ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ურიელი
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2013


ქალადა ვნახე სიზმარი

ქალადა ვნახე სიზმარი,
თოვლივით გადმომეფინა,
თეთრი, ქათქათა სიზმარი
ელფერით შემოედინა.
შობის დღესავით მორთული
ტანი ნარნარი ფერითა,
ფიჩხად წაყრილი წამწამი
ნაძვს წვრილად გამოედინა.
კავკასიონის ქედს მიღმა
ქარს მშვიდი ძილით ეძინა;
წუთით გამთბარი ღიმილი,
ბუნებას გამოეფხიზლა.
ცივი თვალებით ჰორიზონტს
გული სატირლად ეღირსა,
ბაღში მოფენილ ყვავილებს
დარაჯი სუსხად ეფინა.
ენძელას ყელყელაობით
იებს მის ჩრდილში ებინდათ;
მთაგორებს -სულის ამგორებს,
ყრუ-მუნჯის ტანჯვა ეკიდათ.
გადახეთქილი ვარდისა,
როგორც ბაგენი ქალისა,
სურნელის ტკბილად მონაქროლს,
ვერ ჰკლავდა ტყვია -ავდრისა!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები