ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბოსი
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2013


პოპოვის რადიო

...
წუხელ, საკმაოდ გვიან,
ჩემი საძინებლის ფანჯრის რაფაზე მოკალათებული პოპოვის რადიო ჩავრთე.
რადიომ წამოახველა და თოვა დაიწყო.
ოთახს ილიჩის ნათურა ანათებდა.
პოპოვის რადიომ უცებ ჩახრინწული ხმით მითხრა:
რაღა დროს ილიჩის ნათურებია,
როცა ქვეყანას ეკონომ-ნათურები ანათებს.
აშკარად ჩამორჩი ძმაო ცხოვრებას.
წადი ლილოზე,
ან ელიავას ბაზრობაზე და ეზიარე ცივილიზაციას,
გამოცვალე ეგ იდიოტური შუშის ბურთი.
მე გამეცინა-
როცა პოპოვის რადიო ხარ,
ილიჩის ნათურას არ უნდა დასცინო,
მერე რაა რო პერიოდულად თოვ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები