ვოცნებობ მუზეუმზე, ვოცნებობ ჩემს საკუთარ მუზეუმზე, სადაც არ იქნება კვარცხლბეკები და შუშის კუბები, სადაც არ იქნება ხელოვნური განათება და ტემპერატურული რეჟიმი, არ იქნება ვიდეოთვალები და სასიგნალო მოწყობილობები, არც დათარიღებული ტაბლოები განმარტებებითურთ. ადამიანები შემოვლენ უბილეთოდ, საკიდზე დაკიდებენ ტყვიისფერ და იისფერ აურებს, უსარგებლო იმედს, დაღლილი თვალებით მიეყრდნობიან კედლებს და იტყვიან, რომ აბრაამმა შვა ისააკი, ისააკმა შვა იაკობი, იაკობმა შვა იუდა და ძმანი მისნი... ჩვენ დაგვავიწყდა შობა - ნაშობნიც და უშობელნიც და გამოვჩორკნეთ ომი. ომს ჰქონდა ბუმერანგის ფორმა, იფრინა, იფრინა და მობრუნდა, მობრუნდა და დაგვთვალა - ცოცხლებიც და მკვდრებიც, მკვდრებიც და ცოცხალ-მკვდრებიც - ჩაიქნია ხელები და შედგა. ვოცნებობ მუზეუმზე, ვოცნებობ ჩემს საკუთარ მუზეუმზე, რომელშიც მოვაგროვებ ნივთებს: ჟანგმოდებულ ქვაბებს, უსინათლო ფანჯრებს, ჩამომტვრეულ კრამიტს... ადამიანები შემოვლენ უბილეთოდ, ჩაჰკიდებენ ერთმანეთს ხელებს და იტყვიან, რომ ამ ქალაქს იცნობდნენ ადრე, ეს ქალაქი უნახავთ სადღაც - კაფეებში, ფოტოებზე, ქვებზე... ყავის ლექში ან უბრალოდ ლექსში... ვოცნებობ მუზეუმზე, ვოცნებობ ჩემს საკუთარ მუზეუმზე, რომელშიც მოყვებიან სიზმრებს, მეზობლებზე, მეგობრებზე, ქმრებზე... ახდენილ და აუხდენელ სიზმრებს, ფერად და შავ-თეთრ სიზმრებს, ახსნილ და აუხსნელ სიზმრებს და ჩამიწერენ შთაბეჭდილებათა წიგნში, წასვლისას, წასვლისას, წასვლისას...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. სადაც არ იქნება კვარცხლბეკები და შუშის კუბები, სადაც არ იქნება ხელოვნური განათება და ტემპერატურული რეჟიმი, არ იქნება ვიდეოთვალები და სასიგნალო მოწყობილობები, არც დათარიღებული ტაბლოები განმარტებებითურთ. ადამიანები შემოვლენ უბილეთოდ,
ვააააა ეს ძალიან მაგარი ლექსია რობიიიი
სადაც არ იქნება კვარცხლბეკები და შუშის კუბები, სადაც არ იქნება ხელოვნური განათება და ტემპერატურული რეჟიმი, არ იქნება ვიდეოთვალები და სასიგნალო მოწყობილობები, არც დათარიღებული ტაბლოები განმარტებებითურთ. ადამიანები შემოვლენ უბილეთოდ,
ვააააა ეს ძალიან მაგარი ლექსია რობიიიი
10. რობი, ნატა ვარ, ბუკია. ძალიან მაგარი ლექსები გაქვს. კარგი პოეტი ხარ. 55555555 რობი, ნატა ვარ, ბუკია. ძალიან მაგარი ლექსები გაქვს. კარგი პოეტი ხარ. 55555555
9. ჩვენ დაგვავიწყდა შობა - ნაშობნიც და უშობელნიც და გამოვჩორკნეთ ომი. ომს ჰქონდა ბუმერანგის ფორმა,
მე დავბრუნდები ამ მუზეუმში :)
+ + + + + + + + + +
ჩვენ დაგვავიწყდა შობა - ნაშობნიც და უშობელნიც და გამოვჩორკნეთ ომი. ომს ჰქონდა ბუმერანგის ფორმა,
მე დავბრუნდები ამ მუზეუმში :)
+ + + + + + + + + +
8. უსინათლო ფანჯრებს, ჩამომტვრეულ კრამიტს... ადამიანები შემოვლენ უბილეთოდ, ჩაჰკიდებენ ერთმანეთს ხელებს და იტყვიან, რომ ამ ქალაქს იცნობდნენ ადრე,
ჰო...იცნობდნენ და ეძებდნენ...;-* რა კარგია რომ იპოვეს აქ.. 555 უსინათლო ფანჯრებს, ჩამომტვრეულ კრამიტს... ადამიანები შემოვლენ უბილეთოდ, ჩაჰკიდებენ ერთმანეთს ხელებს და იტყვიან, რომ ამ ქალაქს იცნობდნენ ადრე,
ჰო...იცნობდნენ და ეძებდნენ...;-* რა კარგია რომ იპოვეს აქ.. 555
7. შთაბეჭდილებების წიგნში ვწერ: შთამბეჭდავია! შთაბეჭდილებების წიგნში ვწერ: შთამბეჭდავია!
5. ავტორი: რობერტ მესხი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
გენიალურია! ავტორი: რობერტ მესხი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
გენიალურია!
4. "ჩვენ დაგვავიწყდა შობა - ნაშობნიც და უშობელნიც და გამოვჩორკნეთ ომი. ომს ჰქონდა ბუმერანგის ფორმა, იფრინა, იფრინა და მობრუნდა, მობრუნდა და დაგვთვალა - ცოცხლებიც და მკვდრებიც, მკვდრებიც და ცოცხალ-მკვდრებიც - ჩაიქნია ხელები და შედგა."
ომის არსი.
არ ვიცი, რა ჩაგიწეროთ თქვენი მუზეუმის შთაბეჭდილებათა წიგნში... "ჩვენ დაგვავიწყდა შობა - ნაშობნიც და უშობელნიც და გამოვჩორკნეთ ომი. ომს ჰქონდა ბუმერანგის ფორმა, იფრინა, იფრინა და მობრუნდა, მობრუნდა და დაგვთვალა - ცოცხლებიც და მკვდრებიც, მკვდრებიც და ცოცხალ-მკვდრებიც - ჩაიქნია ხელები და შედგა."
ომის არსი.
არ ვიცი, რა ჩაგიწეროთ თქვენი მუზეუმის შთაბეჭდილებათა წიგნში...
3. ახდენილ და აუხდენელ სიზმრებს, ფერად და შავ-თეთრ სიზმრებს, ახსნილ და აუხსნელ სიზმრებს და ჩამიწერენ შთაბეჭდილებათა წიგნში, წასვლისას, წასვლისას, წასვლისას...
მოეწონა არტეს5+;) ახდენილ და აუხდენელ სიზმრებს, ფერად და შავ-თეთრ სიზმრებს, ახსნილ და აუხსნელ სიზმრებს და ჩამიწერენ შთაბეჭდილებათა წიგნში, წასვლისას, წასვლისას, წასვლისას...
მოეწონა არტეს5+;)
2. ფანტასტიური ლექსია!
საკიდზე დაკიდებენ ტყვიისფერ და იისფერ აურებს,
ტყვი–ია ! ბრავო, მიგნება! ტყვიაში რა უნდაო იას, ბათუმ ეგრე სთქვა. ის სხვაა, რობ, ესა შენია! ფანტასტიური ლექსია!
საკიდზე დაკიდებენ ტყვიისფერ და იისფერ აურებს,
ტყვი–ია ! ბრავო, მიგნება! ტყვიაში რა უნდაო იას, ბათუმ ეგრე სთქვა. ის სხვაა, რობ, ესა შენია!
1. მე ვოცნებობ, რომ ჩემს ქალაქში (მაქსიმუმ) იყოს ასეთი მუზეუმები, ან (მინიმუმ) ბევრი ადამიანი, რომელიც ამაზე იოცნებებს! მე ვოცნებობ, რომ ჩემს ქალაქში (მაქსიმუმ) იყოს ასეთი მუზეუმები, ან (მინიმუმ) ბევრი ადამიანი, რომელიც ამაზე იოცნებებს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|