ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი_ანი
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2012


აულს აღარ ხარ ქალაო

„აულს აღარ ხარ ქალაო
საისაკ მიზდი არც ვიცი,
დარდისა კერძად დამაგდე,
დაგვიწყებია ნაფიცი.
გამოიხმელა ზამთარმა,
ჩემს ქოხს  კი, მაინც ცივაო,
შენაიდ შუქის გარეშე
დამაბეჩავებს ყინვაო.
ამასწინ შენს სახლს ჩამაველ,
ჩატეხილ ჩამოშლილიყო,
იმასაც მონატრებოდი
სევდისგან გამოცლილიყო.
დავწანწალებდი მგელივით,
ბოღმებით გალექებული,
არაყსა ვეძმე ბოლოდა
ამღვრეულ აცეტებული.
აეგრე გამატიალა
შავთვალამ, მანაღვლიანა,
ფიქრად აყრილმა ჯანღებმა
ხევები ანისლიანა...
...მერე კი, მაინც გაიცრა,
გულმაცა გაიმზიანა,
გაციებული გრძნობები
ქარებმა გაანიავა.“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები