| ავტორი: პილი-გრიმი ჟანრი: იუმორისტული 11 ივნისი, 2013 |
არაბეთის მეფის როსტომაის, მისი ბაღანაის თინაიეს და კიდომ თინაიეს შეყვარებულის - ავთანდილაის ანბავი
არაბეთში მეფე იყო, როსტომა ერქვა სახელი- კაი მუტრუკი ყაძახი, კაის და გლახის მნახველი, თლა სასტაულად ომობდა, არ ყავდა კაცი ბადალი, ყველაი იმას აქებდა, ჭკუიანიც და აბდალიც.
არ ყავდა ბიჭი როსტომას, ყავდა თლათ ერთი ციცაი - აბჟღიალებდა ყოლისფერს, მეტოქე იყო მზისაი, ვინცხამ შეხედა გააბდლდა, გუუტყეშელდა თვალები, გუუთხუარი დატია მთელი სამეფოს ქალები...
სახელად ერქვა თინაი, აი ქი უნდა იცოდეთ, რაც გეიზარდა მის მერე მზეიც სირცხვილით იწოდა, ქი დუუძახა როსტომამ ვეზირებს გესამანიებს, პაწ-პაწე იჭუჭუნეს და თითი სტაქანიც დალიეს.
როსტომამ უთხრა ვეზირებს: დამაყურეთ თქვენ რა ხთება- როვარც კი ყინვა მუუსწრობს ვარდი ელანძე გახმება, იმის მაგიორ სხვა მუა, როცხა მაისი დადგება - ჩემი მეფობა არაბეთს აწი არ გამუადგება.
დავბერდი აწი ბიჭებო, დღეი არ დამრჩა მაღალი, ხვალ-ზეგე მაინც მოვკტები, მეფე გჭირიენ ახალი, რაა იმფერი სინათლე, ბოლოს თუ მოყვა სკვარამი, ქი გავამეფოთ თინიკო, თვარ გინდებიენ ვარამი!
აი რომ ესმათ ვეზირებს, წაატლიკინეს ენებიი - როსტომა, გენიოსი ხარ, მარა არც ჩვენ ვართ შტერები - დუუშვათ ვარდი ქი გახმა, სხვაი თუ არ გვაქ რას ვიზამთ? ისთევლე იმას ვიკმარებთ, თავს ვერ მევიკლავთ მაგიზა!
რა ვუყოთ მერე, ქალია, მაგიც ხომ ღმერთმა დაბადა, იცის მეფობა ბაღანამ, გენში აქ მამა-პაპადან, მაგფერ ანგელოზს ნამდვილათ ეკუთნის ერთი მენდალი - ლეკვი და ლომი ერთია მამალია თუ დედალი.
სარდალი ყავდა არაბეთს ავთანდილაი ქვიოდა, უშველებელი ყაძახი თლათ მთვარესავით ღვიოდა, წვერი არ ქონდა ჯერ კიდო, მარა გაზდილი ქი იყო, საწყალ ბაღანას სასტიკათ შეყვარებია თინიკო.
მარა რათ გინდა?- ამ ამბავს ვერ გუუმხელდა ვერავის, რომ ვერ ნახავდა კტებოდა, ცრემლი სტობოდა ყელამდის, როცხა ნახავდა ვარესი, ცეცხლი ეკიდა ენაზე, მოკლეთ ამ ჩვენმა თინიკომ გაახმო კაცი ელანძე.
როვარც იმას ყური მოკრა, ამეფებენ თინათინსო, გადირია სიხარულით, აწი აპა რა მიჭირსო, აწი ყველადღე შევხთები, თითო სიტყვას ჩოვუკრავო, ბოლოსდაბოლოს ქალია, თავს რაფერ ვერ მოვუკრავო...
ერთ დილას ხალხში გავრცელდა გასაკვირალი ამბავი, როსტომას უთქვამს თინიკო თქვენი მეფეა ახალი, ნამდვილი მზეა პირდაპირ, გააბჟღიალებს ყოლისფერს, მოით და ნახეთ, აზრი თქვით თქვენ და მე კიდო მოგისმენთ!
ყველა იქინე მივიდა, არ დარჩა სახში არკაცი, იყო ცეკვა და სიმღერა, ტაშის კრაი და კარკაცი, ბუკმაც დუუკრა, წინწილამც დაატკბო იქოურობა, თინიკო იმფერს ტიროდა, სიცოდვე იყო ყურობა.
რაი და მეფის გვირგვინი მძიმე არისო ქალიზა, ქერქეტა გოგო იმ კურცხლებს აღვარღვარებდა ამიზა, როსტომამ უთხრა მამები უნდა შეცვალონ შვილებმა, გაჩუმდი, ხალხში ნუ ტიებ აბდალის შთაბეჭდილებას!
რაფერც ვარდსაც და ფუნასაც მზე ერთნაირად აცხუნებს, შენც არ მოაკლო პატივი არც ჭკუიანს და არც სულელს, აპა შენ იცი ბიუჯეტს ჭკვიანურად თუ განკარგავ, თუ რამეს გაცემ კაია, თვარა ყოლისფერს დაკარგავ! (გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25.
ავტორი: პილი-გრიმი ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5 11 ივნისი, 2013 აუ რამდენი ვიცინე. შემოდით, ნახეთ და იხალისეთ. მაგარია ძალიან:) რაი და მეფის გვირგვინი მძიმე არისო ქალიზა, ქერქეტა გოგო იმ კურცხლებს აღვარღვარებდა ამიზა, როსტომამ უთხრა მამები უნდა შეცვალონ შვილებმა, გაჩუმდი, ხალხში ნუ ტიებ აბდალის შთაბეჭდილებას!:D :D :D
ავტორი: პილი-გრიმი ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5 11 ივნისი, 2013 აუ რამდენი ვიცინე. შემოდით, ნახეთ და იხალისეთ. მაგარია ძალიან:) რაი და მეფის გვირგვინი მძიმე არისო ქალიზა, ქერქეტა გოგო იმ კურცხლებს აღვარღვარებდა ამიზა, როსტომამ უთხრა მამები უნდა შეცვალონ შვილებმა, გაჩუმდი, ხალხში ნუ ტიებ აბდალის შთაბეჭდილებას!:D :D :D
24. უუფ, გაიხარე! ხმამაღლა ვიცინოდი! მეც გურიაში წარმოვიდგინე ტავი და ყურში მედგა ჩემი გურული ნათესავების ხმა... თითქოს ისინი მიყვებოდნენ ამბავს!
აქაც ბ რ ა ვ ო! 5555555555555 უუფ, გაიხარე! ხმამაღლა ვიცინოდი! მეც გურიაში წარმოვიდგინე ტავი და ყურში მედგა ჩემი გურული ნათესავების ხმა... თითქოს ისინი მიყვებოდნენ ამბავს!
აქაც ბ რ ა ვ ო! 5555555555555
23. ძალიან მომოეწონა:)) ძალიან მომოეწონა:))
22. გილოცავთ თავფურცლობას, დაიმსახურეთ :))
აქამდე არ მქონდა წაკითხული... ძალიან სახალისოა, მომეწონა. გილოცავთ თავფურცლობას, დაიმსახურეთ :))
აქამდე არ მქონდა წაკითხული... ძალიან სახალისოა, მომეწონა.
21. სამწუხაროდ არ მქონდა წაკითხული. ძალიან მომეწონა! ქება, როგორც ძველი, ასევე თანამედროვე ვერსიის ავტორებს! :) 5! სამწუხაროდ არ მქონდა წაკითხული. ძალიან მომეწონა! ქება, როგორც ძველი, ასევე თანამედროვე ვერსიის ავტორებს! :) 5!
20. თავფურცლობას გილოცავ,პილიგრიმ..წარმატებები თავფურცლობას გილოცავ,პილიგრიმ..წარმატებები
19. ძალიან მომეწონა! ძალიან მომეწონა!
18. მოგვეწონა, ბევრი ვიცინეთ, გაგრძელებას ველით!+++ მოგვეწონა, ბევრი ვიცინეთ, გაგრძელებას ველით!+++
17. მთავარია უმრავლესობით არ მოვიდნენ მასეთები ნათია:) მთავარია უმრავლესობით არ მოვიდნენ მასეთები ნათია:)
16. ,,გმადლობთ ხალხნო,მიხარია რომ თქვენც მოგეწონათ, არადა მეგონა უმეტესობა მკრეხელობად ჩამითვლიდა ჩემს სითამამეს შოთას მიმართ,,
მასეთებიც შემოვლენ ...)))
მომეწონა! ,,გმადლობთ ხალხნო,მიხარია რომ თქვენც მოგეწონათ, არადა მეგონა უმეტესობა მკრეხელობად ჩამითვლიდა ჩემს სითამამეს შოთას მიმართ,,
მასეთებიც შემოვლენ ...)))
მომეწონა!
15. ,,ეგი" იმერულია:D გმადლობთ ხალხნო,მიხარია რომ თქვენც მოგეწონათ, არადა მეგონა უმეტესობა მკრეხელობად ჩამითვლიდა ჩემს სითამამეს შოთას მიმართ ,,ეგი" იმერულია:D გმადლობთ ხალხნო,მიხარია რომ თქვენც მოგეწონათ, არადა მეგონა უმეტესობა მკრეხელობად ჩამითვლიდა ჩემს სითამამეს შოთას მიმართ
14. მართლა ძაან მაგარია ეგი გურული :)) 5+ მართლა ძაან მაგარია ეგი გურული :)) 5+
13. :))))))))))) გაიხარეეეეე! არა რააა, ნიჭიერი ხალხი ვართ აი გურულები, ცააა! :)) ძალიან მაგრად გადაგურულებულიააა, გენიალურად!!! ჩემგან დიდი სიყვარული და დიდი 5-იანი!!! ველოდები გაგრძელებას! <3 :))))))))))) გაიხარეეეეე! არა რააა, ნიჭიერი ხალხი ვართ აი გურულები, ცააა! :)) ძალიან მაგრად გადაგურულებულიააა, გენიალურად!!! ჩემგან დიდი სიყვარული და დიდი 5-იანი!!! ველოდები გაგრძელებას! <3
12. მაგარი იყო...:))) მოდით წაიკითხეთ, არ ინანებთ...:-* 5 მაგარი იყო...:))) მოდით წაიკითხეთ, არ ინანებთ...:-* 5
11. აი რაფერი კაი რაცხა გამოგსლია, ნიჭი ხარ ცარიელი! აი რაფერი კაი რაცხა გამოგსლია, ნიჭი ხარ ცარიელი!
10. როგორც ტაქსის შოფერი იტყოდა _ ბაზარი არაა,დაჯექი!:) როგორც ტაქსის შოფერი იტყოდა _ ბაზარი არაა,დაჯექი!:)
9. ჰოდა, მეორე თავს დაველოდები 3 დღეში :) ჰოდა, მეორე თავს დაველოდები 3 დღეში :)
8. არა ზორო, მთლიანი ვერსიის შექმნას აზრი არ ექნება(მოსაბეზრებელი გახდება მკითხველისთვის რაღაც დროის შემდეგ), ვაპირებ 300-350 სტროფში ჩავატიო მთელი ვეფხისტყაოსანი. ძირითად ადგილებს შევეჭიდები. შეფასებისთვის გმადლობ! არა ზორო, მთლიანი ვერსიის შექმნას აზრი არ ექნება(მოსაბეზრებელი გახდება მკითხველისთვის რაღაც დროის შემდეგ), ვაპირებ 300-350 სტროფში ჩავატიო მთელი ვეფხისტყაოსანი. ძირითად ადგილებს შევეჭიდები. შეფასებისთვის გმადლობ!
7. მართლა სახალისოა :)) თან ამის დაწერას რა დრო დაჭირდებოდა, რა შრომა. თან გაგრძელება იქნებაო, ვითომ ბოლომდე აპირებ ჩასვლას? ყოჩაღ შენს მოთმინებას მაშინ. უმაღლეს შეფასებას ვწერ. მართლა სახალისოა :)) თან ამის დაწერას რა დრო დაჭირდებოდა, რა შრომა. თან გაგრძელება იქნებაო, ვითომ ბოლომდე აპირებ ჩასვლას? ყოჩაღ შენს მოთმინებას მაშინ. უმაღლეს შეფასებას ვწერ.
6. გმადლობ მე-კალ-მე, აუცილებლად დავდებ გაგრძელებას. ჯერჯერობით მარტო 2 თავი მაქვს გადაგურულებული:) გმადლობ მე-კალ-მე, აუცილებლად დავდებ გაგრძელებას. ჯერჯერობით მარტო 2 თავი მაქვს გადაგურულებული:)
5. გაგრძელებას ველოდები :) გაგრძელებას ველოდები :)
4. ძალიან მომეწონა. ვისურვებდი ამ ნაწერს თავფურცელზე იუმორისტულებში :)
ჩემი +5 ძალიან მომეწონა. ვისურვებდი ამ ნაწერს თავფურცელზე იუმორისტულებში :)
ჩემი +5
3. გავხალისდი..++ გავხალისდი..++
2. ბავშვობაში ბაბუ მართლა ხშირად მიყვებოდა ვეფხისტყაოსნის სიუჟეტს ჩემთვის გასაგებ ენაზე(ანუ გურული დიალექტით), მართალია მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს ბაბუს მონაყოლი ვეფხისტყაოსნიდან მაგრამ შევეცადე წარმომედგინა თუ როგორი სიტყვებით შეიძლებოდა მოეტანა ჩემამდე ვეფხისტყაოსნის სიბრძნე ბაბუს:) ბავშვობაში ბაბუ მართლა ხშირად მიყვებოდა ვეფხისტყაოსნის სიუჟეტს ჩემთვის გასაგებ ენაზე(ანუ გურული დიალექტით), მართალია მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს ბაბუს მონაყოლი ვეფხისტყაოსნიდან მაგრამ შევეცადე წარმომედგინა თუ როგორი სიტყვებით შეიძლებოდა მოეტანა ჩემამდე ვეფხისტყაოსნის სიბრძნე ბაბუს:)
1. "ვეფხისტყაოსანი" გურულად :))
ძალიან ვიხალისე- რუსთველისეული სტილიც დაცულია, ყველა სიბრძნეც და აფორიზმიც თავის ადგილზეა და ძალიანაც მოუხდა გურული დიალექტი :)
"რაფერც ვარდსაც და ფუნასაც მზე ერთნაირად აცხუნებს, შენც არ მოაკლო პატივი არც ჭკუიანს და არც სულელს, აპა შენ იცი ბიუჯეტს ჭკვიანურად თუ განკარგავ, თუ რამეს გაცემ კაია, თვარა ყოლისფერს დაკარგავ"
მართლა ბაბუას მონაყოლია? :) ყოჩაღ, ბაბუას! :) "ვეფხისტყაოსანი" გურულად :))
ძალიან ვიხალისე- რუსთველისეული სტილიც დაცულია, ყველა სიბრძნეც და აფორიზმიც თავის ადგილზეა და ძალიანაც მოუხდა გურული დიალექტი :)
"რაფერც ვარდსაც და ფუნასაც მზე ერთნაირად აცხუნებს, შენც არ მოაკლო პატივი არც ჭკუიანს და არც სულელს, აპა შენ იცი ბიუჯეტს ჭკვიანურად თუ განკარგავ, თუ რამეს გაცემ კაია, თვარა ყოლისფერს დაკარგავ"
მართლა ბაბუას მონაყოლია? :) ყოჩაღ, ბაბუას! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|