ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ზაქაიძე
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2013


  ჩამოტვირთვა

ყველა რომ ყველაში ჩაგთვლის

ყველა გაერთობა ჩვენით,
არავინ იფიქრებს სხვებზე,
ყველა შეეცდება დევნით,
არავინ ატაროს გზებზე.

ყველა სუსტ ნერვებზე დახტის,
არავინ არ იბრძვის სუფთად.
ყველა ხომ მეფეა ტახტის,
არავინ არაფრად უნდათ.

ყველა გადაგყიდის ვერცხლად,
არავინ მოიხდის ბოდიშს.
ყველა როცა განთებს ცეცხლად,
არავინ არასდროს მოდის.

ყველა სიბილწე გამშვენებს,
არავინ არ გიდგას ახლოს.
ყველა დანგრევად გაშენებს,
არავინ რომ აღარ გნახოს.

ყველა მიაშურებს თავლას,
არავინ შეჯდება ცხენზე.
ყველა გვერდზე გიწყებს გავლას,
არავინ არ ფიქრობს შენზე.

ყველა წიხლებით შეგდგება,
არავინ გამოგიწვდის ხელს.
ყველა სისხლივით დედდება,
არავინ გაპატიებს ცრემლს.

ყველა ოცნება ახდება,
არავინ აფასებს შედეგს.
ყველა ბრბოს შვილი გახდება,
არავინ დაბადებს შემდეგს.

ყველა შეგაშინებს ჯვარცმით,
არავინ დაიჯერებს შენსას.
ყველა დაუნდობლად გაგცვლის,
არავინ არავის მწყემსავს.

ყველა გმირებად აკურთხეს,
არავინ არ დგას თავდახრით.
ყველა სახეში გაფურთხებს,
არავინ გინდობს ამ განხრით.

ყველა რომ დღეებად დაგთვლის,
არავინ აგაგდებს ცაში.
ყველა რომ ყველაში ჩაგთვლის,
არავინ გერქმევა მაშინ!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები