ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მია დადიანი
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2012


დღეები, როგორც მოწყვეტილი ყაყაჩოები

სარეცხი არაა ჩემი ნერვები, ხარშვაში ვიყო...
ვერ გაპატიებ, პატიებას ნუღა მთხოვ, წადი...
მალე გამოვფენ აივანზე პატარა წინდებს,
თმებში ჩავუწნავ შემოდგომის ალისფერ ყვავილს...

გადავაგორებ სააღდგომო კვერცხივით წარსულს
მეხსიერების საფლავზე და სიმშვიდის მტვერში
წვიმის წვეთივით ჩამოვჯდები საკუთარ სულზე,
მე ხომ არასდროს მიძებნია ჩემს მტერში მტერი?!

და არც უფალი მიძებნია , იმდენად ჩემში
სისხლზე მეტი და ხორცზე მეტი იყო ყოველთვის...
დღეები, როგორც მოწყვეტილი ყაყაჩოები,
წიგნის ფურცლებზე სისხლით ნაწერ ამბავს ჰყვებიან:

"ეს იყო უწინ"...






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები