(იაპონიაში მიწისძვრის დროს დაღუპულ დედას)
"თუ გადარჩები, იცოდე, რომ..."-დაიწყო ტექსტის აკრეფა მობილურში...
*** მანამდე კი... ბიძგებმა ჩინური ორნამენტებით მორთული ჭრელი ჭაღი ააქანავეს ჭერზე, კედელზე გვერდიგვერდ დაკიდებული მშობლების სურათები ერთმანეთს ჩაახუტეს... ჩაის ფინჯანი გადმოაგდეს მაგიდიდან...
სასწრაფოდ გაახვია ჩვრებში მხოლოდშობილი, მხოლოდ სახე გამოუჩინა ოდნავ... ყველაზე მყარი სკამის ქვეშ დააწვინა პატარა...
გაძლიერებულმა ბიძგებმა ფანჯრის მინებს ბზარი გაუჩინეს, მსხვრევის ხმად ჩამოშალეს... მრგვალი აკვარიუმისგან დარჩენილ ნამსხვრევებში ასუნთქეს თევზები ლაყუჩების დახეთქვამდე...
სკამს თავად გადაეფარა ზევიდან და მობილურში ტექსტის აკრეფა დაიწყო, შიშისგან გაფართოებული თვალებითა და აკანკალებული თითებით: "თუ გადარჩები, იცოდე, რომ..."
ძლიერმა ბიძგებმა ჭრელი ჭაღი ჩამოაგდეს და მასთან ერთად მთელი ბეტონის მასა, რომელიც ოთახის ჭერს წარმოადგენდა...
***
როცა ბიძგები შეწყდა, მაშველებმა ქალის დამახინჯებული სხეული აღმოაჩინეს სკამზე უცნაურ პოზაში დამხობილი (მლოცველივით წინ გადახრილი). სკამის ქვეშ კი გადარჩენილი პატარა ათამაშებდა ხელში მობილურს, რომლის ეკრანზეც გაუგზავნელი ტექსტი იკითხებოდა: "თუ გადარჩები, იცოდე, რომ ძალიან მიყვარდი..."
...და, ალბათ, სწორედ ამ მესიჯს ერქვა ყველაზე ნაკლებად "გაუგზავნელი"...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. მშვენიერია.. +5 მშვენიერია.. +5
22. დიდი მადლობა რეზოსა და კახას... მიხარია, რომ მკითხულობთ. დიდი მადლობა რეზოსა და კახას... მიხარია, რომ მკითხულობთ.
20. ეს ყველაფერი ჩანახატის სახით აღვითქვი, ჩანახატი რეალური ისტორიის შესახებ. ტრაგიკულია. გიფასებთ. ეს ყველაფერი ჩანახატის სახით აღვითქვი, ჩანახატი რეალური ისტორიის შესახებ. ტრაგიკულია. გიფასებთ.
19. შოპენის გოგონა, კი არის ფოტო და აქაც მაქვს დადებული ილუსტრაციაში... მადლობა, რომ წაიკითხეთ.
მადლობა, ყოფილო პოეტო :) შოპენის გოგონა, კი არის ფოტო და აქაც მაქვს დადებული ილუსტრაციაში... მადლობა, რომ წაიკითხეთ.
მადლობა, ყოფილო პოეტო :)
18. ჰო. მომეწონა. ჰო. მომეწონა.
17. კარგად კი მოყევი ეს ისტორია, ფოტოც არის ინტერნეტში ამ ქალის როგორც მახსოვს :( კარგად კი მოყევი ეს ისტორია, ფოტოც არის ინტერნეტში ამ ქალის როგორც მახსოვს :(
16. :)) მადლობა... და მაინც, არ არის ეს უნაკლო :) :)) მადლობა... და მაინც, არ არის ეს უნაკლო :)
14. მადლობა, თანანა... საოცრად მესიამოვნა ეს სიტყვები... მადლობა, თანანა... საოცრად მესიამოვნა ეს სიტყვები...
13. ასეთ პატარა მოთხრობაში მთელი ტრაგიზმით ჩაგიტევიათ დედა-შვილობის აუხსნელი მადლი, დედის თავგანწირვა და სიყვარულიც, რომელიც სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს სიცოცხლეს... მე აქ არაფერი მომეჩვენა ნაძალადევი, პირიქით... ისე, ამ სნობიზმითა და ცინიზმით გაჯერებულ დროში ყველაფერი ადამიანური, როგორც ჩანს, "არაადამიანურ" გაღიზიანებას იწვევს... 5 ასეთ პატარა მოთხრობაში მთელი ტრაგიზმით ჩაგიტევიათ დედა-შვილობის აუხსნელი მადლი, დედის თავგანწირვა და სიყვარულიც, რომელიც სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს სიცოცხლეს... მე აქ არაფერი მომეჩვენა ნაძალადევი, პირიქით... ისე, ამ სნობიზმითა და ცინიზმით გაჯერებულ დროში ყველაფერი ადამიანური, როგორც ჩანს, "არაადამიანურ" გაღიზიანებას იწვევს... 5
12. მადლობა, ნანა :*
ხო, დავიკარგე... ასე გამოვიდა :)
მადლობა, ნანა :*
ხო, დავიკარგე... ასე გამოვიდა :)
11. ჯერ მოგიკითხე მე-კალ-მე..:-* არ ჩანდი თითქოს...:-* მე მომწონს რომ ამ თემაზე წერ შენ და არა სხვა რამეზე...5 ჯერ მოგიკითხე მე-კალ-მე..:-* არ ჩანდი თითქოს...:-* მე მომწონს რომ ამ თემაზე წერ შენ და არა სხვა რამეზე...5
10. მუხა :) :) კარგი იყო კოხორა :) მადლობა, რომ წაიკითხეთ :* მუხა :) :) კარგი იყო კოხორა :) მადლობა, რომ წაიკითხეთ :*
9. ავტორი წერს რეალური ისტორიაო, და მე არანაირი ეჭვი არ მაქვს, რომ ეს ასეა, იყო ალბად ინფორმაცია და ავტორმა, მშვენივრად მოგვაწოდა პროზად! აუცილებელი არ არის წავიკითხოთ და ცრემლები ვაღვარღვაროთ, შემთხვევა უნდა აღვიქვად, ნორმის ფარგლებში, ესაა ჩემი კომენტარი"კოხორა" ავტორი წერს რეალური ისტორიაო, და მე არანაირი ეჭვი არ მაქვს, რომ ეს ასეა, იყო ალბად ინფორმაცია და ავტორმა, მშვენივრად მოგვაწოდა პროზად! აუცილებელი არ არის წავიკითხოთ და ცრემლები ვაღვარღვაროთ, შემთხვევა უნდა აღვიქვად, ნორმის ფარგლებში, ესაა ჩემი კომენტარი"კოხორა"
8. +1 მხოლოდ იმიტომ რომ ასეთ თემაზეა დაწერილი +1 მხოლოდ იმიტომ რომ ასეთ თემაზეა დაწერილი
7. არ მომეწონა არ მომეწონა
6. ლანა... წერ ისეთ თემებზე,წუტით რომ ადამიანს გააშეშებს. "უზმოზე" წაგიკითხე... შენც კარგად იცი,რომ ეს არ არის ის,თან რომ გაგყვეს. იცი,რატომ? ყოველი კატაკლიზმა გვაფრთხობს თითოეულ ჩვენგანს."შიშმა დაგიარა და ახლა ხომ ის ემოცია აღარ გაქვს?
ემოცია? "უი" კურცხალი და.. რა??? მე სხვა ნაწარმოები მახსოვს შენი:) იცი,რატომ? ნაძალადევი არ იყო!! თავად მიხვდები-"შIნაბერა...:) ლანა... წერ ისეთ თემებზე,წუტით რომ ადამიანს გააშეშებს. "უზმოზე" წაგიკითხე... შენც კარგად იცი,რომ ეს არ არის ის,თან რომ გაგყვეს. იცი,რატომ? ყოველი კატაკლიზმა გვაფრთხობს თითოეულ ჩვენგანს."შიშმა დაგიარა და ახლა ხომ ის ემოცია აღარ გაქვს?
ემოცია? "უი" კურცხალი და.. რა??? მე სხვა ნაწარმოები მახსოვს შენი:) იცი,რატომ? ნაძალადევი არ იყო!! თავად მიხვდები-"შIნაბერა...:)
5. ყველას მადლობა, რომ წაიკითხეთ... ნათ, ეს რეალური ფაქტია, რეალურად ასე მოხდა, როგორც ჩანს ვეღარ აღწევდა გარეთ... ახლა ილუსტრაციასაც დავდებ ამ ფაქტის ამსახველს... ანუ მართლაც შეიძლება არარეალურად მოგეჩვენოს მესიჯის წერა, ან ჩვილის ჩვრებში გახვევა და სკამის ქვეშ დამალვა, როცა ჭერი თავზე გემხობა... ამ დროს, ალბათ, უფრო რეალურია გაიქცე, მაგრამ ასე არ ყოფილა ამ კონკრეტულ შემთხვევაში და სწორედ ამით არის ეს შემთხვევა განსაკუთრებული... თუ დაგაინტერესებთ, სტატიასაც დავდებ აქ, რომელშიც ეს ფაქტია აღწერილი... ყველას მადლობა, რომ წაიკითხეთ... ნათ, ეს რეალური ფაქტია, რეალურად ასე მოხდა, როგორც ჩანს ვეღარ აღწევდა გარეთ... ახლა ილუსტრაციასაც დავდებ ამ ფაქტის ამსახველს... ანუ მართლაც შეიძლება არარეალურად მოგეჩვენოს მესიჯის წერა, ან ჩვილის ჩვრებში გახვევა და სკამის ქვეშ დამალვა, როცა ჭერი თავზე გემხობა... ამ დროს, ალბათ, უფრო რეალურია გაიქცე, მაგრამ ასე არ ყოფილა ამ კონკრეტულ შემთხვევაში და სწორედ ამით არის ეს შემთხვევა განსაკუთრებული... თუ დაგაინტერესებთ, სტატიასაც დავდებ აქ, რომელშიც ეს ფაქტია აღწერილი...
4. წავიკითხე და რა არის, იცი, აი, დავფიქრდი, რას იზამდა დედა, როცა იცის, რომ წუთი-წუთზე მიწისძვრა მოხდება და გვერდით ჰყავს შვილი
მიმიხვდებოდი =) წავიკითხე და რა არის, იცი, აი, დავფიქრდი, რას იზამდა დედა, როცა იცის, რომ წუთი-წუთზე მიწისძვრა მოხდება და გვერდით ჰყავს შვილი
მიმიხვდებოდი =)
2. საოცარი ნაწერია ეს ( ჩემთვის)
++ საოცარი ნაწერია ეს ( ჩემთვის)
++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|