ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი ხარაიშვილი
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2012


მატრიალე !

მატრიალე,  დედამიწავ, თუ სუყველა ტრიალებს!
მე ხომ შენი ნაბოლარა, ნებიერა შვილი ვარ?!
კალთაში რომ აღარ მერგო წილი მემილიარდეს
ახლა ზურგზე შემომხტარი აჩი-კუდას ვყვირივარ!
გამაქცუნე, ჩქარა, სანამ ღამემ პირი  დააღო,
თორემ უკვე ცამ ღრუბლები სარეცხივით გაფინა...
თითქოს ზედა მეზობელმა დამაფერთხა საღამო-
შევცბუნდი და მოვიყუდე წვენით სავსე გრაფინი...
მატრიალე ციბრუტივით, არსად არ შემაჩერო,
მინდა უხმოდ მიგრძნოს ყველამ მუნჯი კინოს ფირივით,
მინდა ჩემს ჩრდილს შევეკედლო, არ დამჭირდეს სხვა ჩერო,
ამისრულე, დედამიწავ, ეს გულწრფელი  სურვილი!
მატრიალე სანამ გაცვდა ეს ფურცლების მარაო!
სიოს არა! ვინიავებ მსუყე ფიქრის ნამქერებს!
არითმია შენგან მომდგამს გენით, ჰო და ამაოდ
ნუ დაარღვევ ამ პირობას, ნურსად ნუ შემაჩერებ !

ჩემი სულის კაპიტანი სანამ ღუზას დაუშვებს,
სანამ ევა შემახსენებს საიდან მაქვს ფესვები,
ნუ შეაბამ ჩემს ოცნებებს ვებერთელა მარწუხებს,
რომ თამამად ვიბზრიალო ამ მდუღარე ლექსებით !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები