 | ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა 24 მაისი, 2013 |
ჩემო სიყვარულო, გუშინ დილით გაგეპარე. არ მინდოდა გაგღვიძებოდა. იცი, როგორ მიყვარს ნამძინარევი რომ მიყურებ და შეიძლება წასვლა გადამედო... მთელი ღამე მხარზე ისე ფრთხილად მკოცნიდი, თითქოს სოფელში ერთი დღით კი არ მივდიოდი, სამუდამოდ მემშვიდობებოდი. საოცარია, სრულყოფილი ბედნიერების ასეთი ტრაგიკული აღქმა. ვიცი, უკვე გენატრები. გენატრები, როცა ჩაის სვამ და კოვზს ლამბაქზე დებ, მაშინაც... როცა ფანჯრიდან წვიმას უყურებ, მაშინაც.. გენატრები, როცა სამსახურში მიდიხარ და მაშინაც, როცა დერეფანში ქურთუკს იხდი. მთელი გზა შენზე ვფიქრობდი და ისეთი ბედნიერი სახე მქონდა, დიდი საშიშროება იყო, ვინმეს სულელი ვგონებოდი. გიხანგრძლივებ ჩემსს მონატრებას. უკვე ერთად ვართ... მერე რა, რომ ჩვენს შორის აღმოსავლეთ–დასავლეთი ევროპაა და ერთი უხეირო ოკეანე. ... ანუ, ჩამოვედი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. ლიჩელ, დიდი მადლობა. :) დარწმუნებული ვარ, რაიმე რომ არ მოგწონებოდათ, აუცილებლად მომწერდით.
"წერილი ნიკუშას" შევასწორე თქვენი შენიშვნის შემდეგ და, მგონი, მართლა უკეთესია. :) მხოლოდ, საიტზე ვეღარ შევცვალე. :)
პატივისცემით. :) ლიჩელ, დიდი მადლობა. :) დარწმუნებული ვარ, რაიმე რომ არ მოგწონებოდათ, აუცილებლად მომწერდით.
"წერილი ნიკუშას" შევასწორე თქვენი შენიშვნის შემდეგ და, მგონი, მართლა უკეთესია. :) მხოლოდ, საიტზე ვეღარ შევცვალე. :)
პატივისცემით. :)
22. მე შევაფასებდი, როგორც ინტიმური, ფაქიზი, ოსტატურად შესრულებული. მე შევაფასებდი, როგორც ინტიმური, ფაქიზი, ოსტატურად შესრულებული.
21. "მთელი გზა შენზე ვფიქრობდი და ისეთი ბედნიერი სახე მქონდა, დიდი საშიშროება იყო, ვინმეს სულელი ვგონებოდი." < არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, რომ გიყვარდეს მთელი გულით და მასზე ფიქრი განათებდეს და გათბობდეს)** მომინდა ასეთი წერილის ადრესატობა)) +++++ "მთელი გზა შენზე ვფიქრობდი და ისეთი ბედნიერი სახე მქონდა, დიდი საშიშროება იყო, ვინმეს სულელი ვგონებოდი." < არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, რომ გიყვარდეს მთელი გულით და მასზე ფიქრი განათებდეს და გათბობდეს)** მომინდა ასეთი წერილის ადრესატობა)) +++++
20. არა, ჟოზეფინა, მანდ ასი სიტყვაა. :)) დიდი მადლობა, თუ მოგეწონა. :) არა, ჟოზეფინა, მანდ ასი სიტყვაა. :)) დიდი მადლობა, თუ მოგეწონა. :)
19. მე ვერაფერში ვერ ვატევ ამხელა გრძნობებს და თქვენ ქალბატონო ტენდი ადექით და სულ რაღაც 95 სიტყვაში მთელი ცხოვრება ჩაატიეთ...მთელი ბედნიერება, მთელი მონატრება... :) + მე ვერაფერში ვერ ვატევ ამხელა გრძნობებს და თქვენ ქალბატონო ტენდი ადექით და სულ რაღაც 95 სიტყვაში მთელი ცხოვრება ჩაატიეთ...მთელი ბედნიერება, მთელი მონატრება... :) +
18. დიდი მადლობა, ანი და ლანა! :)) დიდი მადლობა, ანი და ლანა! :))
17. სრულყოფილი ბედნიერება...
რა თბილია!
+5 სრულყოფილი ბედნიერება...
რა თბილია!
+5
16. ძალიან კარგია :*
5 ძალიან კარგია :*
5
15. მადლობა, არტემიდას! :) მადლობა, არტემიდას! :)
14. ... ანუ, ჩამოვედი
მოეწონა არტეს::)5+++ ... ანუ, ჩამოვედი
მოეწონა არტეს::)5+++
13. უმა თურმანი, გამიხარდა შენი კომენტარი. :)))) ვერც მე სევუერთდი ბათუმის სტუმრებს. :)) უმა თურმანი, გამიხარდა შენი კომენტარი. :)))) ვერც მე სევუერთდი ბათუმის სტუმრებს. :))
12. ტენდი, არ გიცნობ, მარა იმედია, გაგიცნობ, ძალიან მომეწონა მართლა სითბო მოდის. გული დამწყდა ნამდვილად, რომ ვერ მივიღე მონაწილეობა და იმედი მაქვს, მომავალ წელს შემოგიერთდებით. სულით და გულით მინდა თქვენი გაცნობა და თქვენთან მეგობრობა. ასევე მოვიკითავ ჭას, მუხას და ყველა ურაკელ მეგობარს. მომენატრეთ და ძალიან დიდი მადლობა, რაც კი სითბო გაგიციათ ჩემს მიმართ. დიდი ხნის პაუზის მერე მეც დავბრუნდი და იმედი მაქვს, აწი სულ თქვენთან ვიქნები, დიდი სიყვარულით, თქვენი ერთგული მეგობარი უმა თურმანი ტენდი, არ გიცნობ, მარა იმედია, გაგიცნობ, ძალიან მომეწონა მართლა სითბო მოდის. გული დამწყდა ნამდვილად, რომ ვერ მივიღე მონაწილეობა და იმედი მაქვს, მომავალ წელს შემოგიერთდებით. სულით და გულით მინდა თქვენი გაცნობა და თქვენთან მეგობრობა. ასევე მოვიკითავ ჭას, მუხას და ყველა ურაკელ მეგობარს. მომენატრეთ და ძალიან დიდი მადლობა, რაც კი სითბო გაგიციათ ჩემს მიმართ. დიდი ხნის პაუზის მერე მეც დავბრუნდი და იმედი მაქვს, აწი სულ თქვენთან ვიქნები, დიდი სიყვარულით, თქვენი ერთგული მეგობარი უმა თურმანი
11. დიდი მადლობა ყველას, ვისაც მოგეწონათ. :) :)
იქ ვერ იცანი, ჯონათან?! :)
დიდი მადლობა ყველას, ვისაც მოგეწონათ. :) :)
იქ ვერ იცანი, ჯონათან?! :)
9. ყველამ ერთად რომ გამოფინეთ ეს "100 სიტყვები", გამომრჩენია კინაღამ :)
იქ, კედელზე, ვცდილობდი ამომეცნო ტენდის 100 სიტყვა, მაგრამ ვერ მივხვდი:)
ახლა კი ვცნობ -კი, ეს ნამდვილად ტენდისაა! :* ყველამ ერთად რომ გამოფინეთ ეს "100 სიტყვები", გამომრჩენია კინაღამ :)
იქ, კედელზე, ვცდილობდი ამომეცნო ტენდის 100 სიტყვა, მაგრამ ვერ მივხვდი:)
ახლა კი ვცნობ -კი, ეს ნამდვილად ტენდისაა! :*
8. ნორმალურია. ნორმალურია.
7. კარგია ტენდი. კარგია ტენდი.
6. ასი სიტყვა კი არა ასი მარგალიტია. ზუსტად ასე იყო ჩემს ცხოვრებაშიც - სანამ იყო. ეს ჩემი ასი მარგალიტია და ჩემთან დარჩება. თქვენ 5 ბრილიანტი. ასი სიტყვა კი არა ასი მარგალიტია. ზუსტად ასე იყო ჩემს ცხოვრებაშიც - სანამ იყო. ეს ჩემი ასი მარგალიტია და ჩემთან დარჩება. თქვენ 5 ბრილიანტი.
5. თბილი წერილია..."უხეირო ოკეანე" ვერ გააციიებს...:-* თბილი წერილია..."უხეირო ოკეანე" ვერ გააციიებს...:-*
4. მართლაც, ძალიან თბილია. განსაკუთრებით მომეწონა ,,ერთი უხეირო ოკეანე~.
მართლაც, ძალიან თბილია. განსაკუთრებით მომეწონა ,,ერთი უხეირო ოკეანე~.
3. ტენდი! შენსავით თბილი და გემრიელი წერილია!
ძალიან, ძალიან მომეწონა. ტენდი! შენსავით თბილი და გემრიელი წერილია!
ძალიან, ძალიან მომეწონა.
2. =) სითბო ზედმეტების გარეშე
ვიგრძენი და ძალიან მომეწონა. ჯერ-ჯერობით, ყველაზე მეტად =) =) სითბო ზედმეტების გარეშე
ვიგრძენი და ძალიან მომეწონა. ჯერ-ჯერობით, ყველაზე მეტად =)
1. ა, ბატონო, ტენდის 100 სიტყვა. :) ა, ბატონო, ტენდის 100 სიტყვა. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|