 | ავტორი: მე-კალ-მე ჟანრი: პროზა 1 ოქტომბერი, 2012 |
როგორ გამუქფერებულხარ, ჩემო საქართველოვ... როგორ დაგკარგვია ფერი...
რამე მითხარი... მანუგეშე... მითხარი, რომ შავ ზღვას მხოლოდ სახელი აქვს შავი! მითხარი, რომ მწვანე ფოთლების ვერდანახვა, მხოლოდ ნაადრევი სიბერის ბრალია! მითხარი, რომ ჩვილები ძილმა დაამუნჯა! მითხარი, რომ ეს სიცოცხლეა! მითხარი, რომ სიზმრად ანგელოზებს ხედავენ... მითხარი, რომ ბოროტებას სიკეთეზე არ გაუმარჯვია! მითხარი, რომ ღვთისმშობელი არ დასტირის თავის სუნთქვაგამოცლილ წილხვედრს! დამარწმუნე, რომ სიხარულის ცრემლებია ქალწულის თვალებზე! მითხარი, რომ არ დამდგარა მარადიული ღამე! მითხარი, რომ ეს ბურუსი არ არის საუკუნო! მითხარი, რომ ჯერაც მაქვს უფლება უფალს შენი ხსნა ვთხოვო! მითხარი, რომ არაფერი შეცვლილა... რომ მე დავბრმავდი მხოლოდ! მითხარი, რომ დავბრმავდი! დამაჯერე, ჩემო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. მიყვარს ეს გოგო და რა ვქნა??? მიყვარს ეს გოგო და რა ვქნა???
19. არ გიწყენთ :) მოგიტევეთ უკვე :))
თუმცა დაკონკრეტებას არ ვაპირებ :) თქვენი ნაწერები ვნახე და... ვერ მივიღებ ამ რჩევას, ვერ გენდობით :)))) არ გიწყენთ :) მოგიტევეთ უკვე :))
თუმცა დაკონკრეტებას არ ვაპირებ :) თქვენი ნაწერები ვნახე და... ვერ მივიღებ ამ რჩევას, ვერ გენდობით :))))
18. მაშინ დავაკონკრეტოთ რომ ღია ფერები იყო და ფერი რომ დაკარგა იმიტომ გამუქდა...:P იმედია არ მიწყენთ ჩემს "გაუგებრობას"// :) მაშინ დავაკონკრეტოთ რომ ღია ფერები იყო და ფერი რომ დაკარგა იმიტომ გამუქდა...:P იმედია არ მიწყენთ ჩემს "გაუგებრობას"// :)
17. ან... მართლა ვერ იგებ, თუ ინტრიგნობ? :) საკუთარი ფერი დაკარგა, იმიტომ რომ გამუქდა... ღია ფერის იყო, ფერადი, გამუქდა და დაეკარგა ეგ ღია ფერები :) ან... მართლა ვერ იგებ, თუ ინტრიგნობ? :) საკუთარი ფერი დაკარგა, იმიტომ რომ გამუქდა... ღია ფერის იყო, ფერადი, გამუქდა და დაეკარგა ეგ ღია ფერები :)
16. საკუთარ ფერს რომ კარგავენ მუქფერდებიან? საკუთარ ფერს რომ კარგავენ მუქფერდებიან?
15. ან... იგულისხმება, რომ საკუთარი ფერი დაკარგა, რაც ჰქონდა ჩვეულებრივ... :) მადლობა წაკითხვის :* ან... იგულისხმება, რომ საკუთარი ფერი დაკარგა, რაც ჰქონდა ჩვეულებრივ... :) მადლობა წაკითხვის :*
14. მითხარი, რომ ჩვილები ძილმა დაამუნჯა! მითხარი, რომ ეს სიცოცხლეა! მითხარი, რომ სიზმრად ანგელოზებს ხედავენ..
მოეწონა არტეს:)5+++ მითხარი, რომ ჩვილები ძილმა დაამუნჯა! მითხარი, რომ ეს სიცოცხლეა! მითხარი, რომ სიზმრად ანგელოზებს ხედავენ..
მოეწონა არტეს:)5+++
13. როგორ გამუქფერებულხარ, ჩემო საქართველოვ... როგორ დაგკარგვია ფერი...
აქ ცოტა ავირიე..გამუქფერებული თუა ფერი როგორღა დაკარგა? როგორ გამუქფერებულხარ, ჩემო საქართველოვ... როგორ დაგკარგვია ფერი...
აქ ცოტა ავირიე..გამუქფერებული თუა ფერი როგორღა დაკარგა?
12. ყოველთვის მსიამოვნებს შენი ნაწერების კითხვა ყოველთვის მსიამოვნებს შენი ნაწერების კითხვა
11. მადლობა, მუხა :* მადლობა, მუხა :*
10. ყველაფერი იქნება კარგად! გწამდეს, გჯეროდეს, არასოდროს დაბრმავდები! ყველაფერი იქნება კარგად! გწამდეს, გჯეროდეს, არასოდროს დაბრმავდები!
9. მადლობა, დე... მიყვარხარ :* მადლობა თბილი სიტყვებისთვის იმ მძიმე დღეებში... მადლობა, დე... მიყვარხარ :* მადლობა თბილი სიტყვებისთვის იმ მძიმე დღეებში...
8. კარგიაო, ტენდიმ. :) 5 კარგიაო, ტენდიმ. :) 5
7. გიგა, ახლა რომ ვფიქრობ, ასე მგონია, სწორედ იმან გამათამამა შეკითხვების დასმისას, რომ პასუხს არ ველოდი... გიგა, ახლა რომ ვფიქრობ, ასე მგონია, სწორედ იმან გამათამამა შეკითხვების დასმისას, რომ პასუხს არ ველოდი...
6. კარგი ჩანახატია...უფრო თხოვნა.. დამაჯერებელი პასუხისა..
შეგრძნებებით სავსეა, თუმცა მგონია რომ მაინც ბევრს თხოვ..ასე ერთბაშად ძნელია პასუხების გაცემა და უფრო ძნელი ამის მოსმენა..
თან ისეთ თემებზე გინდა პასუხები...საქართველოსგან... არ მგონია გულის ბაგაბუგმა გაუძლოს.. სამწუხაროდ..
კარგი ჩანახატია...უფრო თხოვნა.. დამაჯერებელი პასუხისა..
შეგრძნებებით სავსეა, თუმცა მგონია რომ მაინც ბევრს თხოვ..ასე ერთბაშად ძნელია პასუხების გაცემა და უფრო ძნელი ამის მოსმენა..
თან ისეთ თემებზე გინდა პასუხები...საქართველოსგან... არ მგონია გულის ბაგაბუგმა გაუძლოს.. სამწუხაროდ..
5. შენს მინიატურაში ნათლად ჩანს სიყვარული სამშობლოსადმი, ჩემთვის ამის შემჩნევა ძნელი არ არის, ეს სიყალბე არ არის ეს ნაწერი გულწრფელია. შენს მინიატურაში ნათლად ჩანს სიყვარული სამშობლოსადმი, ჩემთვის ამის შემჩნევა ძნელი არ არის, ეს სიყალბე არ არის ეს ნაწერი გულწრფელია.
4. მომეწონა ეს მინიატურა. ავტორი რომ არ მენახა ისედაც მომეწონებოდა, თითოეული სიტყვა მოფერებითი, ფრთხილი, ნაფიქრი და განცდილია. თითოეულ წინადადებაში ეს მიმართვა - ,,მითხარი" კარგად ჯდება, გარდა ამისა -,,რამე მითხარი... " აქ ზედმეტია ჩემი აზრით და კიდევ ბოლოში -დამაჯერე, ჩემო... ამის გარეშე უკეთესი იქნება ჩემი აზრით, რადგან წინა ფრაზით დასრულება. მტკივნეულს და ემოციურს ტოვებს ნაწერს. ხოლო ,,დამაჯერე ჩემო" აქ უკვე ამოსუნთქვის მომენტია და რაღაც აი ხელებჩამოშვებული რო ასრულებ ეგეთი. ორივე კარგია, მაგრამ მე წინა წინადადებით დავასრულებდი.
მოკლედ ვიბოდიალე ახლა და არ მომაქციო ყურადღება. :D
მიორქ. მომეწონა ეს მინიატურა. ავტორი რომ არ მენახა ისედაც მომეწონებოდა, თითოეული სიტყვა მოფერებითი, ფრთხილი, ნაფიქრი და განცდილია. თითოეულ წინადადებაში ეს მიმართვა - ,,მითხარი" კარგად ჯდება, გარდა ამისა -,,რამე მითხარი... " აქ ზედმეტია ჩემი აზრით და კიდევ ბოლოში -დამაჯერე, ჩემო... ამის გარეშე უკეთესი იქნება ჩემი აზრით, რადგან წინა ფრაზით დასრულება. მტკივნეულს და ემოციურს ტოვებს ნაწერს. ხოლო ,,დამაჯერე ჩემო" აქ უკვე ამოსუნთქვის მომენტია და რაღაც აი ხელებჩამოშვებული რო ასრულებ ეგეთი. ორივე კარგია, მაგრამ მე წინა წინადადებით დავასრულებდი.
მოკლედ ვიბოდიალე ახლა და არ მომაქციო ყურადღება. :D
მიორქ.
3. სიცოცხლის ხაზი ( სამშობლოს)
არ ვიცი ახლა რა მოგწერო, ღრმად ისუნთქე... ლევან მაისურაძე სიცოცხლის ხაზი ( სამშობლოს)
არ ვიცი ახლა რა მოგწერო, ღრმად ისუნთქე... ლევან მაისურაძე
2. სიხარულის ცრემლების დრო ალბათ ჯერ კიდევ შორსაა, მაგრამ ყველაზე ხანგრძლივ ზამთარსაც კი მოსდევს გაზაფხული. სიხარულის ცრემლების დრო ალბათ ჯერ კიდევ შორსაა, მაგრამ ყველაზე ხანგრძლივ ზამთარსაც კი მოსდევს გაზაფხული.
1. რა გითხრა? მე ქალაქის გულში ვცხოვრობ ( თავისუფლების მოედანთან) ამ დროს აქ ყოველთვის ხმაურია....ახლა კი დუმს ქალაქი, ძალიან ცუდად დუმს...რაც შეეხება ბავშვებს, ისინი სიკვდილმა დაამუნჯა! რა გითხრა? მე ქალაქის გულში ვცხოვრობ ( თავისუფლების მოედანთან) ამ დროს აქ ყოველთვის ხმაურია....ახლა კი დუმს ქალაქი, ძალიან ცუდად დუმს...რაც შეეხება ბავშვებს, ისინი სიკვდილმა დაამუნჯა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|