ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბოსი
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2013


პერო

პოეტი თამადა. ამაყად ჩაბღუჯულ პეროთი,
ველური სტიქია- ნეონის ელვა და ქუხილი,
პოეტთა ამალა,ფრთები რომ გაშალეს გემოზე
და დაფნით მოფენილ სცენაზე ფერხულებს უვლიან.

პოეტი - ტკივილი, პოეტი- მუზა და გენია,
ძალა და "ექშენი", დაჭრილ გმირს გზაზე რო გაუსწრო,
გველებს რომ უთვალა გესლი და ორკაპა ენები,
მათივე სიბრძნეს რომ ვერაფრით გამოსდო კაუჭი

პოეტი - მებრძოლი ქართან და ქარების წისქვილთან,
ალესილ ფრანგულზე მჭრელია კისერზე უღელი,
ხან ტილი ედება ფეხებში, ხან თავთან ყვავები,
და სჯერა მხოლოდ მას არგუნეს ტკივილის უფლება .

პოეტი შეგნება, პოეტი - "მე ვარ და სამშობლო",
"მე ვარ და ნაბადი", ნაბადში - მსოფლიო ვარამი,
პოეტი - რითმები, რიტმები, თემები, თავშლები,
ჩოხები, დოქები, ყანწები, ღვინო და ლავაში,

მჯიღი და მუშტები, გულის პირს, სცენის პირს, პირს უკან
და ნატანჯ ლექსებში ნანატრი დიდების შეხვევა...
სადღაც კი სიჩუმე მზის ჩასვლას დაღლილი უღიმის,
თოხსა და გუთანზე დაყრდნობილ ჭარმაგი გლეხივით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები