ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რივე მიმი
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2012


დავნოსტალგირდი

წვიმამ ნოსტალგია გამიასმაგა,
წვეთები ფანჯრის მინას ადნება.
თითქოს მათაც ესმით ჩემი აღსარება,
თითქოს მათაც რაღაც ენატრებათ.

ისე მსიამოვნებს ფარდის ფამფალი
ქარი რომ არხევს მას ნაზად.
ისე მენატრება ქუჩებში ტანტალი,
წვიმაც არ შემიშლის ალბათ.

სულში ისეთი თქეში დამეწყო,
წვეთი მექცევა ზვირთად,
მე ახლა ისე დავნოსტალგირდი,
ოკეანედ ყოფნა მინდა.

სტიქია მინდა ვიყო-ცუნამი,
თუნდ ტაიფუნი დიდი,
ტორნადო მინდა, ანდა გრიგალი...
მე ახლა ისე დავნოსტალგირდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები