ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნა პაპოშვილი
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2013


არადა , ხომ მახსოვს..


ცივი აპრილია ,
უშენოდ ვერ მზეობ..

არადა , ხომ მახსოვს,
მზისფერი წამები..

იქ თოვლქვეშ დამფრთხალი
იების კონა და

შენმიერ ნათქვამი
სიტყვების ალერსი..

ცივი აპრილია,
არადა, ხომ მახსოვს?

სიტყვებით გაბმული
ბავშვური გართობა..

ხელებში ჩამჭკნარი
ტყემლების ყვავლი

და ჩემთვის ნანატრი
გრძნობების არქონა..

ცივი აპრილია
არადა , ხომ მახსოვს?

დრო როგორ უგრძნობი
წამივით გარბოდა..

სიყვარულს არ გიხსნი,
უბრალოდ ვიხსენებ:

-ჩვენ მაშინ პირველი
აპრილი გვათოვდა ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები