ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაკედონელი
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2012


როქსანას (1)

დღეს შენნაირი ამინდია,ცოტათი მკაცრი.
ავდექი დილით , მგონი ისევ მარცხენა ფეხზე
ან რა აზრი აქვს?!  შენ ყოველდღე იმედებს მაცლი
და მაკრავ ჯვარზე. აღდგომისკენ აღარ მაქვს გეზი.
გადიხარ ბაღში , (სულ ბავშვურად) თეთრ პეპლებს იჭერ,
მხოლოდ  დედისგან ელოდები შინ მისვლის ნიშანს.
იზრდები თითქოს არაფერი , მაგრამ კიჭები
თანდათან კბილებს ემსგავსება,ჩემში კი გიჟს ჰგავს-
პოეტი , ჰოდა სიცოცხლეზე ამ ლექსსაც აცრი
ყველა შენამდე მოსასვლელ გზას ბურუსი ფარავს.
დღეს შენნაირი ამინდია ცოტათი მკაცრი...
(ისე ამინდი შეიცვლება , მგონი შენ  არა)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები