ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამონ რა
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2012


ვოცნებობ ხოლმე... (მე–დეას)

ცა ჭამს დილიდან დეპრესიას და მე ვნაყრდები,
თოხლო კვერცხია მზე და ცილა შენი დუმილი,
ამ უპატარძლო სიცოცხლეში ისმის მაყრული
გიხდება ჩემი გული-კაბად,ასე მუდმივად

ვოცნებობ ხოლმე…ახლა უფრო,ახლა თამამად
ვივლი შინისკენ,სადაც სუნთქვის ტოვებ ანაბეჭდს
შენი დაკარგვით თავს კარგავენ გზები ამაღამ
მათ რა იციან,როგორ წვავ და როგორ ანათებ.

მედე,სიცოცხლე ღიმილივით ისე გადამდე
ყელს ავგაროზად შენი ციცქნა სხეული ება
მე მივაცილე ცრემლიანი წლები კარამდე
და მილაგებდნენ უშენო სულს ასკი და ემბლა.

მედე,მე ეს ვარ,რასაც მხედავ,შენ ვერ გხედავენ
მე კი თვალები ამოვიწვი ნებით უნებურ
შევძლებ და მოვალ,ნუ დაუცდი ,არ ღირს ხვალამდე
გაგილამაზებ სიყვარულით დღეებს უფერულს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები