ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: საბა აფხაზი
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2013


  ჩამოტვირთვა

ნევროზი ( რაც უნდა იყოს)

ნევროზი
( რაც უნდა იყოს)

სადღაც დღეებსშუა სიზმრად გაჩხერილმა,
თვალი უთავბილო ფიქრებს მივაბჯინე,
სისხლი - მაჭარია ვნებით დაფერილი,
კვლავაც ძარღვებსშორის გულში მიაბიჯებს.

ისევ ამჩნევია ძველი ნაფეხური,
ჩვენი ქუჩების და დროის გადაკვეთას,
როგორც ჩატეხილი კიბის საფეხურზე,
ფრთხილი ნაბიჯებით ქარი ჩამოწვეთავს.

სიომ ქალაქგარეთ გაშლილ ტაფობებზე,
სხივნი დაურიგა მინდვრის თაიგულებს,
მარტი აფრენილა ტყემლის წვეროებს და
შენაც მზეებს შორის თბილად დაგიგულებ.

ძველი, მეეზოვის ცოცხის ნაკვალევი -
ზამთარს ჩამოფერთხავს სახლებს გაგიჟებით,
ბავშვებს დაუდგებათ წამი გამალების,
ქუჩებს - მონატრებულ ხალხის ნაბიჯები...

სადღაც ჩამოივლი ისევ გახარებით,
თითქოს როიალთან ჰანგი თამაშობდეს.
როგორც გადაფურცვლა თავის სახარების,
დილა ნასუსხარად სიზმრებს დამაშორებს.

ისევ დღეებსშუა ღამედ გაჩხერილი,
თავი უნაპირო სიზმრებს დავუკარი,
ცივი ზამთრისაგან ფიქრით დასერილმა
გულში სისხლძარღვებით - მარტი ჩაგიკარი.


                                                        თებერვალი 2013
                                                        ბლაგოევგრადი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები