ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიოტა
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2012


სიკვდილის აქეთ და სიკვდილის იქით

ჩვენამდე ჩვენი შვება და ჯავრი,
ალბათ ვიღაცას ასე ენება...
სიცოცხლე არის დაღლილი მგზავრის
შესვენება და გზის გაგრძელება.

ჟამი უამრავ მგზავრებს აირევს,
ვინ ლაღია და ვინ-ფერმიხდილი.
ჩვენც იმნაირად, ვით ჩვენნაირებს,
დაბადებამდე დაგვყვა სიკვდილი.

თვით უჩინარმა ხელმა გაგვიგო,
გზებად მზიანი ბურუსის თოვა.
ჩვენ-ის ვართ, ვინაც ჩვენამდე იყო,
ის კი-ჩვენ, ვინაც ჩვენს შემდეგ მოვა.

მკაცრი სიცხადით თუ ღრმა ძილითა,
მიშვებულები სივრცეებს ტივად,
ვივლით და ვივლით, ვივლით, ვივლით და...
გაკვალული გზით სიკვდილთან მივალთ.

სადგურთა მდგმურებს, შლეგებს და მორცხვებს,
მგზავრებად ყოფნა რომც კი დაგვზარდეს,
სიკვდილის იქით სულ სხვა სიცოცხლე,
ისევ ახალი გზისთვის გვამზადებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები