ტრაფარეტული ბილბორდები სუნთქავენ მძიმედ, შენი ნაქსოვი მიკეთია კაშნე და ვფიქრობ, რომ აღარსადროს შემცივდება მინუს გრადუსშიც, როგორღაც მე და შენი შალი ერთმანეთს ვიჩვევთ. ქუჩაში ვიღაც ექაჩება მკლავებზე იმ ბავშვს, თმით თუ თვალებით რომ მაგონებს საკუთარ სახეს, და მახსენდება სილიანი ჩემი თითები და ზურგიანი სულ პატარა ყვითელი სკამი. ჩანაწერებით ავსებული რვეულის ყდაზე ჩემი თმებისფერ წიწილასთან პარალელს ვავლებ, იქნებ, წვიმაში აბუზული რაღაცით ვგავდი... ცივა და ცხვირზე მიკეთია ნაქსოვი კაშნე. ბევრს ვფიქრობ გზაში შენს თითებზე და შენს კოფთაზე მეოცე წელი რომ დავსდევ და შენს სურნელს ვპარავ, ვიცი, ვიქნები წლების შემდეგ ისევ ასეთი, თვალდახუჭული წარმოგიდგენ საბავშვო ბაღთან. ჩამაცვამ ქურთუკს, შემოდგომა იქნება მაშინ, სახლში მისვლამდე ცხვირის წვერზე მაკოცებ ალბათ, და იმ ბავშვივით დაგეწევი სამი ნაბიჯით და მოგიყვები, როგორ არ ვჭამ წვნიანს და კარაქს. შენ კი სასწრაფოდ ამიდუღებ ლიმნიან ჩაის, ისევე, როგორც მივუსწარი ყვითელზე მწვანეს, ამიგუნდავებ შენი ხელით მჭადებს, ყველიანს... ვფიქრობ და უკვე თავჩარგული ვისველებ თვალებს... და არ წვიმს ახლა, სიცივეა და ცოტა ყინავს, დედები შვილებს აკითხავენ ჯიპით, ქუსლებით, ყინვის კვალდაკვალ ეტმასნება ჟანგბადს CHANEL-ი, მე კი ვიხსენებ, რა უბრალო იყავი მაშინ... პათეტიკურად ვხატავ პორტრეტს შენი შტრიხებით, შუქნიშანზე კი ელოდება კვლავ ყვითელს მწვანე, მე თავჩარგული გადავდივარ პარალელურად და რომ იცოდე, როგორ მათბობს, დე, შენი კაშნე...
გენაცვალეეეეე...:-* ძალიან მაგრად წერ,,, აი ძალიან... უბრალოდ , სადად, ბუნებრივად, პოეტურად, სუფთა, სუფთა ემოციებით... გაიხარე, რაც მე შენ დღეს სული გამითბე... 555555
გენაცვალეეეეე...:-* ძალიან მაგრად წერ,,, აი ძალიან... უბრალოდ , სადად, ბუნებრივად, პოეტურად, სუფთა, სუფთა ემოციებით... გაიხარე, რაც მე შენ დღეს სული გამითბე... 555555
კი, რა თქმა უნდა ,სოფრომ, ლექსში რაც დევს ის გრძნობა ნამდვილად თბილი და საყვარელია, მაგრამ ლექსი სხვა კრიტერიუმებით ფასდება. მე მომწონს ეს გოგო და ამდენს იმიტომ ვწერ, თორემ სხვა შემთხვევაში ხოს ან არას დავწერდი.

მეხი "გავიმეორე", წავიკითხე შენი ლექსები და ვწერ კომენტარს, რომ კარგი ლექსია, თბილი და ნაცნობი... კადრები რომ მეორდება მწვანეს მოლოდინში, წამიერად გიტივტივდება თავში ნაცნობი საყვარელი სახე... წარმატებები, +++

ყველა შენი ლექსი წავიკითხე, სანამ კომენტარს დაგიწერდი. კარგად წერ, მაგრამ ეს ლექსი ნამდვილად არ იმსახურებს არც ერთ პლიუსს. ვიცი შენი მეგობრები საწინააღმდეგოს დაწერენ, თუმცა სჯობს მეგომარმა გირჩიოს ზუსტად. ყველაფერზე ხუთიანების წერით ვერ გაიზრდები, არადა ძალიან კარგი გოგო ხარ. წარმატებებს გისურვებ.