ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლეა-კოკო
ჟანრი: პროზა
30 მარტი, 2012


გუშინ

ბლექ-ჯეკში 200ლარი წავაგე. პოკერში 190 და სლოტებზე 230. ჯამში ჩემი (როგორც თავად გონია) საქმროს ნახევარი თვის ხელფასი. მაინც რა იდიოტები არიან ეს მამრები და მაინც არ ვამბობ ხანდახან მათთან ერთად რეტონაში წასვლაზე უარს. აბა წარმოიდგინეთ ზიხარ კაცის გვერდით რომელიც სასაცილოდაც არ გყოფნის, საერთოდ არ იპრანჭები, ვითომც სააკუთარ სამზარეულოში იყო, პირდაპირ ხელისგულზე ისხამ საწებელს და ენით ლოკავ, თან თვალს არ აცილებ შენ "კაცს" და მის მეგობრეს, გაინტერესებს მათი რეაქცია. მერე სვამ არაყს, ლუდს, მანამდე სანამ ტრიალს არ დაიწყებს დარბაზი. ანუ გულისრევამდე. მერე სადმე ბაღის კუთხეში "მიგჭუჭყავს" ეს იდიოტი და დაგიწყებს ხელების ფათურს, იმიტომ რომ სიფხიზლეში მაგის შნო არ აქვს, რომ ეგ გაგიბედოს. უფფფ რა ასწორებს პირდაპირ პიჯაკის გულის ჯიბეში რო ჩაარწყევ ხინკლის ნახევრად გადამუშავებულ ნარჩენებს. ერთხელ ვთხოვე მაჩვენე ეგ შარვალში რო მალავ, მაგრად მაინტერესებს მეთქი. და ისე გაწითლდა შემეცოდა. ვერაფრით ვხვდები რა უნდა ჩემთან, ცოლად მე ვერ გამოვდგები და... არადა ფულიც იმდენი აქვს ყველაზე პრესტიჟული საუნიდან ყველაზე მაგარ ნაშებს გამოიწერს თან დღეში სამჯერადი მომსახურებით. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები