ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2012


არ ვიცი ვინ ვარ

არ ვიცი ვინ ვარ, არ ვიცი ვინ ვარ?
ზოგჯერ შეშლილი სული ვარ მარტო,
რისთვის ვარსებობ, რისთვის დავდივარ?
უფალმა იცის სულ მარტოდმარტო.


სევდიანი ვარ მაგრამ ვინ იცის?
იქნებ დაღლილ სულს ქარი აწვალებს,
შენით ვიგრძენი ცხოვრების არსი,
სიცოცხლის ძალა შენით ვიწამე.


არ ვიცი ვინა ვარ? არ ვიცი ვინ ვარ?
სევდა და დარდი ისევ მაწამებს,
ასეთი განცდა ზეცისგან მოდის,
უფალი ითვლის სიცოცხლის წამებს.


არ ვიცი ვინ ვარ? მაგრამ შენი  ვარ?
ეს ჩემი გული შენ ერთს გენუკვის,
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ მიყვარხარ,
და ჩემი სული უფალს ეკუთვნის.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები