 | ავტორი: ჭა ჟანრი: პროზა 21 ივლისი, 2012 |
"ჩემი სამყარო" ჩარჩოში მოვაქციე. უფრო სწორად, თვითონვე, თავისით ჩაჯდა შიგ, ცოტა უკან დაიწია და შორიდან დამენახა.
ფასანაურს გავცდით. არაგვის პირას გავჩერდით. -მე, ქმარი ჩემი და...ორი ჩვენი -.ბიჭი და გოგო. აი, სწორედ აქ დავინახე, ჩარჩოში რა ლამაზად იჯდა ის,..-"ჩემი სამყარო." ცის პატარა ჩამონაჭერი, მიწის მცირე ანათალი, არაგვის ერთი ნაწილი და ჩვენ.- ძალიან ლამაზი ტილო გამოვიდა. მწვანე ჩარჩო ხომ , უხდებოდა და უხდებოდა. ვერავინ, ვერავინ დამაჯერებს დედამიწის ზურგზე, რომ ეს ყველაფერი ერთხელ გაქრება და აღარ იარსებებს. ყველას გვაქვს ასეთი პატარა სამყაროები, რითაც ვხარობთ. ღმერთმა ისინი ამოჭრა დიდი სამყაროდან და გვაჩუქა. ერთხელაც ამ ყველაფერს წაგვართმევს და გააქრობს? -რა სისულელეა? მე სხვანაირად ვფიქრობ: ჯერ გვაძლევს ამ ყველაფერს, მერე გვაცდის, სანამ ვისწავლით სიყვარულს, ჩვეულებრივს კი არა, ღვთის ტოლა სიყვარულს. - ღმერთი ხომ სიყვარულია.- და მერე, ასე სიყვარულით სავსეებს გადაგვიყვანს სხვა -თუ გინდათ გარდაცვალება დაარქვით და თუ გინდათ სიკვდილი- განზომილებაში. ანუ აგვიყვანს შემდეგ საფეხურზე სიყვარულისა. იქ აღარ ვიცი, რა ფერის იქნება ცა.? არაგვი იქნება თუ არა? ჩვენ როგორები ვიქნებით?- მაგრამ რადგანაც შემდეგი საფეხურია და თანაც სიყვარულის და თანაც ღვთის ხელი ურევია, აუცილებლად იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე ეს არის!
აი, ჩარჩოც შეტოკდა და "სამყაროც" ამოძრავდა... -ბიჭი არაგვში შევიდა, შევიდა კი არა და, არაგვს შეერია. მუცელზე დაწვა, არაგვი ზედ გადასდის...გადასდის...ყოველ წამს...ასე დაუსრულებლად.... მეც მინდა არაგვთან წოლა! მოგვიანებით ჩავალ მასთან. -გოგო, ჯინსის მოკლე კაბით და თეთრი მაიკით, მდელოზე ამოსულ ფეხაკეცილ გვირილას გავს. სურათებს იღებს. არ იცის, რომ თვითონაც სურათშია გამომწყვდეული. -კაცი, მზრუნველად მაგიდას აწყობინებს. - მე კი, ამ ყველაფერს ვიმახსოვრებ, გონებაში ვილექავ. ვიცი, როცა სადღაც ვიქნები, სხვაგან..., , ანუ როცა გარდავიცვლები, ეს ყველაფერი წამყვება თან, ვიცი და რა ვქნა? თქვენი ნებაა, ნუ დაიჯერებთ! ისე, ჩემი თუ არ გჯერათ, არაგვს ვკითხოთ. გამეცინა...წარმოვიდგინე, როგორ წამოდგება ფეხზე, როგორ აიწევა გრძლააად, ასწევს უზარმაზარ ტანს და როგორ დამიქნევს თანხმობის ნიშნად.
მიყვარს არაგვი. რა ხანია მეძახის. აი, ამომწვდა კიდეც. ფეხზე მომეფერა, მთხოვს რომ ჩავიდე. ფრთხილად შევედი. თვითონაც მიფრთხილდება, შენელდა თითქოს, არ უნდა რომ წავიქცე. ჩავედი, მოვხვიე ხელები და გულში ჩავიკარი. მე ხომ გამიხარდა და... მას როგორ გაუხარდა? თმებამდე მომწვდა, მეფერა ბავშვივით. როგორ მინდოდა მასთან დარჩენა, სულ, სამუდამოდ... მეც გამჭვირვალე გავხდი წყალივით, გარდავიცვალე, თუ გარდავისახე, აღარ ვიცი. ვიცი, ის რომ ეს სიყვარული განსხვავებული იყო , აქაურს არ გავდა, ჩვენებურს. ამოსვლას აღარ ვაპირებდი, "ჩემი სამყაროც" დამავიწყდა . მივხვდი, ჩარჩოდან არ უნდა გავსულიყავი. სულ ცოტაც და ვეღარც შევძლებდი ამოსვლას. ისევ თვითონ იძალავა. აჩქარდა , შემანჯღრია, ერთი ორჯერ გამეტებითაც გამარტყა. -გამოვფხიზლდიო. როგორც იქნა წვალებით ამოვედი. მიწაზე დამიგულა თუ არა, ისევ ისე, ნაზად მომეფერა ფეხზე. დამემშვიდობა. არა სამუდამოდ კი არა, დროებით, მასაც გაუჭირდება უჩემოდ.- ვიცი, მივხვდი ყველაფერს. ისევ ჩარჩოში შევბრუნდი. ფიქრით - არაგვთან დავრჩი. თვალი გადავავლე. - მიდის თავისთვის, ვითომც არაფერიაო. როგორ გამომაგდო ? ცრელები მომაწვა, რას არ მივცემდი, ოღონდ ერთი გემრიელად მებღავლა. აშკარად მიბღვერდა, მომწვანო თვალებს მიბრიალებდა, -არ გაბედოოო!!! შენი ადგილი ჩარჩოშიაო, შენს სამყაროშიო. ცრემლები წამომცვივდა.-მე შენთან მინდა! უსასრულობაში... დაუსრულებლად მინდა ვიხეტიალო... ჩაეცინა ჩემს გულუბრყვილობაზე, მერე ისე შემომხედა, გული გამიჩერდა. - მიყვარხარო, მითხრა. ასეა საჭიროვო. საცოდავად მოვიბუზე. დავუჯერე. ჩემზე ჭკვიანია. ჩემზე ბევრი იცის და ჩემზე უკეთ იცის. - მეც მეთქი, ძლივს ამოვისლუკუნე, და "ც "ყელში გამეჩხირა.
არ ვიცი რა მატირებდა, ჩარჩოშიც ხომ კარგად ვიყავი? ალბათ ის რომ მწვანე კი იყო , მაგრამ მაინც ჩარჩო იყო. აქვე გადვწყვიტე მომეხსნა. ვითომ დაუშნოვდება? -არა მგონია, ჩარჩოს ნაცვლად დიდი ცისფერი ფონი ექნება და ამ უსასრულო ცისფერში იქნება ჩახატული "ჩემი სამყარო". რა მოხდა მერე, მკვეთრად თუ აღარ ეჩანება, მე ხომ მეცოდინება? ისედაც ჩემს მეტი, მაინც ვერავინ ამჩნევს ამ ტილოს. სამაგიეროდ დიდი სივრცე ექნება. მაგრამ ხომ შეიძლება დავკარგოთ ერთმანეთი? ამხელა სივრცეში გამიჭირდება მათი მოძებნა...-ბიჭის..გოგოსი...კაცის....-ტილოც გაქრება თავისთავად.-არა არ მეთმობოდა. უსასრულობა, ან ჩარჩო...- ეტყობა ერთად არ ხერხდება. იყოს ჯერ, არ მოვხსნი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
43. ძალიან მომეწონა +2 ძალიან მომეწონა +2
42. ა-007... მადლობა...:)....-ჰო...ხანდახან მეც მეჩვენება რომ ასეა...:) გურჯსაც მადლობა...:-* ა-007... მადლობა...:)....-ჰო...ხანდახან მეც მეჩვენება რომ ასეა...:) გურჯსაც მადლობა...:-*
40. ჰო, ყველას გვჭირს ეს, ჩარჩოდან ამოხტომის მცდელობა... აი ისე ყვები, თითქოს შენი უახლოესი ადამიანებიც კი შორს არიან შენიდან... საინტერესო ინტერპრეტაციაა. ჰო, ყველას გვჭირს ეს, ჩარჩოდან ამოხტომის მცდელობა... აი ისე ყვები, თითქოს შენი უახლოესი ადამიანებიც კი შორს არიან შენიდან... საინტერესო ინტერპრეტაციაა.
39. დიდი მადლობა ყველას...:-* დროის დათმობიშთვის...:-* ასეთი თბილი სიტყვებისთვის..:-* დიდი მადლობა ყველას...:-* დროის დათმობიშთვის...:-* ასეთი თბილი სიტყვებისთვის..:-*
38. რა კარგი "მეხსიერება" გაქვთ, ასე ლამაზად რომ "იმახსოვრებთ"...
+ რა კარგი "მეხსიერება" გაქვთ, ასე ლამაზად რომ "იმახსოვრებთ"...
+
37. ნუ არ ვიცი რა ვთქვა,ამიერიდა თქვენი ერთგული ფანი ვარ,თქვენს საქებად სამი გვერდი არ მეყოფა ასეთი ღრმა ფილოსოფიის ასე იოლად გადმოტანა ფურცელზე და მკითხველამდე მოწოდება.ბრავო.5+ ნუ არ ვიცი რა ვთქვა,ამიერიდა თქვენი ერთგული ფანი ვარ,თქვენს საქებად სამი გვერდი არ მეყოფა ასეთი ღრმა ფილოსოფიის ასე იოლად გადმოტანა ფურცელზე და მკითხველამდე მოწოდება.ბრავო.5+
36. რა "მე და ზღვა" და რა "შენ და არაგვი"... ნაან, ამ სიყვარულს ბევრი ვერაფერს გაუგებს, მაგრამ... ჩვენ ხომ სხვის მოსაწონად არ გვიყვარს, არა? ძალიან ლამაზია შენი ჩარჩოც და შენი არაგვიც... :–* რა "მე და ზღვა" და რა "შენ და არაგვი"... ნაან, ამ სიყვარულს ბევრი ვერაფერს გაუგებს, მაგრამ... ჩვენ ხომ სხვის მოსაწონად არ გვიყვარს, არა? ძალიან ლამაზია შენი ჩარჩოც და შენი არაგვიც... :–*
35. ყველას გვაქვს ასეთი პატარა სამყაროები, რითაც ვხარობთ. ღმერთმა ისინი ამოჭრა დიდი სამყაროდან და გვაჩუქა... რა საყვარელი ჩანახატია! წარმოგიდგინე და ჩარჩო გაიწელა, გაიწელა, სამყაროსხელა გახდა... შენ ხომ ყველაფერი გიყვარს, რაც სამყაროშია! მეც მიყვარხარ ასეთი :* ყველას გვაქვს ასეთი პატარა სამყაროები, რითაც ვხარობთ. ღმერთმა ისინი ამოჭრა დიდი სამყაროდან და გვაჩუქა... რა საყვარელი ჩანახატია! წარმოგიდგინე და ჩარჩო გაიწელა, გაიწელა, სამყაროსხელა გახდა... შენ ხომ ყველაფერი გიყვარს, რაც სამყაროშია! მეც მიყვარხარ ასეთი :*
34. კარგი ნაწერია, თითქოს ჩანახატი ჩანახატის შესახებ იყო.ერთი რამ კი ნათელია, შეიძლება ასეთ სამყაროებს ჩარჩოები აქვთ მაგრამ არა შენს ფანტაზიას. კარგი ნაწერია, თითქოს ჩანახატი ჩანახატის შესახებ იყო.ერთი რამ კი ნათელია, შეიძლება ასეთ სამყაროებს ჩარჩოები აქვთ მაგრამ არა შენს ფანტაზიას.
33. მადლობა ყველას...:-* მადლობა ყველას...:-*
32. ვერავინ, ვერავინ დამაჯერებს დედამიწის ზურგზე, რომ ეს ყველაფერი ერთხელ გაქრება და აღარ იარსებებს. ყველას გვაქვს ასეთი პატარა სამყაროები, რითაც ვხარობთ. ღმერთმა ისინი ამოჭრა დიდი სამყაროდან და გვაჩუქა. ერთხელაც ამ ყველაფერს წაგვართმევს და გააქრობს? -რა სისულელეა? მე სხვანაირად ვფიქრობ: ჯერ გვაძლევს ამ ყველაფერს, მერე გვაცდის, სანამ ვისწავლით სიყვარულს, ჩვეულებრივს კი არა, ღვთის ტოლა სიყვარულს. - ღმერთი ხომ სიყვარულია.- და მერე, ასე სიყვარულით სავსეებს გადაგვიყვანს სხვა -თუ გინდათ გარდაცვალება დაარქვით და თუ გინდათ სიკვდილი- განზომილებაში. ანუ აგვიყვანს შემდეგ საფეხურზე სიყვარულისა...- იქ აღარ ვიცი, რა ფერის იქნება ცა.? არაგვი იქნება თუ არა? ჩვენ როგორები ვიქნებით?- მაგრამ რადგანაც შემდეგი საფეხურია და თანაც სიყვარულის და თანაც ღვთის ხელი ურევია, აუცილებლად იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე ეს არის!
კარგად ამბობ... მოგიკითხე! +++++ ვერავინ, ვერავინ დამაჯერებს დედამიწის ზურგზე, რომ ეს ყველაფერი ერთხელ გაქრება და აღარ იარსებებს. ყველას გვაქვს ასეთი პატარა სამყაროები, რითაც ვხარობთ. ღმერთმა ისინი ამოჭრა დიდი სამყაროდან და გვაჩუქა. ერთხელაც ამ ყველაფერს წაგვართმევს და გააქრობს? -რა სისულელეა? მე სხვანაირად ვფიქრობ: ჯერ გვაძლევს ამ ყველაფერს, მერე გვაცდის, სანამ ვისწავლით სიყვარულს, ჩვეულებრივს კი არა, ღვთის ტოლა სიყვარულს. - ღმერთი ხომ სიყვარულია.- და მერე, ასე სიყვარულით სავსეებს გადაგვიყვანს სხვა -თუ გინდათ გარდაცვალება დაარქვით და თუ გინდათ სიკვდილი- განზომილებაში. ანუ აგვიყვანს შემდეგ საფეხურზე სიყვარულისა...- იქ აღარ ვიცი, რა ფერის იქნება ცა.? არაგვი იქნება თუ არა? ჩვენ როგორები ვიქნებით?- მაგრამ რადგანაც შემდეგი საფეხურია და თანაც სიყვარულის და თანაც ღვთის ხელი ურევია, აუცილებლად იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე ეს არის!
კარგად ამბობ... მოგიკითხე! +++++
31. :) გაიხარე! გამათბე რაღაცნაირად . . . :) გაიხარე! გამათბე რაღაცნაირად . . .
30. ყველას აქვს თავისი ტილო ჩემი აზრით ამ სამყაროში .. :) თქვენი კი ძალიან ლამაზია..:) ყველას აქვს თავისი ტილო ჩემი აზრით ამ სამყაროში .. :) თქვენი კი ძალიან ლამაზია..:)
29. იცოცხლე, ნანა! იცოცხლე, ნანა!
28. ეს გარედან წავიკითხე ,,, კარგია... მომეწონა მაშინვე.. თბილო ქალბატონო..
+ 5 ეს გარედან წავიკითხე ,,, კარგია... მომეწონა მაშინვე.. თბილო ქალბატონო..
+ 5
27. ადრეც მედო ეს "ჩარჩო"..:) ის ძველი წავშალე... ჰარი...ჰარალეს კომენტარებს ვერ შეველიე და აქეთ გადმოვსხი...:)) დანარჩენების გადმოტანა აღარ დამჭირდა...:)) ვისაც ედო იქ კომენტარი, აქაც დადეს...:-* ადრეც მედო ეს "ჩარჩო"..:) ის ძველი წავშალე... ჰარი...ჰარალეს კომენტარებს ვერ შეველიე და აქეთ გადმოვსხი...:)) დანარჩენების გადმოტანა აღარ დამჭირდა...:)) ვისაც ედო იქ კომენტარი, აქაც დადეს...:-*
26. 17. მაგარი ხარ ჭა!!! ღმერთმა არასდროს დაგაშროს და აგამღვრიოს, ასეთი ანკარა იყავი მრავალჟამიერ.
ჰა-რა-ლე. 2009-07-18 13:18:47 17. მაგარი ხარ ჭა!!! ღმერთმა არასდროს დაგაშროს და აგამღვრიოს, ასეთი ანკარა იყავი მრავალჟამიერ.
ჰა-რა-ლე. 2009-07-18 13:18:47
25. 2. მშვენიერი ტილოები გამოგდის ჭაო , ჩარჩოთიც და უჩარჩოოდაც, ჩოტა მიაკოტექტირე ,(მე რომ ვინმეს ვეტყვი) მაგ, ეჩანება, და სავსემ იმპრესიონისტკა ბუდეშ, :) მე მგონი პირველი ქვეყანაზე, ისე ვინმე იცით იმპრესიონისტი ქალი , ჭას გარდა , მითხარით რა , ოღონდ თქვენს გარდა ერთი , ორმა კადამიანმა კუიდევ უნდა იცოდეს..ჭას დიდი ,დიდი უსასრულო ჩარჩო ხელშეკრულებითი 2-იანი. :)
ჰარირამა. 2009-07-17 19:49:01 2. მშვენიერი ტილოები გამოგდის ჭაო , ჩარჩოთიც და უჩარჩოოდაც, ჩოტა მიაკოტექტირე ,(მე რომ ვინმეს ვეტყვი) მაგ, ეჩანება, და სავსემ იმპრესიონისტკა ბუდეშ, :) მე მგონი პირველი ქვეყანაზე, ისე ვინმე იცით იმპრესიონისტი ქალი , ჭას გარდა , მითხარით რა , ოღონდ თქვენს გარდა ერთი , ორმა კადამიანმა კუიდევ უნდა იცოდეს..ჭას დიდი ,დიდი უსასრულო ჩარჩო ხელშეკრულებითი 2-იანი. :)
ჰარირამა. 2009-07-17 19:49:01
24. "რა მოხდა მერე, მკვეთრად თუ აღარ ეჩანება". აქ "გამოჩნდება" ხომ არ აჯობებდა? "რა მოხდა მერე, მკვეთრად თუ აღარ ეჩანება". აქ "გამოჩნდება" ხომ არ აჯობებდა?
23. ასეთი მშვენიერი სურათის შემომქმედს და მფლობელს უსასრულობაში რა გეჩქარებათ.?! მაგასაც მოესწრებით(ასი წლის შემდეგ) ასეთი მშვენიერი სურათის შემომქმედს და მფლობელს უსასრულობაში რა გეჩქარებათ.?! მაგასაც მოესწრებით(ასი წლის შემდეგ)
22. მელოდია..:-* მომენატრე... jonatan livingstoni. ..:-* შენ მართლა თბილოოო...:) მელოდია..:-* მომენატრე... jonatan livingstoni. ..:-* შენ მართლა თბილოოო...:)
21. "ისედაც ჩემს მეტი, მაინც ვერავინ ამჩნევს ამ ტილოს..."- უკვე რამდენმა შევამჩნიეთ! შეგვამჩნევინე! რა კარგი იყო! "ისედაც ჩემს მეტი, მაინც ვერავინ ამჩნევს ამ ტილოს..."- უკვე რამდენმა შევამჩნიეთ! შეგვამჩნევინე! რა კარგი იყო!
20. უდიდესი გულის მქონე ადამიანი:* უდიდესი გულის მქონე ადამიანი:*
18. ნეფერტარ..:-* მეუდაბნოე..:-*....:) თუმცა კი ორი არგავია..თეთრი და შავი...ქალიც და კაციც...:-* პარაზიტო..:-* ...იმსახურებს...ტყუილად არაფერი ხდება...:-* ნეფერტარ..:-* მეუდაბნოე..:-*....:) თუმცა კი ორი არგავია..თეთრი და შავი...ქალიც და კაციც...:-* პარაზიტო..:-* ...იმსახურებს...ტყუილად არაფერი ხდება...:-*
17. ეს ლალი რატომ გიყვართ ამ საიტზე? ეს ლალი რატომ გიყვართ ამ საიტზე?
16. არაგვი პოეტების მდინარეა, არაგვი კახპასავით ყველასია, არაგვს არ ენდოთ. მომეწონა. არაგვი პოეტების მდინარეა, არაგვი კახპასავით ყველასია, არაგვს არ ენდოთ. მომეწონა.
15. "ღვთის ტოლა სიყვარულს" - უდიდესი სიტყვებია, ძლიერი და მაგიური... ღრმა... არც მსმენია ვინმეს ეთქვას "ჭის: - გარდა.
"ღვთის ტოლა სიყვარულს" - უდიდესი სიტყვებია, ძლიერი და მაგიური... ღრმა... არც მსმენია ვინმეს ეთქვას "ჭის: - გარდა.
14. მუხა დიდი მადლობა...:-* ასეთი თბილი კომენტარისთვის...:-* მადლობა სხვებსაც...:) მუხა დიდი მადლობა...:-* ასეთი თბილი კომენტარისთვის...:-* მადლობა სხვებსაც...:)
13. წავიკითხე მომეწონა!
"აი, ჩარჩოც შეტოკდა და "სამყარო" ამოძრავდა,
აი ჩემი გული შეტოკდა , არაგვი ფეხზე, რომ მოგეფერა და გთხოვა ჩამოდიო !შენც თურმე გინდოდა დარჩენა სამუდამოდ ? მე არ მემეტები არაგვისთვის!
წავიკითხე მომეწონა!
"აი, ჩარჩოც შეტოკდა და "სამყარო" ამოძრავდა,
აი ჩემი გული შეტოკდა , არაგვი ფეხზე, რომ მოგეფერა და გთხოვა ჩამოდიო !შენც თურმე გინდოდა დარჩენა სამუდამოდ ? მე არ მემეტები არაგვისთვის!
12. ძალზე ლამაზად... უფალმა დიდხანს "ჩაგსვათ" იმ შესანიშნავ ჩარჩოში. მომეწონა. ძალზე ლამაზად... უფალმა დიდხანს "ჩაგსვათ" იმ შესანიშნავ ჩარჩოში. მომეწონა.
11. რა ლამაზია. რა ლამაზია.
10. მშვენიერი ჩანახატია
ნანამ უსასრულობა "ჩარჩოში" მოაქცია :* მშვენიერი ჩანახატია
ნანამ უსასრულობა "ჩარჩოში" მოაქცია :*
9. ძალიან თბილი, უშუალო და საყვარელი დიდი ბავშვი ხარ შენ!:-* ძალიან თბილი, უშუალო და საყვარელი დიდი ბავშვი ხარ შენ!:-*
8. სასიამოვნოდ იკითხება ძალიან.. მომწონს! :)) +2 სასიამოვნოდ იკითხება ძალიან.. მომწონს! :)) +2
7. რა ლამაზად გაქვს გადმოცემული ქ-ნო ნანა. ვკითხულობდი და ვგრძნობდი არაგვის შხეფებს, მის ხმას, მის სიყვარულს. ეს რა თბილი მოფერება სცოდნია არაგვს. რა კარგია... რა ძალიან კარგი... +5 რა ლამაზად გაქვს გადმოცემული ქ-ნო ნანა. ვკითხულობდი და ვგრძნობდი არაგვის შხეფებს, მის ხმას, მის სიყვარულს. ეს რა თბილი მოფერება სცოდნია არაგვს. რა კარგია... რა ძალიან კარგი... +5
6. თქვენი ჩარჩო მომეწონა მე, ჭკვიანია და კარგადმოძრავი =) თქვენი ჩარჩო მომეწონა მე, ჭკვიანია და კარგადმოძრავი =)
5. როგორი სიყვარული სცოდნია არაგვს :) ძალიან მომეწონა +5 როგორი სიყვარული სცოდნია არაგვს :) ძალიან მომეწონა +5
4. ლალი...:-* რაც მითხარი. ეგ ყველაზე დიიიიდიი და ფილოსოფიაა,,,:) მეც ეგ მჭირს შენს მიმართ...:-* ია...:-* მადლობა... ლალი...:-* რაც მითხარი. ეგ ყველაზე დიიიიდიი და ფილოსოფიაა,,,:) მეც ეგ მჭირს შენს მიმართ...:-* ია...:-* მადლობა...
3. აი, სწორედ აქ დავინახე ჩარჩოში რა ლამაზად იჯდა ის,..-"ჩემი სამყარო." ცის პატარა ჩამონაჭერი, მიწის მცირე ანათალი, არაგვის ერთი ნაწილი და ჩვენ.- ძალიან ლამაზი ტილო გამოვიდა. მწვანე ჩარჩო ხომ , უხდება და უხდება. ვერავინ, ვერავინ დამაჯერებს დედამიწის ზურგზე, რომ ეს ყველაფერი ერთხელ გაქრება და აღარ იარსებებს.
მშვენიერი სურათია + გრძნობა. აი, სწორედ აქ დავინახე ჩარჩოში რა ლამაზად იჯდა ის,..-"ჩემი სამყარო." ცის პატარა ჩამონაჭერი, მიწის მცირე ანათალი, არაგვის ერთი ნაწილი და ჩვენ.- ძალიან ლამაზი ტილო გამოვიდა. მწვანე ჩარჩო ხომ , უხდება და უხდება. ვერავინ, ვერავინ დამაჯერებს დედამიწის ზურგზე, რომ ეს ყველაფერი ერთხელ გაქრება და აღარ იარსებებს.
მშვენიერი სურათია + გრძნობა.
2. რაღაც დიდს და ''ფილოსიფიურს''ვკრიფავდი და მივხვდი რომ არაა საჭირო... უბრალოდ გეტყვი-მიყვარხარ მე ნან შენ:) რაღაც დიდს და ``ფილოსიფიურს``ვკრიფავდი და მივხვდი რომ არაა საჭირო... უბრალოდ გეტყვი-მიყვარხარ მე ნან შენ:)
1. მგონი მედო ადრეც.. მეც აღარ მახსოვს...:) შეცდომები რათქმაუნდა იქნება...:) ერთად დავასწოროდ...:-* მგონი მედო ადრეც.. მეც აღარ მახსოვს...:) შეცდომები რათქმაუნდა იქნება...:) ერთად დავასწოროდ...:-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|