთ ზონას მდიდარ ზონას ეძახიან. ზონის ხერხემალი “მუჟიკია”. ადმინისტრაციაც და კაი ბიჭობაც “მუჟიკს” უფრთხილდება. „მუჟიკები“, ძირითადად ორი ან სამი კაცი, ერთ ოჯახად ცხოვრობენ. ოჯახს “კუტოკი” ჰქვია. იშვიათი შემთხვევაში “კუტოკში” ოთხი ან ხუთი კაცია გაერთიანებული. ზონაში არიან აქტივისტები, ბრიგადირები, “შნირები”, “ნარიაჩიკები” და საერთო მომსახურე პერსონალი. მათ ოფიციალურად ერიცხებათ ხელფასი. ისინიც ორ-ორად ცხოვრობენ. ერთად ცხოვრება ერთად ჭამას გულისხმობს. ეს კონტიგენტი ზონაში არავის არ უყვარს. მათ არც პატიმარი ენდობა და არც ადმინისტრაცია. არიან კიდევ « აბიჟნიკები », « ფუთლინიკები », რომლებიც მხოლოდ საკუთარ კუჭზე ფიქრობენ. აქ ყველაზე ამბიციურებს « პრისტუპნიკობაზე „ აქვთ პრეტენზია. მათ უყვართ პირველობა. უნდათ, რომ თავიანთი ძალაუფლება დაამკვიდრონ. ისინი ერთიანდებიან, ან თვითონ აერთიანებენ ერთი ტიპის ადამიანებს და ჰქმნიან გარკვეულ ერთობას . დიდი « კუტოკები » უფრო მოუქნელები არიან და ფიზიკური ძალის ხარჯზე გააქვთ თავი. ორი ან სამკაციანი ჯგუფები თავიანთი გონების და ავტორიტეტის ხარჯზე ახერხებენ ცხოვრებას. ამ « კუტოკებს » შორის ურთიერთობა ნორმალურია. კონფლიქტი შესაძლოა რაიმე მიზეზით, თამაშის დროს ან სიმთვრალეში მოხდეს. ყველა « კუტოკს » თავისი « შნირი » ჰყავს, რომელიც რეცხავს და ჩაის (ჩიფირს ) ადუღებს. შნირები « კარგი ბიჭების » ხარჯზე ცხოვრობენ. მათ, ვისაც კოლექტიური ცხოვრება არ მოწონთ, მარტონი ცხოვრობენ. მათ იციან ვინ « კარგი ბიჭია », ვინ « მუჟიკია » და ვინ « ნასეტკაა ». ასეთი პიროვნებები საერთოდ არ ერევიან « ზონის » საქმეში. უბრალოდ, თავისი « სროკი » გაყავთ და მხოლოდ ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ფიქრობენ. ჩვეულებრივ ურთიერთობაშიც ძალიან ფრთხილობენ და ადმინისტრაციის დასჯის საბაბს არ აძლევენ. ზონის უფროსისთვის მთავარი გეგმის შესრულებაა. ის ფრთხილობს, რომ ზონაში მკვლელობა არ მოხდეს. მას ჰყავს თავისი « ნასეტკები » და მათგან იცის, თუ რა ხდება ზონაში. რეჟიმის უფროსსაც სამუშაო და წესრიგი აინტერესებს. ზონაში ყველაზე მთავარი მაინც ოპერია. ზონაში მას « კუმს » ეძახიან. „ნასეტკები“ « კუმზე » მუშაობენ. მათ ყველა ფენის ცხოვრება იციან. ისინი აკონტროლებენ, თუ რა შემოდის, ვის შემოაქვს, ვინ თამაშობს, ვინ რამდენ ყლუპ « ჩიფირს » აკეთებს. მისი ყურადღება ზონის ელიტაზეა. მას აქ უფრო მეტი « ნასეტკა » ჰყავს, ვიდრე რომელიმე სხვა ფენაში. ზონის უფროსის «ნასეტკა » შეიძლება « კუმზეც » მუშაობდეს. უფროსმა თუ მოინდომა « კუტოკებს » დაშლა, ცალკეულ პატიმართა შორის « ჩორტის » ჩააგდებს « ნასეტკების » მეშვეობით. უფროსს თუ დაჭირდა, შეუძლია « პაბეგში » წასვლის სურვილიც გააჩინოს. მისცეს მომზადების საშუალება, ათხრევინოს ორმოცდაათი მეტრი « პადკოპი » და ბოლო მეტრის თხრაში დაიჭიროს. ზონა ძირითადა მისი « ჩორტებით » ცხოვრობს. ისინი ძირითადად « ვზატოჩნიკები » არიან. მასთან მხოლოდ ფულით შეიძლება, როგორც ცალკეულ პატიმართა, ასევე მთელი ზონის საქმის მოგვარება. ზონის „პიდარასტებზე“ ბევრი საუბარი არ ღირს.. ისინი ჰომოსექსუალისტები არიან. მათი უმრავლესობა « მალალეტკებშია » წაგებული, ან სხვადასხვა მიზეზით არიან გაფუჭებულები. ზოგიერთი საჭმლის ან სიგარეტის გულისთვის აკეთებს ამ საქმეს. ეს ის კონტიგენტია, რომელთაც დასაკარგი არაფერი აქვთ და ცხოვრებაზე გაბოროტებულნი არიან. ზონაში ისინი იზოლირებულნი ცხოვრობენ. მათ დასახლებას « პეტუშნიკი » ჰქვია. თუ საერთო ბარაკებში არიან, მაშინ მათი საწოლები ბარაკის შესასვლელშია. ერთ ბარაკში ერთი « ატრიადი » ცხოვრობს. « ატრიადში » ასამდე პატიმარია. ბარაკის კუთხე « კაი ბიჭებს » აქვთ დაკავებული, შუა ადგილებში « მუჟიკები » ცხოვრობენ. ზონა სამ ნაწილადაა გაყოფილი: ელიტარული – « კაი ბიჭები », საშუალო « მუჟიკები » და ყველაზე დაბალი, ჩაშვებული ნაწილი – « ნასატკები » და « პიდარასტები ». ზონაში არის საცხოვრებელი და სამუშაო ზონა. *** “შნირის” წარდგენა აღარ არის საჭირო. ყველამ ვიცით, რა ტიპის ადამიანები არიან. მათი გონიერება და მამაცობა არც ვინმეს წარმოუდგენია, მაგრამ... როცა ქვეყანაში დღესასწაულები იწყება, ადმინსიტრაცია რამდენიმე დღით ადრე ზონაში “შმონს” აკეთებს. შემოჰყავთ ჯარისკაცები და გულდასმით “შმონავენ” ყველაფერს. მიაქვთ ყველაფერი, ნივთი თუ პროდუქტი, რაც ზონაში დაშვებული არ არის. ახალი წლის წინ, ყველა პატიმარს რამდენიმე დღით ადრე შემოაქვთ ის, რისი შემოტანაც შეუძლია. ძირითადად სპირტიანი სასმელი და პროდუქტი. “შმონის” დროს ნაწილს პოულობენ, ნაწილს – ვერა. წართმეული კი შეგიძლია მერე ფულით გამოისყიდო. ერთხელ, ახალი წლის წინა დღეებში, ზონის მაყურებლებმა “შნირს” მოხარშული ინდაური მიაბარეს. ეს ამბავი საქართველოში მოხდა. “სვიდანიის” ოთახები, თავისი სამზარეულოთი, ცალკეა განლაგებული. აქ ყოველთვის ვიღაც მორიგეობს და პროდუქტის შენახვაც შეიძლება. აქ “შმონს” არ აკეთებენ. “შნირმა” მიბარებული ინდაური კედელზე დაკიდა. როდესაც “შმონები” დამთავრდა, პატრონმა თავის ინდაურს მიაკითხა. კარებში გაჩერდა და დაელოდა, როდის ჩამოხსნიდა “შნირი” მის ინდაურს კედლიდან. “შნირმა” ჩამოხსნა ინდაური, დასუნა და საზიზღრად დაიმანჭა, თითქოს აუტანელმა სუნმა შეაწუხა. სურათი ასეთია, “შნირს“ ხელში ინდაური უჭირავს და შეწუხებული სახით ნაგვის ყუთისკენ მიდის. ის ინდაურს ნაგავში აგდებს, პატრონს მიმართავს: ეს როგორ დაგვემართა, ინდაური როგორ გავაფუჭეთო. ზონაში ასე იოლად არავინ არ გადააგდებს ინდაურს. როცა შეამოწმეს, ყუთში სუფთა ქაღალდები იყო ჩაფენილი და რა თქმა უნდა, ინდაურიც კარგად იყო შენახული. ეს ამბავი. როგორც ანეგდოტი ისე მომიყვნენ. თითქოს, ჩვეულებრივი “შნირია” და ვერც იფიქრებ, რომ ამდენს გაბედავს. თანაც იცის, თუ დაიწვა რაც მოყვება ამ ამბავს. გამოდის, რომ საჭირო მომენტში “შნირსაც” ყოფნის გამბედაობა. *** საკანში ბევრი არიან. ჩვენ ორს საერთო ფიქრი და აზრი გვაქვს. ჩვენ მათი ცხოვრება გვაინტერესებს. შეუმჩნევლად ვაკვირდებით. ზოგჯერ უსიტყვოდ, ზოგჯერ ორიოდე სიტყვით ვუზიარებთ ერთმანერთს აზრს. თითოეული მათგანი თავისებურად საინტერესოა, მაგრამ აქ შეჩვეული მარტივი ცხოვრებით ცხოვრობს. საკანში დღეში ორჯერ იხარშება “ჩეფირი”. ჩაი ცოტაა და ნაწილ-ნაწილ შემოდის. წყალს ტანსაცმლის ნახევებით ვადუღებთ. იაფასიანი ნაჭერი საშინლად ხრჩოლავს და ვიდრე საკანს გავანიავებთ, იქ ყოფნა აუტანელია. აქ არიან ძველი “ლაგერნიკები”, ე.წ. სტაჟიანი “ჩიფირისტები” . ჩაი იხარშება და წრეზე ალუმინის “კრუშკებში” ისხმება. მდუღარე ალუმინს აცხელებს და დიდ-დიდი ყლუპების მოსმა გიჭირს... აი, ახლა ერთმა უკვე მოხარშა და ჩვენს გვერდზე დაჯდა. მეგონა დასხმას ჩვენგან დაიწყებდა, მაგრამ მან პირველად იქითა მხარეს მიაწოდა. ცოტა არ იყოს გამიკვირდა. შევხედე ჩემს ახლობელს და მივხვდი რაც ხდებოდა. ვიდრე ჩაი წრეზე ჩამოტარებდა, გაცივდა. ახლა უკვე ჩვენ შეგვეძლო დიდი ყლუპით გვესვა... ბებერ “ლაგერნიკს” კარგი ყნოსვა აქვს და ქცევაც არ ეშლება. იცის, სად როგორ მოიქცეს... სიგარეტიც წრეში იწევა. ეს არის გაზეთში გახვეული “მაზურკა”თუთუნი . “კოზი როგს” ეძახიან, როცა წრეში ყველა თითო ნაფაზს ურტყამს. საკანში ყოველთვის მოიძებნება ვინმე ერთი, რომელიც არ გევასება. აქაც იგივე ვარიანტი თამაშდება, რაც “ჩეფირის” შემთხვევაში. რომელიმე ბებერი ახვევს თუთუნს და ბოლოში უფრო მეტ გაზეთს უტოვებს, ვიდრე ჭირდება. ამის შემდეგ, ის მოსაწევად პირველად იმას აძლევს ვინც არ მოწონს, ან ძველი ანგარიში აქვს გასასწორებელი. ამას ისე მოხერხებულად აკეთებს, რომ ეჭვიც არ შეგეპარება მის გულწრფელობაში. პირიქით, ვისაც პირველად აძლევს, თითქოს იმაზე ახლობელი არავინა ჰყავს. მტრობა ან ზიზღი აქ მხოლოდ სიხარბემ შეიძლება გამოიწვიოს, როცა ცდილობენ, საერთოდან რაც შეიძლება მეტი მიიღონ. ასეთი “როჟები” კი, ხშირ შემთხვევაში, გამომწვარი პირით და გაზეთისაგან ბოლისგან გამობუგული ყელით დადიან. ამ ხალხზე დაკვირვება არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს გამოჭერა გინდა, ან რაიმე სხვა ინტერესი გაქვს. ეს უბრალოდ “ლაგერნიკის” თვალია. აქ ყველა “ბლატაობს, რადგან ზონის მკაცრი რეჟიმის საკანში ვართ. ძნელია, მათი ლაპარაკიდან შეიტყო ვინ ვინ არის, მით უმეტეს კამერაში, სადაც დრო ბევრი გაქვს. აქ ყველას დროის გაყვანის საკუთარი მეთოდი აქვს. საკანში დღედადღეშუა “ბალანდა” შემოაქვთ. სხვა დღეებში მხოლოდ პური, “პაიკა” და ადუღებული წყალია. პური ნახევრად ცომი და უხარისხოა. ვინც გამოცდილია და აქ ჯდომის დიდი ხნის სტაჟი აქვს, ისინი თავიანთ წილს ბატარიაზე აშრობენ, მერე პატარ-პატარა ლუკმებად ანაწილებენ და ასე ჭამენ. ისინი სხვებზე მეტად უფრთხილდებიან კუჭს. შემთხვევითი “პასაჟირები” კი ჩქარობენ. ხარბად ჭამენ და თავიანთ ქცევას, გათბობის მიზნით, ცხელის ჭამის სურვილით ხსნიან. არის პატიმრებზე დაკვირვების კიდევ ერთი მეთოდი. ესაა ძილი. ზოგიერთების სიბრიყვე, ყველაზე უკეთ ძილში ჩანს. ძილის დროს ხომ ვერავინ ვერ ახერხებს სახის “დაკერვას”. როდესაც საკანში შედიხარ, ზონის ტანსაცმელს გხდიან და “ხებეს” გაცმევენ. ეს წესი ყველგან არ მოქმედებს, მაგრამ რუსეთის ტერიტორიაზე უმეტესობა ამ რეჟიმში ცხოვრობს. პატიმრის “კურტკა” ((სულ ესაა რაც გაგჩნია) ზევიდან უნდა დაიხურო. თუმცა, გააჩნია ვინ როგორ ახერხებს ამას. გამოცდილი და საკნის მუდმივი ბინადარი მოკუნტულია. თავი მუხლებზე უდევს და ზემოდან გადაფარებული იძინებს, რათა თბილი ჰაერი ისუნთქოს. სხეული ასე უფრო მეტ სითბოს ინარჩუნებს. საკანში ყველა ერთი ზონიდანაა. ყველა ერთმანეთს იცნობს. ყველამ იცის, ვინ ვინ არის. თუმცა, ეს უფრო გარეგნული, ზედაპირული ცნობაა. ”ზონაში” კი მეტი სივრცეა, უფრო ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ერთმანერთს, ვიდრე საკანში, სადაც დღე-ღამის განმავლობაში ადამიანი უბრალო მოძრაობასაც ამჩნევ. ხშირ შემთხვევაში ეს გამაღიზიანებლადაც მოქმედებს შენზე. როდესაც საკანში ახალი შემოყავთ, კარის იქითა მხარეს სხვა ტიპი დგას, კარის აქეთა მხარეს კი იცვლება. მართალია, ზოგს ეს ნაკლებად ეტყობა, ზოგის ცვლილება კი თვალისთვისაც შესამჩნევია. ეს შეიძლება შეზღუდული სივრცის მიზეზით ხდება. აქ სივრცის შიშიც იგრძნობა. აქ ის რჩები, სინამდვილეში ვინცა ხარ. ბევრ გამოცდილ პატიმარში დაძაბულობაც შემიმჩნევია, მათში გაუცნობიერებლად რაღაც ხდება... ისინი გაშლილი ტანით წვებიან და თითქოს უფრო “თავისუფლად” გრძნობენ თავს, მაგრამ ეს სწორედ მათ ზედმეტ დაძაბულობაზე მიანიშნებს. ისინი თამაშობენ “კაი ტიპობას”, სინამდვილეში კი მხოლოდ “პასაჟირები” არიან. ერთხელ, პატარა საკანში მარტო ვიჯექი. რამდენიმე დღის შემდეგ საერთო, უფრო დიდ საკანში გადამიყვანეს და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გამათავისუფლეს. რადგან აქ უფრო მეტი სივრცე და ხალხი იყო. ალბათ, ჩემი შეგრძნების მიზეზიც ეგ უნდა ყოფილიყო. როდესაც საკანში ვინმე შემოდის ან გადის, კარი მაშინვე იკეტება. ვფიქრობ, რომ სწორედ კარია ყველა ცვლილების და განცდის საზღვარი. როდესაც შემოყევხარ ცუდ ხასიათზე ხარ, როცა აქ ყოფნის დრო გიმთავრდება, სიხარულს ამ კარებთანვე განიცდი. ერთი ნაბიჯი ზღურბლზე და ან ასე ხარ, ან - ისე. ყველანი ჩვენს თამაშს ვთამაშობთ. ვქმნით ჩვენს გმირებს. ამ ჩაკეტილ, პატარა სივრცეში, თუ ძლიერი არა ხარ, თავს ვერ დაიმკვიდრებ. მთავარია, არ შეგეშალოს და ისეთი რამე არ გააკეთო, რაც საკნის წესებს ეწინააღმდეგება. ამის გამო უმეტესობა დაძაბულია. ერთ საკმაოდ ავტორიტეტულ პატიმარს საკანში ჯდომის დრო დაუმთავრდა და “ზონაში” გადაყავდათ. როდესაც საკნიდან გავიდა, “ნადზორმა” ჩვენი საკნის კარი გააღო და სხვა საკნისკენ წავიდა. პატიმარი მარტო დარჩა კარებთან და ზედამხედველის მაგივრად მექანიკურად დახურა საკნის კარი... ეს პატიმრებისთვის მიუღებელია. თანაც თუ კარგი ბიჭობის, “ხარაშნიაკის” პრეტენზია გაქვს. კარის იქეთა მხარეს დარჩენილს იმდენად დიდი სიხარულის გრძნობა ჰქონდა, რომ მოეშვა კონტროლი დაკარგა და მისი ქმედებაც უნებური გახდა. “ლაგერნიკი” ის ადამიანია, რომლმაც ცხოვრების დიდი ნაწილი პატიმრობაში გაატარა. მისი ტვინი მიჩვეულია ამ ყოფას. ის აღარ ფანტაზიორობს. იცის, ვინ რას წარმოადგენს და სადამდე შეიძლება ამა თუ იმ პიროვნების ნდობა. ამის გამო მისი ურთიერთობები ზედაპირულია. მცირეა პროცენტია ამ ადამიანებისა, რომელთაც აზროვნების სივრცე სხვადასხვა ხერხებით გაიფართოვა. ზოგმა ეს წიგნის დახმარებით შეძლო, ზოგმა ზონის გარეთ, სხვა საზოგადოების ადამიანებთან ურთიერთობით. ასეთი ადამიანები ყოველთვის საინტერესონი და სასურველნი არიან. მშვიდად ცხოვრობენ და თითქმის არ არღვევენ, უკვე ჩვევად ქცეულ, ცხოვრების წესს. ასეთები “ზონის” გარეთ ცოტა უხეშად გამოიყურებიან. თუ პირველები სხვა საზოგადოებაშიც თავს კარგად გრძნობენ და მათთვის სულ ერთია თუ სად იქნებიან, მეორეებს უჭირთ სხვა საზოგადოებაში ყოფნა. კრიტიკულად უყურებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც მათგან განსხვავებული ღირებულებები აქვთ. პატიმრების დიდი ნაწილი კი უბრალოდ კანონის დამრღვევია. “ზონის” ცხოვრებას ვერ ეგუება. ოცნებობს, გარეთ ცხოვრებაზე. თუმცა, როცა თავისუფალია, არ შეუძლია არ მოიპაროს ან სხვა დანაშუალი არ ჩაიდინოს. მისი “აქეთ” და “იქით” ყოფნა უფრო პირობითია, რადგან მათი ცხოვრების წესი ფაქტობრივად არ იცვლება.. აქ აზრად არ მოგდის, რომ მათში რაიმე კარგი დაინახო. ეს ჩემი მაგალითიდანაც კარგად ჩანს. მეც ხომ ჩასაფრებული ვარ. უფრო უარყოფითს ვეძებ მათში და თუ ტვინს შეუძლია უფრო ღრმად ჩაწვდეს მათ შინაგან ბუნებას, მხოლოდ იმისთვის, რომ ამოიკითხოს ვინ არის და ვის თამაშობს. აქ ხშირად ღიზიანდები, ხასიათი გიფუჭდება და მიზეზად ისევ ამ ხალხს თვლი, ვის ცხოვრებაშიც შენ თვითონ იქექები. ჩემმა მცდელობამ, ვინმე შეცოდმაზე დამეჭირა, ან ამომეცნო სინამდვილეში ვინ იყო, ცოტა უხერხულობაში ჩამაგდო. ჩემი ტვინი თითქოს ორად გაიყო. ერთი – საკანში გამოცდილებამიღებული პატარა მეწვრილმანე, ყველაფერში რომ იქექება, შეიძლება სხვაზე მეტს ფიქრობდეს და აანალიზებდეს, მაგრამ უფრო თავდაჯერებულია. მეორეს კი თითქოს უხაროდა ამ არეულ ხალხთან, ყოფნა, მიუკერძოებლად უყურებდა ყველას და ყველაფერს. თითქოს ამათ ხარჯზე “გაფართოებაც” უნდოდა, მეტის გაგებაც და შესწავლაც, რადგან საკნებს შორის განსხვავებას მხოლოდ ზომებში ხედავდა. ამ ხალხის უმრავლესობა მშობლის გარეშე გაიზარდა. მათ არ იციან დედის მოფერება და სიყვარული. მათ “არას” გარდა არაფერი მოუსმენიათ. ბავშვობიდანვე, რაიმე სურვილი თუ გაუჩნდებოდათ “არა”-ს ეუბებოდნენ. იმდენჯერ უმეორებდნენ არ დააშავოო, რომ მაინც დააშავა. იქ, სადაც ისინი იზრდებოდნენ (უპატრონოთა სახლში) მათი ინდივიდუალობა არავის აინტერესებდა. ჭამა კოლექტიური, ძილი კოლექტიური. მე კიდევ მშობლებთან ვიზრდებოდი. დედამ მასწავლა ხალხთან ურთიერთობა. ის, რასაც ადრე ყურადღებასაც არ ვაქცევდი და თითქოს არ კი ვუსმენდი, ახლა მახსენდებოდა. ეს იყო რუსეთი, სადაც თანასწორობაზე ქადაგებენ, მხოლოდ ამ კონტიგენტის გამოკლებით. არადა, ამ პერიოდში ნახევარი რუსეთი პატიმარი იყო. მე ვერ ვიხსენებ ერთ შემთხვევას, ვინმეს თუნდაც ერთი სიტყვით, რომ გამოეთქვა თავისი უკმაყოფილება იმ დროინდელ წყობაზე ან მმართველობაზე. ისინი ლანძღავდნენ უბნის ინსპექტორს ან ყველაზე დიდი - გამომძიებელს. ბევრი ძველი პატიმარი შემხვედრია, სვირინგებით, მკერდზე სტალინისა და ლენინის სურათებით. მათი უმრავლესობა კი ეკლესიის და ორი ანგელოზის სვირინგს ატარებს. ეტყობათ, მხოლოდ ღმერთის იმედზე რომ არიან დარჩენილები. სიყვარულის შესახებ აქ ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს. ეს იმდენად პირადულია, რომ უფრთხილდებიან და გარეთ არ გამოაქვთ. თუმცა, ვერც შინაგან განცდას შეატყობ, იმდენად კარგად აქვთ შეფუთული. ერთი შეხედვით, გარეგნულად ვითომ ერთფეროვანი, მარტივი ცხოვრებაა, მაგრამ შეიძლება ზოგჯერ ისეთი საქციელის მოწმე გახდე, რომ ვერც წარმოიდგენდი ამის გაკეთება, აქ ამ პირობებში, თუ შეიძლებოდა. ერთხელ, ღამით ერთი პატიმარი ავად გახდა. გათებენამდე იმის მიმხედავი არავინ იყო. ყველამ გავიხადეთ ჩვენი “ხებე” და დავახურეთ. ჩაი, რაც დილისთვის შენახული გვქონდა, მოვადუღეთ და ცხელი დავალევინეთ. მე მათში დავინახე ავადმყოფის დახმარების სურვილი. ღამე არც ერთს არ გვიძინია. ვერც დავიძინებდით სიცივისგან. ყველამ იცოდა, რომ დილით თავის ტკივილი ექნებოდა, რადგან ჩაის გარეშე დავრჩით, მაგრამ ვხედავდი, რომ ამით არავინ შეწუხებულა. როცა პატიმარი გათბა და ციება მოეხსნა ჩაეძინა. ჩვენ კი საკანში სიარულით ვთბებოდით. ლაპარაკითაც არავინ ლაპარაკობდა, რომ ავადმყოფს არ გაღვიძებოდა. გრძნობა, რომელიც თითქოს არ არსებობდა, საჭირო დროს გაჩნდა და რაც შეგვეძლო ის გაგვაკეთებინა. შეიძლება ვიღაცამ ეს ქმედება არაფრად ჩათვალოს, რადგან ავადმყოფზეა საუბარი. თქვას, რომ ეს ჩვევა, ავადმყოფის დახმარების სურვილი, ჩვენშია. ამიტომ, ერთ შემთხვევაზე კიდევ ვიტყვი. ღამე საკანში გადაბმული ძილით არავის ძინავს. ჩაგეძინება და ცოტა ხანში გეღვიძება. ვიღაცას დღე-ღამის განმავლობაში საერთოდ არ ძინავს. ერთხელ ახალი შემოიყვანეს. არავინ იცნობდა. ორი თუ სამი დღე იყო გასული მის შემოსვლიდან, რომ ყველამ შევამჩნიეთ, საერთოდ არ ძინებია... ერთ-ერთმა ჰკითხა თუ რატომ არ იძინებდა. გაირკვა, რომ ცუდი ძილი ჰქონია. ძილში ისე სუნთქავდა, თითქოს იხრჩობოდა. მართლა აუტანელი იყო. ვუთხარით დაეძინა, რადგან ამდენ უძილობას ვერ გაუძლებდა. მივხვდით, ჩვენგან ეუხერხულობდა. ჩვენ გვიფრთხილდებოდა. მართლა ვუთანაგრძნეთ. წინათ ვახსენე, თითქოს ტვინი ორად გამეყო-მეთქი. სინამდვილეში ტვინი იგივე იყო. ჩემში ორი ადამიანი “ჩასახლდა”. ერთი ის, რომელიც ვითომ დროის გაყვანის მიზნით “ჩასაფრებული” იყო და მეორე ის, რომელმაც “ხებე” გაიხადა და რომელსაც იმ ტიპის აუტანელ სუნთქვის ესმოდა. ავადმყოფს მშვიდად ეძინა. მე კი მციოდა და დავდიოდი... თან ერთი ფიქრი არ მასვენებდა, – რატომ გავიხადე და დავახურე? იმას თბილად ძინავს, მე კიდევ ვიყინები... ვინ არის? რა არის ჩემი? ახლა, ამის სუნთქვას რომ ვუსმენდი, სულ მინდოდა პირზე ხელი დამეფარებინა და გამეგუდა. აქედან მივხვდი, თუ თანაგრძნობის რამხელა უნარი მოუცია ღმერთს ჩემთვის, რადგან ვერც “ხებე” წავართვი და ვერც გავგუდე. *** ვინმესთან საკანი რომ ახსენო, პირველი რეაქცია უარყოფითი ექნება. შენც ასე ხარ. მაგრამ როცა საკნის ცხოვრებით იცხოვრებ და გაშინაურდები, გრძნობაც გეცვლება. მდგომარება გაიძულებს არსებულში, თუნდაც მცირე, პოზიტივი აღმოაჩინო. აქ კომპლიმენტს არავინ გეუბნება. ერთმანეთის შეფასება მიღებული არ არის. ვინმე თბილ სიტყვას თუ გაგაგონებს, ის სითბო გიასმაგდება და დიდხანს მიგყვება. თვითონ სიტყვა ხდება შენთვის ძვირფასი. ნათქვამსაც უფრთხილდები და უფრო მეტ ყურადღებას იჩენ იმ ადამიანის მიმართ. გინდა, რომ მასთან თბილი ურთიერთობა შენარჩუნო. საინტერესო ის არის, რომ აქ სადაც ვითომ ეშმაკის ბუდეა, სინამდვილესი არსად არა ჩანს ეშმაკი. როცა წარმოიდგენ აქაურ მცხოვრებლებს, ყველა რომ ცოდვილი და პოტენციალური დამნაშავეა, ამ დროს ყველაზე დაბალანსებული სამყოფი არის ერთ პატარა საკანში. ამდენი უარყოფითი განცდის მატარებელი ადამიანი ერთად და ასეთი წესრიგი. უფრო მეტი თანაგრძნობა, ვიდრე ბოღმა. მე არ ვიცი, შეიძლება იმიტომ, რომ არავის არაფერი გააჩნია. ის რაც ეკუთვნის, არავინ ართმევს. მოწილე არა ჰყავს. ყველამ იცის რამდენი ეკუთვნის და ისიც იცის, მეტს არავინ გაატანს, მაგრამ მაინც ყველას ხომ გვაქვს ჩვენი ფიქრები. რაღაცას ხომ მაინც ვფიქრობთ? ძირითადი ფიქრი მაინც გარედანაა შემოყოლილი. ამდენი მძიმე წარსულის ხალხი ერთად, ამდენი უარყოფითი ფიქრი ერთად. აქ პატარა ეშმა რომ იყოს, ერთმანეთს გადავჭამდით. არის მომენტი და გაიფიქრებ, რაღაც ან ვიღაც ხომ არ აბალანსებს ამ ხალხს. ე.ი. არსებობს უფრო ძლიერი ძალა რომელიც არეგულირებს აქაურობას. მე შეიძლება ვითამაშო “კრუტოი”, ან მართლა ასეთიც ვიყო, მაგრამ ცუდად ყოფნის მომენტში, ჩემთვის ჩუმად, მაინც ღმერთს ვთხოვ დახმარებას. მე შეიძლება ამ ხალხზე ძლიერი ვარ, მაგრამ ზოგჯერ მეც ცუდად ვარ. თავს ვერ ვერევი. მე ვიცი რომ ჩემზე ძლიერიც არსებობს. შეიძლება გარეგნულად არ შევიტყო, მაგრამ ვიცი, რომ იმასთან უძლური ვარ. ამას ვგრძნობ და ეს გრძნობა მხოლოდ ერთი სიტყვით მათქმევინებს – ღმერთოს... აქ ერთი იმედი ღმერთია მხოლოდ. ამას ჩემთვის ჩუმად ვამბობ. ზოგჯერ იმის შიშიც მაქვს, ხმამაღლა რომ ვახსენო ღმერთი, სიტყვას არ გაყვეს, არ გაქრეს. ამიტომ მე და ჩემსავით დანარჩენებიც არ ლაპარაკობენ ღმერთზე. თავისთვის, შიგნით ინახავენ, რადგან იციან, რომ ერთადერთი ძალაა, ვისაც შეუძლია ასეთი წესრიგის შენარჩუნება. ჩვენი ცუდი ფიქრებიც უძლური ყოფილა მასთან. *** ჩვენ, ვინც საკანში ვზივართ, ყველანი კანონის დამრღვევები ვართ. ამიტომ მხოლოდ უნდა ვასრულებდეთ და არ ვარღვევდეთ ამ დაუწერელ კანონს. სრულყოფილი არაფერი არ იქნება. წინათ ვახსენე დაბალანსება, ჩემი აზრი გამოვთქვი ღმერთთან დაკავშირებით, საკანი უსულოა, მაგრამ რამდენ სულიერს გვაკონტროლებს. ერთი შეხედვით ოთხი კედელია და სხვა არაფერი. ამ დროს გაფიქრებაც კი გაშინებს, რომ შენ თავს უფლება მისცე ემოციის გარეთ გამოტანისა. საკანს ერთი თვისება აქვს. სამ კაციან საკანში რომ იჯდეთ ორი ადამიანი, გაუთვითცნობიერებელი ლოდინის გრძნობა გეუფლება, იზოლატორის შენობაში ხმას რომ გაიგონებ გგონია ვინმე მოიყვანეს და შენთან ჩასვამენ. შეგრძნება გაქვს, სამიანში ორნი რომ ზიხართ, საკანს რაღაც აკლია. არ არის სრულყოფილი. თითქოს შენც არ გასვენებს მისი არასრულყოფილება და როცა ერთ კაციანში “ადინოჩკაში” ზიხარ იქ მეტი სიმშვიდე გაქვს. არავის ელოდები. მეორე რომ ჩაგისვან, აქაც დაირღვევა “წესრიგი”. არადა, თითქოს უნდა გიხაროდეს ვინმესთან დაილაპარაკებ, მაგრამ საკანი ერთზეა გათვლილი და მეორე უკვე ზედმეტია. საკანთან ამდენი ხნის ურთიერთობამ, ერთი რამ კარგად მასწავლა. რაც უფრო ახლოს ვგრძნობდი კედლებს, მით უფრო რეალურად აღვიქვამდი გარემოს. უკეთესად ვხედავდი ჩემს თავს და უფრო სწორად ვაფასებდი რეალობას. ვგრძნობდი ჩემს შინაგან ძალას. თითქოს შეზღუდული გარემო უფრო მეტ სიმშვიდეს და თავისუფლებას მანიჭებდა.. გამოდის, რომ საკანში უფრო მეტადა ვარ კონცენტრირებული. რაც უფრო მეტია წნეხი, მით უფრო ვფართოვდები. განა, პირიქით არ უნდა იყოს? *** ძლიერი ქარი უბერავს. ლამისაა წონასწორობა დამაკარგვინოს. ამიტომ ერთი ფეხი წინა მაქვს წადგმული. სხეულიც დაჭიმული და დაძაბულია. ეს ქარი გარედან უბერავს. თუმცა, შიგნითაც იგივე შეგრძნება მაქვს. იქაც ქარის მაგვარ ძალასა ვგრძნობ. იმის გამოც დაჭიმული და დაძაბული ვარ. მხოლოდ, იმ განსხვავებით, რომ ეს ძალა ვერტიკალურია. ორივე ეს ძალა თითქოს ჩემში კვეთს ერთმანეთს. ხან გულში, ხანაც თავში. ალბათ, ამ კვეთაშია მთელი საიდუმლო. თუმცა, ამ საიდუმლოებისთვის ახლა ნამდვილად არ მცალია. მით უმეტეს, ახლა, როცა ზონაში ყველა თამაშობს და ქარებიც ისე უბერავენ, თითქოს არც ეხებიან ერთმანერთს... ზონაში ყველა თამაშობს, მაგრამ ვერ გაიგებ, ვინ კარგი გადამხდელია და ვინ “ფუფლიჟნიკი”. ადმინისტრაციამ მკაცრი ზომები მიიღო. “ნადზორები” ისე დარბიან, რომ თამაშსაც ძლივს ვახერხებთ. ყოველ დღე “შმონებია”. თუ კარტით დაგიჭირეს “კარცერში” გსვამენ. სამჯერ რომ დაგიჭირონ, ექვსი თვით “ბურში” ხარ გამომწყვდეული. ბურის მერეც თუ დაგიჭირეს, “კრიტში” გიშვებენ. დომინოს, ჭადრაკის და ნარდის თამაში დაშვებულია. ბევრმა ნარდის თამაში დაიწყო, ზოგმა ადრე იცოდა, ზოგიც ახლა სწავლობს. თვითნაკეთი კამათლით თამაშობენ. ჩემთან ზის ძველი მოთამაშე, თბილისელი ქურთი, რომელიც კამათელს აკეთებს. მე და ქურთი შეკრულები ვართ. ის აკეთებს კამათელს და ჩუქნის მოთამაშეებს. კამათელი დამაგნიტებულია. ისინი თავისი კამათელით მოდიან და მეთამაშებიან. ეჭვიც არავის უჩნდება ჩემს თაღლითობაზე, იმიტომ რომ კამათელი თავისია. მაგნიტის შესახებ, ჯერ-ჯერობით არავინ იცის. მაგნიტმა და წაუგებელმა თამაშებმა ყოვლისშემძლე გამხადა. შიში დაიკარგა. გაჩნდა ამპარტავნება. ფულსაც ვიგებ, მატერიალური პრობლემაც მოხსნილი მაქვს, თანაც მთელი ზონა დაზარალებული მყავს. ოცდაოთხი წლის ბიჭს აგივარდება თავში, აბა რას იზამს? ქურთთან ვალში არიან. პატივს სცემს და კამათელს ჩუქნის. მე ვიგებ და ჩემი მეგობრები ხდებიან. სინამდვილეში ქურთისგან იწყება პროცესი, ბოლოს მე ვამთავრებ. მაგნიტით მხოლოდ მე ვთამაშობ. ხალხი ისეთ “ზამასკაშია”, რომ მსურველების რიგი მიდგას. ვისაც ვატყობ, რომ ვერ იხდის, წინასწარ მე თვითონ “ვურასხოდებ”. ისე ამეწყო ყველაფერი, უკეთეს ვერ ინატრებ. საიდანაც შეიძლება პრობლემა გაჩნდეს, იქ მოწესრიგებული მაქვს. ისეთი რეჟიმით ვცხოვრობ ძილის დროც აღარ მრჩება. ამპარტავნობა შემომეპარა, ჩემზე გონიერი ადამიანი დედამიწაზე არ მეგულება. მოთამაშეების დიდი ნაწილი ჩალიჩობს, რომ მომიგონ. როგორ უნდა მომიგონ – არ ვიცი. ერთი “იაზვა” მოთამაშე არ მასვენებს, უკვე სამჯერ გადაიხადა, მაგრამ მაინც მოდის. მე კი მასთან თამაში არ მსიამოვნებს. არ ვეთამაშები, მაგრამ თავს არ მანებებს. შემიჩნდა, ერთხელ კიდევ ვითამაშოთო. დამითანხმა. თვის ბოლოს ასი მანეთი მოუგე. ამ ტიპთან სამნი არიან, კარგი ბიჭების სტატუსით ცხოვრობენ. ეტყობათ, გარეთ ხულიგნები “ბესპრედელი” როჟები” იყვნენ. რუსეთის ზონიდან შეიძლება ხუთი პროცენტი გამოარჩიო, დანარჩენი ყველა ერთნაირია. თვის ოცი რიცხვი იყო, როცა ნასვამები მოვიდნენ და ერთი “ფუფლიჟნიკის” ფული შემომთავაზეს. ეს ჰაერის გადაბარებას უფრო გავდა. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. ისევ მოვიდნენ. ახლა მართლა გადამხდელის ფული შემომთავაზეს. მე ვუთხარი, რომ თვის ბოლოს თვითონ ჩამაბარებდნენ ფულს. აქ ფულზე აღარ იყო საქმე, აქ უკვე ჩემი პრინციპი იყო. მოკლედ, მტრებად დავშორდით. ესენი რომ წავიდნენ, ჩემთვის რამოდენიმე ვარიანტი დაუშვი. რა შეიძლებოდა ამათ ტვინს მოეფიქრებინა, რომ სამაგიერო გადაეხადათ. თითქმის ყველაფრისთვის მზად ვიყავი. ისე მქონდა თავში ავარდნილი, რომ მოწინააღმდეგეს ვეღარ ვხედავდი. ამ წაუგებელმა თამაშმა სულ გამარეკინა. ფულის მიღებამდე ორი დღე დარჩა.... საღამოს ათ საათზე “ატბოი” გამოცხადდა. ბარაკში შუქს აქრობენ. მხოლოდ შემოსასვლელში რჩება ერთი ნათურა. ისე მოხდა, რომ დამაგვიანდა. კარებში რომ შევდიოდი, ვიღაცამ ზურგიდან გამაკავა. ჩემს წინ უცებ ორი გაჩნდა. ერთმა “შტირი” ჯერ ღვიძლის არეში, მერე კი გულთან ჩამარტყა. ვისაც ზურგიდან ვყავდი შებოჭილი, იმან დაიყვირა. თურმე, მეორე დარტყმის დროს “შტირმა” ჯერ იმისა ხელის მტევანში გაიარა და ისე შემერჭო. ამან გადამარჩინა, რადგან “შტირმა’ მიმართულება შეიცვალა და პირდაპირ გულში არ მომხვდა. ტკივილი საერთოდ არ მიგვრძნია, რადგან ყველაფერი წამებში მოხდა. ბარაკში ასი კაცი ცხოვრობდა. ბევრმა დამინახა. რამდენიმე კაცი მოვარდა და ჩემს საწოლამდე მიმიყვანეს. სისხილისგან ვიცლებოდი. ზეწარი შემომახვიეს. ისინი კი “ვახტზე” თვითონ გაქცეულან. მოვარდნენ „ნადზორები“. ჭრილობები ნახეს და ექთანს დაუძახეს. საავადმყოფოში ვარ წასაყვანი. ექთანი ცდილობს როგორმე სისხლი გამიჩეროს. საავადმყოფომდე სამოცი კილომეტრია. გზა სტეპზეა გასასვლელი. მოიყვანეს ძველი გაზიკი “ვარონიკი”, დააგეს ლეიბი და დამაწვინეს. ექთანი ჩემს გვერდით დაჯდა. დანგრეულ გზაზე, რამდენჯერაც მანქანა ჩაარტყამს, იმდენჯერ სისხლი ასხმას ჭრილობიდან. გრძნობა არ ვკარგავ, მაგრამ არც სრულ ჭკუაზე ვარ. ექთანი ხანში შესული ქალია. ტირის. ვეცოდები, – შვილო ცოტაც მოოითმინე,– მაგრამ ის ცოტა არ მთავრდება. როდის დავკარგე გონება, არ მახსოვს. აზრზე რომ მოვედი, პალატაში ვიწექი მარტო. ჩემს გვერდით ახალგაზრდა კაცი იჯდა. ქართველია, ჩემი მეზობელი ზონიდან. თურმე სამი დღე გავიდა ოპერაციის შემდეგ და მესამე დღეა ისიც არ მომშორებია გვერდიდან. ერთმანეთს შორიდან ვიცნობდით, მაგრამ პირველად შევხვდით. ღამის ორ საათზე მოვუყვანივარ სავადმყოფოში. ჭრილობა რომ უნახავს, მორიგე ებრაელ ექიმს უთქვამს, – აუცილებლად დაიბრიდებაო. შეატყობინა თურმე საავადმყოფოს მთავარ ექიმს, მაგრამ იმან დილამდე ჩემი ასე დატოვება უბრძანა... ჩემს ბედად, მორიგე ქირურგი აღმოჩნდა და მთავარი ექიმის ნებართის გარეშე საოპერაციოში შემიყვანა. იმ ღამეს, მან ყველაფერი გააკეთა ჩემს გადასარჩენად. მისი ყურადღება მერეც არ მომკლებია. უფრო მეტიც, როცა ჩემებმა გაიგეს, ჩამოვიდნენ და საჩუქრებით დატვირთულებმა სახლში მიაკითხეს ექიმს, მან ფულს ხელი არ მოკიდა, სასტუმროშიც არ გაუშვა, თავისთან სახლში დატოვა. დიდი მასპინძლობაც გაუწია. ერთი თვე მომიწია საავადმყოფოში ყოფნა. ოპერაციის შემდეგ, პირველი ათი დღე ცუდად ვიყავი. ის წამლები, რაც მე მჭირდებოდა, გარედან შემოქონდა იმ ახალგაზრდა ქართველს. ექიმის გულისხმიერების წყალობით, ერთ თვეში ზონაში დამაბრუნეს. განთავისუფლებამდე დარჩენილი მქონდა სამი თვე და რაღაც დღეები. ისინი, ვინც მე დამჭრა, უკვე ციხეში იყვნენ გადაყვანილნი. ნახევარ ბარაკს მიეცა მათ წინააღმდეგ ჩვენება და თვითონაც ეღიარებინათ დანაშაული. მე არ მქონია მათზე არც ბოღმა და არც სამაგიეროს გადახდის სურვილი, ერთადერთი რაც მაწუხებდა, ის იყო, რომ “დაზარალებული” აღმოვჩნდი. სასამართლოზე, პირველად ჩემს ცხოვრებაში, დაზარალებულის სტატუსით უნდა ვყოფილიყავი. ის სამი “სირი”, პირიქით, ბრალდებულნი უნდა ყოფილიყვნენ. ჩემს ჩვენებაში ვთქვი, რომ სამუშაო ზონიდან კედელზე გადმოვხტი და „შტირზე“ დავვარდი, რომ ბრალდებულნი ჩემი ძალიან ახლობლები არიან. ჩემი ჩვენება არც კი მოუსმენია ვინმეს. სულ ოცი წუთი გაგრძელდა სასამართლო. განაჩენი გამოაცხადეს და ისინი ციხეში გადაიყვანეს. მე კი იმ ოთახიდან, სადაც პროცესი ჩატარდა, პირდაპირ “კარცერში” გადამიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ საკანში ჩემი ჩასმა ჯერ არ შეიძლებოდა. ზონის ექიმმა ამის შესახებ პროტესტიც გამოთქვა. თუმცა, ექიმის რჩევისთვის ყურადღება არავის მოუქცევია. იქიდან „ბურში“ გადამიყვანეს და ასე გავთავისუფლდი.
** ახლა, როცა სადმე უცხო ადგილზე ვხვდები, ჩემს ტვინში თავდაცვის მექანიზმი ირთვება. მოსალოდნელი თავდასხმის შიშით ვხდები უნდობელი და კონცენტრირებული. შენობაში რომ შევდივარ აუცილებლად ისე ვჯდები, რომ გასასვლელს ვხედავდე. ეს ინსტიქტი ცხოველებშიცაა. ამაში უცნაური არაფერია. საკანში უამრავი კითხვა გამიჩნდა. სად დავუშვი შეცდომა? თითქოს აწყობილი მქონდა ყველაფერი, მაგრამ თავის დაცვა მაინც ვერ შევძელი. გადავხედე ზონაში ჩემი ცხოვრების ეპიზოდებს. თეორიულად შეიძლება ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ ბევრი შეცდომა დავუშვი. შეცდომა იყო, როდესაც მე დავიჯერე, თითქოს თვითონ ვიყავი ამ დამაგნიტებული კამათლის იდეის ავტორი. სინამდვილეში, ავტორი ქურთი იყო. შეცდომა იყო, რომ წარმატება მთლიანად მე დავიბრალე. ჩემი გამოუცდელობის ბრალი იყო, რომ ამდენი მტერი გავიჩინე. არადა შემეძლო, ის ფული რამდენიც მე მჭირდებოდა « სუფთად » მიმეღო. თამაშის ჟინიც სხვებისგან მქონდა თავსმოხვეული. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, ჩემი “მე” საერთოდ იკარგებოდა. აღარც ყოვლისშემძლე ვიყავი და დაზარალებულიც მე აღმოვჩნდი. რა შეცვალა ამ ინციდენტმა ჩემს ცხოვრებაში? გავიგე, რომ მე მხოლოდ მანქანის ერთ-ერთი ნაწილი ვარ. დამოუკიდებლად არაფერს წარმოვადგენ. სანამ არ გამოვალ ამ მანქანიდან, ვერ გავიგებ მის ნამდვილ არსს. ასეა, შენ რომ სხვას „ამაგნიტებ“, ერთ დღეს შენც „დაგამაგნიტებენ“. მივხვდი, რომ მაგნიტიანი კამათელი კონტაქტში აღარ შემოვა. შენ მისთვის უკვე უცხო ხარ. კამათელს უნდა მოეფერო, ელაპარაკო, სთხოვო რომელ „აჩოკზე“ დაჯდეს. მხოლოდ მოგებისთვის თუ დაჯდები, ბოლოს მაინც წაგებული დარჩები. ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო, რაც მოხდა იმ დაწესებულებაში სადაც მე ვიყავი, ეს იყო სიტყვა « კეთილი », რომელიც მანამდე მხოლოდ გინებებში თუ გამეგონა. სწორედ იქ ვნახე ნამდვილი სიკეთე, ყოველგვარი მორალური ვალდებულების გარეშე. *** არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, თითქოს მფარველობა მაკლდა. არა, ყველგან მხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც, დიდი რისკის ფასად, სიამოვნებით მეხმარებოდნენ. რომ დაეჭირათ, ალბათ, სამსახურს დაატოვებინებდნენ. ისინი ამას უსასყიდლოდ აკეთებდნენ, ღმერთის ნებით. ეს ადამიანები იმ დროს ჩნდებოდნენ, როცა გაბოროტების ზღვარზე ვიყავი მისული. ზონის „კარცერში“ ჩამსვეს. მარტო ვიყავი (ადინოჩკაში). სამი დღე მომიწია უსიგარეტოდ და უჩაიოდ ყოფნა. დღე-დღე შუა მხოლოდ ცხელი წყალი და “პაიკა” მოჰქონდათ. წარმოიდგინეთ, მწეველი კაცი უსიგარეტოდ. ისე ვიყავი გაბოროტებული, ჩემთან რომ ვინმე ჩაესვათ, ალბათ მოვკლავდი. უცებ „კარმუშკა“ გაიღო და სამი ღერი სიგარეტი შემოაგდეს. მე ვერ აღვწერ იმ გრძნობას, რაც მაშინ განვიცადე. ჩამოვჯექი და ისე მოვწიე. როცა ავდექი, სიგარეტმა და სისუსტემ თვალები დამიბნელა და რამდენიმე წამი გამთიშა. ეს წამლის (პრიხოდის) შეგრძნება იყო. უცებ ყველა და ყველაფერი შემიყვარდა. სამი დღის ნერვოზი სად გაქრა. არ ვიცი, სხვაგან ასეთი სიამოვნება ალბათ დიდი ფული ჯდება. ადამიანი დავიწყებული არ არის. დასარწმუნებლად, ღმერთი მას სხვადასხვა ნიშანს აძლევს. ალბათ, დიდი მკრეხელობაა, სიგარეტი სანთალს შევადარო, მაგრამ ახლა, როცა ჩემს განვლილ ცხოვრებას ბუშლატის სახელოდან ვუყურებ, სწორედ ის ანთებული სიგარეტი პარპალებს კელაპტარივით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. არ ვიცი, ამ მოთხრობას რა ტიტულები მიანიჭეს ან ვინ გაამარჯვებინა ლიტერატურულ კონკურსში, მაგრამ მე იქ გავჩერდი, ქალაქის გადასაწვავად რომ წაიყვანა 500(!) ქართველი. სრული აბსურდია! ძალიან დაბალი დონის ნაწარმოებია! გენერლების ხვეწნაზე და სამიდღის შიმშილობით დასუსტებულზე აღარაფერს ვამბობ.... ეს, დარწმუნებული ვარ, ისეთი კაცის დაწერილია, ჯარზე და ციხეზე მარტო მონაყოლიდან რომ გაუგია. არც უშიმშილია არასდროს, თორემ ეცოდინებოდა, რამდენ ხანში სუსტება ადამიანი. არ ვიცი, ამ მოთხრობას რა ტიტულები მიანიჭეს ან ვინ გაამარჯვებინა ლიტერატურულ კონკურსში, მაგრამ მე იქ გავჩერდი, ქალაქის გადასაწვავად რომ წაიყვანა 500(!) ქართველი. სრული აბსურდია! ძალიან დაბალი დონის ნაწარმოებია! გენერლების ხვეწნაზე და სამიდღის შიმშილობით დასუსტებულზე აღარაფერს ვამბობ.... ეს, დარწმუნებული ვარ, ისეთი კაცის დაწერილია, ჯარზე და ციხეზე მარტო მონაყოლიდან რომ გაუგია. არც უშიმშილია არასდროს, თორემ ეცოდინებოდა, რამდენ ხანში სუსტება ადამიანი.
29. მართალი ხარ, კატიე. ჩვენ ყველანი კარგი მწერლები ვართ, მაგრამ ციხე გვაკლია... :) კარგი ტექსტი კი ყოველთვის იწვევს ცთუნებას: ამას ხომ მეც დავწერდი...(ამას ხომ ნებისმიერი ციხეგამოვლილი დაწერდა...). სტალინს 50 მილიონი პატიმარი ჰყავდა, მაგრამ მათ შორის მხოლოდ ერთი იყო შალამოვი...:) მართალი ხარ, კატიე. ჩვენ ყველანი კარგი მწერლები ვართ, მაგრამ ციხე გვაკლია... :) კარგი ტექსტი კი ყოველთვის იწვევს ცთუნებას: ამას ხომ მეც დავწერდი...(ამას ხომ ნებისმიერი ციხეგამოვლილი დაწერდა...). სტალინს 50 მილიონი პატიმარი ჰყავდა, მაგრამ მათ შორის მხოლოდ ერთი იყო შალამოვი...:)
28. დღეს წავიკითხე "ბუშლატის სახელოდან დანახული ქვეყანა" "ლიტერატურული პალიტრის" მაისის ნომერში. წერია ის, რაც შეიძლება დაეწერა ნებისმიერ ციხეგამოვლილ. მეტნაკლებად წერის ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანს, არაფერი განსაკუთრებული, არაფერი ახალი. თხრობა ძალიან მდორეა, უემოციო. კიდევ კარგი მე არ ვარ ჟიურის წევრი არასოდეს... დღეს წავიკითხე "ბუშლატის სახელოდან დანახული ქვეყანა" "ლიტერატურული პალიტრის" მაისის ნომერში. წერია ის, რაც შეიძლება დაეწერა ნებისმიერ ციხეგამოვლილ. მეტნაკლებად წერის ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანს, არაფერი განსაკუთრებული, არაფერი ახალი. თხრობა ძალიან მდორეა, უემოციო. კიდევ კარგი მე არ ვარ ჟიურის წევრი არასოდეს...
27. მეც იგივეს ვიზამდი მუხა...:) თუნცა მესამე ადგილიც დიდი ვაჟკაცობა იყო ჟიურისგან... ახლის აღმოჩენას კი ვაჟკაცობა არ ყოფნის, თავგანწირვა და გმირობა ჭირდება... :) მეც იგივეს ვიზამდი მუხა...:) თუნცა მესამე ადგილიც დიდი ვაჟკაცობა იყო ჟიურისგან... ახლის აღმოჩენას კი ვაჟკაცობა არ ყოფნის, თავგანწირვა და გმირობა ჭირდება... :)
26. მე ეს ძალიან მომწონს კარგად არის დანახული საბჭოთა ჯარი, ციხე და საავადმყოფო, იმდროინდელი გარემო და სიტუაცია,
ერთი შეხედვით ოთხი კედელია და სხვა არაფერი. ამ დროს გაფიქრებაც კი გაშინებს.
რომელი ერთი გამოვყო, ღრმა ფსიქოლოგიური ნაწარმოები, დანახული ბუშლატის სახელოდან. ჩემი არჩევანი, რომ ყოფილიყო ამ ნაწარმოებს პირველ ადგიზე გაუშვებდი! მე ეს ძალიან მომწონს კარგად არის დანახული საბჭოთა ჯარი, ციხე და საავადმყოფო, იმდროინდელი გარემო და სიტუაცია,
ერთი შეხედვით ოთხი კედელია და სხვა არაფერი. ამ დროს გაფიქრებაც კი გაშინებს.
რომელი ერთი გამოვყო, ღრმა ფსიქოლოგიური ნაწარმოები, დანახული ბუშლატის სახელოდან. ჩემი არჩევანი, რომ ყოფილიყო ამ ნაწარმოებს პირველ ადგიზე გაუშვებდი!
25. ძალიან ვისიამოვნე. გმადლობ ძალიან ვისიამოვნე. გმადლობ
24. მე არსად დამიწერია, ავტორი ქურდებისადმი სიმპათიითაა განწყობილი-მეთქი. ავტორმა, ეტყობა ვერ გაიგო მე რაც დავწერე., კერძოდ, მე ვამბობ, აღნიშნულ თემაზე იმდენჯერ დაწერილა და ისე კარგად, (დიდი მწერლებისგანაც) რომ იმდროინდელი ახალგაზრდობის ნაწილმა ქურდი ე.წ. კანონიერი ქურდი, იდეალადაც კი გაიხადა-მეთქი. ამიტომაც ავტორის მიერ ლამაზად აღწერილი და გადმოცემული ციხის ცხოვრება და წესები, არავითარ ნოვაციას და ინტერესს აღარ იწვევს მკითხველში. ეს მოთხრობა გასული საუკუნის 60-იან წლებში რომ დაწერილიყო, მეხის გავარდნას დაემსგავსებოდა. ჩემს კომენტარზე ასეთი არგუმენტის მოშველიება, უბრალოდ, "სხვა რაღაცას" უნდა ნიშნავდეს. წარმატებას გისურვებთ, მე არსად დამიწერია, ავტორი ქურდებისადმი სიმპათიითაა განწყობილი-მეთქი. ავტორმა, ეტყობა ვერ გაიგო მე რაც დავწერე., კერძოდ, მე ვამბობ, აღნიშნულ თემაზე იმდენჯერ დაწერილა და ისე კარგად, (დიდი მწერლებისგანაც) რომ იმდროინდელი ახალგაზრდობის ნაწილმა ქურდი ე.წ. კანონიერი ქურდი, იდეალადაც კი გაიხადა-მეთქი. ამიტომაც ავტორის მიერ ლამაზად აღწერილი და გადმოცემული ციხის ცხოვრება და წესები, არავითარ ნოვაციას და ინტერესს აღარ იწვევს მკითხველში. ეს მოთხრობა გასული საუკუნის 60-იან წლებში რომ დაწერილიყო, მეხის გავარდნას დაემსგავსებოდა. ჩემს კომენტარზე ასეთი არგუმენტის მოშველიება, უბრალოდ, "სხვა რაღაცას" უნდა ნიშნავდეს. წარმატებას გისურვებთ,
23. ეს ქარი გარედან უბერავს. თუმცა, შიგნითაც იგივე შეგრძნება მაქვს. იქაც ქარის მაგვარ ძალასა ვგრძნობ. იმის გამოც დაჭიმული და დაძაბული ვარ. მხოლოდ, იმ განსხვავებით, რომ ეს ძალა ვერტიკალურია. ორივე ეს ძალა თითქოს ჩემში კვეთს ერთმანეთს. ხან გულში, ხანაც თავში. ალბათ, ამ კვეთაშია მთელი საიდუმლო. თუმცა, ამ საიდუმლოებისთვის ახლა ნამდვილად არ მცალია.
ესაც ღმერთთან მიახლოების გზების ძიებას გავს ...ჩანასახს უფრო... რომელზეც, თითქოს შემდეგ უფრო ვრცლად დაგველაპარაკება ავტორი ... ეს ქარი გარედან უბერავს. თუმცა, შიგნითაც იგივე შეგრძნება მაქვს. იქაც ქარის მაგვარ ძალასა ვგრძნობ. იმის გამოც დაჭიმული და დაძაბული ვარ. მხოლოდ, იმ განსხვავებით, რომ ეს ძალა ვერტიკალურია. ორივე ეს ძალა თითქოს ჩემში კვეთს ერთმანეთს. ხან გულში, ხანაც თავში. ალბათ, ამ კვეთაშია მთელი საიდუმლო. თუმცა, ამ საიდუმლოებისთვის ახლა ნამდვილად არ მცალია.
ესაც ღმერთთან მიახლოების გზების ძიებას გავს ...ჩანასახს უფრო... რომელზეც, თითქოს შემდეგ უფრო ვრცლად დაგველაპარაკება ავტორი ...
22. საკანთან ამდენი ხნის ურთიერთობამ, ერთი რამ კარგად მასწავლა. რაც უფრო ახლოს ვგრძნობდი კედლებს, მით უფრო რეალურად აღვიქვამდი გარემოს. უკეთესად ვხედავდი ჩემს თავს და უფრო სწორად ვაფასებდი რეალობას. ვგრძნობდი ჩემს შინაგან ძალას. თითქოს შეზღუდული გარემო უფრო მეტ სიმშვიდეს და თავისუფლებას მანიჭებდა.. გამოდის, რომ საკანში უფრო მეტადა ვარ კონცენტრირებული. რაც უფრო მეტია წნეხი, მით უფრო ვფართოვდები. განა, პირიქით არ უნდა იყოს?
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, ჩემი აზრით...სულ მინდოდა გუშინ ამის თქმა...:) ჭეშმარიტებას შიგნით პოულობს...თავისთავში... სივიწროვეს და კედლებს არანაირი მნიშვნელობა აღარა აქვს...პირიქით რაც უფრო შეზღუდულია უფრო "თავისუფალი" ხდება ... საკანთან ამდენი ხნის ურთიერთობამ, ერთი რამ კარგად მასწავლა. რაც უფრო ახლოს ვგრძნობდი კედლებს, მით უფრო რეალურად აღვიქვამდი გარემოს. უკეთესად ვხედავდი ჩემს თავს და უფრო სწორად ვაფასებდი რეალობას. ვგრძნობდი ჩემს შინაგან ძალას. თითქოს შეზღუდული გარემო უფრო მეტ სიმშვიდეს და თავისუფლებას მანიჭებდა.. გამოდის, რომ საკანში უფრო მეტადა ვარ კონცენტრირებული. რაც უფრო მეტია წნეხი, მით უფრო ვფართოვდები. განა, პირიქით არ უნდა იყოს?
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, ჩემი აზრით...სულ მინდოდა გუშინ ამის თქმა...:) ჭეშმარიტებას შიგნით პოულობს...თავისთავში... სივიწროვეს და კედლებს არანაირი მნიშვნელობა აღარა აქვს...პირიქით რაც უფრო შეზღუდულია უფრო "თავისუფალი" ხდება ...
21. როდესაც ქვეყანაში, ზოგდად დანაშაულის მიმართ, კერძოდ კი ქურდული მენტალიტეტისადმი დაუნდობელი ბრძოლაა გამოცხადებული და ამ დროს რომელიმე მკითხველი რომელიმე ტექსტზე წერს, ამ ტექსტში ქურდების მიმართ სიმპატიაა გამოხატულიო, – ამას რა ჰქვია თვითონ მკითხველმა თქვას. აღარფერს ვამბობ იმის შესახებ, რომ ეს შეფასება უბრალოდ მცდარია და ჩემთვის გაუგებარ მიზანს ემსახურება... როდესაც ქვეყანაში, ზოგდად დანაშაულის მიმართ, კერძოდ კი ქურდული მენტალიტეტისადმი დაუნდობელი ბრძოლაა გამოცხადებული და ამ დროს რომელიმე მკითხველი რომელიმე ტექსტზე წერს, ამ ტექსტში ქურდების მიმართ სიმპატიაა გამოხატულიო, – ამას რა ჰქვია თვითონ მკითხველმა თქვას. აღარფერს ვამბობ იმის შესახებ, რომ ეს შეფასება უბრალოდ მცდარია და ჩემთვის გაუგებარ მიზანს ემსახურება...
20. არავითარი სიმპატია ქურდებისა და რეცივიდისტების მიმართ ამ ტექსტში არ არსებობს... ეს მკითხველის მიერ დაშვებული ფაქტობრივი შეცდომაა. დანარჩენზე არაფერს ვიტყვი... არავითარი სიმპატია ქურდებისა და რეცივიდისტების მიმართ ამ ტექსტში არ არსებობს... ეს მკითხველის მიერ დაშვებული ფაქტობრივი შეცდომაა. დანარჩენზე არაფერს ვიტყვი...
19. იმთავითვე უნდა შევნიშნო, ავტორი ძალიან კარგი მთხრობელია. ახლა რაც შეეხება მოთხრობას: 1. მოთხრობა, თემატიკის თვალსაზრისით, ტრადიციულია, ამასთან, გახუნებული, ტრაფარეტული პასაჟებითაა გაჯერებული და შიგ მხატვრული თითქმის არაფერია, ამიტომაც ახალი არაფერი მოაქვს მაღალგემოვნებიანი მკითხველისთვის 2. თუკი გავიხსენებთ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან აგერ მესამე ათასწლეულის დადგომამდე არსებულ ქართულ ლიტერატურას, კერძოდ პროზას, დამერწმუნებით, რომ არაერთი რომანის, ან მოთხრობის მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ან ქურდი ან რეციდივისტია. ამ პერსონაჟებს მწერლები ისეთი დიდი სიმპათიითა და სითბოთი ხატავდნენ, რომ ახალგაზრდობის ნაწილის სამაგალითო და იდეალი სწორედ ქურდი იყო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამ მოთხრობის ავტორი დღემდე მრავალგზის ნაცნობ, უკვე საკმარისად გადამღერებულ ამბებს მგვითხრობს შტამპადქცეული საშუალებებით. 3. ალბათ, ახალს არაფერს ვიტყვი, თუკი დავსძენ,რომ ლიტერატურულ ნაწარმოებში მკითხველისათვის ორი სახის დამაჯერებლობა არსებობს, ერთი-ემოციური, რომელიც ავტორის მიერ მხატვრული სახის სრულყოფისაგან წარმოიშობა და მეორე-ლოგიკური დამაჯერებლობა, რომელიც ზუსტი და რეალური ინფორმაციისაგან იქმნება. წინამდებარე მოთხრობაში მხატვრული სახეების არარსებობის გამო ემოციური დამაჯერებლობა საერთოდ არ არსებობს, ხოლო ლოგიკურ დამაჯერებლობას ციხისა და პატიმრების ცხოვრების ზედმიწევნითი აღწერა ქმნის, რასაც ავტორს ვერ დავუკარგავთ, მაგრამ, როგორც ავღნიშნე, იმდენად ნაცნობია მკითხველისათვის “ბუშლატის სახელოდან დანახული ქვეყანა”,რომ ეს, მართლაც კარგად დანახული და მძივივით აკინძულ-ასხმული მოთხრობა თითქოს გაგონილი თუ წაკითხული მოთხრობებიდან და რომანებიდან ასოციაციების პრინციპით აგებულ-დაწერილი მოთხრობა გეგონება. 4. მე 1977წელს მომიწია საბჭოთა არმიაში, კერძოდ მონღოლეთ-ჩინეთის საზღვარზე, ე.წ. მზვერავთა ჯგუფში სამსახური, მაგრამ, როგორც ავტორი წერს-საბჭოთა ჯარის რეჟიმის სიმკაცრე,- არ მინახია, პირიქით, საბჭოთა ჯარი საკმაოდ გახრწნილი და “ბარდაკი” იყო. 5. მოთხრობაში ბევრი რამაა კიდევ საკამათო. თუმცა, მათი აქ მოტანა მიზანშეწონილად აღარ ჩავთვალე. ასევე სავსებით ვეთანხმები ლალის კომენტარს. 6. ერთი სიტყვით, მოთხრობაში აღწერილი ციხის ცხოვრება და ციხის ცხოვრების წესები, მისი აზრობრივი შინაარსითაც კი, დღევანდელი მკითხველისათვის ანბანურ ჭეშმარიტებასავითაა, ნაცნობია და ტრივიალურია. ტრივიალურობა კი, თავისთავად, წარმოშობს ფერმკრთალობასა და უინტერესობას. 7. იმედია, ავტორი ჩემეულ მოსაზრებებს, რომლებსაც ერთადერთობის პრეტენზია ნამდვილად არ გააჩნია, საწყენად არ მიიღებს.
იმთავითვე უნდა შევნიშნო, ავტორი ძალიან კარგი მთხრობელია. ახლა რაც შეეხება მოთხრობას: 1. მოთხრობა, თემატიკის თვალსაზრისით, ტრადიციულია, ამასთან, გახუნებული, ტრაფარეტული პასაჟებითაა გაჯერებული და შიგ მხატვრული თითქმის არაფერია, ამიტომაც ახალი არაფერი მოაქვს მაღალგემოვნებიანი მკითხველისთვის 2. თუკი გავიხსენებთ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან აგერ მესამე ათასწლეულის დადგომამდე არსებულ ქართულ ლიტერატურას, კერძოდ პროზას, დამერწმუნებით, რომ არაერთი რომანის, ან მოთხრობის მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ან ქურდი ან რეციდივისტია. ამ პერსონაჟებს მწერლები ისეთი დიდი სიმპათიითა და სითბოთი ხატავდნენ, რომ ახალგაზრდობის ნაწილის სამაგალითო და იდეალი სწორედ ქურდი იყო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამ მოთხრობის ავტორი დღემდე მრავალგზის ნაცნობ, უკვე საკმარისად გადამღერებულ ამბებს მგვითხრობს შტამპადქცეული საშუალებებით. 3. ალბათ, ახალს არაფერს ვიტყვი, თუკი დავსძენ,რომ ლიტერატურულ ნაწარმოებში მკითხველისათვის ორი სახის დამაჯერებლობა არსებობს, ერთი-ემოციური, რომელიც ავტორის მიერ მხატვრული სახის სრულყოფისაგან წარმოიშობა და მეორე-ლოგიკური დამაჯერებლობა, რომელიც ზუსტი და რეალური ინფორმაციისაგან იქმნება. წინამდებარე მოთხრობაში მხატვრული სახეების არარსებობის გამო ემოციური დამაჯერებლობა საერთოდ არ არსებობს, ხოლო ლოგიკურ დამაჯერებლობას ციხისა და პატიმრების ცხოვრების ზედმიწევნითი აღწერა ქმნის, რასაც ავტორს ვერ დავუკარგავთ, მაგრამ, როგორც ავღნიშნე, იმდენად ნაცნობია მკითხველისათვის “ბუშლატის სახელოდან დანახული ქვეყანა”,რომ ეს, მართლაც კარგად დანახული და მძივივით აკინძულ-ასხმული მოთხრობა თითქოს გაგონილი თუ წაკითხული მოთხრობებიდან და რომანებიდან ასოციაციების პრინციპით აგებულ-დაწერილი მოთხრობა გეგონება. 4. მე 1977წელს მომიწია საბჭოთა არმიაში, კერძოდ მონღოლეთ-ჩინეთის საზღვარზე, ე.წ. მზვერავთა ჯგუფში სამსახური, მაგრამ, როგორც ავტორი წერს-საბჭოთა ჯარის რეჟიმის სიმკაცრე,- არ მინახია, პირიქით, საბჭოთა ჯარი საკმაოდ გახრწნილი და “ბარდაკი” იყო. 5. მოთხრობაში ბევრი რამაა კიდევ საკამათო. თუმცა, მათი აქ მოტანა მიზანშეწონილად აღარ ჩავთვალე. ასევე სავსებით ვეთანხმები ლალის კომენტარს. 6. ერთი სიტყვით, მოთხრობაში აღწერილი ციხის ცხოვრება და ციხის ცხოვრების წესები, მისი აზრობრივი შინაარსითაც კი, დღევანდელი მკითხველისათვის ანბანურ ჭეშმარიტებასავითაა, ნაცნობია და ტრივიალურია. ტრივიალურობა კი, თავისთავად, წარმოშობს ფერმკრთალობასა და უინტერესობას. 7. იმედია, ავტორი ჩემეულ მოსაზრებებს, რომლებსაც ერთადერთობის პრეტენზია ნამდვილად არ გააჩნია, საწყენად არ მიიღებს.
18. ჰმ....სამწუხაროდ ამით შემოვიფარგლები. ჰმ....სამწუხაროდ ამით შემოვიფარგლები.
17. ოჰ :დ ეს "ასობნიაკური" ცინიზმი მომეწონა :დ
ამაშიც ხუთიანს დაგიწერ :) ოჰ :დ ეს "ასობნიაკური" ცინიზმი მომეწონა :დ
ამაშიც ხუთიანს დაგიწერ :)
16. სამწუხაროდ, ავტორს არავითარი გამოცდილება არა აქვს ამ მხრივ. ამიტომ, ვეჭვობ, რომ კონსულტაციებმა რამე არგოს... სამწუხაროდ, ავტორს არავითარი გამოცდილება არა აქვს ამ მხრივ. ამიტომ, ვეჭვობ, რომ კონსულტაციებმა რამე არგოს...
15. ნუ წავიკითხე! პირველი რაც შემიძლია ვთქვა, რომ აქ ძალიან ბევრი შეცდომაა დაშვებული იქაურობის აღწერის დროს!
პატიმრები, ვისაც რუსეთის ციხსთან ოდნავი შეხება ქონია, ისინი საქართველოს ციხეს კურორტს ეძახდენ, აქ კიდე მსგავსი ვერაფერი დავინახე, დავინახე მხოლოდ ის რაც ნებისმიერ ციხეში შეიძლება მოხდეს!
და ხო აღწერის დროს რა შეცდომების არის, ჩემი პირადი გამოცდილებიდან და ჩემი ცოდნიდან გამომდინარე ვამბობ! ავტორს დიდი სიამოვნებიტ გავესაუბრებოდი და ვეტყოდი!
ასე თუ ისე ემოცია მაინც მომიტანა, ბოლო ბოლო მთლიანად წამაკითხა ამხელა ნაწერმა თავი და დავწერ ხუთიანს! ნუ წავიკითხე! პირველი რაც შემიძლია ვთქვა, რომ აქ ძალიან ბევრი შეცდომაა დაშვებული იქაურობის აღწერის დროს!
პატიმრები, ვისაც რუსეთის ციხსთან ოდნავი შეხება ქონია, ისინი საქართველოს ციხეს კურორტს ეძახდენ, აქ კიდე მსგავსი ვერაფერი დავინახე, დავინახე მხოლოდ ის რაც ნებისმიერ ციხეში შეიძლება მოხდეს!
და ხო აღწერის დროს რა შეცდომების არის, ჩემი პირადი გამოცდილებიდან და ჩემი ცოდნიდან გამომდინარე ვამბობ! ავტორს დიდი სიამოვნებიტ გავესაუბრებოდი და ვეტყოდი!
ასე თუ ისე ემოცია მაინც მომიტანა, ბოლო ბოლო მთლიანად წამაკითხა ამხელა ნაწერმა თავი და დავწერ ხუთიანს!
14. მე მიჭირს "დავარცხნილი" და "დაშაქრული" ტერმინების მიღმა არგუმენტირებული შენიშვნების დანახვა. დანარჩენი კი, მკითხველს უფლებაა, მოიწონოს ან არ მოიწონოს ტექსტი... მე მიჭირს "დავარცხნილი" და "დაშაქრული" ტერმინების მიღმა არგუმენტირებული შენიშვნების დანახვა. დანარჩენი კი, მკითხველს უფლებაა, მოიწონოს ან არ მოიწონოს ტექსტი...
13. თუ გინდა გადმოცე პიროვნება ანუ მთავარი გმირის პორტრეტი დამაკლდა აქ. ტუ გინდა გადმოცე სისტემას დაპირისპირებული ადამიანის ბედი ესეც დამაკლდა. ]თუ გინდა გადმოცე მაშინდელიზოგადი რეალობა ,სისტემა ან უფრო ვიწროდ საბჭოთა ციხე და მისი რეალობა მხატვრულად ესეც დამაკლდა . ტუ კონცენტრირებას აკეთებ გმირზე მაშინ ზემდეტადაა ''ციხის ''სურათები და'' ადათწესები ''დახატული. თუ ეს გინდა უფრო მეტად აჩვენო,მაშინ პირიიქტ დააკლდა ალბათ ჯობდა რამე კონკრეტულ ეპიზოდზე მეტი კონცენტრირება და 1.ციხის სურატის და2. გმირის გახსნა არა ''მთხრობელის '' მზა ტექსტიტ ,ეს ძალიან იოლია თუ გინდა გადმოცე პიროვნება ანუ მთავარი გმირის პორტრეტი დამაკლდა აქ. ტუ გინდა გადმოცე სისტემას დაპირისპირებული ადამიანის ბედი ესეც დამაკლდა. ]თუ გინდა გადმოცე მაშინდელიზოგადი რეალობა ,სისტემა ან უფრო ვიწროდ საბჭოთა ციხე და მისი რეალობა მხატვრულად ესეც დამაკლდა . ტუ კონცენტრირებას აკეთებ გმირზე მაშინ ზემდეტადაა ``ციხის ``სურათები და`` ადათწესები ``დახატული. თუ ეს გინდა უფრო მეტად აჩვენო,მაშინ პირიიქტ დააკლდა ალბათ ჯობდა რამე კონკრეტულ ეპიზოდზე მეტი კონცენტრირება და 1.ციხის სურატის და2. გმირის გახსნა არა ``მთხრობელის `` მზა ტექსტიტ ,ეს ძალიან იოლია
12. და ავტობიოგრაფიული რომ იყოს გაცილებით მეტი ''სიცხარე''და დამაჯერებლობა იქნებოდა ტექსტში უფრო მეტი ''სისასტიკე ''ნაჩვენები და კიდევ როცა პირველ პირშია თხრობა და ტრადიციული კარგი ოჯახიდან შენი ცხოვრების გზით ხვდები ციხეში,როცა შეგიძლია იყო მსოფლიო ჩემპიონი და არ მიყვები ამ გზას ,როცა ხარ ასეთი ''მაგარი''რომ რამდენიმე გენერალს ''აჩმორებ''მაპატიეტ სლენგისთვის ეს ხაზი მთავარ გმირს და პირველ პირში თხრობას არაფრით არ მიყვება მხატვრულად არადამაჯერებელია ჩემთვის. მაპატიეტ დილეტანტური აზრებისთვის და კომენტარებისთვის:) და ავტობიოგრაფიული რომ იყოს გაცილებით მეტი ``სიცხარე``და დამაჯერებლობა იქნებოდა ტექსტში უფრო მეტი ``სისასტიკე ``ნაჩვენები და კიდევ როცა პირველ პირშია თხრობა და ტრადიციული კარგი ოჯახიდან შენი ცხოვრების გზით ხვდები ციხეში,როცა შეგიძლია იყო მსოფლიო ჩემპიონი და არ მიყვები ამ გზას ,როცა ხარ ასეთი ``მაგარი``რომ რამდენიმე გენერალს ``აჩმორებ``მაპატიეტ სლენგისთვის ეს ხაზი მთავარ გმირს და პირველ პირში თხრობას არაფრით არ მიყვება მხატვრულად არადამაჯერებელია ჩემთვის. მაპატიეტ დილეტანტური აზრებისთვის და კომენტარებისთვის:)
11. ციხეში მოხვედრა ანუ გზა კარგი და შეძლებული ოჯახიდან ციხემდე დამაკლდა ეს. ასევე ზემდეტად დავარცხნილია მომენტებში საბჭოთა მანქანა -ეპიზოდი როცარამდენიმე გენერალს ''აჩმორებს ''გმირი ,იგივე ციხის ''ადმინისტრაციაც. ძალიან არაადამიანური,მგლური და სასტიკი იყო საბჭოთა ჯურღმულები,და''ზეკის''მდგომარეობა ,გაცილებით სასტიკი და არაადამიანური ვიდრე აქ ჩანს და პირიქიტ სლენგიც ''ზედმეტად '' კულტურულადაა აქ ნაწარმოებში. მე მონაყოლიდან ვიცი რა იყო საბჭოთა ციხე და საბჭოთა ზეკი... და დაუმთავრებლობის განცდაც დამიტოვა ტესტმა ,თითქოს დაეზარა ავტორს და შეწყვიტა ,მოსხლიტა თხრობა ფინალი კი ''დაშაქრულია',იმდენად მშვიდი და დავარცხნილი თხრობაა რომ დაახლოებით ვიცოდი როგორი ფინალიც იქნებოდა ...'ამერიკულ ფილმს რომ უყურებ და ფილმი რომ მთავრდება ამერიკის დროშის ფრიალით ციხეში მოხვედრა ანუ გზა კარგი და შეძლებული ოჯახიდან ციხემდე დამაკლდა ეს. ასევე ზემდეტად დავარცხნილია მომენტებში საბჭოთა მანქანა -ეპიზოდი როცარამდენიმე გენერალს ``აჩმორებს ``გმირი ,იგივე ციხის ``ადმინისტრაციაც. ძალიან არაადამიანური,მგლური და სასტიკი იყო საბჭოთა ჯურღმულები,და``ზეკის``მდგომარეობა ,გაცილებით სასტიკი და არაადამიანური ვიდრე აქ ჩანს და პირიქიტ სლენგიც ``ზედმეტად `` კულტურულადაა აქ ნაწარმოებში. მე მონაყოლიდან ვიცი რა იყო საბჭოთა ციხე და საბჭოთა ზეკი... და დაუმთავრებლობის განცდაც დამიტოვა ტესტმა ,თითქოს დაეზარა ავტორს და შეწყვიტა ,მოსხლიტა თხრობა ფინალი კი ``დაშაქრულია`,იმდენად მშვიდი და დავარცხნილი თხრობაა რომ დაახლოებით ვიცოდი როგორი ფინალიც იქნებოდა ...`ამერიკულ ფილმს რომ უყურებ და ფილმი რომ მთავრდება ამერიკის დროშის ფრიალით
10. წავიკიტხე წეღან. მომეწონა.5 რასაკვირველია. მაქვს პატარა შენიშვნაც გაწელილია ტექსტი და ცოტა სიმძაფრეც დამაკლდა .ზედმეტად მშვიდი და ''დავარცხნილი''ემოციით ყვება ავტორი,შეიძლება ეს სპეციალურად. წავიკიტხე წეღან. მომეწონა.5 რასაკვირველია. მაქვს პატარა შენიშვნაც გაწელილია ტექსტი და ცოტა სიმძაფრეც დამაკლდა .ზედმეტად მშვიდი და ``დავარცხნილი``ემოციით ყვება ავტორი,შეიძლება ეს სპეციალურად.
9. ძალიან კარგი რამ არის და როგორც ბატონი ჰა-რა-ლე იტყოდა "ბარაქალა ავტორს!". ეტყობა პოლიტიკაშიც იგივე კანონებია, უნებურად ვადარებდი, ჩემგან დამოუკიდებლად, "ჩორტის" ჩაგდება, "ნასედკები" , "მუჟიკები", "ელიტა". ყველაფერი ისეა, როგორც გარეთ, თითქმის და კარიც კარგად გვაქვს "დახურული". უშესანიშნავესი დასკვნებია ავტორისაგან გაკეთებული, ადამიანურ ურთიერთობებზე, სიკეთეზე, თავში ავარდნილ "მაგარ ბიჭობაზე". მე მგონი ეს ყველამ უნდა წაიკითხოს, არა იმის გამო, რა არის ციხე, არამედ იმის გამო, როგორ უნდა გავაკეთოდ დასკვნები.
ფინალიც ზუსტია და ვფიქრობ, ნაწარმოები მშვენივრად შეკრა.
"ყველგან მხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც, დიდი რისკის ფასად, სიამოვნებით მეხმარებოდნენ. რომ დაეჭირათ, ალბათ, სამსახურს დაატოვებინებდნენ. ისინი ამას უსასყიდლოდ აკეთებდნენ, ღმერთის ნებით. ეს ადამიანები იმ დროს ჩნდებოდნენ, როცა გაბოროტების ზღვარზე ვიყავი მისული. " - ეს მქონია მე, მხოლოდ, გაბორიტების დროს კი არა(ეგ მართლა არ ვიცი, რა არის), სასოწარკვეთილების დროს, როცა ფიქრობდი, ყველაფერი დამთავრებული იყო და უცბად ჩნდებოდა ღმერთი, ვიღაცის სახით.
იმედის მომცემი ნაწარმოებია. იცი, რომ ღმერთი ყოველთვის შენთანაა. :)
პატივისცემით: ტენდი 5, რასაკვირველია. ძალიან კარგი რამ არის და როგორც ბატონი ჰა-რა-ლე იტყოდა "ბარაქალა ავტორს!". ეტყობა პოლიტიკაშიც იგივე კანონებია, უნებურად ვადარებდი, ჩემგან დამოუკიდებლად, "ჩორტის" ჩაგდება, "ნასედკები" , "მუჟიკები", "ელიტა". ყველაფერი ისეა, როგორც გარეთ, თითქმის და კარიც კარგად გვაქვს "დახურული". უშესანიშნავესი დასკვნებია ავტორისაგან გაკეთებული, ადამიანურ ურთიერთობებზე, სიკეთეზე, თავში ავარდნილ "მაგარ ბიჭობაზე". მე მგონი ეს ყველამ უნდა წაიკითხოს, არა იმის გამო, რა არის ციხე, არამედ იმის გამო, როგორ უნდა გავაკეთოდ დასკვნები.
ფინალიც ზუსტია და ვფიქრობ, ნაწარმოები მშვენივრად შეკრა.
"ყველგან მხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც, დიდი რისკის ფასად, სიამოვნებით მეხმარებოდნენ. რომ დაეჭირათ, ალბათ, სამსახურს დაატოვებინებდნენ. ისინი ამას უსასყიდლოდ აკეთებდნენ, ღმერთის ნებით. ეს ადამიანები იმ დროს ჩნდებოდნენ, როცა გაბოროტების ზღვარზე ვიყავი მისული. " - ეს მქონია მე, მხოლოდ, გაბორიტების დროს კი არა(ეგ მართლა არ ვიცი, რა არის), სასოწარკვეთილების დროს, როცა ფიქრობდი, ყველაფერი დამთავრებული იყო და უცბად ჩნდებოდა ღმერთი, ვიღაცის სახით.
იმედის მომცემი ნაწარმოებია. იცი, რომ ღმერთი ყოველთვის შენთანაა. :)
პატივისცემით: ტენდი 5, რასაკვირველია.
8. ჰო, მეორე ნაწილმა გამოასწორა ნაწერი. მე ჩემს კომენტარს ვაგრძელებ, ფორუმზე რომ დავდე... :)
"ადამიანი დავიწყებული არ არის. დასარწმუნებლად, ღმერთი მას სხვადასხვა ნიშანს აძლევს. ალბათ, დიდი მკრეხელობაა, სიგარეტი სანთალს შევადარო, მაგრამ ახლა, როცა ჩემს განვლილ ცხოვრებას ბუშლატის სახელოდან ვუყურებ, სწორედ ის ანთებული სიგარეტი პარპალებს კელაპტარივით."
ნამდვილად მომეწონა... 5 (თუმცა, მხოლოდ პირველ ნაწილს თუ წაიკითხავ, ისევ "ციხის ტერმინთა განმარტებით ლექსიკონს" ჰგავს... :) )
ჰო, მეორე ნაწილმა გამოასწორა ნაწერი. მე ჩემს კომენტარს ვაგრძელებ, ფორუმზე რომ დავდე... :)
"ადამიანი დავიწყებული არ არის. დასარწმუნებლად, ღმერთი მას სხვადასხვა ნიშანს აძლევს. ალბათ, დიდი მკრეხელობაა, სიგარეტი სანთალს შევადარო, მაგრამ ახლა, როცა ჩემს განვლილ ცხოვრებას ბუშლატის სახელოდან ვუყურებ, სწორედ ის ანთებული სიგარეტი პარპალებს კელაპტარივით."
ნამდვილად მომეწონა... 5 (თუმცა, მხოლოდ პირველ ნაწილს თუ წაიკითხავ, ისევ "ციხის ტერმინთა განმარტებით ლექსიკონს" ჰგავს... :) )
7. ამას სხვანაირად ვერ დაწერ, ეს ზუსტად ესე იყო დასაწერი, უხეშად და მაღტლად. ბოლოს მომეცვენა რომ დაიღალა , ავტორი , აი რომ ზიხარ და უსმენ ამბავს, კიდევ რაღაცს რომ ელოდები და გეტყვის მაიტა დანარჩენს ხვალ მოგიყვებიო, ალბათ მოყვება სხვა ამბებსაც, გასახსენებელი ბევრი ჩანს:) წარმატებები ამას სხვანაირად ვერ დაწერ, ეს ზუსტად ესე იყო დასაწერი, უხეშად და მაღტლად. ბოლოს მომეცვენა რომ დაიღალა , ავტორი , აი რომ ზიხარ და უსმენ ამბავს, კიდევ რაღაცს რომ ელოდები და გეტყვის მაიტა დანარჩენს ხვალ მოგიყვებიო, ალბათ მოყვება სხვა ამბებსაც, გასახსენებელი ბევრი ჩანს:) წარმატებები
6. მხატვრული რეალობა იმდენად დამაჯერებელია, რომ მკითხველს ეჭვიც არ ეპარება მის დოკუმენტურობაში... პირიქით, ალბათ დარწმუნებულია, რომ ტექტი ავტობიოგრაფიულია. თუმცა, შეიძლება ეს ასე არც არის... მხატვრული რეალობა იმდენად დამაჯერებელია, რომ მკითხველს ეჭვიც არ ეპარება მის დოკუმენტურობაში... პირიქით, ალბათ დარწმუნებულია, რომ ტექტი ავტობიოგრაფიულია. თუმცა, შეიძლება ეს ასე არც არის...
5. არმენ , ოთარ ჭილაძის ..." რკინის თეატრში"... არის არაჩვეულებრვად გაშუქებული ციხე და მისი ცხოვრება...
არმენ , ოთარ ჭილაძის ..." რკინის თეატრში"... არის არაჩვეულებრვად გაშუქებული ციხე და მისი ცხოვრება...
4. აუცილებლად ისე ვჯდები, რომ გასასვლელს ვხედავდე
ჩემზე დაგიწერია
კარგია 5 აუცილებლად ისე ვჯდები, რომ გასასვლელს ვხედავდე
ჩემზე დაგიწერია
კარგია 5
3. დოსტოევსკის ,,მკვდარი სახლის ჩანაწერების" შემდეგ ამ თემაზე ასე მაღალმხატვრულად დაწერილი არაფერი წამიკითხავს. ძალიან კარგად ჩანს ყველა დეტალი, საკნის ყველა კუნჭულში გვახედებს ავტორი, პერსონაჟებიც ზუსტად ისე გამოიყურებიან, ციხეში რომ ვმსხარვიყავით და ჩვენ გვერდით ყოფილიყვნენ ისინი. მოკლედ ძალიან ძლიერი მოთხრობაა და ყველას ვურჩევდი მის წაკითხვას.
სხვათა შორის, დოსტოევსკის ზემოთხსენებული რომანი ჯარში ყოფნისას წავიკითხე და ძალიან დამაფიქრა პატიმრის და ჯარისკაცის ამდენმა საერთო ნიშან-თვისებამ, განცდების და შინაგანი ჭიდილის ასეთმა იდენტობამ. პროტესტიც ერთნაირია თითქმის, ერთნაირად უხარიათ პატარ-პატარა სიხარულები და ერთნაირად ეზიზღებათ თითქმის ყველა ზემდგომი. ძალიან გამიხარდა ციხის ეპიზოდების პარალელურად ჯარის ამბების წაკითხვაც, ალბათ ავტრომაც მაგ საზომით დაწერა მოთხრობა, რომ ჯარიც და ციხეც მედლის ორი მხარეა.
ერთი უმნიშვნელო შენიშვნა კი ნამდვილად მაქვს ჯარის ეპიზოდთან: ,,კანონის მიხედვით, თუ ჯარისკაცი “გალადოვკას” გამოაცხადებდა, სამი დღის მერე “ოკრუგის” უფროსობისთვის უნდა მოეხსენებინათ. მეშვიდე დღეს საბჭოთა ჯარების მინისტრს უნდა სცოდნოდა ეს ამბავი".-საიდან იცოდა რიგითმა ჯარისკაცმა კანონი, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაბალი რანგის ოფიცრებმაც არ იციან? გარდა ამისა, ცოტა გამიჭირდა გენერლების წარმოდგენა, რომლებიც ლამის მუხლებზე ხოხავენ რიგითის წინაშე, კანკალებენ და რაღაცას ეხვეწებიან. ჩემთვის უფრო ბუნებრივი იქნებოდა ეს სცენა, გენერლები მუქარით თუ დაიწყებდნენ ლაპარაკს, ყვირილზე გადავიდოდნენ და მერე თანდათან ტონს შეარბილებდნენ.-არ ვიცი, ჩემი პოლკოვნიკები და მხოლოდ ერთი-ორჯერ ნანახი გენერლები კი ნამდვილად სხვანაირები იყვნენ, ვიდრე თქვენი ეს პერსონაჟები. თუნდაც მინისტრის შიშით ათრთოლებული გენერლების წარმოდგენა ცოტათი მიჭირს, ბოლო-ბოლო არასდროს უჭირთ ასეთებს ყველაფრის სხვისთვის გადაბრალება.
მოკლედ მოთხრობა ძალიან მომეწონა და არც ჩემი შენიშვნის მართებულობაზე ვიდებ თავს,-ზოგი ასე ხედავს ერთსა და იმავე საკითხს, ზოგი ისე. მე მხოლოდ ჩემი ხედვა დავაფიქსირე.
ავტორს წარმატებებს ვუსურვებ და ჩემ უმაღლეს შეფასებასაც დაუნანებლად ვტოვებ. დოსტოევსკის ,,მკვდარი სახლის ჩანაწერების" შემდეგ ამ თემაზე ასე მაღალმხატვრულად დაწერილი არაფერი წამიკითხავს. ძალიან კარგად ჩანს ყველა დეტალი, საკნის ყველა კუნჭულში გვახედებს ავტორი, პერსონაჟებიც ზუსტად ისე გამოიყურებიან, ციხეში რომ ვმსხარვიყავით და ჩვენ გვერდით ყოფილიყვნენ ისინი. მოკლედ ძალიან ძლიერი მოთხრობაა და ყველას ვურჩევდი მის წაკითხვას.
სხვათა შორის, დოსტოევსკის ზემოთხსენებული რომანი ჯარში ყოფნისას წავიკითხე და ძალიან დამაფიქრა პატიმრის და ჯარისკაცის ამდენმა საერთო ნიშან-თვისებამ, განცდების და შინაგანი ჭიდილის ასეთმა იდენტობამ. პროტესტიც ერთნაირია თითქმის, ერთნაირად უხარიათ პატარ-პატარა სიხარულები და ერთნაირად ეზიზღებათ თითქმის ყველა ზემდგომი. ძალიან გამიხარდა ციხის ეპიზოდების პარალელურად ჯარის ამბების წაკითხვაც, ალბათ ავტრომაც მაგ საზომით დაწერა მოთხრობა, რომ ჯარიც და ციხეც მედლის ორი მხარეა.
ერთი უმნიშვნელო შენიშვნა კი ნამდვილად მაქვს ჯარის ეპიზოდთან: ,,კანონის მიხედვით, თუ ჯარისკაცი “გალადოვკას” გამოაცხადებდა, სამი დღის მერე “ოკრუგის” უფროსობისთვის უნდა მოეხსენებინათ. მეშვიდე დღეს საბჭოთა ჯარების მინისტრს უნდა სცოდნოდა ეს ამბავი".-საიდან იცოდა რიგითმა ჯარისკაცმა კანონი, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაბალი რანგის ოფიცრებმაც არ იციან? გარდა ამისა, ცოტა გამიჭირდა გენერლების წარმოდგენა, რომლებიც ლამის მუხლებზე ხოხავენ რიგითის წინაშე, კანკალებენ და რაღაცას ეხვეწებიან. ჩემთვის უფრო ბუნებრივი იქნებოდა ეს სცენა, გენერლები მუქარით თუ დაიწყებდნენ ლაპარაკს, ყვირილზე გადავიდოდნენ და მერე თანდათან ტონს შეარბილებდნენ.-არ ვიცი, ჩემი პოლკოვნიკები და მხოლოდ ერთი-ორჯერ ნანახი გენერლები კი ნამდვილად სხვანაირები იყვნენ, ვიდრე თქვენი ეს პერსონაჟები. თუნდაც მინისტრის შიშით ათრთოლებული გენერლების წარმოდგენა ცოტათი მიჭირს, ბოლო-ბოლო არასდროს უჭირთ ასეთებს ყველაფრის სხვისთვის გადაბრალება.
მოკლედ მოთხრობა ძალიან მომეწონა და არც ჩემი შენიშვნის მართებულობაზე ვიდებ თავს,-ზოგი ასე ხედავს ერთსა და იმავე საკითხს, ზოგი ისე. მე მხოლოდ ჩემი ხედვა დავაფიქსირე.
ავტორს წარმატებებს ვუსურვებ და ჩემ უმაღლეს შეფასებასაც დაუნანებლად ვტოვებ.
2. რა შეცვალა ამ ინციდენტმა ჩემს ცხოვრებაში? გავიგე, რომ მე მხოლოდ მანქანის ერთ-ერთი ნაწილი ვარ. დამოუკიდებლად არაფერს წარმოვადგენ. სანამ არ გამოვალ ამ მანქანიდან, ვერ გავიგებ მის ნამდვილ არსს. ასეა, შენ რომ სხვას „ამაგნიტებ“, ერთ დღეს შენც „დაგამაგნიტებენ“. მივხვდი, რომ მაგნიტიანი კამათელი კონტაქტში აღარ შემოვა. შენ მისთვის უკვე უცხო ხარ. კამათელს უნდა მოეფერო, ელაპარაკო, სთხოვო რომელ „აჩოკზე“ დაჯდეს. მხოლოდ მოგებისთვის თუ დაჯდები, ბოლოს მაინც წაგებული დარჩები. ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო, რაც მოხდა იმ დაწესებულებაში სადაც მე ვიყავი, ეს იყო სიტყვა « კეთილი », რომელიც მანამდე მხოლოდ გინებებში თუ გამეგონა. სწორედ იქ ვნახე ნამდვილი სიკეთე, ყოველგვარი მორალური ვალდებულების გარეშე. ***
ძალიან მომეწონა ვფიქრობ ყველამ უნდა წაიკითხოს ეს....
კარგად წერთ და ემოციურია ძალიან... რა შეცვალა ამ ინციდენტმა ჩემს ცხოვრებაში? გავიგე, რომ მე მხოლოდ მანქანის ერთ-ერთი ნაწილი ვარ. დამოუკიდებლად არაფერს წარმოვადგენ. სანამ არ გამოვალ ამ მანქანიდან, ვერ გავიგებ მის ნამდვილ არსს. ასეა, შენ რომ სხვას „ამაგნიტებ“, ერთ დღეს შენც „დაგამაგნიტებენ“. მივხვდი, რომ მაგნიტიანი კამათელი კონტაქტში აღარ შემოვა. შენ მისთვის უკვე უცხო ხარ. კამათელს უნდა მოეფერო, ელაპარაკო, სთხოვო რომელ „აჩოკზე“ დაჯდეს. მხოლოდ მოგებისთვის თუ დაჯდები, ბოლოს მაინც წაგებული დარჩები. ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო, რაც მოხდა იმ დაწესებულებაში სადაც მე ვიყავი, ეს იყო სიტყვა « კეთილი », რომელიც მანამდე მხოლოდ გინებებში თუ გამეგონა. სწორედ იქ ვნახე ნამდვილი სიკეთე, ყოველგვარი მორალური ვალდებულების გარეშე. ***
ძალიან მომეწონა ვფიქრობ ყველამ უნდა წაიკითხოს ეს....
კარგად წერთ და ემოციურია ძალიან...
1. მეორე ნაწილი ახლა წავიკითხე... და ვფიქრობ გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდა იმაში, რომ ავტორი ბოლომდე შეაფასო... მომწონს...ძალიან...თხრობის სტილი...ავტორის დამაჯერებელი ტონი და სინამდვილის შეგრძნება... საინტერესო ფსიქოლოგიური დაკვირვებები ადამიანებზე...ამ შემთხვევაში პატიმრებზე, თუმცა ზოგიერთ ასეთ დაკვირვებაზე იქვე გამიჩნდა განსხვავებული აზრიც...:)) ძალიან საინტერესო თემა გაუშლია ავტორს.. ერთადერთი სადაც რაღაც დამაკლდა ეს ფინალი იყო...მომეჩვენა რომ უცებ მომთავრდა...ნაჩქარევად... შეიძლება იმდენად საინტერესოდ იკითხებოდა რომ , არ მინდოდა ასე მალე დამთავრებულიყო...არ ვიცი...:)) ასეთი გრძნობა კი დამიტოვა...
"ერთ საკმაოდ ავტორიტეტულ პატიმარს საკანში ჯდომის დრო დაუმთავრდა და “ზონაში” გადაყავდათ. როდესაც საკნიდან გავიდა, “ნადზორმა” ჩვენი საკნის კარი გააღო და სხვა საკნისკენ წავიდა. პატიმარი მარტო დარჩა კარებთან და ზედამხედველის მაგივრად მექანიკურად დახურა საკნის კარი... ეს პატიმრებისთვის მიუღებელია. თანაც თუ კარგი ბიჭობის, “ხარაშნიაკის” პრეტენზია გაქვს. კარის იქეთა მხარეს დარჩენილს იმდენად დიდი სიხარულის გრძნობა ჰქონდა, რომ მოეშვა კონტროლი დაკარგა და მისი ქმედებაც უნებური გახდა." კარგი მომენტი აქვს მოხელთებული ავტორს...:)
"რატომ გავიხადე და დავახურე? იმას თბილად ძინავს, მე კიდევ ვიყინები... ვინ არის? რა არის ჩემი? ახლა, ამის სუნთქვას რომ ვუსმენდი, სულ მინდოდა პირზე ხელი დამეფარებინა და გამეგუდა. აქედან მივხვდი, თუ თანაგრძნობის რამხელა უნარი მოუცია ღმერთს ჩემთვის, რადგან ვერც “ხებე” წავართვი და ვერც გავგუდე."
თანაგრძნობის უნარზე მეტად ეს ქცევა, იმას უფრო გავს, რომ ერთმანეთს დაანახონ, როგორი სამართლიანები და კარგები არიან...:) აი, თუ არავინ იქნებოდა იმის დამნახველი, თუ როგორ გაიხდიდა და დააფარებდა...ან როგორ გატეხდა ღამეს სხვის მაგივრად...მაშინ სხვაა...:) მაგრამ აქ...საკანში, ბევრნი იყვნენ...:))) და ყველაფერს მოითმენდა თავმოყვარე ადამიანი...- სიცივეს...უძილობას...ოღონდ ერთმანეთისთვის დაემტკიცებინათ, რომ კარგები არიან!!...:)
და რაც ყველაზე კარგია მგონი...მე.. მკითხველს ჩემი საკუთარი მოსაზრებებიც გამიჩნდა
ჩემი აზრით ის კანონები, რასაც "ციხის კანონები" ქვია, შექმნეს შიშის გამო, ისევ იმ ადამიანებმა, რომლებიც გარეთ დანაშაულს ჩადიან სხვა ადამიანების მიმართ და იქ კი....ციხეში, სადაც უკვე ერთმანეთის პირისპირ რჩებიან ეს "დამნაშავე ადამიანები", უნდათ რომ დაცულნი იყვნენ ერთმანეთისგან...და ეს "კანონები ციხის" მეტ-ნაკლებად ამის საშუალებას იძლევა...:) რატომ ვილაპარაკე ამდენი ამ ნაწერზე?... არ ვიცი, მგონი თვითონ ნაწერი იძლევა ამის საშუალებას... 5555 მეორე ნაწილი ახლა წავიკითხე... და ვფიქრობ გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდა იმაში, რომ ავტორი ბოლომდე შეაფასო... მომწონს...ძალიან...თხრობის სტილი...ავტორის დამაჯერებელი ტონი და სინამდვილის შეგრძნება... საინტერესო ფსიქოლოგიური დაკვირვებები ადამიანებზე...ამ შემთხვევაში პატიმრებზე, თუმცა ზოგიერთ ასეთ დაკვირვებაზე იქვე გამიჩნდა განსხვავებული აზრიც...:)) ძალიან საინტერესო თემა გაუშლია ავტორს.. ერთადერთი სადაც რაღაც დამაკლდა ეს ფინალი იყო...მომეჩვენა რომ უცებ მომთავრდა...ნაჩქარევად... შეიძლება იმდენად საინტერესოდ იკითხებოდა რომ , არ მინდოდა ასე მალე დამთავრებულიყო...არ ვიცი...:)) ასეთი გრძნობა კი დამიტოვა...
"ერთ საკმაოდ ავტორიტეტულ პატიმარს საკანში ჯდომის დრო დაუმთავრდა და “ზონაში” გადაყავდათ. როდესაც საკნიდან გავიდა, “ნადზორმა” ჩვენი საკნის კარი გააღო და სხვა საკნისკენ წავიდა. პატიმარი მარტო დარჩა კარებთან და ზედამხედველის მაგივრად მექანიკურად დახურა საკნის კარი... ეს პატიმრებისთვის მიუღებელია. თანაც თუ კარგი ბიჭობის, “ხარაშნიაკის” პრეტენზია გაქვს. კარის იქეთა მხარეს დარჩენილს იმდენად დიდი სიხარულის გრძნობა ჰქონდა, რომ მოეშვა კონტროლი დაკარგა და მისი ქმედებაც უნებური გახდა." კარგი მომენტი აქვს მოხელთებული ავტორს...:)
"რატომ გავიხადე და დავახურე? იმას თბილად ძინავს, მე კიდევ ვიყინები... ვინ არის? რა არის ჩემი? ახლა, ამის სუნთქვას რომ ვუსმენდი, სულ მინდოდა პირზე ხელი დამეფარებინა და გამეგუდა. აქედან მივხვდი, თუ თანაგრძნობის რამხელა უნარი მოუცია ღმერთს ჩემთვის, რადგან ვერც “ხებე” წავართვი და ვერც გავგუდე."
თანაგრძნობის უნარზე მეტად ეს ქცევა, იმას უფრო გავს, რომ ერთმანეთს დაანახონ, როგორი სამართლიანები და კარგები არიან...:) აი, თუ არავინ იქნებოდა იმის დამნახველი, თუ როგორ გაიხდიდა და დააფარებდა...ან როგორ გატეხდა ღამეს სხვის მაგივრად...მაშინ სხვაა...:) მაგრამ აქ...საკანში, ბევრნი იყვნენ...:))) და ყველაფერს მოითმენდა თავმოყვარე ადამიანი...- სიცივეს...უძილობას...ოღონდ ერთმანეთისთვის დაემტკიცებინათ, რომ კარგები არიან!!...:)
და რაც ყველაზე კარგია მგონი...მე.. მკითხველს ჩემი საკუთარი მოსაზრებებიც გამიჩნდა
ჩემი აზრით ის კანონები, რასაც "ციხის კანონები" ქვია, შექმნეს შიშის გამო, ისევ იმ ადამიანებმა, რომლებიც გარეთ დანაშაულს ჩადიან სხვა ადამიანების მიმართ და იქ კი....ციხეში, სადაც უკვე ერთმანეთის პირისპირ რჩებიან ეს "დამნაშავე ადამიანები", უნდათ რომ დაცულნი იყვნენ ერთმანეთისგან...და ეს "კანონები ციხის" მეტ-ნაკლებად ამის საშუალებას იძლევა...:) რატომ ვილაპარაკე ამდენი ამ ნაწერზე?... არ ვიცი, მგონი თვითონ ნაწერი იძლევა ამის საშუალებას... 5555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|